„ამ ევროპარლამენტარებს არ აინტერესებთ, საქართველო რა დღეში ჩავარდება, თუ რუსეთს დაეჯახება“

„ამ ევროპარლამენტარებს არ აინტერესებთ, საქართველო რა დღეში ჩავარდება, თუ რუსეთს დაეჯახება“

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია 12 ნოემბერს თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავდა. ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, თუმცა, დელეგაციასთან შეხვედრაზექართულმა ოცნებამუარი განაცხადა. ამასთან, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, ლოზუნგითჩვენ ვართ ევროპა, თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები შეუერთდნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი.

როთის განცხადებით, ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მუქარამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და წარმოქმნა სერიოზული შეშფოთება შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით დაეს დადგინდა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ და დამოუკიდებელი ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“. მისი შეფასებით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. მისივე თქმით, საქართველოში გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის იმყოფებიან არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტისთვის დიდი მნიშველობის მინიჭება არ ღირს. როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ევროპელი ლიდერები, ფაქტობრივად, ოპოზიციასთან ვიზიტის გასამართად ჩამოვიდნენ საქართველოში.

ევროპალემენტარები იყვნენ ყველაზე კრიტიკულად განწყობილები, თან ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან. ეს განწყობები დაკავშირებულია იმ გაღიზიანებასთან, რაც გამოიწვია საქართველოს უარმა უკრაინის ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც რუსეთის მიმართ მყარი აგრესიული დამოკიდებულება აქვთ და მათთვის არ არის საინტერესო საქართველო რა დღეში ჩავარდება, თუ რუსეთს დაეჯახება. ამ აგრესიას წირავენ საქართველოს.

ფაქტობრივად, ეს არის ვიზიტი ოპოზიციასთან, განცხადებებიც არის მკაფიოდ ოპოზიციური. დიდად სერიოზული მნიშვნელობის მინიჭება ამ პროცესისთვის მგონი არ არის მიზანშეწონილი. აშკარა აგრესიით მოდიან, რომ არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს - იმ რიტორიკით ხელმძვანელობენ, რომლითაც ოპოზიცია და პრეზიდენტი. საქართველომ მკაფიოდ აირჩია დიპლომატიური ბოიკოტი რუსეთთან - კრემლი 900-ჯერ იმეორებს, რომ თანახმა არიან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ საქართველო არ შედის ამ ურთიერთობაში, ვიდრე რუსეთი უარს არ იტყვის რეგიონების აღიარებაზე, მაგრამ რა სხვა გზებზე ფიქრობს - ჩინეთისკენ აქვს მანევრი და .., - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოში ოპოზიციის დასახმარებლად ჩამოვიდნენ:

ესენი არიან შემოდგომის ბუზები, რომლებიც იკბინებიან, მაგრამ ზამთარი დგება და ისინი უკვე აღარ იარსებებენ - უფრო სწორად, 20 იანვრის შემდეგ, საერთოდ აღარ იარსებებენ, ამიტომაც აკეთებენ იმ განცხადებებს, რასაც აკეთებენ. აქ დავალებით არიან ჩამოსული და ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მათი აქაური სულიერი ძმები. .. ოპოზიციას არაფრის გაკეთების თავი არ აქვს და ამიტომ გამოუძახეს დასახმარებლად იქიდან დესანტს, - აღნიშნა გვენეტაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან.

ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას: 1. არჩევნები საქართველოში. 2 არჩევნები აშშ-ში და 3. ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, ვგულისხმობ როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში გამართულ არჩევნებს. რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც ძალიან მალე დასრულდება. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ვისმენთ ხოლმე კანონთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მგონია, რომ კარგად განვითარდება პროცესები,

განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან.

რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ხოლო (8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების აქციაზე სიტყვით გამოსვლა) ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება, პირიქით, ეს არის საჩუქარი ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო მიხაილ როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას. ზუსტად ასეთივე საჩუქარია მისი და მისი ერთი - ორი მეგობრის ვიზიტი პოსტსაარჩევნო პერიოდში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli ეს დეგრადირებული მიქაელ როთი ისევ ჩამოეთრია საქართველოში, თანჩამოყვნენ მასავით დეგრადირებული ბალტიისპირელი, პოლონელი და კიდევ რამდენიმე დეგრადირებული! ნახეთ რას ამბობს ეს გარყვნილი არსება - “ევ­რო­კავ­შირ­ში ბევ­რი მთავ­რო­ბა და არა ყვე­ლა, უკვე გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას - მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის, მაგ­რამ პო­ზი­ცია შე­ვიც­ვა­ლე. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც გვაქვს, რათა თბი­ლისს მი­ვა­წო­დოთ მკა­ფიო გზავ­ნი­ლი, შე­წყვი­ტოს ეს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა!“ ხელისუფლებავ სასწრაფოდ, სასწრაფოდ გამოაცხადეთ პერსონა ნონ გრატად და 24 საათში აუკარუთ აქედან გუდა-ნაბადი! ერთმა გეიმ როგორ უნდა დაგვამხოს ტავზე 3000 წლოვანი ქართული სახელმწიფო?!
2 კვირის უკან
არაგველი641 ნამდვილად მოუხდება ამ პერსონას ნონ გრატად გამოცხადება
2 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli “ანჯეი დუდამ ლუკაშენკოსთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა“ - რა მოხდა ბაქოში მიმდინარე კლიმატის სამიტზე? -- ვააა... ვის უნდა ამ ჩაჯმულ მილიტარისტთან სურათის გადაღება?! ან რას პატიჟებდნენ კლიმატის სამიტზე, რომელი ინდუსტრიული ქვეყანა პოლონეთია და რა უნდა უქნას კლიმატს პოლონეთის მკვახე ვაშლმა და უგემურმა მარწყვმა?! გაგიჟდები კაცი ამ ვირიშვილების შემყურე! ან ლუკაშენკოს ჰკთხეთ ვინმემ უნდა კი ამ პოტენციალურ ოკუპანტთან სურათის გადაღება?!
2 კვირის უკან