იაფმა უცხოელმა მუშახელმა ქართველი კურიერები იმდენად შეავიწროვა, რომ მათ მასობრივი პროტესტის იქეთ გზა აღარ დარჩათ. „ვოლტში“ და „გლოვოში“ დასაქმებულები ყოველ ხუთშაბათ გეგმავენ აქციის ჩატარებას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. უცხოელები უკვე იმდენად მოედნენ მომსახურების სფეროს, რომ საკითხის თვითდინებაზე დატოვება წარმოუდგენელია.
სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათ 29 მაისს მორიგი საპროტესტო მსვლელობა გამართეს. კურიერების მოთხოვნაა: შრომის შესაბამისი ანაზღაურება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულირება და საკურიერო სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა.
ბოლო პროტესტის დროს სპორტის სასახლესთან „გლოვოსა“ და „ვოლტის“ 100-ზე მეტი კურიერი შეიკრიბა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ბექა კობრიაშვილმა განაცხადა, პროტესტის ძირითადი მიზეზი მათ სფეროში უცხოელების უკონტროლო რაოდენობით დასაქმებაა, რამაც ტარიფები მნიშვნელოვნად შეამცირა.
„ჩვენი მოთხოვნა მთავრობის მიმართ არის ის, რომ ყურადღება გამახვილდეს ბაზარზე ბევრი უცხოელის დასაქმებაზე, რომლებიც, ფაქტობრივად, სამუშაოს გვაკარგვინებენ. მათი დასაქმებით, კომპანიებმა ტარიფები დასწიეს, რის გამოც ჩვენ სხვა სამუშაოს მოძებნა გვიწევს“, – აღნიშნა კობრიაშვილმა.
კურიერები დახმარებას პირდაპირ მთავრობისგან ითხოვენ და ამ მოთხოვნების თაობაზე შედგენილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტს გადასცეს.
კურიერები ფიქრობენ რომ „გლოვომ“ და „ვოლტმა“ მათი ანაზღაურების ტარიფები ხელოვნურად შეამცირა, დაბალ ანაზღურებაზე კი უცხოელები დაასაქმა, რომლებიც შეკვეთებს მინიმუმ ფასად იღებენ. შედეგად კურიერები აცხადებენ, რომ სამუშაო სტანდატები ირღვევა და იძლებულები გახდებიან, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანა დატოვონ.
„2 და 3 ლარზე ჩამოწიეს ტარიფები, რაც ძალიან დაბალია. საათში რამდენი შეკვეთა უნდა დაარიგო, რომ რაღაც გამოიმუშაო? ყოველ ხუთშაბათს ვაპირებთ გაფიცვას, არ გავჩერდებით“, – განაცხადა ბექა კობრიაშვილმა.
მომავალში აქციის მონაწილეები გეგმავენ, საპროტესტო მსვლელობა თბილისის ქუჩებშიც გააგრძელონ. კურიერები ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას და ადგილობრივი მუშახელის ინტერესების დაცვას ითხოვენ.
„თავდაპირველად უცხოელების მცირე ჯგუფი იყო დასაქმებული და ჩვენ პრობლემა არ გვქონდა. თუმცა კომპანიებმა მასიურად უცხოელების დასაქმება დაიწყეს, რასაც ტარიფების საგრძნობლად დაწევა მოჰყვა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წერილობით მივმართოთ, რომ რაღაც რეაგირება მოახდინონ და დაგვეხმარონ.
კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები გვქონდა. ისინი გვპირდებოდნენ, რომ გამოსწორდებოდა მდგომარეობა, მუდმივად გვატყუებდნენ, ცრუ დაპირებებს გვაძლევდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელმაც ქართული არ იციან, არ ასაქმებდნენ.
ჩვენ ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას ვგეგმავთ და სწორედ ამიტომ გვსურს, საზოგადოებას ვთხოვოთ, რომ ყოველ ხუთშაბათს „ვოლტი“ და „გლოვოს“ კურიერები არ გამოიძახონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა კურიერმა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ამირან შენგელიამ ცალსახად აღნიშნა, რომ იმიგრანტთა დასაქმების აღსაკვეთად აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება.
„ქართული ბაზარი უცხოელი მუშახელით გაჯერებულია. მდგომარეობა ამ მიმართულებით მეტად გართულებულია. მომსახურებისას ენის არცოდნა სერიოზული ბარიერია. გარდა თურქებისა, დიდი რაოდენობით ვნახავთ ინდოელებს, პაკისტანელებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული. ხანდახან საერთოდაც ვერ აგნებენ დანიშნულების ადგილს. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, დამსაქმებლებს ისინი ურჩევნიათ. ეტყობა, ნაკლებს უხდიან და რაც მეტია გაუგებრობა, მით უკეთესია მათთვის. ამ ფონზე კი, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც ადრე კარგი გამომუშავება ჰქონდათ, შემოსავალი გაუნახევრდათ. დამსაქმებელიც ცდილობს, გამოძახებაზე, მეტწილად, უცხოელი მოქალაქე დატვირთოს“, - განაცხადა შენგელიამ.
საკუთარ მოგებას არიან გამოკიდებულები და ქვეყანა ქინძზე კიდიათ
სადღეგრძელოები იცოცხლე კარგი იციან
ერთი ორ კაცს ჟურნალისტების თანდასწრებით სამარიაჟოდ ტელევიზორს გადასცემენ ........... და მითომ ქველმოქმედია,,
ქუნემ მასეთი ქველმოქმედები ....
არა რაააა ...... როგორც საზღვარგარეთაა---- ვისაც მილიონები აქვს იმას პროცენტულად გადასახადიც შესაბამისად მაღალი უნდა ქონდეს
მერე მართლა დაიწყებენ ნამდვილ ქველმოქმედებას....
ამ თემაზე ქვეყნის მაგალითების მოყვანა შეიძლება მაგრამ ...... ძველებურად წერას ვეღარ, ვახერხებ(,ნებისყოფამ კლება დამიწყო, უკვე 15 წელი გავიდა)
გადამრევ შენ ნამდვილად!
ხომ კარგად იცი, რომ კაპიტალიზმმა ეროვნულობა, სახელმწიფოებრიობა, ენა, მამული და სარწმუნოება არ იცის?
პატრიოტიზმი მხოლოდ მაშინაა კარგად გაყიდვადი პროდუქტი, როდესაც საქმე ომს ეხება და ამ ომში კაპიტალისტები დიდ მოგებას ელიან?
ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებასო - დიამატი და ისტმატი სულ მაგას გვიჩიჩინებდნენ/
აგერაა შედეგი.
ყველაფერი დათვლადიაო - ბრძანებენ კაპიტალიზმის ადვოკატები. ე.ი. სამშობლოს სიყვარულიც და პატრიოტიზმიც დათვლადია და ეს ყველაფერი ფული ღირს. ცოტა თუ ბევრი - ვინ როგორ გაყიდის.
ვერ გადავეჩვიეთ ამ კომუნისტურ აზროვნებას - ჯარში ყველას უნდა ემსახურა - ცეკას მდივნის შვილსაც და ტრაქტორისტ ზორბეგასაც.
უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ყველას უნდა ქონოდა ცოდნის შესაბამისად და ა.შ.
და ვინც საქართველოში ფულის თვლაზეა გადასული ისინიც ქუნემ
ისევ სხვაგან ითვალონ.... ჩვენთან ქვეყნის ხარჯზე ნუ დაითვლის ნურავინ ნურაფერს
თუ ქვეყანას სათავეში ქვეყნისათვის თავგანწირული კაცი არ ეყოლება, ტყუილია მაშინ ნებისმიერი თეორიები
თუ შენ ქვეყანას სჭირდება უნდა წახვიდე და დემეტრესავით კუნძზე დადო თავი
შენი შვილი, შენი ძმა, შენი მეგობარი, შენი ..... შენი და კიდევ შენი.... თუ ქვეყანაზე წინ დააყენე არაფერი გამოვა მასე ...
ჯერ ქვეყანა და მხოლოდ მერე ფული
ეს ლამაზე სიტყვები კი არა აუცილებელი პირობააა ქვეყნის გადარჩენა--- წარმატებისთვის
სულ იმას ვამტკიცებ --სათავეში 4--5 თავგანწირული ადამიანი და ქვეყანა უცებ წავა წინ...
ის ირანის პრეზიდენტი რომ იყო ვინმე მახმუდა, პრეზიდენტობის დროს ავტობუსით დადიოდა სამსახურშიო. თან ამ დროს მისი ცოლი დვორნიკად მუშაობდაო..... თვითონ პრეზიდენტობას რო მორჩა მერე იმან მწყემსობა დაიწყოვო, პლიუს შიგა და შიგ თვითონაც დვორნიკობსო
მე არ ვიძახი რომ გინდა თუ არა ჩვენებიც უნდა დვორნიკობდნენ მეთქი, მაგრამ ხომ შეიძლება იმ კაცივით ჩესნად მოქცევა??
არა ..... ამათ და--ძმა, შვილები და მეგობრები არ გამოელიათ და არ გამოელიათ
ქვეყანას თავი უნდა ანაცვალო, თავი ...ისე არაფერი გამოვა... ესე მესმის მე ქვეყანა და მისი სიყვარული
შენ რომ იძახი კაპიტალიზმი,... ბიზნესიო......კაპიტალიზმი და მორალი და ზნეობაა???
ვიცი სინამდვილეში შენ რასაც და რატომაც ამბობ, მაგრამ მე მაინც ბერიტაშვილის და ქართული მენტალობის იმედი მაქვს ..
კი,...ვხედავ ..... ჩვენს სისხლთან ერთად ამ ჩვენ მენტალობასაც ..... რყვნიან და ღვრიან ....ღვრიან და რყვნიან,...... .მაგრამ მაინც მჯერა, რო საქართველოს მტრებს საქართველო მაინც დედას უტირებს....იმ მარიაჟა ხალხს კიდევ თვითონ ხალხი გამოუტანს განაჩენს......ბოლო ბოლო ისე გარიყავს მას, რომ კაციშვილს არ ეხსომება ვინ იყო და საიდან მოვიდა...
საფლავის ქვაზე კიდე დააწერენ---- დაიბადა კვდარიო