„ამერიკასა და რუსეთს შორის, საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ მიმდინარეობს ვაჭრობა - ეს კატეგორიულად მიუღებელი ფორმაა“

„ამერიკასა და რუსეთს შორის, საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ მიმდინარეობს ვაჭრობა - ეს კატეგორიულად მიუღებელი ფორმაა“

ამერიკელი სამხედრო გენერალი ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ამის შესახებ ოფიცილაური თბილისი ინფორმაციას კიტ კელოგის ინტერვიუადნ იგებს. ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება სამართლიანია და ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, საუბრობენ საქართველოსა და მოლდოვაზეც.

„ეს სამართლიანი შეშფოთებაა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. იცით, ალბათ, შემიძლია ნატო-ში კიდევ ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ და ნატო-ში გაწევრიანების ნებართვისთვის 32-დან 32 ქვეყანაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი დააყენებს. ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენს საზღვრებთან ახლოს. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება“, - განაცხადა კიტ კელოგმა.

ამერიკელი სამხედრო გენერლის ეს აღიარება ადასტურებს, რომ სტრატეგიული პარტნიორისთვის მნიშვნელოვანი სულაც არაა საქართველოს უსაფრთხოება და ეს ქვეყანა მისთვის არის რუსეთთან მუდმივი ვაჭრობის საგანი და სწორედ ამ ნაწილში შეიძლება განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის ჩაწერა - ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სწორედ აშშ-ის და დასავლეთის ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლება იძულებეული გახდა დათქმა ჩაედო კონსტიტუციაში, როგორც გამაღიზიანებელი ფაქტორი ჩრდილოელი მეზობლისთვის. ასე მოხდა უკრაინაშიც, რაც შეეხება მოლდოვას, მან არჩევანი ნეიტრალიტეტზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხდებით, ჩვენთვის მთავარია, უსაფრთხოება გვქონდეს, თუმცა ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებებზე საქართველო გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, დაპირისპირებული დიდი ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, ეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას.

„აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თავიდანვე განაცხადა, ჯერ კიდევ კაბინეტში მოსვლამდე, რომ რუსეთის შეშფოთება უკრაინის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით სამართლიანი იყო, ვინაიდან არ უნდა თავის საზღვარზე, საფეთქელზე მიბჯენილი ნატო-ს რაკეტების ხილვა და ამან განაპირობა ომი, მოლაპარაკების საშუალება იყო და ეს საშუალება ზელენსკიმ არ გამოიყენაო. ამაზე თავიდანვე იყო ლაპარაკი, მაგრამ როდესაც საუბრობენ, მზად არიან, განიხილონ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შევლენ თუ არა ნატო-ში, რასაკვირველია, ამერიკას ყველაზე მეტი სიტყვა ეთქმის. როგორც კონდოლიზა რაისი ჯერ კიდევ 2008 წელს წერდა, აშშ-ის გარდა, ნატო-ს ქვეყნებიც არ არინ მონდომებული, შექმნან ისეთი ვითარება, რაც მათ პრობლემას შეუქმნის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიაა და ამავე დროს, ორი დიდი სახელმწიფო, ორი დიდი ძალა ერთმანეთთან როდესაც საუბრობს, ამ თემის მოლაპარაკების მაგიდაზე დადება დასაფიქრებელია საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„როგორც უკრაინა ითხოვდა, თუ არ შევალ ნატო-ში, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები მომცენო. ჩვენთვის მთავარია, უსაფრთხოება გვქონდეს. ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებებზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ. ვფიქრობთ, რომ ნატო-ს წევრობა არის უსაფრთხოების გარანტია, თუ რამე ალტერნატივა არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაპირისპირებული დიდი ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, ეს არის ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, ეს უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას.

ამ თემიდან კიდევ ერთი დასკვნაა გასაკეთებელი, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასაც კი, თავისი ამ უბედურებით, რაც გამოიარა, არ გააჩნია რესურსი, გავლენა მოახდინოს გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, როდესაც ასეთი პროცესი მიდის მსოფლიოში. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო, ქვეყანაში არ იყოს ექსტრემიზმის არანაირი პერსპექტივა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით ისე, რომ არ მოგვიკითხავს არავინ. ყურადღებით ვიყოთ, მოლაპარაკება მიმდინარეობს, ჩვენ ველოდებით, რომ ეს გამოიტანს ისეთ შედეგს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კიტ კელოგის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ. შესაბამისად, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ. როგორც კალაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან პრინციპული პოზიციის დაცვა მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები იყო.

„ცხადია, ამაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომ რუსეთისთვის, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღებოდა, იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით მოვისმინეთ. იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იმის გამო იყო, რომ ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს ვიცავდით. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენოს. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. ამ ურთიერთობებისთვის საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტიკოს მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ჩვენ საუბარი უნდა დავიწყოთ იმის შესახებ, ზოგაგად, ნატოში საქართველოს სწრაფვა საიდან მოდის. მას შემდეგ, რაც 90-იანი წლებში დავკარგეთ აფხაზეთზე კონტროლი, მივიღეთ უამრავი დევნილი, იგივე მოხდა ცხინვალის რეგიონში და მერე უკვე სააკაშვილმა გვირგვინი „დაადგა“ და საერთოდ ჩააბარა ახალი ტერიტორიები.

მისი თქმით, ნატოსკენ სწრაფვა ქართული დიპლომატიის მიერ 90-იანი წლებში იყო აღქმული, როგორც ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთი გვეიძულებინა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე დამსხდარიყვნენ ჩვენთან და დათმობების და კომპრომისების პოლიტიკით მიგვეღწია შეთანხმებაზე, რის სანაცვლოდ საქართველო არ წავიდოდა ნატოში, რასაც რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. შესაბამისად, პოლიტოლოგის შეფასებით, რუსეთი დაეხმარეობდა თბილისს, ცხინვალს და სოხუმს შეთანხმება შემდგარიყო.

„ეს იყო დანიშნულება ნატოსკენ სვლის და ამ თემის ქართულ დღის წესრიგში ჩაყენების. ეს ასეთ ინსტრუმენტად რჩებოდა ვიდრე საქართველოში სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლირებადი იყო ქართველების მიერ, თუმცა ბოლომდე არასოდეს არ იყო. მაგრამ, როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანეს მარიონეტი სააკაშვილი, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი და საქართველო მთლიანად გარე მართვაზე გადაიყვანეს, ამ არგუმენტმა მიიღო სხვა სახე. უკვე ქართული დიპლომატია და ქართველი პოლიტიკოსები ამ თემას ვეღარ აკონტროლებდნენ, დასავლეთის მართვის ცენტრები უძღვებოდნენ თემებს. ეს გრძელდებოდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაახლოები 2019 წლამდე. კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი 78-ე მუხლი - ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, ჩაიწერა ანაკლიის პორტი. არასერიოზულია ეს.

ახლა რასთან გვაქვს საქმე - პარტნიორობა, მოკავშირეობა, ათეულობით ქართველის სიცოცხლე დაიდო ერთობლივ მისიებში - ავღანეთი, ერაყი, აფრიკა, კოსოვო. უამრავი რესურსი დახარჯა საქართველომ იმისათვის, რომ გადასულიყო ნატოს სტანდარტებზე. წვრთნები იმათებოდა, სადაც ასევე ჩვენი ფული იხარჯებოდა. ახლა პატივცემული კელოგი, რომელიც სამხედრო გენერალია, ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხიო. ეს რას ნიშნავს?! ამ დაშვებას ისე აკეთებენ საჯაროდ, რომ პარტნიორს, ანუ საქართველოს არც კი ეუბნებიან რამეს. იცით რა, თქვენი კი, ნატო კონსტიტუციაში შეგატანინეთ, მაგრამ ახლა შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ ასე გვინდა, თქვენ ნატოში არ მიგიღებთო. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? საქართველოს შესახებ მიმდინარეობს ვაჭრობა ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოს გარეშე - ეს კატეგორიულად მიუღებელი ფორმაა“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

მისივე თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოს ნატოში არასოდეს არ მიიღებდნენ და ირაკლი წერეთლის გარდა ყველა მოაზროვნე ადამიანს ესმოდა, რომ ნატოში გაწევრიანება გამორიცხული იყო, იმიტომ რომ რუსეთისთვის ეს იყო წითელი ხაზი, ეგზინსტენციალური საფრთხე.

„როგორც კი მაპს თუ რაღაცას მოგვცემდნენ, ეგრევე შემოვარდებოდა 58-ე არმია. ახლა გვაყენებ ისეთ მდგომარეობაში, რომ არგუმენტს, რომელიც ჩვენ გვქონდა რუსეთთან სასაუბროდ, რომ ჩვენ ნატოში აღარ წავალთ და სანაცვლოდ ვითხოვთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენს მაგივარად იყენებს აშშ. კი, ბატონო, ნატოს შეუძლია გადაწყვიტოს და თქვას, რომ საქართველოს არასოდეს არ მიიღებს, ეს მათი უფლებაა. სიმართლე გითხრათ არც იდეაფიქსი არ არის, რომ აუცილებლად ნატოს წევრი უნდა ვიყოთ. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო ნამდვილად წარმოადგენს უსაფრთხოების ქოლქას ჩვეულებრივ ვითარებაში, რომ რუსეთი თავს არ დაგესხას.

მაგრამ ახლა ისე არის არეული სიტუაცია, რომ ნატოს წევრობაც არაფერი არ არის. თუკი საქართველოს ფაქტორი, მისი პოტენციური წევრობა, ან არწევრობა გახდა ვაჭრობის საგანი, ჩვენ, ალბათ, უნდა მოვთხოვოთ კომპენსანცია. მატერიალური, დროის, ენერგიის, იმ ჩვენი წვლილის, რაც სხვადასხვა მისიებში გავიღეთ, ეს ყველაფერი დათვლადია. ბუღალტრულად უნდა დაითვალოს და წარვუდგინოთ ნატოს, რომ კომპენსაცია გადაგვიხადოს. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ძალიან დავზარალდით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

Gami იუგოსლავიის /სერბია/ დაბობვის გარდა რ
1 დღის უკან