« ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! ეს მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ! »

« ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! ეს მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ! »

ბუბა ხოტივარი, ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი, ქართული ცივილიზაციის უძველესი ფესვების შესახებ სამენიერო-პოპულარული სერიალის გადაღებას გეგმავს. ამჯერად ჩვენ პროტოქართულ და ინდოეთიდან მოსულ ბერძნულ ცივილიზაციათა ისტორიულ დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ.

დავიწყოთ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტით: ძველი-ელინური ცივილიზაცია ამჟამინდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ აყვავდა, რაც მან უმოწყალოდ გაანადგურა და შთანთქა მისი წინამორბედი პროტოქართული, იგივე პელაზგური ცივილიზაცია. ნამდვილად არ არის საკამათო ის, რომ ინდოევროპული წარმომავლობის უძველეს ბერძნულ ცივილიზაციამდე ამ სივრცეში არსებობდა მართლაც უნიკალური პროტოქართული ანუ პელაზგური ცივილიზაცია!

ამ დაპირისპირებაზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ერთ საინტერესო რამეს ვიტყვი: ჩვენში დიდი თუ პატარა დარწმუნებულია, რომ კოლხეთის მეფე აიეტის ქალიშვილმა მედეამ მამას და სამშობლოს უღალატა, ბერძნებს ოქროს საწმისი გაატაცებინა და ასე შემდეგ.... მაგამ საქმე სულ პირიქითაა: არგონავტებმა მედეა მოიტაცეს!..

თვით ,,ისტორიის მამად“ აღიარებული ჰეროდოტეს უძველეს და უნიკალურ ნაშრომებშია დაფიქსირებული! აი, ბატონო, რას წერს ჰეროდოტე თავის ცნობილ ,,ისტორიაში’’ ( წიგნი, ,,კლიო’’): ,,ელინებმა უსამართლობა მეორედ ჩაიდინეს; გრძელი ხომალდით მისცურეს აიაკოლხიდაში, მდინარე ფაზისთან და იქ, როდესაც გააკეთეს ის, რისი გულისთვისაც მივიდნენ, მოიტაცეს მეფის ასული მედეა. კოლხთა მეფემ გააგზავნა ელადაში მოციქული, რომ მოეთხოვა სამართალი მოტაცებისთვის და უკან გამოეთხოვა ასული, ხოლო ელინებმა უპასუხეს, რომ არც მათ უგიათ პასუხი მათ წინაშე არგოსელი იოს მოტაცებისათვის და ამიტომ არც თვითონ აპირებენ, რომ მისცენ მათ რაიმე...’’ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, თვით ჰეროდოტეს არგონავტები ტიპურ ,,ტრეფიკიორებად’’ და მეკობრეებად გამოჰყავს....მეტსაც გეტყვით: მედეას შვილების მკვლელ დედად გამოცხადებაც უსინდისო ტყუილია!

ლევან სანიკიძეს თავის ,,უქარქაშო ხმლებში’’ კლავდიუს ელიანუსის წყაროებზე დაყრდნობით უწერია, რომ ეს იყო ერთგვარი ,,შეკვეთილი ისტორია’’...

დიახ! იმის გამო, რომ მედეამ ქმრის - უფლისწულ იაზონის ღალატის გამო შური იძია მის საცოლეზე - კორინთოელთა მეფის ასულზე, კორინთოელებმა თავად მოკლეს მედეას შვილები და ეს დედას დააბრალეს!...

თანაც, კორინთოელებმა ძალიან ვერაგული ხერხი გამოიყენეს იმისთვის, რომ ისტორიაში მედეას შვილების მკვლელად თვითონ კი არა კოლხთა პრინცესა მედეა შესულიყო! კორინთოელებმა 5 ტალანტი მისცეს ბერძენ ტრაგიკოს ევრიპიდეს, რომელმაც სინდისის ქენჯნის გარეშე შეასრულა ეს დაკვეთა და თავის ცნობილ ტრაგედიაში ,,მედეა’’ ის თავისი შვილების მკვლელად გამოაცხადა.

თუმცა, დავუბრუნდეთ ჰეროდოტეს ,,ისტორიას’’; ჰეროდოტე მედეას მოტაცების ამბავს ასე აგრძელებს: ,, ამბობენ, რომ მეორე თაობაში ამის შემდეგ, ალექსანდრე პრიამოსის ძემ ყოველივე ამის შემდეგ მოინდომა, რომ თავისთვის ელადიდან მოეტაცა ქალი. მან კარგად იცოდა, რომ არ მოუხდებოდა პასუხისგება, რადგან არც იმათ უგიათ იმათ თავის დროზე პასუხი. ასე მოიტაცა მან ჰელენე.. ტროელებმა თავი იმით იმართლეს, რომ შეახსენეს ელინებს მედეას მოტაცება..ელინებმა კი ერთი ლაკედემონელი ქალის გულისთვის დიდი ლაშქარი შეკრიბეს, შემდეგ მივიდნენ აზიაში და პრიამოსის ძალაუფლება დაამხეს...’’ ანუ ჰეროდოტე მოგვითხრობს პარის პრიამოსის ძის (ალექსანდრეს) მიერ ელენეს მოტაცებაზე და ამ ამბიდან გამომდინარე დაწყებულ ბერძენ-ტროელთა ომზე, რაც ტროას უძველესი კულტურის დამხობით დასრულდა...

თუმცა, სწორედ ტროელები იყვნენ პროტოქართული, პელაზგური წარმოშობის ხალხი! ამაზე ზვიად გამსახურდიას აქვს გამოქვეყნებული შესანიშნავი კვლევები....დიახ! შეიძლება ითქვას, ტროელებმა, როგორც პროტოქართველებმა, ელენეს მოტაცებით, ერთგვარად შური იძიეს ბერძნებზე, რომლებმაც კოლხებს, ანუ ტროელთა ნათესავებს მედეა მოსტაცეს!

გარდა ამისა, ცნობილი გერმანელი მეცნიერი ბორის გრეინშპოლი თავის ნაშრომში ,,ტროელები და იბერიელები’’ პირდაპიორ წერდა: ,,ქართველებმა დედამიწაზე პირველებმა მოიშინაურეს ცხენი და როგორც ჩანს, ავსტრიამდე მივიდნენ, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2800 წელს შექმნეს ბადენური კულტურა. როგორც ჩანს, ქართველები იყვნენ ლეგენდარული ტროელებიც, თუმცა, მათგან დღეს მხოლოდ ერთი ხალხი დარჩა - ქართველები...’’ მოკლედ, ბერძნებმა პროტოქართული ცივილიზაციის ნანგრევებზე ააშენეს თავიანთი კულტურა და იმავდროულად, ისტორიაც საფუძვლიანად გააყალბეს!...

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბერძნებმა აგერ, ჩვენს ცხვირწინ წაშალეს რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში! მათ ჯერ ეს ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინეს, შემდეგ კი აქეთ გვამუნათებდნენ ქართველებს, რა პრეტენზიები გაქვთ, ჯვრის მონასტერი თქვენ არასოდეს გეკუთვნოდათო!..

მოკლედ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მედეა არ იყო მოღალატე! მედეას არ მოუკლავს თავისი შვილები! მედეა არგონავტებმა - მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, ყველაზე უსინდისო სტუმრებმა - გაიტაცეს ოქროს საწმისთან ერთად!... და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ერთერთი უძველესი და უთვალსაჩინოესი - ტროას კულტურა პროტოქართული იყო!..

უძველესი ქართულ-იბერიული ცივილიზაცია, გარკვეულწილად, ყველა იმ ცივილიზაციათა მშობელია, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და რომლებზეც დგას თანამედროვე მსოფლიო!

მთელ მსოფლიოში ცნობილია ასეთი მარტივი ვერსია: ბერძენი არგონავტები გემით მიცურდნენ აიეტის კოლხეთის უძველესი სამეფოს ნაპირებთან და იქიდან უდიდესი საგანძურით - ოქროს საწმისით დაბრუნდნენ სამშობლოში! თუმცა, ჯერ ერთი, ეს ოქროს საწმისი საუველირო ნივთი და ძვირფასეულობა არ იყო; მეორეც, რეალურად ვინ იყვნენ ეს ,,არგონავტები’’?! თუმცა, ჯერ ის ვთქვათ რას წარმოადგენდა არგონავტების გამოჩენამდე პროტოქართული და პროტოკოლხური ცივილიზაცია... მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიურ ენციკლოპედიებში შავით თეთრზე წერია, დიდი ალბათობით, პროტოქართული და პროტოკოლხური ცივილიზაცია უმთავრესი ცივილიზაცია იყო! თავად განსაჯეთ:

აიეტი -- კოლხეთის მეფეა!


პერსი -- აიეტის ძმა, ტავრიელების მეფეა ყირიმში!


ალოიე -- აიეტის კიდევ ერთი ძმა მოიხსენიება, როგორც ,, დაფქვილი პურის ღმერთი’’ !


ახლა აიეტის დებიც გავიხსენოთ:

ქალიფსო (კალიფსო) --- ანუ ,,ქალი ფსოუდან’’ მოიხსენიება, როგორც ქალღმერთთა ღმერთი, რომელიც ფლობდა კუნძულ ოგიგიას ხმელთაშუა ზღვის დასავლეთში!


ფაცია (ფასოფეა) -- მინოსის მეუღლე და კრეტას დედოფალი, რომლის შვილიც იყო ლეგენდარული არიადნა!

ცირა (ცირცეა) - კუნძულ ეას (აიას) ოქროსფერთმიანი დედოფალი, რომელიც თითქმის ყველა ევროპელი ხალხის მითიურ დედად ითვლება! ცირა ითვლება იტალიის პირველი მეფის ავსონის დედად, ასევე დედად იტალიისა, რომლის სახელითაც აპენინის ნახევარკუნძულს დღეს მთელი მსოფლიო ,,იტალიას’’ უწოდებს და ასე შემდეგ......


და ამ დროს ვინ იყვნენ არგონავტები?! უძველესი ბერძნული ცივილიზაციის წარმომადგენლები?! არა! და ეს რომ მართლაც ასეა, უპირველეს ყოვლისა, მარტივი ქრონოლოგიითაც დასტურდება!

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბერძნებმა ტროას უძველესი პროტოქართული ცივილიზაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მე-13 საუკუნეში დაამხეს და იავარქმნეს! არგონავტები კი ამ მოვლენებამდე, სულ ცოტა, რამდენიმე ასეული წლით ადრე ეწვივნენ კოლხეთს! ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ბერძნებს ჯერ კიდევ არ ჰყავდათ არც ,,ისტორიის მამად’’ აღიარებული ჰეროდოტე, არც უდიდესი მოაზროვნე პლატონი და არც ,,ილიადას’’ ავტორი ჰომეროსი!

ცნობილია ისიც, რომ იაზონის და მის არგონავტებს ხომალდ ,,არგოს’’ ( ანუ ,,სწრაფის’’) მშენებლობაში თვით ქალღმერთი ათენა ( ანუ თვით სიბრძნე) ეხმარებოდა! ბერძნები ისე ძალიან იყვნენ დაინტერესებული კოლხეთის სამეფოში დავანებული ოქროს საწმისით, რომ მათ თავად ათენა დაეხმარა. ეს ოქროს საწმისი, უბრალოდ, ოქროსფრად მოელვარე ცხვრის ტყავი კი არა, ისეთი განსაკუთრებული რამ იყო, რის გარეშეც ბერძნებს არ შეეძლოთ არსებობა!

ახლა ვნახოთ, კონკრეტულად ვინ არიან ეს არგონავტები! არგონავტები არიან - თავად უფლისწული იაზონი, ჰერაკლე (ზევსის შვილი) თეზევსი ( ასევე ზევსის შვილი და ათენის დამაარსებელი), პროკრუსტე, სიზიფე, ლაერტი, პოლიდევკი, ავგეა ( ცნობილი თავლების მეპატრონე), ავთოლიკე (ელინებს შორის უეშმაკესი და უფლიდესი ღმერთის ჰერმესის შვილი), ასკლეპიოსი (მედიცინის ღმერთი), ანთეოსი, ორფეოსი (პოეტთა პოეტი), კენეუსი (რომელიც ქალად იყო გარდასახული) და ათობით ასეთი ღმერთი თუ ნახევრად ღმერთი - ზევსის, პოსეიდონის, აპოლონისა და დიონისეს შვილები.... მოკლედ, არგონავტები, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ მსოფლიო ნაკრებია, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის შვილები იყვნენ და შეუძლებელია, ერთ ხომალდზე მოხვედრილიყვნენ!... ანუ ბერძნებმა ოქროს საწმისის მოპარვის ერთგვარი გამართლებისთვის შექმნეს მითი, თითქოს მათ, როგორც უფრო მაღალი ცივილიზაციის ხალხმა, სამართლიანად მიისაკუთრეს კოლხების - უფრო ,,დაბალი ცივილიზაციის ხალხის’’ საგანძური? უფრო რომ გავამარტივოთ: ბერძნებმა შექმნეს მითი, თითქოს არგონავტების სახით კოლხეთში ჩავიდა მსოფლიო ნაკრები, რომელმაც , რა თქმა უნდა, დაამარცხა ფოთის ,,კოლხეთი’’! სინამდვილეში კი, არგონავტების მიერ კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცება იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი აფერა და დანაშაული! სწორედ ოქროს საწმისის ელადაში ჩატანას უკავშირდება იმ ძველი ბერძნული ცივილიზაციის რენესანსი, რომლითაც ასე აღტაცებულია მთელი კაცობრიობა! ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ბერძნული ცივილიზაცია სწორედ კოლხეთიდან გატაცებულ სიბრძნეზე აღმოცენდა!

კაცობრიობის ისტორია თამამად შეძლება დაიყოს ორ ეტაპად: ოქროს საწმისის მოტაცებამდე და მისი მოტაცების შემდეგ! ამით იმის თქმა მსურს, რომ აიეტის კოლხეთი იმჟამინდელი სამყაროს ერთგვარი ცენტრი იყო - ადგილი, სადაც დავანებული გახლდათ თვით ოქროს საწმისი! კოლხეთის ოქროს საწმისი კი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, იყო იმჟამინდელი სამყაროს კეთილდღეობისა და სიბრძნის სიმბოლო! ალბათ, ამიტომაც არის, რომ არგონავტების მიერ ოქროს საწმისის მოპოვებას მითოლოგები და ისტორიკოსები აიგივებენ წმინდა გრაალის აღმოსაჩენად დამაშვრალი კაცობრიობის ლტოლვასთან! კოლხური ოქროს საწმისი იმჟამინდელი კაცობრიობისათვის სწორედ ერთგვარი ,,წმინდა გრაალი’’ გახლდათ! და ეს წმინდა გრაალი ბერძნებმა მოიპარეს!

ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ ერთ რამ: ეს არგონავტები არ უნდა აგვერიოს იმ უმაღლესი ცივილიზაციის წარმომადგენელ ძველ ბერძნებთან, რომელთაც დღეს მთელი მსოფლიო შენატრის! არგონავტების დროინდელი ძველბერძნული სამყარო იყო, პრაქტიკულად, ველური, მძარცველური მენტალიტეტის სივრცე, რომელმაც გასაკეთილშობილებლად სწორედ ოქროს საწმისის მოპოვება განიზრახა! მაგალითისათვის: არგონავტებს შორის იყო ავტოლიკე - ბერძნული ღმერთის ჰერმესის შვილი! და ვინ იყო ჰერმესი? ქურდებისა და ავაზაკების მფარველი!

თავად ბერძნების მითოლოგიით, ჰერმესმა თავის შვილს მიზნის მისაღწევად, უფლება მისცა, ტყუილზე დაიფიცოს მამის სახელი! ანუ ღმერთი თავის შვილს ასწავლის, ჩემი სახელი დაიფიცე, მოატყუე ხალხი, ოღონდ შენ იხეირეო! გარდა ამისა, თავად ბერძნულ მითებში დაუფარავად არის გადმოცემული, რა მზაკვრული გეგმით მოხდა აიეტის ქალიშვილის მედეას ,,გადაბირება’’. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბერძნებს ისე ძლიერ სურდათ ოქროს საწმისის დაუფლება, რომ მედეას იაზონით მოხიბვლაში ჩაერთვნენ ძველბერძნული უმაღლესი ქალღმერთი ჰერა, სიბრძნის ქალღმერთი ათენა და თვით სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე!.. დიახ, ამ ქალღმერთთა მეცადინეობით, ბერძნული მითების გადმოცემით, სწორედ აფროდიტეს შვილმა ეროსმა ესროლა სიყვარულის ისარი მედეას... აი, ასეთი იყო არგონავტების დროინდელი ბერძნული ზნე-ჩვეულებანი! ხაზგასმით ვიმეორებ, ეს იყო მძარცველურ-ავაზაკური მენტალობის ხალხი, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდათ გაკეთილშობილება დ ამიტომაც გადაწყვიტეს კოლხური ოქროს საწმისის მოპოვება! და ოქროს საწმისის მიტაცების შემდეგ მათ ეს მიზანი შეასრულეს. ფაქტია, რომ ასეც მოხდა! ჰომეროსი და პლატონი ძველმა ელადამ მას შემდეგ შვა, რაც ძველმა ბერძნებმა კოლხეთიდან მოიპარეს ოქროს საწმისი! ახლა დავუმატოთ ამას ძველი ბერძნების მიერ მოგვიანებით დაპყრობილი პროტოქართული, პელაზგური ტროა და იქაურ უნიკალურ ცივილიზაციასთან ზიარება და დავასკვნით, რომ ძველი საბერძნეთის მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი უზარმაზარი ცივილიზაცია სწორედ ოქროს საწმისის პროტოქართულ საფუძველზე დგას! ანუ, რომ არა კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოტაცება, შესაძლოა, ძველ საბერძნეთში შექმნილი უნიკალური ცივილიზაცია სწორედ ჩვენს მიწაზე აღმოცენებულიყო?! ლოგიკა და მითოლოგიაში დავანებული სიბრძნე ასეთი დასკვნის აშკარა საფუძველს იძლევა!...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ არის ქართული ეთნოცენტრიზმი და ურაპატრიოტიზმი! ჩვენ ვეყრდნობით ათასწლეულების ისტორიულ გამოცდილებასა და ლოგიკას! ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, ქართველებს ხომ არ აღმოგვიჩენია, რომ კაცობრიობის უძველესი ცივილიზაცია პროტოიბერიულ-პროტოქართული იყო?! ამას მსოფლიო დონის მკვლევარები ამტკიცებენ!

თავად ის ფაქტი, რომ იმდროინდელი ,,წმინდა გრაალი’’ - ოქროს საწმისი სწორედ კოლხეთში იყო დავანებული და მის მოსაპოვებლად ძველმა ბერძნებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ავაზაკობა ჩაიდინეს, ბევრ რამეზე მეტყველებს! თუმცა, ეს ამბავი მხოლოდ ბერძნული ცივილიზაციის აყვავებით არ დასრულებულა! ძველმა ბერძნულმა ცივილიზაციამ შვა რომაული ცივილიზაციაც! ანუ ის ცივილიზაცია, რამაც საფუძველი დაუდო თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციას! ამდენად, რომ არ ყოფილიყო კოლხური ოქროს საწმისი -- იმდროინდელი ,,წმინდა გრაალი’’, ვერ შეიქმნებოდა ძველბერძნული ცივილიზაცია!

რომ არ ყოფილიყო ძველბერძნული ცივილიზაცია, ვერ შეიქმნებოდა ძველი რომის ცივილიზაცია!


და რომ არ ყოფილიყო ძველი რომის ცივილიზაცია, ვერ შეიქმნებოდა თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაცია!

სწორედ ამაშია არგონავტების მითის მთავარი საიდუმლო: თანამედორვე მსოფლიო ცივილიზაცია კოლხურ ოქროს საწმისზე აღმოცენდა!..