“ვერ ვიხსენებ დემოკრატიულობის სტანდარტის მქონერომელიმე მილიარდერს”
“გამოცდილება, როგორც ასეთი, ნაკლებად ღირებულიაღმოჩნდა ახალი ხელისუფლებისთვის”
“პრემიერს” ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა:
- ბატონო სოსო, სიმართლე გითხრათ, ამ ხნისგანმავლობაში შეგნებულად მოგერიდეთ. არგვინდოდა, სახელისუფლებო რისხვა, რომელიცკბილებში გამოსცრა ახლა უკვე “მთავარმა მოქალაქემ”,კიდევ უფრო რადიკალური გამხდარიყო თქვენმიმართ. მართალია, დღევანდელი ხელისუფლებახშირად წამოგვაძახებს ხოლმე, სად იყავით 2012წლამდეო, მაგრამ, რომ არა თქვენ და თქვენი კოლეგებიდა ქართველ ჟურნალისტთა კორპუსი, არა მგონია,ამჟამად თავად ყოფილიყვნენ იქ, სადაც სხედან. მოსწონს თუ არა ეს სააკაშვილს ან ივანიშვილს, თქვენ ქართველი საზოგადოებაგიცნობთ, როგორც ქვეყნის გულშემატკივარსა და პირუთვნელ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, ეს საუბარიც ამ ფორმატშიწარიმართება.
ხელისუფლებაში ყოფნის 500 დღე მიითვალა “ქართულმა ოცნებამ”, როგორ შეაფასებდით მის განვლილ საქმიანობას?
- 500-დღიანი მართვა ქვეყნისა, რასაკვირველია, გამადიდებელი შუშის ქვეშ წარმოებდა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. არ არის გასაკვირი, რომ შეფასებები განსხვავებულია. აზრთა სხვადასხვაობა თავისთავად პროცესის დემოკრატიულობაზე მიუთითებს. ყველაფერი ყველას მოსაწონი არასოდესაა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ წინამორბედი ხელისუფლება ქართველი საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მათთვის პრაქტიკულად ყველაფერი სულ ერთი გახლდათ, ოღონდაც იმ პერიოდს გაშორებოდნენ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” გადაიქცა “ნაციონალურ-სადისტურ მოძრაობად”. ეს დღეს კიდევ მოქმედი ფაქტორია, იმისთვის რომ არსებული შეცდომები თუ გადაცდომები ხელისუფლებისა მეტ-ნაკლებად ნიველირებული იყოს საზოგადოების მხრიდან და აღარ ერიდება “ქართულ ოცნებას”, რომ ნებისმიერ კრიტიკას “ნაციონალური მოძრაობის” სტანდარტი დაუპირისპიროს. დიახ, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის, რაც არის, უკეთესია, მაგრამ ბევრი მიმართულებით ძნელია თქმა, რომ ის რაც არის, კარგია. არადა, თავად სახელიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის მეოცნებე ნაწილი, რასაკვირველია, რეალობის აღქმით კი არ იყო დაკავებული, არამედ მართლაც ოცნებობდა და საკუთარ მოლოდინებს ამყარებდა არა რაიმე კონკრეტულ გათვლებზე, არამედ სურვილებზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ არის უკმაყოფილების მოლოდინზე უფრო მაღალი ხარისხი. ეს არ არის მხოლოდ პირადი პრობლემების მოუგვარებლობა, ეს არის გარკვეული დაბნეულობა, თუ როგორია მრავალწლიანი ხედვა არსებული ხელისუფლების - არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური პროგრამების კუთხით, არამედ დემოკრატიული გარდაქმნებისა და თავად ქალბატონი დემოკრატიის მიმართ პატივისცემის ხარისხის დასადგენად. როდესაც ზოგიერთ ქმედებაში ახალ ხელისუფლებას ვატყობთ, რომ ისინი ვერ თავისუფლდებიან იმ მემკვიდრეობის ზოგიერთი ნაწილიდან, რაც საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებას, რასაკვირველია, ნიჰილიზმი სჭარბობს ასეთ შემთხვევაში საზოგადოების განწყობაში და ეს არის მუდმივად სალაპარაკო თემა. მაგრამ თანდათან ჩვენს მოსახლეობას მობეზრდა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მუდმივი პაექრობა წესების გარეშე, როგორც საჯარო, ასევე კულუარული და არსებობს საფრთხე იმისა, რომ ინტერესების შემცირება გახდეს მიზეზი შემდგომი ნიჰილიზმის გაღვივებისა და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მიმართ გულის აცრუებისა.
- რა მდგომარეობაშია “ოცნების” მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა?
- ყველაზე წარუმატებელი მხარე ახალი ხელისუფლების ქმედებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის მიმართ რეალური პოლიტიკური ნების არარსებობა აღმოჩნდა. არ იყო პოლიტიკური ნება. რამდენიც არ უნდა ეცადონ, ახსნან საკუთარი უმოქმედობა რაიმე ტიპის ზეწოლით საზღვარგარეთიდან, ფაქტია, რომ 10 ათასზე მეტი განცხადება გადასცათ ქონებაწართმეულმა და პატივაყრილმა ადამიანებმა, ენდნენ რა ამ ხელისუფლებასა და პროკურატურას. ისინი სრულიად უყურადღებოდ არიან დატოვებულნი და სხვა რაიმე ტიპის გამოხატვა უკმაყოფილებისა ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ, გარდა მოახლოებულ არჩევნებზე საკუთარი განაჩენის გამოტანისა. 7 მილიარდის თემა იყო თითიდან გამოწოვილი. ე.ი. თეზისი, რომელიც დაიბადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეცდომაში შესაყვანად. უამრავი ქონება, რომელიც ძალადობის გზით “აჩუქებინეს” წინა ხელისუფლებას პირობებში, მათ მფლობელებს პრაქტიკულად არ დაბრუნებიათ. ამას არც მილიარდები სჭირდება და არც საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილება. ამას უნდა პრინციპული, გამჭვირვალე პოლიტიკური ნება სამართლიანობის დამკვიდრებისა. სამართლიანობის აღდგენა სახიფათოც არის თავისი შინაარსით, რადგან უკანასკნელი საუკუნის გამოცდილება, ამა თუ იმ სტანდარტის სამართლიანობის მიმართ, ვერაფერს სასიკეთოს ვერ გვამცნობს. აღდგენა სამართლიანობისა ადეიშვილის ნორმებით, ან თარგამაძის ნორმებით, ბერიას ნომრებით თუ სხვა მათ შორის არსებული ასეთი მოხელის სტანდარტით, ცხადია, არც დემოკრატიაზე მიუთითებს და არც არანაირ წინსვლაზე. უფრო მაღალი თამასა უნდა დაგვედო სამართლიანობის მოპოვებისთვის, 21-ე საუკუნის შესაფერისი სტანდარტი უნდა დაგვემკვიდრებინა. ამის მცდელობა თითქოს იყო, როდესაც სასამართლოში რეფორმა ტარდებოდა, მაგრამ ისიც შუა გზაზე გაჩერდა და ნახევარი შედეგია მიღებული. ამიტომ გინდა, ლატარიაში მოგებაზე გეოცნებოს და გინდა სამართლიანი მოსამართლე გინატრია საკუთარ პროცესზე, დაახლოებით თანაბარი ალბათობაა. იგივე უფრო დიდი ხარისხით ეკუთვნის პროკურატურას. სწორედ პროკურატურა გახდა ძირითადი შემოქმედი იმ გარკვეული უნდობლობისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიმკვიდრა საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში. დიახ, პროკურატურის საქმიანობა განვლილი 500 დღის განმავლობაში შეიძლება, ჩავთვალოთ ყველაზე შესამჩნევ შავ ლაქად ახალი ხელისუფლებისთვის.
- თქვენ ახსენეთ საზღვარგარეთის ზეწოლა. პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა - პრემიერმა მერაბიშვილმა გასცა განკარგულებადასაქმების პროგრამის შესამუშავებლად. პროგრამა მოიწონა მინისტრთა კაბინეტმა. მერაბიშვილს არავინ ადებს ხელს, რომმისგან მიიღო რაიმე სახის დავალება. ან როგორ შეიძლება დამნაშავე ერთი პირი იყოს საქმეში, რომელშიც ჩართული იყოლამის 22 ათასი ადამიანი. მას შეიძლება ასი სხვა დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ამ საქმეს ასდის პოლიტიკური სუნი.ფიქრობთ, ხელისუფლება საგარეო ზეწოლას განიცდიდა?
- თავად ვარ მოწმე იმისა, რომ იმავე ევროპარლამენტის, ან გნებავთ გერმანიის - ბუნდესტაგის წევრებს არ ჰქონდათ დანახული სხვაობა ქალბატონ ტიმოშენკოსა და ბატონ მერაბიშვილს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები სრულიად განსხვავებული შედეგისაა და წარმოშობისაც, ცხადია. ამავე დროს მნიშვნელოვანია ბრალეულობა, რომელიც საზოგადოების განაჩენია, მას იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი განწყობა ამ ორი ადამიანის მიმართ განსხვავებულია. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ზეწოლა, რასაკვირველია, იყო, რადგან, როცა კითხვები ისმება და პასუხი არის მხოლოდ პირადი ვარაუდი, ნაკლებად დამაჯერებელია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თვალით არ დაუნახავთ, თავისი ყურით არ მოუსმენიათ, საკუთარ თავზე არ უგრძნიათ შედეგები იმ მმართველობისა, რომლის ხერხემალი იყო ბატონი მერაბიშვილი.
- მაგრამ სამართლიანი ყოველთვის არ ნიშნავს სამართლებრივს...
- შემიძლია, დაგეთანხმოთ მხოლოდ იმ ნაწილში, რომ მერაბიშვილი არ გახლდათ გარკვეული თანამონაწილე ამ პროცესის და წარმოჩენილია, როგორც ძირითადი ავისმქნელი. მაგრამ, მერწმუნეთ, ასეთი განაჩენის გარკვეული წილი უკვე ჩადებულია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების ყულაბაში. მოვა დრო, როცა სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი განაჩენები - რასაც ჰქვია უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება, რასაც ჰქვია ბიუჯეტის ფლანგვა და ასე შემდეგ, თავს მოიყრის სწორედ სააკაშვილის ყულაბაში. აბსოლუტურად სამართლიანად მიმაჩნია ლიბერალური მიდგომა ჭიაბერაშვილის მიმართ. რადგან, შეიძლება ეს ევროპელებს გაუკვირდეთ, საქართველოში ყველამ კარგად იცის და მათ შორის მოსამართლეებმაც და პროკურორებმაც, სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო განკარგვის ნულოვანი საშუალება ჰქონდა ნებისმიერ მინისტრს. მათ შორის ჭიაბერაშვილს. არ შეიძლება ციხეში ჩასმა ადამიანის, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია უკანონოდ და ასეთი ქმედებით მისთვის არანაირი პირადი ხიბლი ყოფილა. და ის ფაქტიც, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ის დადიოდა პროცესებზე, აძლევდა ჩვენებებს და საკმაოდ აქტიურად ცდილობდა, საკუთარი უდანაშაულობა დაეფიქსირებინა, მომასწავებელია იმისა, რომ ბრალდებულებს სასამართლო უსმენს და იზიარებს ვითარებას, რომელიც შეიძლება ძნელად ასახსნელი იყოს ჩვენი ევროპელი გულშემატკივრებისთვის. ამიტომ, როდესაც ბატონი მერაბიშვილი არ უარყოფდა საკუთარ ხერხემლობას წინა ხელისუფლების პერიოდში, ცხადია, მას მოუწევს მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება საკუთარ ნამოქმედართან. დიდი ალბათობით, გაგრძელდება მისი ბრალდებები სხვადასხვა მიმართულებებით. ვინც ქართულ პრესას ეცნობა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ უკვე სიაც აქვთ ჩამოწერილი მერაბიშვილის პოტენციური ბრალდებების. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა დასავლელი გულშემატკივრებისა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადონ, იქნება მიზეზი ახალი საქმეების აღძვრისა, რომელშიც მისი ბრალეულობა იკვეთება. თუმცა დიალოგის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, ასეთ ბრალდებებზე ისინი საერთოდ ყურადღებას არ გაამახვილებდნენ. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება თუ დამოკიდებულება კონკრეტულად მერაბიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ ქვეყანაში განსხვავებული იყოს მათი ევროპელი გულშემატკივრებისგან. რასაკვირველია, წინა ხელისუფლებას, საქმის კეთების უნარი მაღალი ჰქონდა, მაგრამ ამ კეთებაში ბოროტება სჭარბობდა სიკეთეს თუ პირიქით, ეს ქართველი ხალხის შესაფასებელია.
-500 დღე - ჯანსაღად გარღვეული ბიუჯეტი, ეკონომიკური ვარდნა, მოხტუნავე ლარი, მცოცავი ოკუპაცია, საგარეო პოლიტიკაკონცეფციის გარეშე და ჩამოთვლა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს - არის ამ ყველაფრის მიზეზი არაკვალიფიციური კადრები“ოცნების” ხელისუფლებაში? თუნდაც წახალისებული პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი?
- “ქართული ოცნების” საკადრო საკითხი ვერ ჩაითვლება მის ძლიერ მხარედ და ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ გამოუცდელობა. არა მხოლოდ ქვეყნის მართვის, არამედ ზოგადად პოლიტიკური საქმიანობის. ასეთი გამოუცდელობის ფონზე, ყველაზე მარტივი გამოსავალია მხოლოდ ნაცნობების, ამა თუ იმ მოხელის საკუთარი წრიდან ამორჩევა, ან საახლობლოდან, სანათესავო წრიდან შემოთავაზებული კანდიდატურის თანამდებობით შემკობა. ასე “ქართული ოცნება” არ იწყებდა. როდესაც ბატონმა ბიძინამ “შუა გაკრიფა” და პოლიტიკური ძალები შემოიკრიბა, იქ საზოგადოების კითხვები არ ჩანდა. ცნობადი სახეებით დაკომპლექტებული მისი გუნდი უნდობლობას არ იწვევდა. ეს შეიძლება ყველა თქვენმა მკითხველმა არ გაიზიაროს, მაგრამ ჩემთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც პარლამენტი იმ ადამიანებით დაკომპლექტდა, რომელთა დიდი უმრავლესობაც თავისი პოლიტიკური, სახელოვნებო თუ სპორტული ბიოგრაფიით მხოლოდ პოზიტიურ განცდებს იწვევდა, დავინახეთ, რომ უკვე შუა რგოლში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ვერტიკალზე გარკვეული დეფიციტი შეიმჩნეოდა. გამოცდილება, როგორც ასეთი, ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა ახალი ხელისუფლებისთვის, როგორც ეს მათ წინამორბედებს ჰქონდათ დაფიქსირებული. არავისთვის იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ ვიყავი და გახლავართ “ქართული ოცნების” გულშემატკივარი. მაგრამ გულშემატკივრობა კმაყოფილებას არ ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყოველ თამაშში გოლი გააქვთ. ასეთი უგოლო სეზონია უკანასკნელი თვეების მანძილზე. რეალურად წინსვლაა საგარეო პოლიტიკის კუთხით და ვილნიუსის სამიტმა ეს დაადასტურა, მაგრამ ეს არ არის გოლი. ეს არის ფაქტი, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, გოლის გატანა მოხდება ხელმოწერის დროს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ 2014 წლის გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა. არა იმიტომ, რომ უცებ სამოთხეში აღმოვჩნდებით, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მისი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას უფრო სანდო საფუძველი გაუჩნდება. ასეთი შედეგი თავისით არ დგება. ძირითადი გამოწვევები ჩვენ საშინაო პოლიტიკაში - ქვეყნის მოსახლეობასთან გვაქვს. ჩემთვის ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილობრივი არჩევნებია. ხელისუფლების შეცდომად მიმაჩნია, რომ არჩევნების ჩატარება მაის-ივნისში გადაწყვიტეს. მაშინ როდესაც უკმაყოფილების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ბარაქიან შემოდგომაზე. გარდა ამისა, როდესაც წლევანდელი არჩევნები ემყარება თვითმმართველობის ახალ კანონმდებლობას, რომლის გაცნობიერების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დაბალია, რა თქმა უნდა, იქნება უამრავი უკმაყოფილო ადამიანი, იქნება შფოთიც, როდესაც ეს პროცესი თითოეულ სოფელს უნდა შეეხოს. ამის პრევენცია შეიძლება მხოლოდ იმით, რომ ივნისში ჩატარდეს მხოლოდ 12 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნები, ხოლო მთელი საქართველო ამ სენით დააავადონ მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა საქართველოს გადაწყვეტილებაზე ნეგატიური ზემოქმედებისა. ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას და მშვიდად მოხერხდება ადამიანებისთვის იმის ახსნა, რა არჩევნებია მათ თავს. შედეგიც უფრო მკაფიო და ხარისხიანი იქნება. სირაქლემის პოზიციას თუ ავირჩევთ და ბენდუქიძეს დავუჯერებთ, რომ კავკასიის იქით ოკეანეა და რუსეთი არ არსებობს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, თამამად ჩავატაროთ ეს არჩევნები, გინდათ ივნისში და გინდათ მარტში. მაგრამ რუსეთის ფაქტორი ბერად უფრო მწვავე იქნება, რაც უფრო მეტ ნოყიერ ნიადაგს დავახვედრებთ მას საკუთარი ქმედებით გამოწვეული არასტაბილურობის შედეგად. ქვეყანაში სტაბილურობას ხელს არ უწყობს კარსმომდგარი ადგილობრივი არჩევნები. ის, რომ პირადი გამარჯვების ფორმულა შემოგვთავაზა ბატონმა ღარიბაშვილმა და მისი სახელით გაჟღერდა 50%-იანი ბარიერის გადალახვის აუცილებლობა, არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის, ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კმაყოფილების განცდა.
- გულშემატკივრობა ახსენეთ. თუმცა გაგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერსა და ამჟამად საქართველოს “მთავარ მოქალაქეს” არდაზარებია საჯაროდ, როდესაც თქვენი კოლეგები “მიჯირყვნა” თუ “მიჭირხვნა”, ესაყვედურებინა თქვენთვის. იყო სხვა,მთელი რიგი უკმაყოფილების მომენტები. ამჟამინდელი პრემიერი აგრძელებს წინამორბედის გზას და მედიასთან ხისტიურთიერთობის სტრატეგიას ირჩევს. პარალელურად “მოქალაქე” აპირებს ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანას დაექსპერტების დიდ ნაწილს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს. მეტიც, მიღებულია და გასაჯაროებულია მედიისკონტროლის გადაწყვეტილება. ამ ყველაფრისა და სხვა უამრავი თანამდევი ფაქტის გათვალისწინებით, პირდაპირ გკითხავთ,რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება ობიექტური კრიტიკული აზრისადმი?
- მინდა მენდოთ გულწრფელობაში, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მადლიერების გარდა, არაფერი მეთქმის, იმ ისტორიული ნაბიჯის გამო, რომელიც მან გადადგა, რომლის თანაზომადი ნაბიჯის გადადგმის უნარი არავის ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პირადი ურთიერთობა დაიწყო 2011 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში და დასრულდა 2011 წლის ოქტომბრის ბოლო დღეებში. რადგან 2011 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე არ მქონია მასთან ინდივიდუალური კომუნიკაციის საშუალება. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ექსპერტთა წრეში, სადაც 20 და 30 კაცში საჯარო საყვედურებისა და შეთავაზებების მიცემა ჩემი სტილი არ გახლავთ. ცხადია, ჰყავდა ბატონ ბიძინას ყურთამპყრობელთა სოლიდური ჯგუფი, რომელიც არ იყო დაინტერესებული, მას რაიმე სახის სხვა ინფორმაციის წყარო ჰყოლოდა. არის საფრთხე, რომ ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც. თუმცა, საბედნიეროდ, რამდენიმე მინისტრს აქვს სურვილი იმისა, რომ საზოგადოებასთან იურთიერთოს და ექსპერტებთან საუბარს ჰქონდეს მათთვის გარკვეული ფასი. მე ბატონი ბიძინას ზოგიერთ შეცდომას ვუკავშირებ მის გამოუცდელობას, ჯერ როგორც ახალბედა პოლიტიკოსის, ასევე, ამჯერად, როგორც არასამთავრობო სექტორის ახალბედა წევრის. როდესაც ის საუბრობს მედიის დახმარებაზე და იმავე წინადადებაში ბრძანებს, რომ დახმარების ერთ-ერთი ფორმა არის მედიის კონტროლი, რასაკვირველია, ეს სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გაგებული და აფრთხობს იმ მედიას, რომელსაც სიტყვა კონტროლი არ სიამოვნებს და მისთვის ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენია. თავისთავად, რამდენად დემოკრატიული იქნება ქვეყანა, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა. ვერ ვიხსენებ დემოკრატიულობის სტანდარტის მქონე რომელიმე მილიარდერს. შეიძლება ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან ვერ მოდის კოაბიტაციაში, მაგრამ იმაზე, რაც ხელეწიფებათ ასეთ ადამიანებს - ქველმოქმედება - დიდი პრეტენზია უნდა ჰქონდეს ბატონ ბიძინას, რადგანაც ის, ამ მხრივ, შეუდარებელია, და არამხოლოდ საქართველოს მასშტაბებით.
- მოდით, შეგაწყვეტინებთ და როგორც ახლა მოდაშია, “ჩაგეკითხებით”, ბატონი ექსპრემიერი, როდესაც იმავე ექსპერტებისადა მედიის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი, როდესაც უნდა გვასწავლოს ანალიზი და თავად ავიწყდება, რომ 8წელი დასჭირდა ანალიზის გასაკეთებლად და სააკაშვილის ხელისუფლების საქმიანობის შესაფასებლად, ძალიანმტკივნეულად განიცდის მისი ხელისუფლების კრიტიკას. რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ივანიშვილისმოთხოვნამ, რომ მედიამ და ექსპერტებმა ხელისუფლება არ აკრიტიკონ და მხოლოდ აქონ?
- ასეთი პირდაპირი მოთხოვნა არ მომისმენია, მაგრამ ის ბრძანებს, რომ შევაქოთ, როცა შესაქებია. მაგრამ ხელისუფლება, პირველ რიგში, უნდა აცნობიერებდეს, რომ ისინი თანამდებობაზე არიან პოზიტიური საქმეებისთვის. ეს უნდა იყოს მათი საქმიანობის ნორმალური რეჟიმი. შექება შეიძლება პირადი შეხვედრისას გამოხატო ფრაზებით. კრიტიკა თვითმიზანი არ უნდა იყოს. უნდა იყოს კრიტიკული ანალიზი და გარკვეული გამოსავლის შეთავაზება, თუ ვინმე ჩიხში გვეგულება შესული სახელისუფლებო სტრუქტურიდან. აი, ამის უფლების “მიჯირყვნა” ნამდვილად არ იქნება დემოკრატია. არაერთი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან ექსპერტთა წრეში, მაფიქრებინებს, რომ მას სურს გარკვეული ინფორმაციის მიიღება და შემდგომ ანალიზი. ის გვთხოვდა, რომ ასეთ შეხვედრებზე ისეთი ექსპერტებიც მოგვეწვია, რომლებიც მის მიმართ არასოდეს იყვნენ ლოიალურნი და სიმპათიით განწყობილნი. ვიწვევდით ასეთებს... მაგრამ ბოლოს, როდესაც საქმეს შეეხო ექვსი მეცნიერებათა დოქტორის დაპატიმრებას, როგორც ტერორისტებისა...
- შეგაწყვეტინებთ, თქვენ საუბრობთ ე.წ. “ტრაქტორების საქმეზე”, რომელსაც მიაყოლეს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე და რომელიც ახლა უკან გაითხოვა პროკურატურამ საკმაოდ უტიფრად, ისე, რომ ამის შესახებსაზოგადოებისთვის ბოდიშიც არ უთქვამს...
- ისეთი ვითარება შეიქმნა - საკუთარი მეხოტბე ექსპერტებიც კი მოიმდურა. და ეს იყო ბოლო კომუნიკაცია “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან”. ამის შემდეგ პირდაპირი კომუნიკაცია შეწყდა. კლუბის წევრები მზად არიან, ნებისმიერ დროს გამართონ მასთან დისკუსია. ეს მხოლოდ არგებს არსებული პროცესების გაცნობიერებას. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის ინტელექტუალური პოტენციალიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, თუნდაც მცირედი ინტერესი გამოიჩინოს აზრების მიმართ, რომელიც შეიძლება მათ არ სიამოვნებდეთ. მაგრამ თუ ხელისუფალი დარწმუნებულია იმაში, რომ რაიმე პროვოკაციის მიზნით არ ხდება მისთვის ნაკლებსასიამოვნო თემის გაჟღერება, ის მადლობელიც უნდა იყოს, რომ მას პირში უძრახიან და არა ზურგს უკან.
- მადლობა საინტერესო საუბრისთვის.