პუტინის ულტიმატუმი უკრაინაში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ: „ჩვენი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში აღმოჩნდება ნატო-ს მიღმა“

პუტინის ულტიმატუმი უკრაინაში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ: „ჩვენი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში აღმოჩნდება ნატო-ს მიღმა“

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს. უცხოურ გამოცემას ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. მისივე ინფორმაციით, კრემლს სურს, რომუკრაინა ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს“.

თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ საკუთარი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის სამხედრო გამარჯვებებით შეეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს აჩვენოს, რომ ხვალინდელი მშვიდობა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“, - აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.

ჩნდება კითხვა, რამდენად წავა დასავლეთი ამ ნაბიჯზე და რა შედეგებს მოიტანს ეს როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის?! - ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი აღნიშნული განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თავად ნაკლებად ელოდება, რომ ევროპა ამ ნაბიჯზე წავიდეს.

მესმის რუსეთი ამ ყველაფრის წერილობით გაფორმებას რატომაც ითხოვს. როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაშინ სიტყვიერი პირობა იქნა მიცემული, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, გაფართოვდა კიდევაც და ძალიან ბევრი სახელმწიფოც მიიერთა, თუმცა აქ არის მეორე საკითხიც - რომც დაიდოს ეს წერილობითი პირობა, არავინ იცის 15-20 წლის შემდეგ როგორ შეიცვლება გეოსტრატეგიული ვითარება მსოფლიოში, მათ შორის რეგიონში და შესაძლოა ნატო- გამოაცხადოს: ჩვენ მაშინ კი დავდევით ასეთი პირობა, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მოახდინოს ამ შეთანხმების შეცვლა.

დოკუმენტი შეიძლება იყოს ხელმოწერილი, მაგრამ შემდეგ მოხდეს მისი გაუქმება კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღმოჩნდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიღმა, მაგრამ არ მგონია, რომ დასავლეთი ამაზე წავიდეს. დღეს უკვე ისეთ დონემდეა მისული დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება, რომ არ მგონია, დასავლეთი ამას დათანხმდეს, მით უმეტეს, არაერთხელ გახდა გაცხადებული, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს რომელიმე სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანში, გაწევრიანდეს ამა თუ იმ ალიანსში. ასე რომ, ამის შანსები ძალიან დაბალია, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რის სანაცვლოდ შეიძლება დათანხმდეს პუტინი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას?! - ანჯაფარიძ პასუხობს, რომ ერთ-ერთი პირობა შესაძლოა იყოს მის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა და გაყინული აქტივების დაბრუნება.

ერთ-ერთი ახალი პირობა არის ის, რომ მისი საზღვრების პერიმეტრზე უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოება. ის სახელმწიფოები, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს, არ იყოს განლაგებული ნატო- ინფრასტრუქტურა. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა შევიდა ნატო-ში და მის ტერიტორიაზე განლაგდა ნატო- სამხედრო ინფრასტრუქტურა - რაკეტები, სამხედრო ბაზები და .. თუ ნატოს- სხვა წევრი ქვეყნების რუსეთის სტრატეგიულ ობიექტამდე მიფრენის დრო არის გარკვეული წუთები, მაგრამ ბაზები თუ დადგება უკრაინაში, საქართველოში ან მოლდოვაში, რა თქმა უნდა, ეს დრო გაცილებით შემცირდება, რაც ზრდის რუსეთის მოწყვლადობას ამ კუთხით.

მეორე პირობა იქნება ის, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მოითხოვს სანქციების გაუქმებას, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს რუსეთს და კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება, რაც არ უნდა ილაპარაკონ საკუთარი ეკონომიკის აღმავლობაზე. შეიძლება იყოს სხვა პირობებიც, რომლებიც გულისხმობს იმას, რომ დასავლეთმა მოხსნას ემბარგო იმ სამასმილიარდიან რუსულ აქტივებზე, რომელიც ამჟამად გაყინულია ევროპაში და იქიდან მიღებული მოგება ხმარდება უკრაინის საჭიროებებს. მოთხოვნები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარია, რომ იყოს რეალისტური და ეს მოთხოვნები დასავლეთში არ იქნას აღქმული, როგორც მისი უკან დახევა და დანებება, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 28 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია.

მსგავსი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. მსგავსი შეხვედრა დელეგაციებს შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის შედეგი უნდა იყოს. ამ მხრივ ცვლილებები არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.