არსებული ინფორმაციით, ამერიკის სენატის სხდომა, რომელიც საქართველოს უნდა მიუძღვნან, თემურ ალასანიას ორგანიზებულია

არსებული ინფორმაციით, ამერიკის სენატის სხდომა, რომელიც საქართველოს უნდა მიუძღვნან, თემურ ალასანიას ორგანიზებულია

მორიგი შანტაჟი და ბინძური კამპანია - ასე აფასებს მმართველი გუნდი ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენის ჩანიშვნას. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ კრიზისზე ხუთშაბათს დილის 09:30 საათზე იმსჯელებს. სხდომას საქართველოდან სამოქალაქო სექტორი დაესწრება და არ არის გამoრიცხული ამaს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც დაესწრონ. უფრო მეტიც, არსებული ინფორმაციით, სენატის აღნიშნული სხდომა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას დიდი მონდომებით და ძალისხმევით არის ორგანიზებული.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას „ურჩევს“, ხალხის ნება გაითვალისწინოს, რომელსაც მოქალაქეები 26 ოქტომბრეს დააფიქსირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ ივანიშვილზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდება.

ამის პარალელურად, ჰელსინკის კომისიამ დააანონსა, რომ საქართველოს „მეგობარ აქტს“ უახლოეს მომავალში მიიღებენ. ეს კი „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სანქციების დაწესებას და ახალ შეზღუდვებს ნიშნავს.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორები ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს მაქსიმალურად შეზღუდავენ. მისი თქმით, ივანიშილის ხელისუფლებას ბევრი „სიურპრიზი“ ელის.

ქალაქის მერმა კახა კალაძემ ამერიკა ბინძური კამპანიის თანამონაწილედ გამოაცხადა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ურთიერთობების გადასატვირთად პირველი ნაბიჯი სწორედ დასავლეთმა უნდა გადადგას, რადგან საქართველოს ხელისუფლებას „არც მეგობრობა და არც პარტნიორობა არ ეშლება“.

„ეს არის, უბრალოდ, იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ. არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს. ჩვენ ვმოქმედებთ და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დაამტკიცა. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც ვიცით, მეგობრობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ვერ იქნება ცალმხრივი. სიყვარული ცალმხირვი ხომ არ არსებობს? ისე არის ურთიერთობებიც. ეს უნდა იყოს ორმხრივი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან იყოს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“, - ამბობს კახა კალაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვერც ერთი სახის შანტაჟი და მუქარა საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადაახვევინებს იმ გზიდან, რასაც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიუყვება. ქართველიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა, რომელშიც შესაძლოა, იმ დონის პოლიტიკური დაპირისპირება და პოლარიზება მოხდეს, რომ სამოქალაქო ომიც კი დაიწყოს, საქარათველოს ხელისუფლებას და ხალხს ვეერ მიუთითებს დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე.

„პენსილვანიაში ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს დღემდე არ იციან ვისი დაკვეთით ესროლეს და რატომ. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო მმართველობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი ყოფილი პრეზიდენტი ვერ დააუცვია. იმ დონის ჩავარდნა ჰქონდათ უსაფრთხოების კუთხით, რომ ლამის, ტრამპის სიცოცხლის ფასად დაჯდა. ქვეყანა, სადაც მკვდარი სულები აირჩიეს და მერე გაიგეს, რომ ეს კონგრესმენები გარდაცვლილები იყვნენ, საქართველოს ვერ მიუთითებს არჩევნებზე რა და როგორ გააკეთოს; ვერ მიუთითებს დემოკრატიაზე და წინასაარჩევნო გარემოზე, როცა კინაღამ პრეზიდენტობის კანდიდატი მოუკლეს.

თუმცა ამჟამინდელი ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ხოლო ამერიკის ახალ ხელისუფლებასთან სრულიად პრაგმატული პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ამ შემადგენლობასთან კი არანაირი საერთო არ გვაქვს, რადგან ეს ხალხი უკვე ყველანაირი ლოგიკიდან არიან ამოვარდნილი.ქვეყანაში უმწვავესი, უმძიმესი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი აქვთ. როცა მათი საგარეო ვალი ასტრონომიულ თანხას წარმოადგენს, ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი შედეგების მიუხედავად, მზად არის ერთი ნახევარი მეორე ნახევარს დაუპირისპირდეს, პატარა, ამაყი და სუვერენული სახელმწიფო საქართველოსთვის სცალიათ. ეს ხალხი გვესაუბრება, არა როგორც თანაბარ პარტნიორს, არამედ როგორც კოლონისტი თავის ქვეშევრდომს და მუდმივად მუქარების ქვეშ გვამყოფებენ. ვფიქრობ, ამ ხალხის ბოლო გაბრძოლებას უკვე ყურადღებაც აღარ უნდა მივაქციოთ“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ვერც ერთი სანქცია და მუქარა, საქართველოს საკუთარი ღირსების და დამოუკიდებლობის რელსებიდან ვერ გადაიყვანს. რაც შეეხება ნაციონალების და მესამე სექტორის ამერიკაში ჩასვლას და იმ ინფორმაციას, რომ ის თემურ ალასანიას დაფინანსებულია, რომელიც იყენებს კონკრეტულ გავლენებს ამერიკაში და ბიძინა ივანიშვილის არჩევნებამდე დასანქცირებას ითხოვს, ქართველიშვილის თქმით, ამ საქმეში რომ აგენტოკრატები და მათი ხელმძღვანელები ჩართულები იყვნენ, გასაკვირი არ არის.

„აგენტოკრატების რომელ ჯგუფს და რომელ ხელმძღვანელს გამოიყენებენ, კაცმა არ იცის. ამ გაუთავებელ თამაშში უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვის და რა ფორმით გამოიყენებენ. თუმცა არ არის გამორიცხული ალასანია ერთ-ერთი მათგანი იყოს, რომელსაც იყენებენ და ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული. სამწუხარო ისაა, რომ ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უკვე კარზეა მომდგარი, ხალხის იმედი კი არა აქვს, რომ მხარს დაუჭერენ და გაიმარჯვებენ, არამედ დასავლეთის, რომ „ოცნებას“ დაასანქცირებენ და აი, ხელისუფლებაში მოსვლას ისევ შეძლებენ. ამ ხნის განმავლობაში ამ ხალხის მხრიდან არც ერთი დანაპირები, საარჩევნო პორგრამა არ გაჟღერებულა. რაღაცას ზერელედ საუბრობენ, რომლიდანაც კაციშვილი შინაარსს ვერ გამოიტანს. სამაგიეროდ ოპოზიციაც და მასთან აფილირებული მედიაც, დღედაღამ გაჰყვირიან იმას, რომ აი, ახლა ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს დაასანქცირებენ და ხელისუფლებაში თავად მოვლენ. ასეთი უსუსური, არაფრისმაქნისი ოპოზიცია რისი მომგებია?“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოლაპარაკე თავებისგან ერთხელაც კი არ გაკეთებულა განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ. პირიქით, ანალიტკოსი ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ევროატლანტიკურ ოჯახში გაწვერიანებაზე ხელს გვიშლის. ამიტომ ქართველიშვილი ამბობს, რომ ვისი იმედიც არ უნდა ჰქონდეს ამ ოპოზიციას, 26 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა, რომელიც მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

 

ლაზი საქართველოსთან ბრძოლა, ხანგრძლივ პერიოდში, არავისთვის დასრულებულა წარმატებით. ვინც კი ძალას იგრძნობდა, მაშინვე საქართველოზე ილაშქრებდა, მაგრამ უფალმა არავის დაანება მისი მონელება. ღვთისმშობლის წილხვედრია ეს ქვეყანაო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. უფალმა შთაბერა უკვდავი, მებრძოლი და იმავდროულად კეთილი სული ამ ქვეყანას. ჩვენ ყველასთან კეთლმეზობლური და მეგობრული ურთიერთობისათვის ვართ მზად.
1 თვის უკან
petrekupry ყოჩაღ ალასანიას სენატის სხდომის ორგანიზება თუ შეუძლია....
1 თვის უკან