სტამბოლის მოლაპარაკების წინ, უკრაინის დაზვერვამ ორგანიზებული შეტევა განახორციელა რუსეთის ფრონტისპირა ტერიტორიაზე. ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში ააფეთქეს საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ასევე, უკრაინის დაზვერვამ რუსეთის ტერიტორიაზე მურმანსკის და ირკუტსკის ოლქებში სატვირთო ავტომობილებით, კერძოდ ტრაილერებით გადაიტანეს დრონები, რომელიც მალევე აამოქმედეს და დაბომბეს სამხედრო-საჰაერო ბაზები, დაზიანდა 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის სტრაგეგიული ბომბდამშენები. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია - A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები.
რუსეთი აღიარებს, რომ უკრაინამ სერიოზული ზარალი მიაყენა, განსაკუთრებით კი სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ტელეგრამზე“ წერს, რომ უკრაინამ განახორციელა ტერორისტული თავდასხმა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა ამურის რაიონებში, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა მოიგერიეს და, დრონების გაშვების შედეგად, აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა.
თავის მხრივ უკრაინულ და დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებზე დაყრდნობით, რომ ოპერაციის - „ობობის ქსელი“ - ორგანიზებას წელიწადნახევარი დასჭირდა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური ვასილი მალიუკი ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა წყაროების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის ძალების ზარალმა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. თვითმხილველების ცნობით, დრონები სამხედრო ობიექტებზე გზატკეცილზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილებიდან აფრინდნენ. ამ ოპერაციამდე რამდენე საათით ადრე რუსეთმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის - 479 დრონებით და რაკეტებით შეუტია.
მოლაპარაკებების წინ ფრონტის ხაზზე ვითარება დაიძაბა. ამას ემატება უკრაინის საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განაცხადებით რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი, გარკვეული გაგებით, მარიონეტული ომია. თავის მხრივ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება. ტრამპმა უარი თქვა იმ ქმედებების გამხელაზე, რომლებიც მან შეიძლება განიხილოს რუსეთის დასასჯელად და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ მისი ახალი „მკაცრი ენა“ თავის თავზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას.
მოლაპარაკებების პარალელურად, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინელმა ჯარისკაცებმა რამდენიმეთვიანი გადამზადება უნდა გაიარონ. კანცლერმა აგრეთვე განაცხადა, რომ Taurus-ის გადაცემა ნახევარ წელიწადში ან ერთ წელიწადში დღეს უკრაინას სარგებელს არ მოუტანს. ამიტომაც, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უკვე დღეს იხვეწება.
„უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მანძილზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს - არც გაერთიანებული სამეფოს, არც საფრანგეთის და არც ჩვენ მიერ. აშშ-ის მხრიდანაც არანაირი შეზღუდვა არ არის. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავის დაცვა, მაგალითად, რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმით. აქამდე ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, არც გაუკეთებია“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერის ამ განცხადებას მალევე უპასუხა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც მესამე მსოფლიო ომის საფრთხე გაამახვილა ყურადღება. „მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!“, - წერს დიმიტრი მედვედევი.
სტამბოლი რუსულ-უკრაინული დელეგაციის მასპინძლობისთვის ემზადება. მოსკოვში უკვე დაადასტურეს, რომ 2 ივნისს უკრაინულ მხარეს დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაელოდებიან. რუსული დელეგაცია, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით ჩადის და მიაქვის მემორანდუმი, რომელიც 16 მაისის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა. მემორანდუმის დეტალები უცნობია კიევისთვის, თუმცა სტამბოლში ჩასვლაზე თანხმობა დაადასტურა. უკრაინულ დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი უხელმძღვანელებს. თურქეთში იმყოფებიან - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის წარმომადგენლები.
როგორ დასრულდება მეორე რაუნდი ამ ეტაპზე რთული სათქმელია, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ძალაში რჩება მედვედევის მუქარაც.
პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ მედვედევი ამ შემთხვევაში აჟღერებს კრემლის განწყობებს, რაც არ უნდა ძნელი გასაგები იყოს. მისი თქმით, ეს არის გეპოლიტიკური ინერცია - მთელი რიგი პოლიტიკური ფაქტორების გამო, უკრაინა ამ შემთხვევაში არის გეოპოლიტიკური ბრძოლის მთავარი არეალი.
„იმ შემთხვევაში თუ ეს ბრძოლა უკრაინაში გაგრძელდება და წავა საზღვაო ცივილიზაციის გადაჩოჩება სახმელეთო ცივილიზაციის ცენტრისკენ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რუსეთს, ეს გამოიწვევს მის საშინელ გაღიზიანებას და მივა ატომურ დაპირისპირებამდე, რაც ვხედავთ, რომ რეალური გახდა. ამ შემთხვევაში ეს არის სამკვრდო-სასიცოცხლო ბრძოლა. იქითა მხარეს თუ არის ექსპანიის ნაწილი, აქეთა მხარეს ეგზინსტენციალური საკითხია. ამიტომ, ეს გააფრთება და ტონალობა, სულ უფრო და უფრო გამწვავდება. ჩვენ ვხედავთ ესკალაციის უპრეცედენტო მატებას, მედვედევის განცხადება და საუბარი რომ უკვე დისკურსში შემოვიდა. ატომური იარაღის გამოყენებას მანამდე ტაბუ ედო, ახლა კი, მსოფლიოს ნომერ პირველი ატომური არსენალის მატარებელი სახელმწიფო ღიად ლაპარაკობს მისი გამოყენების შესაძლებლობაზე.
ასევე, საუბარია იმაზე თუ Taurus-ის ტიპის რაკეტები იქნება გამოყენებული, საპასუხოდ გამოყენებული იქნება სხვა სარაკეტო სისტემა „არეშნიკი“, „ბანდეროლი“ და საპასუხო დარტყმა იქნება მიყენებული ბერლინზე და ამაზეც ღიად საუბრობენ უკვე და საუბრობენ სწორედ ისინი, ვისაც ავალებენ. ანუ, კრემლი ამ შემთხვევაში თავის განწყობას ახმოვანებს“, - აცხადებს მანჯავიძე.
აქედან გამომდინარე პოლიტოლოგის შეფასებით, აბსოლუტურად რეალურია ატომური არსენალის გამოყენება თუ დაინახავენ, რომ დამარცხებისკენ მიდის საქმე.
„მაგრამ, როგორც ვხედავთ, არ მიდის საქმე დამარცხებისკენ, თუმცა თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში ბრძოლის ველზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საერთოდ შეიცვალა საბრძოლო ველი. ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს და მიდის წინ, იმ პირობებში, როდესაც შეუძლებლად მიაჩნდათ წინსვლა. მაგრამ არავინ იცის რა იქნება მომავალში.
არსებული მონაცემებით ლოგიკურია, რომ რუსეთს აქვს უპირატესობა, თუმცა არ ვიცით როგორი იქნება მოვლენების განვითარება, როგორც ამერიკის შიდა პოლიტიკურ ველზე, ასევე როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში - რამდენად შეძლებენ სამხედრო მრეწველობაზე გადაიყვანონ თავისი ეკონომიკა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ატმური იარაღის გამოყენების პერსპექტივა არ არის გამოსარიცხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ანალიტოკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, დღევანდელ ტურბულენტურ მსოფლიოში ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან ქვეყანას, რომლის სათავეში იდგა ნაპოლეონ ბონაპარტი და შარლ დე გოლი ახლა მართავს ცვედანი მაკრონი, რომელსაც საკუთარი ცოლი თუ ქმარი თვითმფრინავის ტრაპზე სცემს.
„ასეთ კატასტროფულ სიტუაციაშია მსოფლიო, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, ის ქვეყნები, რომელ ქვეყნებზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ბედი და ბირთვული ომის ბედი, ეს არის რუსეთი, ჩინეთი და აშშ. ისეთი სიტუაცია არის, რომ ამ ომებს წარმართავს ფულიანი ხალხი. ასე ყოფილა ადრე და ასე არის ახლაც და ასე იქნება მომავალში. ფულიანი კაცი რატომ წარმართავს? იმიტომ, რომ თავიანთან ფულებს მეტი ფული დაამატონ და ამავე დროს მეტი ნედლეული, მეტი გასაღების ბაზარი და ფული დააგროვონ.
რაც შეეხევა კითხვას - ამ ადამიანებს რაში სჭირდებათ ეს ფული, თუ დაინგრა მსოფლიო, რადგან ბირთვული ომის შედეგად დედამიწაზე ცხოვრება არ იარსებებს? - ვისაც არ აქვს წაკითხული აუცილებლად წაიკითხოს დანიელ დეფოს შესანიშნავი ნაწარმოები რობიზონ კრუზოს ცხოვრება, სადაც ნათქვამია, რომ გემი, როელშიც იმყოფებოდა რობიზონ კრუზო, მიადგა იმ უკაცრიელ კუნძულს, იქ ძალიან ბევრი რაოდენობით აღმოჩნდა ქაღალდის ფული. დეფო წერს, რომ სად უნდა გამოეყენებინა ეს ფულიო და საპირფარეშოში ხმარობდაო. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ რად უნდა ფული, თუ დედამიწაზე ადამიანი არ დარჩა. ამიტომ, არ მგონია, რომ ამ კატასტროფამდე მივიდეს ვითარება, რადგან თავად ამ სამხედრო სამრეწველო კომპლექსების ხელში არ არის ეს. მედვედევი პოლიტიკოსია და ახმოვანებს იმას, რასაც ფიქრობს რუსეთის პოლიტელიტა. რუსეთის პოლიტელიტა კი ახმოვანებინებს ე.წ. დაშინების პოლიტიკას. არც ერთი შემთხვევისათვის ამ ეტაპზე ბირთვული ომი არ მოხდება და ყველამ იცოდეს, რომ რასაც დასაწყისი აქვს, იმას დასასრულიც აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ხოო მართლა ...... ჩვენ ხომ მეგობრების ,,დახმარებით,, რუსებს ნიღაბი ,,ჩამოვხსენით,???,
.ჰოოოდა .ეხლა ,,უკვე,, ვიცით რომ რუსი მართლა გაისვრის....
კიდევ კარგი მეგობრებმა გაგვარკვიეს და აგვიხსნეს ვინააა რუსი, თორემ მათ გარეშე ,,არ,, ვიცოდით ვინ იყო რუსი
,,სტრატეგიული მოთმინებაც,, მეგობრებმა გვასწავლეს
ვაიიიი.... ვაიიი ამ ამერიკელების პატრონს..
ეხლა რო ჯეფერსონ----ვაშინგტონები გაააღვიძო თავიაანთი ჩათლახი ჩამომავლების შემხედვარები, ეგრევე ფიშტოებს დაიხლიდნენ თავში
შენი მოკითხვა გვიან ვნახე, ისიც შემთხვევით ..აღარც მე ვარ აქ ძველებური სიხშირით, დროულად იმიტომ ვერ ,,დაგინახე,, (ახალი რაღა ვთქვა??)
კოლუმბის ნაბუშრები ძაან რომ გამაბრაზებენ, მარტო მაშინ შემოვდივარ ხოლმე აქ---იმათ საგინებლად
მოკლედ ცოტა პერიოდი იტრიალე აქ --- რო დაგინახავ გამოგეხმაურები--პატარა სათმელი მაქვს შენთვის(,,მამაშენის,, სეიფზე უნდა მოგიყვე )