26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული დღის წესრიგი აქვს ხელისუფლებას და რადიკალურ ოპოზიციას, რომლის მიზიანია სწორედ 26 მაისს თბილისი ისევ გახდეს დაპირისპირების ეპიცენტრი და განმეორდეს მორიგი 26 მაისი, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ მოედანაზე იმ ადამიანების სისხლი დაღავარა, რომლებიც სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდონენ. რადიკალების პარალელურად ემზადება ძალოვანი სტრუქტურაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა უკანონო ქმედება იქნება აღკვეთილი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ვერავის მისცემენ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოაწყონ რევოლუციები. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში რევოლუციას ვერ მოაწყობენ და აქვე დასძენს, რომ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი.
აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადებით, იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. „აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა საქართველოშიც. ჩვენ ვხედავდით როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID-ი, NED-ი, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში, აბსოლუტურად ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში.
არავის აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს და გამჭვირვალობის კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
თავის შინაარსით „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაშ ასე, „ფარას“ კანონი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარე დაფინანსებაზე დამოკიდებულ რადიკალებს დღის წესრიგის შეცვლა მოუწევთ. თუმცა სანამ „ფარა“ ამოქმედდება რადიკალური ოპოზიციის უპარტიო წევრი გედი ფოფხაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრია, აცხადებს, რომ 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრეა და მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება.
„პირადად მე 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრე ვარ... მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და ის უნდა დარჩეს ქართველი ხალხის პირისპირ... ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს, მაგრამ უნდა დამთავრდეს სახალხო პროტესტით და არა ემოციური შეძახილებით“, - აღნიშნა გედი ფოფხაძემ.
რადიკალების შტაბში აქტიურად განიხილავ 26 მაისს ქვეყანაში რადიკალური პროცესების აგორებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში მათ მხარს უჭერს აგრესიული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი დიპლომატები, ხელისუფლებაც მზად არის იმისათვის, რომ მიზანი ჩანასახშივე ჩაახშოს. ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, გედი ფოფხაძე ის ადამიანი არ არის, ვინც ასეთ განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს. ვოლსკის განცხადებით, მისი ფიგურა, როგორც პოლიტიკოსის, ცალკე განსახილველი თემაა და, ალბათ, მისი ფენომენი სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს.
„მყარი მოსაზრება არსებობს, რასაც 26 მაისისთვის ახმოვანებენ. ეს მოსაზრება გუშინ არ გაჩნდა. 2021 წლიდან მოყოლებული ეს თემა მუდმივად ტრიალებს და კონკრეტულ ქმედებებში არაერთხელ იყო გადაზრდილი. დავინახეთ, რომ მათმა რადიკალიზმმა ჯერ შედეგი ვერ მოიტანა და ახლა 26 მაისზე აქვთ ყურადღება გადატანილი. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „მაიდნის“ თბილისში გამეორების მომხრეა.
თბილისში ამიტომ იყვნენ ჩამოსულები ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამას ღაღადებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ინსტრუქცია. ხაბეიშვილმა რადიკალიზმზე საუბარი გუშინ ხომ არ დაიწყო? ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში „მაიდანის“ მოწყობას ცდილობს. ეს სცენარი სისხლისღვრას და შეტაკებას უკავშირდება. ვინაიდან 26 ახლოვდება, ფიქრობენ, რომ ბნელი ძალების კონსოლიდაცია მოახდინონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ცალსახაა, რომ ფულის გარეშე არაფერი არ კეთდება, ისევე როგორც ქართველ კაცს აქვს ნათქვამი, რომ მგელი არასოდეს არ მოიშლის მგლობას. ამიტომ, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ის რევოლუციური პროცესები, გადატრიალებები, რომლებიც დაგეგმილია, არ შეჩერდება.
„მათ აქვთ უზარმაზარი საქაღალდე, რომელშიც ჩაწყობილია ის ამბები, როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ქვეყნებში გადატრიალება. ვიცით ვისი ხელით ხდებოდა ლათინიური ამერიკის ქვეყნებში კვირაში სამჯერ გადატრიალება. ამას აკეთებდა ფული და დაფინანსებული ადგილობრივი მეხუთე კოლონა. ასეთივე სიტუაცია იყო შექმნილი აზია-აფრიკის ქვეყნებში. ზოგან საბჭოთა კავშირი ახდენდა გადატრიალებას და ზოგან აშშ. ორივენი და განსაკუთრებით აშშ დაოსტატენულია ამ საქმეში, რომელშიც ახლა ჩაბმული არის ევროკავშირი და ევრობიუროკრატია.
ნახეთ რა განცხადებას აკეთებს გერმანიის ელჩი? - ის ქმნის იდეოლოგიურ საფუძველს და დავალება აქვს ასეთი. არავინ არ იფიქროს, რომ ელჩი დამოუკიდებლად აკეთებს ასეთ განცხადებას. ამას აკეთებინებს გერმანიის მთავრობა და ბრიუსელის ხელმძღვანელობა.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ „ფარას“ კანონის მიღება დაგვიანებულია. თავის დროზე რომ მიგვეღო ეს კანონი და დაგევწყო ის მოქმედებები, რომელსაც ბოლო ორი წელია ვაკეთებთ, ბევრი რამ შესაძლოა აცილებული ყოფილიყო და ის საფრთხეები, რომელიც გვაქვს, ასეთი მომეტებული სახეებით არ ყოფილიყო. ამიტომ, „ფარას“ კანონი აუცილებლად უნდა ამოქმედდეს და მერე მათ ორგანიზატორებს შუბლზე უნდა ააფარო. ეს უნდა გამოქვეყნდეს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა იქნეს ცნობილი. ჩვენ დაგვიცავს ჩვენი სიმტკიცე, გამჭვირვალეობა და უნდა ვაჩვენოთ მტკიცებულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.