„ხაზარაძე ციხეში მყოფი პატიმრების თანხებს ხსნიდა „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან და რიცხავდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ანგარიშებზე“

„ხაზარაძე ციხეში მყოფი პატიმრების თანხებს ხსნიდა „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან და რიცხავდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ანგარიშებზე“

ხანდაზმული თაღლითები, - კარგა ხანია, ამ სიტყვებით ამკობენ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემს ქართულ საექსპორტო წრეებში. ეს ტერმინი კიდევ ერთხელ გახმიანდა ახლაც, როცა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ ხაზარაძეს 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რადგან ამ რვა წლის განმავლობაში მისი მავნე მონაწილეობა რომ არა, ანაკლიის პროექტი გაცილებით წინ იქნებოდა და იქნებოდა ფინიშის სწორზე. ბექა ოდიშარიას თქმით, ლელო ცდილობდა უშრომლად მიეღო საკუთარი ხალხისგან შემოსავალი და ბიუჯეტის 25% მიეთვისებინა.

ლელო რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით ახორციელებდა, მათ შორის, მისი აქტივობები არბიტრაჟში, კომუნისტური პარტიის დროს უშრომელ შემოსავალს ეძახდნენ. ისინი ცდილობდნენ, უშრომლად მიეღოთ საკუთარი ხალხისგან შემოსავალი და იმდროინდელი ბიუჯეტის 25% მიეთვისებინათ. როგორ შეიძლება, ასეთი პარტიისგან სახალხო პარტია დადგეს? ასეთი პოლიტიკოსები სახალხო ვერასდროს იქნებიან, რადგან უკვე ყველაფერი აშკარაა. ლელოს არანაირი მიზანი არ გააჩნია, რადგან მათი ძირითადი სლოგანი იყო - ქართულმა ოცნებამ ანაკლიის პროექტი ჩაშალა. აღმოჩნდა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, კონსტიტუციაში ამ საკითხის შეტანიდან დაწყებული, იმ სამუშაოებით დასრულებული, რაც განხორციელდა. ბუნებრივია, ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, იმის ნაცვლად, რომ ის ფული წაეღო, რის წაღებასაც აპირებდა, - აცხადებს ბექა ოდიშარია.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც აცხადებს, რომ ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს დააკარგვინა 4 წელი ანაკლიის პორტის გარეშე.

ბიუჯეტში 650 ათასი უნდა გადაიხადო! მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის!“, - უცერემონიოდ მიმართავს უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც საკუთარი უპასუხისმგებლობით ქვეყანას წლები დააკარგვინა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე მილიონი ლარი ჰქონდა დახარჯული და ამაში სახელმწიფოს მილიარდ ნახევარ დოლარს, ანუ ბიუჯეტის 25%-ს სთხოვდა.

საჭიროა თუ არა მდიდარმა ადამიანებმა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, როგორც ეს უცხოეთშია მიღებული, სადაც მდიდარ ადამიანებს აქვთ ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და არაერთ სოციალურ პროექტში მონაწილეობენ? ეკუთვნის თუ არა კომპენსაცია ქართველ ხალხს, რომელსაც ანაკლიის პროექტის ჩაშლის გამო მილიარდები აქვს დაკარგული?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თაღლითი მამუკა ხაზარაძე სხვა სახის კომპენსაციას არ გადაიხდის, მას არ ადარდებს საკუთარი ხალხის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა, მას ახლა მოუწევს იმ 650 ათასი დოლარის გადახდა, რომელიც მას დააკისრა არა ე.წ. მიტაცებულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ, არამედ პარიზის არბიტრაჟმა.

არბიტრაჟის განაჩენის მიუხედავად, ლელოს წარმომადგენლები მაინც აგრძელებენ უტიფარ განცხადებებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მათ ხელს უშლიდა, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟის ვერდიქტში პირდაპირაა ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერში არ იყო დამნაშავე, ანაკლიის კონსორციუმმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. რაც შეეხება ხაზარაძეს და სხვა მდიდარ პოლიტიკოსებს, თუ პოლიტიკანებს, ჩვენ მათგან წლებია, ვერ ვხედავთ სოციალურ პასუხისმგებლობას. ამ დროს დასავლური დემოკრატიის სტანდარტია, რომ მილიონერი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ყოველთვის ხარჯავენ დიდ თანხებს ქველმოქმედებაში, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მახინჯი ტენდენციაა, ეს ადამიანები საქართველოს საზოგადოებას ძარცვავენ, იქნება ეს ხაზარაძე, კეზერაშვილი, თუ სხვა მილიონერი პოლიტიკოსები. ისინი იხდიან დიდ თანხებს იმისთვის, რომ ნაცმოძრაობის სიაში მოწინავე პოზიციებზე იყვნენ, - აღნიშნა გია აბაშიძემ და განმარტა, რომ რადიკალური ოპოზიციის ამ სიმახინჯეს ამომრჩევლის აქტიურობით წერტილი უნდა დაესვას.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს, ქართული ოცნება გაიმარჯვებს და შეასრულებს დაპირებას, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობის გასამართლება და ამ ექსტრემისტული ძალის პოლიტიკური სივრციდან გაქრობა.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პრობლემურია ასეთი მცირე თანხით ხაზარაძის დაჯარიმება, რადგან საქართველომ უამრავი თანხა დაკარგა ანაკლიის პროექტის ჩავარდნის გამო. თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაში ვერ უნდა ნახულობდნენ თავშესაფარს კრიმინალები, თაღლითები და ისეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქმეები აქვთ ჩადენილი.

მარტო ანაკლიის პორტი ხომ არ იყო ხაზარაძის პრობლემა?! ანაკლიის პორტის გარდა, გავიხსენოთ, ხაზარაძე სააკაშვილის დროს რა მოღვაწეობას ეწეოდა, ციხეში მყოფი პატიმრების თანხებს ხსნიდა თიბისი ბანკის ანგარიშიდან და რიცხავდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ანგარიშებზე. ეს ხომ ისეთი კრიმინალია, რომელსაც ეს ადამიანი და მისი ბანკი ჩადიოდნენ? რით გამოსწორდება ის ფაქტი, რომ ეს საქციელი ხაზარაძეს დაუსჯელი დარჩა?- აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.

უფლებადამცველის აზრით, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში მოხვედრა ძალიან ცუდია ქართული პოლიტიკისა და ქვეყნისთვის, თაღლითები არ უნდა ნახულობდნენ კრიშას ქართულ პოლიტიკაში. ეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს არა მარტო ხაზარაძეს, თუმცა ვინ დაეძებს ხაზარაძის დარტყმას, არამედ - ქვეყანას.

 

მერაბ.g 17 მლნ და ხანდაზმული თაღლითი; გადაგდებული ორი ინვესტორი და საჩივარი სასამართლოში, ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდნახევრის წაგლეჯის მცდელობა; მანამდე სააკაშვილთან ერთად "ღამის სესხები" პატიმრების ძარცვა და ორდენი ამაში...
მის ბოღმით და ბალღამით გადაგლესილ სახეს რომ ვუყურებ, პატიმრის კი არა, საკუთარი მამის ფულს მოიპარავს!
არც ერთი ხმა თაღლითთა პარტიას!
ხაზარაძის ბოღმით და ბალღამით გადაგლესილ სახეს რომ ვუყურებ
4 თვის უკან