„როთის უაღრესად ნეგატიური რეპუტაცია დამაზიანებელი იქნება კოლექტიური ნაცებისთვის და იგი ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“

„როთის უაღრესად ნეგატიური რეპუტაცია დამაზიანებელი იქნება კოლექტიური ნაცებისთვის და იგი ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“

მიხაილ როთი ისევ საქართველოშია. გერმანიის ბუნდესტაგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. როთმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას - აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას ქართული ეკლესიის შეურაცხყოფის გამო და არც ის თქვა, თუ რა არის ვიზიტის მიზანი. გერმანელმა დეპუტატმა, რომელმაც საზოგადოებას თავი ოპოზიციურ აქციაზე სცენაზე სიტყვით გამოსვლითა და ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებით დაამახსოვრა, შეხვედრა გამართა ენჯეო სექტორთან, სადაც აღნიშნა, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს.

„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიის საწამლავია. ანტი-ლგბტ კანონი საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიასთან თანხვედრაში არ არის. ანტილგბტქ+ კანონი და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი დაბრკოლებაა საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს უნდა შეჩერდეს. ეს არის მემკვიდრეობა, რის გამოც საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. მადლობას ვუხდი ადამიანის უფლებათა ყველა მამაც დამცველსა და ლგბტქ აქტივისტებს“, - აცხადებს მიხაილ როთი, რომელიც საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.

ვინ არის როთი, რომელმაც მართმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, ქართულ რადიკალურ ძალებს და არასამთავრობო სექტორს ხვდება და დღის წესრიგს უკვეთავს? ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლგბტ თემის წარმომადგენელი, რომელიც დაქორწინებულია მიხაელ კლოპნერზე. საქართველოში კი იგი დიდი ავტორიტეტია ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის, რომლებიც მზად არიან ცალ ფეხზე დადგნენ თუკი ამას როთი უბრძანებს.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ როთის გზავნილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შენარჩუნდა და ამ ტიპის ქმედებები გაგრძელდა, ეს საბოლოო გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე. დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი, ეს დამოკიდებულია ამ კანონის არსებობა-არ არსებობაზე.

„ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია - ერთი მხრივ იმას აჩვენებს, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მაღალი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი მხრიდან მოხდა ინფორმაციის გაზიარება, ზოგადად, რა გარემოა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში. „რუსული კანონის“ ეფექტებთან დაკავშირებით, ცხადია, იყო მსჯელობა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსულ როთს არ ხვდება უმარავლესობა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირმა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ აქვს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უცხო ქვეყნის წარმომადგენლის შიდა პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევას.

„თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიცია იწონებს ამ პოზიციებს, მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მასთან შესახვედრად რიგი დადგება. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიონ: უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ საკუთარ ჭკუაზე.

გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო და ისე მოქცეულიყო, როგორც ბატონი როთი იქცევა, ეს იმ ქვეყანაში დიდი სკანდალი იქნებოდა. საერთო ჯამში, პრობლემა ეს არის, რომ ზოგს ევროპელობა პატარა ქვეყნების ზემოდან ყურება ჰგონია. რა ვქნათ, რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენ ხელშია - ამაზე საჯაროდ საუბარი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიზამთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული. კალაძე ამბობს, რომ არ იცის მიზანი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი არ აქვს.

„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფით და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული, რისთვის უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? წარმოუდგენელია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, ყველას მართებს რეალობას გაუსწოროს თვალი, თეთრზე თქვან, რომ თეთრია და შავზე თქვან, რომ შავია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეურაცხმყოფელი იყო ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ადამიანის მხრიდან. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და ჩვენს სარწმუნოებას, ეკლესიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იმ მიზეზებს განმარტავს, რატომაც უმრავლესობის წევრები არ ხვდებიან გერმანელ დეპუტატს. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი.

„ამ განცხადებების გამო ბოდიშს ვიდრე არ მოიხდის, არ შევხვდებით. დავანებოთ თავი, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა, ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ჩვენს ეკლესიას. ძალიან მაინტერესებს, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა, გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოახედევინონ? კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა. ამიტომ ჩვენ კრიტიკას კი არ ვებრძვით, არამედ შეურაცხყოფას.

ამ ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსი როცა ჩამოდის, მან საკუთარ თავს არ უნდა მისცეს უფლება, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას ან ქართველ ფეხბურთელებს, რადგან ამაყი და თავმოყვარე ხალხი ვართ. ვინც არ უნდა იყოს, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება თუ კოლეგა, არავისგან მსგავს შეურაცხყოფებებს არ მივიღებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით. მისი თქმით, რაც მეტად ჩამოვა როთი საქართველოში და ქართველ ხალხს მეტად შეახსენებს თავს, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

„რადიკალური ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს გაელგებეტებას ლგბტ დროშით და „ქართულ ოცნებას“ ეროვნული დროშით სურს ტრადიციების დაცვა. 26 ოქტომბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. მიხაილ როთი არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ოპოზიციას სათავეში უდგას ლგბტ დროშით. ოპოზიცია იქნებოდა მიხეილ როთთან ერთად ლგბტ დროშით და ჩვენ ვიქნებოდით ეროვნული დროშით. ასეც მიდის წინასაარჩევნო კამპანია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას დემარაშად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომლის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დიალოგი  საერთაშორისო მეგობრებთან და საქართველოს იზოლაციაში ტოვებს. როგორც  ჭიაბერაშვილმა როთთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებაში იციან, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შემთხვევაში, ისინი აგებენ.

„ქართული ოცნება“ საქართველოს აზიანებს. ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ყველაფერი იმის გამო, რასაც ქართულ საზოგადოებას უკეთებენ. ბოლო დღეებში ქართველი ხალხის აღშფოთება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა არის ფუნდამენტურად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მიხაელ როთი რომ ბოდიშს არ იხდის, ამ საკითხზე დღემდე კომენტარს არ აკეთებს საქართველოში გერმანიის ელჩი, რაც თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ პეტერ ფიშერი იზიარებს როთის განცხადებებს.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, როთი საქართველოში კერძო ინიციატივით არ არის ჩამოსული. ეს არის იმ გლობალური ომის პარტიის მიერ გამოგზავნილი, რომლებიც ფლობენ მსოფიოს როგორც ტერიტორიულად, ისე ეკონომიურად და ახლა მათი მიზანია ზნეობრივად გარყვნან მსოფლიო. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ზნეობრივად გარყვნილი ადამიანები დასაყრდენს ეძებენ საქართველოში.

„რა დროს არ არის ცოცხალი დიდი კლასიკოსი და მწერალი დავით კლდიაშვილი, რომლის სამანიშვილის დედინაცვალის გმირი, ბეკინა სამანიშვილის შვილი პლატონი ეძებდა ორნაქმარევ ქალს, რომ მას არ გამოჩენოდა მოწინააღმდეგე. კლდიაშვილი რომ ცოცხალი იყოს ამ სიტუაცაზე, რასაც გერმანიიდან ჩამოსული ორნაქმარევი როთი აკეთებს, უკვდავ ნაშრომს დატოვებდა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კლასიკაში. ეტყობა ამ კაცს გერმანიაში არც ერთი ქმარი გამოდგა და არც მეორე. ალბათ, ოპოზიციაში ეძებს ვიღაცას,

თორემ, ისე როგორ უნდა იყოს ასეთი ინტერესი იმ ადამიანის მიერ ქართული ოპოზიციისადმი და რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას - არავინ არ იფიქროს, რომ როთი, კაცია თუ ქალი, მისი კერძო ინიციატივით არის ჩამოსული. ეს არის იმ გლობალური ომის პარტიის მიერ გამოგზავნილი, რომლებიც ფლობენ მსოფლიოს ტერიტორიულად, ეკონომიურად და ახლა უნდათ ზნეობრივად გარყვნილი მსოფლიო. ეს ზნეობრივად გარყვნილი ადამიანები აქ ეძებენ და უკვე მოძებნილი ჰყავთ თავიანთი დასაყრდენი - ხაზარაძეების, ბოკუჩავების, გუბაზების, გვარამიების და ამათ მეშვეობით. არ გეგონოთ, რომ ეს პროგრამა შესუსტდება. არც ერთი შემთხვევისათვის“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

როგორც ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, პირველი ოქტომბრიდან საქართველოში დამკვირვებლის როლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ლგბტ თემის წარმომადგენლები შემოვლენ, რათა 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოიწვიონ მეტი დაპირისპირება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოხდეს ზეწოლა, რომელიც არჩევნების შემდეგ გეგმავს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ცვლილებას.

„მოსახლეობამ იკითხოს რა მოხდება აქ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული - რაც ელგებეტებია, ყველანი ჩამოეყრებიან აქ. იმიტომ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ - პირველი პრეცედენტი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ საქართველომ არჩევნების შემდეგ უნდა მიიღოს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და ამის დაშვება მათ არც ერთი შემთხვევისათვის არ სურთ. მათ იცინ, რომ ოპოზიცია არჩევნების გზით ვერანაირად ხელისუფლებაში ვერ მოვა და ამიტომ არის, რომ დესანტს, დესანტზე გზავნიან. დიდი ეჭვი მაქვს იმისა, რომ ისინი იარაღის ჟღარუნსაც არ მოერიდებიან.  ეს ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელსაც ისინი უმზადებენ საქართველოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მაიკლ როთის ვიზიტი საქართველოში ერთმნიშვნელოვანდ წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური მხარდაჭერის უკანონო აქტს და უნდა ცალსახად შეფასდეს, როგორც საქართველოს არჩევნებში უცერემონიო, უტიფარი საგარეო ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა.

როგორც ანალიტიკოსი ამობს, ეს მით უფრო სავალალოა, რომ როთი გამოირჩევა ღიად ანტიქართული განცხადებებით, ხოლო განსაკუთრებით, საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიაზე თავხედური თავდასხმებით; ასევე ლგბტქ+ პროპაგანდის შეზღუდვის, რასაც საქართველო ოჯახური ღირებულებების დასაცავად აპირებს, წინააღმდეგ აშკარა პროვოკაციული გამოხდომებით.

„მის მიერ  ვითომ ბიძინას და „ოცნების“ გმობის კონტექსტში ნათქვამი „ერთობ ბრძნული“ ფრაზა - „ოლიგარქია დემოკრატიის საწამლავია“, სინამდვილეში უნიჭო და მეტისმეტად იაფფასიანი პროვოკაციაა, ისევე, როგორც -  ლგბტ პროპაგანდის დასაცად  ქართული ტოლერანტობის არგუმენტად მოხმობა. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, რადიკალიზმის, უარესიც - ექსტრემიზმის აშკარა წახალისებაა, რისი მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის გამწვავება და ვითარების ესკალაციაა, სხვა არაფერი. თუმცა არც მისი ვიზიტი და არც ამ მიზნით ვინც გნებავთ იყოს, უცხო დესანტის გადმოსხმა, საქართველოში მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, არამედ პირიქით - როთის უაღრესად ნეგატიური რეპუტაცია დამაზიანებელი თუ იქნება კოლექტიური ნაცებისთვის და ამ თვალსაზრისით, იგი არანაირ საფრთხეს მმართველი პარტიისთვის, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ჩვენი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს. აქ სამწუხაროა და სავალალო, რომ მსგავსი ე.წ. პოლიტიკური ფიგურები, საბოლოო ჯამში, ახდენენ მთლიანად დასავლეთის, ევროკავშირის და პირველ რიგში, ისეთი უაღრესად პატივსაცემი, დიდი ქვეყნის, როგორიც გერმანიაა, კომპრომეტაციას და სერიოზულად უტეხენ სახელს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი მოვლენაა, რადგან ასეთი არანორმალური პოლიტიკური კონიუნქტურა სრული უპერსპექტივობის გამო, ძალიან მალე აუცილებლად შეიცვლება, ხოლო საქართველოს ურთიერთობებს გერმანიასთან და ევროპასთან, მიუხედავად ამგვარი უბადრუკი მცდელობებისა, მსგავსი ვიზიტები არსებითად მაინც ვერ დააზიანებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

მერაბ.g ეს არსება დასჯას იმსახურებს, მაგრამ ტყვიას არ ესვრი... რომ დააგდო და გაჟიმო, მადლობას გეტყვის!
1 დღის უკან
Gami კლოპნერი გადარეულია ეჭვიანობით -- ნამეტანი მოუხშირაო როთიკომ თბილისში სიარულსო... უნდა დავამშვიდოთ, ღირსეული ქართველები მას არ იხმარენ, ოპოზიციაში კი ყველა ევნუხი და შარვალჩახდილია, იქით არიან სახმარები.
1 დღის უკან