მარტი დადგა და როგორც ჩანს, ადამიანებიც გამოცოცხლდნენ... ზოგი სექსუალური ცხოვრების შესახებ საჯარო საუბარს ამჯობინებს, ზოგიც - შოუში შიშვლდება, გარკვეული ჯგუფი კი - სხვების ამ საქციელს კრიტიკულად აფასებს. ვიღაცები მიიჩნევენ, რომ რაკი ამ საკითხების ასე საჯარო განხილვა მიმდინარეობს, ე.ი. საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას...
ამ თემაზე საუბრისას პირველი მაინც მსახიობ თინა მახარაძის თამამი განცხადება გვახსენდება, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში ორალურ სექსზე ილაპარაკა... მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გასულ კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა, აქტუალობას დღესაც არ კარგავს და საზოგადოების განსახილველ საკითხებში მოწინავე პოზიციებზეა.
ხალხს სექსუალურ საკითხებზე საჯარო მსჯელობა, უამრავი პრობლემის მიუხედავად, პრიორიტეტულად მიაჩნია... ამაზე კი ინტერნეტ-პორტალებზე განთავსებული ამ ხასიათის სტატიების მაღალრეიტინგულობა მეტყველებს. ამიტომ აზრი სპეციალისტებსაც ვკითხეთ, რათა გასული კვირაში ჩვენს ცხოვრებაში გაჩაღებული "სექსის კვირეული" შეგვეფასებინა...
- როგორ გგონიათ, რა არის უფრო დიდი პრობლემა - ის, რომ სატელევიზიო გადაცემაში ადამიანი ინტიმურ საკითხებზე გახსნილად ლაპარაკობს, თუ ის, რომ ამ ფაქტის შესახებ შემდგომ საზოგადოება საუბრობს?
გია ბეროშვილი, სექსოლოგი:
- სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობას დაბალი სექსუალური კულტურა აქვს. ადამიანებმა არ იციან, სად, რაზე და რატომ უნდა ილაპარაკონ. თუმცა ნებისმიერი მათგანის ნება და არჩევანია, თუ რაზე ისაუბროს...
ისე, რომ იცოდეთ, ორალური სექსი პათოლოგიად არ მიიჩნევა. თუ ადამიანს ის მოსწონს, დაკავდეს ამით, მაგრამ ტელევიზიაში ამის აფიშირება, რომ ორალური სექსი მოსწონს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ამ საქციელზე კომენტარები ადაკვატურიც და არაადეკვატურიც, გასაკვირი არ არის. რაკი ტელევიზიით ასეთი ინფორმაცია გავიდა, ტრადიციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამას ვიღაც აუცილებლად ნეგატიურად გამოეხმაურება. მაგრამ აქ სახარებიდან ეპიზოდიც მახსენდება, როდესაც ქრისტე მეძავზე ამბობს, ვინც უცოდველია, პირველი ქვა იმან ესროლოსო...
საქართველოში ორალური სექსით ალბათ, არიან დაკავებულები, უბრალოდ ისინი ამას არ აფიქსირებენ და ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ... არავის საქმეა, ლოგინში ვინ რას აკეთებს. თუ ეს მათთვის მისაღებია, აკეთონ და ვიმეორებ, ორალური სექსი სამედიცინო სექსოლოგიის თვალსაზრისით, პათოლოგიად არ მიიჩნევა, მაგრამ ამის აფიშირება, ქუჩაში პლაკატების გაჭიმვა, რომ ასეთი სექსი გიყვარს, არაეთიკურია. თუ თინა მახარძეს საქართველოში "სექსუალური რევოლუციის" მოხდენა უნდა, ამით მაინცდამაინც კარგ შედეგს ვერ მიიღებს, გარდა იმისა, რომ უარყოფით კომენტარების მსხვერპლი გახდება, რადგანაც ვიმეორებ, ამაზე ადამიანები საჯაროდ, ტელევიზიაში არ ლაპარაკობენ.
- მაგრამ ამ თემაზე საზოგადოების დებატები რატომ არ სრულდება, ეს რაღას უნდა მივაწეროთ? თავად საზოგადოებას ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა?
- მსგავსი პრობლემა ყველა ერშია. მაინცდამაინც არც საზღავრგარეთ მიესალმებიან ასეთ თამამ გამოსვლებს. მეტიც, საკმაოდ პურიტანულად უყურებენ მსგავს რაღაცებს. აქ საზოგადოების იმ ნაწილს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება. ახალგაზრდები საკმაოდ ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავებს. ცოტა ხანში შეფასებები შეეცვლებათ, ისევე როგორც ჩვენ, ახალგაზრდობაში ბევრი სისულელე ჩაგვიდენია, რაზეც წლების მერე გვინანია.
ყველაფერი კი საბოლოოდ დაბალი სექსუალური კულტურის ბრალია და ზოგადად კულტურის...
სოფო ვერულაშვილი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი:
- თუ ადამიანს უხერხულ შეკითხვას
როდესაც ადამიანი ინტიმურ, თუ პირად საკითხებზე ლაპარაკობს და ამით სხვა ადამიანის უფლებები არ ირღვევა, სრული უფლება აქვს, გამოთქვას აზრი. მოკლედ, მისი აზრის გამოთქმა ჩემი უფლების დარღვევას არ უნდა გულისხმობდეს. ის, რომ ერთმა ადამიანმა თქვა, ჩემთვის ორალური სექსი მისაღებია, - ეს ჩემს უფლებას ნამდვილად არ არღვევს!
სექსოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალური და ჯანმრთელია, რაც ორ ადამიანს შორის საწოლში სექსის დროს ხდება, ნებისმიერი ფორმის სექსუალური აქტივობა და თუ ორივეს ის სიამოვნებს და ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალადობა არ ხდება, მისაღებია. მაგრამ სხვა საკითხია, ისინი ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკებენ, თუ - არა. მე, ერთ კონკრეტულ ადამიანს რომ მკითხოთ, არ ვილაპარაკებდი. თუმცა, თინას ეს ნათქვამი, არ ნიშნავს, რომ საკუთარი პირადი ცხოვრება გარეთ გამოფინა. ეს უბრალოდ მისი მოსაზრებაა, რომელსაც მგონია, რომ უფრო გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პირდაპირი. ჩემთვის პრობლემური ის უფროა, როდესაც საზოგადოებამ მისი ის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და მის ქვეაზრს არ დაუფიქრდა და საოცარი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს საზოგადოებაში (მსგავს საკითხებზე მსჯელობის ფონზე) არსებული პრობლემის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თუ სექსუალური თავლსაზრისით, ყველა დაკმაყოფილებულია, ჯანმრთელია, მაშინ ასეთი ადამიანები სექსზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ეს აქსიომაა! დიახ, ამ ყველაფრის ასე აჟიტირება და ატაცება, იმის მაჩვენებლია, რომ საზოგადოებას უჭირს. ჩემი უცხოელი კოლეგები, ვისაც საქართველოსთან აქვს კავშირი, ასეთი ფაქტებით გაკვირვებულები რჩებიან, ვერ ხვდებიან, ადამიანები ამ საკითხებთან დაკავშირებით ასე აღშფოთებულები რატომ არიან.
- და მართლაც რატომ არიან?
- ადამიანებში ფსიქოსექსუალური განათლების დეფიციტია, რაც პოზებისა და სექსის სწავლებას არ გულისხმობს, როგორც მავანს ჰგონია. ეს გენედერული სქესთაშორის განათლებაა, რომელიც ასაკის შესაბამისად, ვაჟის და გოგონას ქცევაზე, ჰიგიენური ნორმების შესახებ მიღებულ განათლებაზეა დამოკიდებული (ჯერ კიდევ მოზარდების ასაკში). ფსიქოსექსუალური განათლების დეფიციტი რომ არის, ამაზე უპირველესად ის მეტყველებს, რომ ადამიანები ელემენტარულად დაუბანლები დადიან (საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ იმგზავრებ). ეს პირველ რიგში გაუნათლებლობის ბრალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ინფექცია ჰიგიენური ნორმების დაუცველობით არის გამოწვეული...
ამიტომ პროფესიონალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნორმისა და პათოლოგების შესახებ, იმისგან გვიცავს, რომ ვთქვათ, თინა მახარაძის ნათქვამი ისე არ გაიგონ, რომ ყველანი ორალური სექსით დავკავდეთ. ვიმეორებ, ნებისმიერი წყვილის საქმეა, რითიც უნდა, იმით დაკავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თინას ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უთქვამს. ხომ შეიძლება ეს მისგან დიდი პროტესტის გამოხატულება იყოს?!
- ამ ნათქვამით ის ანგრევს სტერეოტიპს?
მე, მაგალითად, ისიც მაწუხებს, რომ ახალგაზრდები კომპიუტერთან არიან მიჯაჭვულები და რეალური სექსის ნაცვლად, ვირტუალური სექსით არიან დაკავებულები. ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არის, სექსის დეფიციტია. ახალგაზრდა კაცი მიჩერებულია კომპიუტერს და ირიბად, რაღაცნაირად დაკმაყოფილებულად გრძნობს თავს...
მოკლედ, აქ ნახსენებ სიმპტომთა ერთობლიობა იმის მაჩვენებლია, რომ საზოგადოებას მკურნალობა სჭირდება!