„გამჭვირვალობის“ კანონი 1 აგვისტოს საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ რეესტრი ცარიელია, რადგან რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს. დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, კანონი ხელისუფლებას უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს.
მესამე სექტორის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამენ, რომ მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, არჩევნებამდე ორგანიზაციები საკუთარი კომპეტენციის განხორციელებას მაინც შეძლებენ.
მათ ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ შეტანილი და „გამჭვირვალობის“ კანონის ბათილად ცნობას მოითხოვენ. ამის მიზეზად კონსტიტუციის 76-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოსვლას ასახელებენ. მათი აზრით, კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აფერხებს, ამიტომ მისი ბათილად ცობა უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს სექტემბერში განიხილავს.
მმართველი გუნდი კი მესამე სექტორს კანონის მორჩილებისკენ მოუწოდებს. „მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს“, - ამბობს გიორგი ამილახვარი და იქვე დასძენს, რომ ყველა ორგანიზაციამ კანონში გაწერილი ნორმები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.
„კანონში გაწერილია ყველა კანონისმიერი მოქმედება, ამიტომ მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს და შეასრულონ კანონის ნორმები. კანონში რაც არის გაწერილი, ის უნდა შეასრულონ“, - ამბობს ამილახვარი.
თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, რა მოხდება? - სახელმწიფო მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს „აგენტების რეესტრში“. ამის შემდეგ კი მოსთხოვს ორგანიზაციას ატვირთოს საფინანსო დეკლარაცია. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნასაც დაარღვევს, მას კიდევ 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ. სახელმწიფო ორგანიზაციას მომდევნო თვეს ისევ შეამოწმებს და თუ ისევ აღმოაჩენს მის „ურჩობას“, 20 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფოს ამ მიზეზით ორგანიზაციის 20 ათასი ლარით დაჯარიმება ყოველ ახალ თვეს შეეძლება.
კანონში ასევე მექანიზმია ჩადებული, სადაც ნებისმიერს შეუძლია, სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს „უცხოეთის აგენტი ორგანიზაციის“ არსებობა.
ამ შემთხვევაში „უცხოეთის აგენტების“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად დაიწყოს მოკვლევა. მას იმავეს გაკეთება შეუძლია სხვისი განცხადების გარეშეც.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ აღარ აქვს მნიშველობა არასამთავრობო ორგანიზაციები დეკლარაციის შევსებაზე გააგრძელებენ თუ არა ჭირვეულობას. ქადაგიძე ამბობს, რომ მათი ლუსტრაცია უკვე მოხდა და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რეალურად ვინ რას საქმიანობს.
„წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხალხი ბოლომდე პოლიტიკის ჭაობში არიან ჩაფლულები. ისინი პოლიტიკის ნაწილი არიან და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ კერძო სექტორს წარმოადგენენ და დაბალანსებული მხარე არიან, ვინღა დაუჯერებთ? ეს ხალხი ჩვეულებრივად პოლიტიკის დანამატად იქცა. პირიქით, გამწევ ძალას წარმოადგენენ იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელსაც ბოლო წლებია თვალს ვადევნებთ. ამიტომ რასაც უფრო მეტს იფართხალებენ დეკლარაციის შევსებაზე, ჭაობში მით უფორ ღრმად ჩაეფლობიან.
არაფერი დიდად არ შეცვლილა, ახლა ყველაფერს ეცდებიან, რომ ეს პროცესი დროში გაწელონ. მათი გადაწყვეტილება, რომ საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, როგორმე ეს პროცესი დროში გადავადდეს. მერე რისი იმედი აქვთ, არ ვიცი. არჩევნების იმედი თუ აქვთ, ძალიან ცდებიან, რადგან 26 ოქტომბერი „ბიჭიან ბატონიანად“ ბოლო გაფართხალება იქნება. აქედან გამომდინარე, წნეხი, რომელიც დიპლომატიური სახით ჩვენს ხელისუფლებაზე მოდის, კიდევ უფრო მწვავე სახით გაგრძელდება. ვხედავთ, რომ ეს ხალხი ოპოზიციასთან ერთად საარჩვენო კამპანიაში ღიად არიან ჩართულები, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს დასრულდება“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, აქ მთავარი პროცესის ლუსტრაციაა. ეს კი ამ ხალხის ამორალურ სახეს ბოლომდე გვაჩვენებს. საზოგადოებამ ძალიან კარად დაინახა, რომ რეალურად აღარ რჩება კითხვის ნიშანი ვინ ვინ არის. მათ საკუთარი თავი ბოლომდე თავად წარმოაჩინეს და ახლა თუკი კანონის ჩარჩოებში არ მოექცევიან, მიიღებენ იმას, რაც ამ კანონით არის განსაზღვრული.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ორგანიზაცია, რომელიც პატიოსნად მუშაობს და დონორებისგან ფულს იღებს კონკრეტული მიზნებისთვის, მას ამ დეკლარაციის შევსება არ უნდა გაუჭირდეს. ხოლო, როდესაც ორგანიზაცია შეფარვით, ვითომ რაღაცა დარგის განვითარებას ემსახურება და სინამდვილეში სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული, ცხადია, მისთვის ღიად ამის დაფიქსირება მიუღებელია.
„თუკი წესიერი კაცი ხარ, პატიოსანი და კონკრეტული დარგის განვითარებისთვის, საქმიანობისთვის ამ თანხას ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამის შევსება? ფანქარს ყიდულობ, ფურცელს, წიგნს თუ არა აქვს მნიშვნელობა, რაღაცაში ხომ ხარჯავენ ამ თანხას, ამის ღიად დაფიქსირების პატიოსან ადამიანს რატომ უნდა გეშინოდეს?! თუმცა ეს ხალხი უკვე ძალიან კარგად გამოჩნდა, ვინც არიან და ვის ინტერესებსაც ატარებენ. არაფერი დარგის განვითარება და მსგავსი რამ ამათ არ ანაღვლებთ.
ქვეყანაში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის გადატრიალებას და რევოლუციურ სცენარში იღებენ მონაწილეობას. ეს ხალხი უკვე თავს აღარც მალავს, რომ აგენტოკრატები არიან. ამიტომ არ უნდათ იმის აფიშირება ქვეყნის ღალატში პატრონები რამდენს უხდიან. ხალხი სცენაზე ავიდა და ე.წ. ტექნიკურ მთავრობას ითხოვდა, პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ და რომელ ენჯეო სექტორზეა საუბარი? ორ ჯგუფად გაიყვნენ ახლა. ერთი ნაწილი „თავისუფალი მოედნის“ სახით „ლელოს“ შეეკედლა და მეორე ენჯეო სექტორში დარჩა. ერთმანეთს დაეხმარებიან ქვეყნის მავნებლობაში. ამიტომ შეავსებენ თუ არა ამ დეკლარაციას, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მათი მხილება მოხდა და ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვისი აგენტი და შპიონია“, - ამბობს გვენეტაძე.
ხალხი მილიონებს იჯიბავენ და 25 ათასი ლარის ჯარიმით შეაშინეებთ??
პატარძალს .............. აშინებდნენო..ისეა ზუსტად
ამ ასოებს ეგ თქვენი კანონი სულ სირზე ჰკიდიათ..
თანაც ხო იცით რომ მაგათ ის მიტინგები მაგ კანონის გამო არა ჰქონდათ,
ხოოდა ეგ ჯარიმა ამათ ტრაკში გაიკეთონ
მხოლოდ არჩევნები------- სხვა ჩვენი საშველი არააა
ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, თუ რომელიმე ასოს დონორი აქეზებს არდარეგისტრირებისაკენ, ან დარეგისტრირების გამო შეუწყვიტა (ან შეუმცირა) დაფინანსება ფა ყველა ასეთი შემთხვევა უნდა გახადოს საერთაშორისო მსჯელობის საგანი!