„რატომ არ ახსენა კობახიძემ რუსეთი?!“ - სიფრთხილე, რომელიც საქართველოს სჭირდება

„რატომ არ ახსენა კობახიძემ რუსეთი?!“ - სიფრთხილე, რომელიც საქართველოს სჭირდება

გაერო-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია საქართველოში. ერთი ნაწილი აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რატომ არ ახსენა ქართული ოცნების ლიდერმა რუსეთი. ამის საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ გაერო-ში პრემიერის გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით და იმ რიტორიკით, რაც მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის. მისივე შეფასებით, როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, საუბარია რუსეთის ფედერაციაზე. მისი თქმით, ის, რომ შესაძლებელია დადასტურებულად თქმა, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი, ეს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიღწეული შედეგია.

რატი ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, მოსკოვთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი ფორმებით ნაციონალური მოძრაობა გამოირჩევა. მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული და დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი, მშვიდობიანი ფორმებით ოკუპაციის დასრულებაა.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. ჩვენი მიზანი არის რა - ვისაუბროთ მხოლოდ ამაზე, თუ ასევე დავასრულოთ ოკუპაცია მშვიდობიანი ფორმებით?! დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი ისაა, რომ მშვიდობიანი ფორმებით ოკუპაცია დავასრულოთ. ოკუპაციის დასრულება ვისთან ერთადაა შესაძლებელი? - მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან ერთად. აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ტერიტორია ხომ არაა, ეს არის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ვისთან ერთადაც ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ“, - დასძინა რატი ბრეგაძემ.

აღნიშნულის შესახებ საუბრისას ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ცდილობენ კრემლი არ გააღიზიანონ ანტირუსული განცხადებებით. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომა შესაძლოა ურთიერთობათა უფრო მეტად დაძაბვის წყარო გახდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადება გაეროში ყველამ თავისუბურად წაიკითხა. მან ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთის ოკუპაციაზე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ჩვეულებრივ, ოპონენტები კობახიძეს უწუნებენ იმას, რატომ ხშირად და გარკვევით არ ახსენა რუსეთი. განსაკუთრებული აქცენტები ამ გამოსვლაში ვერ დავიჭირე, რაც გამოხატავდა იმას, რომ მან დასავლეთთან მიმართებაში რიტორიკა შეარბილა.

მე რასაც ვუყურებ პრემიერ-მინისტრების გამოსვლებს გაეროში, ისინიც დაახლოებით იგივე შინაარსით და პათოსით გამოდიან, მაინცდამაინც ასეთ აქცენტს არ აკეთებენ რუსეთის როლზე - როგორც ჩანს, ეს მათი მიდგომა არის, რომ ამით არ გამოიწვიონ რუსეთში ისეთი ქმედებები ან განწყობები, რომელიც შემდეგ შეიძლება საქართველოს ცუდად შემოუბრუნდეს. საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანა ოკუპაციას განიცდის, მაგრამ რუსეთის ღიად დადანაშაულება და ამით მისი გაღიზიანება, ქართულ ოცნებაში ჩათვალეს, რომ ზედემტია, რადგან ეს მათ დივიდენტებს არ მოუტანს და ურთიერთობას დაძაბავს, რაც შესაძლოა ახალი გართულების წყარო გახდეს, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანჯაფარიძემ დაასახელა ის ძირითადი გზავნილები, რაც საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნდა ჟღერდებოდეს:

საქართველოს ხმა უნდა იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენი ქვეყნის როლს და წონას საერთაშორისო უსაფრთხოების ქტიტექტურაში - გეოპოლიტიკურ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. უნდა იყოს საუბარი საქართველოს როლზე, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს რეგიონში არა კონფლიქტების გაღვივებას, არამედ მშვიდობას. ასევე მუდმივი შეხსენება უნდა იყოს იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რეალური ყურადღება დაუთმოს საქართველოს პრობლემებს, კონკრეტულად კი მისი დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით - ეს უნდა იყოს ძირითადი ღერძი ჩვენი ლიდერების გამოსვლის.

თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დახმარების კუთხით, რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, გარდა იმისა, რომ არაღიარების პოლიტიკას ეწევიან. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს, ალბათ, უფრო მეტი უნდა ეთქვა იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ საქართველოში ამდენწლიანი დარღევული ტერიტორიული მთლიანობა აღედგინათ, - განაცხადა ზაალ ანაჯაფრიძემ For.ge-სთან საუბარში.

ლევკოთეა სამაგიეროდ, სააკიანი და ნაცები ახსენებენ ხშირად რუსეთს და ოკუპაციას და კი გადასცეს ამასობაში ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები ღიად და ფარულად.
2 თვის უკან