საფრანგეთმა თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა. საფრანგეთის მსგავსად, იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა პოლონეთის საელჩომ, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა: „საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს, მათ შორისაა დემონსტრაციებში მონაწილეობა“. აღნიშულს შეფასებები უკვე მოჰყვა საქართველოში. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ევროპული ქვეყნების ეს განცხადებები საქართველოში გარკვეული, ეკონომიკური პრობლემების შექმნას ემსახურება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის მოწოდებები ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს. მისი შეფასებით, ამაზე „ქართული ოცნების“ პასუხი შესაძლოა ისევ შეტევითი იყოს.
„როდესაც ასეთი გაფრთხილება კეთდება, იქ მიზეზს, რატომ გაფრთხილებენ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, ტვინში ილექება, რომ უნდა უფრთხოდე და განერიდო ამ ქვეყანას - ამან შეიძლება იმოქმედოს ტურისტულ ნაკადზე და შეამციროს ტურისტული დინება ამ ქვეყნებიდან. ალბათ, უკეთესი იქნებოდა ცოტა სხვა მდგომარეობა გვქონოდა და არ ვიყოთ ასეთ სკანდალურ რეჟიმში, უკეთესი იქნებოდა ამ საკითხის დაყენება არბიტრაჟებში, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყნისა და ფირმების ავტორიტეტს, რასაც კომერციული შედეგები ექნება.
მოლოდინი მაქვს, რომ ქართული მხარე ისევ შეტევით პასუხს გასცემს და ისევ წამოყენებული იქნება ბრალდება, რომ დასავლეთის გარკვეული წრეები ცდილობენ სწორედ კომერციული ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე. ეს განცხადებები გააკეთეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე გამოგვიცხადეს, რომ 26 მაისს ულოცავენ ხალხს და არა ხელისუფლებას. ირაკლი კობახიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „დიფ სთეითს“ აყოლილმა ქვეყნებმა, მათმა ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი და სავარაუდოა, რომ „დიფსთეითური“ პოლიტიკის ნაწილი იყო ეს ნაბიჯი“, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები პირდაპირ ურტყამს ტურისტულ სექტორს საქართველოში, რამაც შესაძლოა ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს.
„დასავლეთთან ურთიერთობა იმდენად დაძაბული და კრიტიკულია, რომ ამ ტიპის განცხადებები გაკეთდება თუ არა, ურთიერთობებში ბევრს ვერაფერს შეცვლის. ეს მოწოდებები პირდაპირი შეტევა იქნება, რომ საქართველოში ტურისტულ ნაკადები ევროპიდან კიდევ უფრო მეტად შესუსტდეს, ისედაც შემცირებულია, რაც პირდაპირ დაარტყამს ტურისტულ სექტორს და ეკონომიკას - როგორც ჩანს, ამ მიმართულებით გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რადგან ბოლო პერიოდში იყო ასევე რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მესაზღრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს ევროპელი ვიზიტორები. ასეთი განცხადება, პირველ რიგში, გავლენას იქონიებს ტურისტულ ნაკადებზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მკვეთრად დაპირისპირებული ევროპულ პოლიტიკასთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - ჩვენ, ფაქტობრივად, ურთიერთოებების კრიტიკულ ფაზაში ვიმყოფებით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველ დღე დემონსტრაციები იმართება, ხანდახან დიდი მასშტაბის.
ეს დემონსტრაციები ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება, კონკრეტულად პარლამენტის გარშემო, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს (5,000 ლარი თითო ჯარიმა, ანუ 1,600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში).
საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს.
შეგახსენებთ, რომ საპოლიციო შემოწმების შემთხვევაში თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი იდენტობის დამტკიცება უნდა შეეძლოს.
საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება შეიძლება საქართველოში ცხოვრების უფლების მქონეებსაც არ მიეცეთ. მოგზაურებს მოვუწოდებთ, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე არშესვლის რისკის წინაშე შეიძლება დააყენონ, მათ შორის საქართველოში პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში მათი აქტიურობა. მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება დამოკიდებული იყოს ამ პროტესტებში თითქოსდა მონაწილეობის გამო დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩვენებს ეგენი გონებით ვერ აჯობებენ
თანაცააა და მილიონ ნახევარი ვართ, რა უნდა ამ პატარა ქვეყნის მოვლას?
გაჭირვებაში ქართველს ყოველლთვის ჰქონდა გონება...... ეგ აქამდე იყო გაუგებრობა, მითომდა მეგობრობას რო გვეთამაშებოდნენ და ჩვენებიც ზრდილობიანად ექცეოდნენ იმათ, თორე ეხლააა.....
მხედრიონი გამოვიარეთ, ჭუბერი გამოვიარეთ, 2008 გამოვიარეთ.... ლტოლვილები ,,სტრატეგიული მოთმინებაც,, გამოვიარეთ ------ .მეტი რაღა უნდა გვიყონ?...კიდევ გადავივლით
მერე ახალი მუხრანიც გამოიჩნდება იტყვის---- იარონ იარონ იარონო
ეგრეა!!!!
მეგობრები........................... წავიდნენ მაგათი ოხერი დედაც, ქუნემ მაგეთი მეგობრები