ირაკლი კობახიძე: ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს

ირაკლი კობახიძე: ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. 

ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო.

ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის!

საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის", - წერს ირაკლი კობახიძე.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1966088760547742118