ჯერაც დაუვიწყებელი ძველები, რომლებიც ახლები სულაც არ არიან

ჯერაც დაუვიწყებელი ძველები, რომლებიც ახლები სულაც არ არიან

26 სექტემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენა. უკვე ცნობილია კონკრეტული პარტიების სიის ოცეული და ზოგ შემთხვევაში 150-კაციანი სია. 

ახლა კი შემოგთავაზებთ საარჩევნო სიების იმ ათეულებს და ოცეულებს, რომელთაც, კვლევების მიხედვით, უფრო მეტი შანსი აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სიებში, არც ერთი ახალი სახე, არანაირი ახალი სისხლი და საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირები არ არიან. უფრო მეტიც, ბევრ მათგანთან ძველი ისეთი პოლიტიკური სახეებია წარმოდგენილი, რომელთაც საზოგადოებაში, ცნობადობის გარდა, არც რეიტინგი და არც ავტორიტეტი არ გააჩნიათ. ზოგი მათგანი საერთოდ უცნობია საზოგადოების ფართო ფენისთვის.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, როცა ოპოზიცია საზოგადოებას გამარჯვებას ჰპირდება და ხელისუფლების ჩანაცვლების ამბიციები აქვს, სიებში არ უნდა იყვნენ მოცემული ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც წლებია ქართულ პოლიტიკაში არიან და საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობით არ სარგებლობენ, ხოლო ზოგიერთი მათგანის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს.

 „ნაციონალების“ სიის ოცეული

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია 155 ადამიანისგან შედგება, ამ დროისთვის კი პოლიტიკურმა გაერთიანებამ 22-კაცის ვინაობა გაასაჯაროვა. ამბობენ, რომ სიაში დაცულია გენდერული ბალანსი: თინა ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, სოფო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია, გია ჯაფარიძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, ირაკლი ხვადაგიანი, თამარ კორძაია, ირაკლი ფავლენიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილი, ლაშა ბაქრაძე, ანა წითლიძე, ლევან ანთაძე, პაატა მანჯგალაძე, ლელა ჯეჯელავა, გუბაზ სანიკიძე.

„გახარია საქართველოსთვის“

გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო სიის ათეული

25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ წარადგინეს. სიის პირველი ნომერი იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. ასევე, პარტიის საარჩევნო სიაში არიან: ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი; დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი; კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი; ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი; ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე; ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი; ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი; როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პარტიული სიის ათეული:

პარტიული სიის პირველი ოცეული გამოაქვეყნა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“. სიის პირველი ნომერია ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის „პროდასავლური დემონსტრაციების“ სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“, ის საჯარო მოხელეა. მალაშხია თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიაში არ არის პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური ფანდი გაითამაშა და წინა ხელისუფლებიდან წამოყოლილი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების გამო, სიაში ჩაწერაზე უარი განაცხადა.

1. ნანა მალაშხია - თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, წამყვანი სპეციალისტი; 2. ნიკა მელია - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი წევრი; 3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი; 4. გიგა ლემონჯავა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი; 5. თენგიზ თევზაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი; 6. ცოტნე კობერიძე - თბილისის საკრებულოს წვერი;

7. გიორგი კირთაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი; 8. ივანე ჭყონია - ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებისთვის“. 9. ხათუნა სამნიძე - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი; 10. ოქტაი ქაზუმოვი - მწერალი და მთარგმნელი;

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერმა, „თბილისი ცენტრალში“ მდებარე ცენტრალურ შტაბში დაასახელა საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის შემადგენლობა.

სიაში დეპუტატობის 26 კანდიდატია. დასახელებულ კანდიდატებს შორის არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 25 სექტემბერს, „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანების შემდეგ თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო და მთავარია პოლიტიკაში მონაწილეობა. 26-წევრიან სიაში არ არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილიც.

სიის ათეული ასე გამოიყურება:

მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი; ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი; ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი; ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი; ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი; ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი; ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი; სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი; დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;

ოპოზიციაში ძველი სახეები დაბრუნდნენ

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში სიების დაკომპლეტებისას ახალი სახეების მოძიებით დიდად ოპოზიციურ პარტიები თავს არ იკლავენ. მისი თქმით, ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქათველოში ამომრჩევლისთვის მაინც მნიშვნელოვანია ის ლიდერშიპი, რომელიც პირველი ნომერია, ან ოპოზიციური პარტია მასთან არის დაკავშირებული.

„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როცა წლების განმავლობაში სიებში და პარლამენტში ერთი და იგივე სახეებს ვხედავთ. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ამ ცვლილებისთვის თავს დიდად არავინ იკლავს. რა სიებსაც გადავხედე, ყველაზე ძველი სახეები ნაციონალებს და მათთან აფილირებულ პარტიებს ჰყავთ. „ახალს“ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ენმ-ში ისევ ის ძველი სახეები არიან, რომელთა მიმართაც წარსული ხელისუფლებიდან საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს.

მართალია სააკაშვილი ამბობდა ახალი სახეები მინდა სიაშიო, მაგარმ ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს, შესაბამისად, მივიღეთ ისევ ის ძველი სახეები, ვისაც აქამდე ვუყურებდით და ვუსმენდით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ენმ ამომრჩევლისთვის საერთოდ სიას არა აქვს არანარი მნიშვნელობა, რადგან მთავარია, რომ ეს პარტია სააკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. დააკვირდით, მთელი საარჩევნო კამპანიას ციხიდანაც კი სააკაშვილი აწარმოებს. ამ ხალხს ამომრჩევლისთვის სხვა ახალი შესათავაზებელი არაფერი არა აქვს. ეს სია მათი ამომრჩევლისთვის მისაღებია, მაგრამ ნაციონელბი დამატებით ე.წ. ჩამოუყალიბებელ, ნეიტრალურ ამომრჩეველს ამ სიით ვერ მიიმხრობენ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისვე თქმით, ძალიან უცნაურია საარჩევნო სიაში „ახლის“ პირველ ნომრად ვინმე დროშიანი ქალბატონი, რომლის შესახებაც რეალურად საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. მისი თქმით, წარმოუდგენელია პარტიულ სიაში, თუნდაც პირველ ადგილას მელია არ იყოს, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა და საერთოდ მერობის კანდიდატი იყო.

„საერთოდ გაურკვეველია „ახალის“ ტაქტიკა. რა მოცემულობით იხელმძღვანელეს, როცა ასევე გვარამია არაა სიაში. ხელისუფლება მის ფიგურას, იქნება სიში თუ არა, მაინც ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენებს. სიაში არ ჩაწერით პოლიტიკიდან ხომ არ წავიდა, ხომ არის ჩართული პარტიის საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ ვერაფერი გავიგე. ნუ, გიორგი გახარიას მეტ-ნაკლებად ახალი სახეები ჰყავს, მაგრამ იქაც არიან ყოფილი „ოცნების“ წევრები, რომელთაც იცნობს საზოგადოება. ალბათ, უფრო გიორგი ქოჩორაშვილის მამის ფიგურაა საინტერესო, რომელიც ასევე პარტიის წევრი ყოფილა. „ლელოშიც“ იგივე სიტუაცია გვაქვს, არაფერი განსაკუთრებული სიახლე აქაც არ არის. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამას საკუთარი პროპაგანდისთვის მშვენივრად გამოიყენებს. „ოცნებამ“ მეტ-ნაკლებად ის ძველი პოლიტიკური სახეები მაინც უკანა პლანზე გადაიყვანა, რომლებიც საზოგადოებისთვის რაღაცა ნეგატივთან შესაძლოა ასოცირდებოდეს. ორი ოლიმპური ჩემპიონი ჰყავთ და სხვა სახეებიც. კი ბატონო, ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას, მაგრამ ესენიც ახალ სახეებზე დიდად თავს არ იკლავენ“, - ამბობს ძაბირაძე.

Gami ნუ ქოჩორაშვილის მამის და გახარიას გამო, "ბალეშჩიკობენ" საქართველოს ნაკრებს.
2 თვის უკან
Gami "დროშიანი ქალის" დროშას ტარი რომ აქვს
2 თვის უკან
Gami .. უკვე კარგია!
2 თვის უკან