მაკრონი და შოლცი საკუთარ მოსახლეობას არ აინტერესებს და გვარამია იმაზე წუხს, რომ კობახიძე მათ ნაცვლად, ევროპაში ტრამპის მოკავშირეებთან ურთიერთობს

მაკრონი და შოლცი საკუთარ მოსახლეობას არ აინტერესებს და გვარამია იმაზე წუხს, რომ კობახიძე მათ ნაცვლად, ევროპაში ტრამპის მოკავშირეებთან ურთიერთობს

რაზე ესაუბრა ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ირკალი კობახიძე და რა მოლოდინი აქვს ქვეყნის მეთაურს ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ? თავად მიშელი ამბობს, რომ მან პრემიერთან არჩევნების შესახებ ისაუბრა, მისი პოზიციები და არგუმენტები მოისმინა. ასევე გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების ირგვლივ არსებული ეჭვების გამო გამოძიება უნდა ჩატარდეს. პრემიერი კობახიძე კი ამბობს, რომ მან მიშელს უთხრა, ოპოზიციას „სახალხო მხარდაჭერა არა აქვს“ და მათი ქმედებები მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილს არ გამოხატავს.

რაც შეეხება შეხვედრებს, პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა ჰქონდა, კერძოდ რობერტ ფიცოსთან, რომელმაც ის სლოვაკეთში მიიწვია. კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრა ჰქონდა ასევე, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან.

გარდა ამისა, მას საშუალება ქონდა შესვენების დროს გასაუბრებოდ 10-ზე მეტ ლიდერს. ესენი იყვნენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები.

ბუდაპეშტში ვიზიტი მთლიანობაში, პრემიერის თქმით, პროდუქტიული იყო.

„შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი. მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში. მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ“, - თქვა მან.

მიუხედავად პრემიერის წარმატებული ვიზიტისა, ოპოზიცია მის დაკნინებას მაინც შეეცადა. „ახალი“-ს ლიდერი ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის და გერმანიის პრემიერის, შოლცის გვერდით არ დასვეს. ამიტომ ის ორბანის და ფიცოს შუაში იჯდა. გვარამია ასევე ამტკიცებს, რომ მიშელთან საუბარი მხოლოდ რამდენიმეწუთიანი იყო.

„შარლ მიშელთან საუბარი იყო სულ რამდენიმეწუთიანი - როცა ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებზე ლაპარაკობს, უკვე მის უმწიფრობას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გუშინ ჩვენი პრემიერ- მინისტრი (სამარცხვინოა, რომ ასე მიწევს მისი მოხსენიება), საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს პირებს შორის რომ უნდა მჯდარიყო ის კაცი, როგორ გადასვეს ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან. მოწვევაც იყო, ასევე, ევროპაში ყველას მიერ აღიარებულ ავტორიტარის, ორბანის მიერ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვიან, მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში“, - განაცხადა გვარამიამ.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ შარლ მიშელის ეს განცხადება ვალდებულების მოხდას უფრო გავდა, რადგან იმ რიტორიკიდან გადახვევა, რაც ამდენი ხნის საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდათ, ერთნაირად უჭირთ. თუმცა ქადაგიძე ფიქრობს, რომ ტონი შერბილებულია და, ადრე თუ გვიან, იძულებულები იქნებიან საქართველოსთან დაკავშირებით დამოკიდებულებები შეცვალონ.

„მიშელის განცხადება ამ საწყალ ოპოზიციას წყალწაღებული ხავს ეკიდებოსავით წამოეწია. ვითომ რაღაცის გამოდნობა უნდათ ამ განცახდებიდან, მაგრამ ანალიზსაც ვერ აკეთებენ, რეალურად რა ხდება. თუმცა მაგასაც მგონი კარგად ხვდებიან, მაგრამ ამათაც სხვა გზა არა აქვთ. მიშელმა თქვა, რომ კითხვები არსებობსო და ამაზე პასუხებს ველითო. ანუ იცდიან და მიიღებენ კიდევაც პასუხებს. ევროკავშირში ბევრი, ამ არჩევნების შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. ამიტომ ახლე ესენიც ეძებენ გზებს, როგორ გაამართლონ თუნდაც თავიანთი რიტორიკა, ოპოზიციის მხარდაჭერა და ის არნახული შანტაჟი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო. მიშელის განცახდებაში მე პირიქით, შერბილებული რიტორიკა დავინახე. მოლოდინია იმის, რომ საქართველოში რაღაცები დალაგდება, რადგან არავის არ უნდა აქ არეულობა, მით უმეტეს იმ ფორნზე, როცა ვხედავთ, რა ხდება ლიბერალების მხარეს და როგორ ჩამოიშალა გერმანიაში შოლცის მთავრობა.

მაკრონს თავისი გასჭირვებია,  ფრანგ ხალხში მის სიტყვას ფასი საერთოდ არა აქვს. ამიტომ ბევრი რამე შეიცვლება ევროპაშიც, ამერიკაშიც და საქართველოშიც, მით უმეტეს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ჩვენი ოპოზიცია პრემიერის ბუდაპეშტში ვიზიტის გაუფასურებას ცდილობს, რაც არ გამოსდით.

„გვარამიამ ისიცი კი იკადრა, თითქოს კობახიძე მაკრონის და შოლცის გვერდით არ დასვეს. მოკლედ, იმდენად საწყლები არიან, რომ რასაც ამბობენ, ის პირიქით მათვე უბრუნდებათ უკან. რომ ვერაფერი მოიფიქრეს პრემიერის სამიტზე ვიზიტის დასაკნინებლად, გვარამია ცრუპენტელამ, ახალი სისულელე მოიფიქრა. მას როგორ უჯერებს ქართველი ხალხი კი ვიცით, მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ვითომ პრემიერი ფიცოსა და ორბანის შუაში რომ იჯდა, ცუდ ხალხთან აღმოჩნდა. არადა ყველამ კარგდ იცის, რომ ფიცოც და ორბანიც ტრამპის უახლოესი მეგობრები არიან ევროპაში. ამიტომ ძალიან მეცოდება ჩვენი ოპოზიცია, როცა მაკრონი და შოლცი, რომელთა სიტყვასაც მათსავე ქვეყანაში ფასი არა აქვს, კობახიძის გვერდით რომ არ ისხდნენ, რაღაცა დიდი დანაკლისი ჰგონიათ. პირიქით, ორბანიც და ფიცოც არიან ტრამპის გარემოცვა და საახლობლო წრე.

ამიტომ კობახიძეს კიდევ უფორ მეტი შანსი აქვს იმის და ჩვენს ხელისუფლებას, რომ ტრამპთან მეგობრების დახმარებით საერთო ენაც გამონახოს, რეალური სურათის შესახებაც უფრო მეტი გააგებინოს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას. ამიტომ ოპოზიციის ფართხალი ძალიან საცოდავად ჩანს უკვე. რაც შეეხება პრემიერის ბუდაპეშტში ვიზიტს, ახლა ყველაზე კარგი შესაძლებლობა მიეცა „ოცნებას“, რომ ქვეყნის პირველი პირისგან, პირველ წყაროდან მიეღოთ ევროპელ ლიდერებს ის ინფორმაცია, საქართველოში რაც ხდება, რას დაობს ოპოზიცია და როგორ სამასხარაოდ გაიხადეს საქმე საკუთარ ამომრჩეველშიც კი. პროკურატურში მივიდნენ და ერთი მყარი მტკიცებულებაც კი არა აქვთ, რომ წარადგინონ. ამიტომ ბევრი რამ შეიცვლება და მგონია ოპოზიციის საქმე უკვე წასულია, მიშელმა კი არა, ვინც უნდა იმან გააკეთოს განცხადება“, - ამბობს ქადაგიძე.

Gami მაკრონს მბაპემაც არ დაუგდო ყური..
3 კვირის უკან