„ოქრუაშვილმა ღიად არ თქვა, რომ სააკაშვილმა დამიბარა და მითხრა, ბადრი პატარკაციშვილი უნდა მოვკლათო?! ამ ხალხს ამის შესაძლებლობაც აქვს და გამოცდილებაც“

„ოქრუაშვილმა ღიად არ თქვა, რომ სააკაშვილმა დამიბარა და მითხრა, ბადრი პატარკაციშვილი უნდა მოვკლათო?! ამ ხალხს ამის შესაძლებლობაც აქვს და გამოცდილებაც“

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ინტერვიუში საქართველოში დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს. ანალიტიკოსი მმართველი გუნდის და ოპოზიციის გზავნილებს აფასებს, რომელსაც ისინი მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში უგზავნიან. იგი ასევე საუბრობს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე და ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციისგან ყველაფერი მოსალოდნელია, რადგან მათ უკვე კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მზადება სხვა სცენარით დაიწყონ.

ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში გადადის და ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, საზოგადოებას კონკრეტულ საარჩევნო გზავნილებს სთავაზობს. „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება მშვიდობაა. როგორც მმართველი გუნდი და მათი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ეს მათი მთავარი მონაპოვარია. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებისთვის ეს ყველაზე მთავარი გზავნილია, რომზეც ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია უნდა ააწყოს?

- მე ვისაც შემიძლია რომ დაველაპარაკო და აზრი ვკითხო, ყველა მათგანს ხელისუფლების დაპირების ნამდვილად სჯერა. მით უმეტეს, აქვთ იმედი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, სიმშვიდე გარანტირებული იქნება, ვიდრე ოპოზიციის მოსვლის შემდეგ. „ოცნება“ მოქმედი ხელისუფლებაა და რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ამ ორწელნახევარში მოახერხა და საქართველოში სიმშვიდე შეინარჩუნა. რაც ნამდვილად ადვილი არ იყო და ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს თვალწინ და ღიად, არაერთი სახის ზეწოლას გაუძლო.

ასევე გავიხსენოთ არაერთი პროვოკაცია, რომელსაც შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა. გვახსოვს ჩარტერული რეისის მოთხოვნა და საუბარი იმაზე, რომ ვერტფრენს აქედან მებრძოლები უნდა წაეყვანა. ასევე მოწოდებები იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი რა იარაღიც გაქვთ, უკრაინელებს გადაეცითო. მოწოდებები, რომ უკვე დროა, ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოთ, აბა, ტანკები დაქოქეთ და გაეშურეთ. არაერთი კულარული ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, რომ „ოცნებაზე“ ზეწოლა ხდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ყველაფერს „ოცნება“ კი არ იგონებს, არამედ ჩვენი მოსახლეობა ამას საკუთარი ყურით უსმა. ფაქტია, ამ ზეწოლას და პროვოკაციებს გაუძლეს და დღეს ქვეყანაში მშვიდობაა.

არაერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის თითქმის მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ნელ ფაზაში მიდის და უბრალოდ მასობრივი განადგურების იარაღი არ გამოიყენება. წარმოიდგინეთ, ამ ქაოსში, პატარა საქართველო გადარჩენას ცდილობს და ამ აურზაურში ბალანსის დაცვას ახერხებს.

ვისი დამსახურებაა ეს? რა თქმა უნდა, „ოცნების“. ასევე, საქართველოს ისტორიაში, ეკონომიკის თვალსაზრისით, იმ დონემდე ავიდა, რომ შემოსავალი ერთ მოსახლეზე მსოფლიო საშუალო შემოსავალს აღემატება. მათ შორის, ზოგიერთ ქვეყანასაც კი ვჯობნით. საქართველოში დემოკრატიის ინდექსის თვალსაზრისით მე-15 ადგილას ვართ. ამას ხომ ხალხი გრძნობს და ამიტომ ეს დაპირებები რომ რეალურია, ყველაზე კარგად ჩვენმა მოქალაქეებმა იციან.

ამის პარალელურად საარჩევნო კამპანია დაიწყო ოპოზიციამ, რომელმაც უკრაინის ომთან დაკავშირებით, რუსეთთან ვაჭრობაზე, ავიაფრენებზე და ტურისტების შემოსვლაზე, რიტორიკა რადიკალურად შეცვალა. რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ სტრატეგიის ცვლილება?

- ოპოზიციის პოზიციების ცვლილება მათი დამახასიათებელი ხელწერაა. მათ თუნდაც ერთი დღის განმავლობაში პოზიციების შეცვლა რამდენჯერმე შეუძლიათ. დღისით რასაც ამბობენ, იმას საღამოს შეცვლიან. ახლა მათი უცხოელი ექსპერტები მუშობენ, აკვირდებიან ჩვენს საზოგადოებას, მათ რეაქციას, განწყობას. ეს ექსპერტები ეუბნებიან ოპოზიციას, რომ ხალხის დიდი ნაწილისთვის ომზე საუბარი და მსგავსი რიტორიკა უარყოფითად მოქმედებს. ასევე, არ არის ჩვენი მოსახლეობა მომხრე, რომ რუსეთთან ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა გავწყვიტოთ. ასევე, ფრენები შევაჩეროთ და ტურისტები აღარ მივიღოთ. ამ ექსპერტებმა ნახეს, რომ ეს რიტორიკა, პირიქით, ოპოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ხალხ მათი რიტორიკა აშინებს და მათ მიმართ უნდობლობას აჩენს. ამიტომ რიტორიკის ცვლილება გადაწყვიტეს.

ოპოზიციას თავისი პრინციპები, პოლიტიკური იქნება ეს თუ ზნეობრივი, არ გააჩნია. ეს ადამიანები ქართველი ხალხის სურვილების შესაბამისად არ მოქმედებ. ისინი ორიენტირებულები არიან იმაზე, რა მოეწონებათ საერთაშორისო საზოგადოებაში და მათი პოლიტიკის გატარებით არიან დაკავებულები. იმას არ უყურებენ, ქართველ ხალხს ეს მოსწონს თუ არა. ახლა, როგორც ჩანს, ანალიზი გააკეთეს და ცვლილება დაიწყეს, თუმცა ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება. ჩვენი მოსახლეობა მათ უკვე კარგად იცნობს და ახლა რაც არ უნდა რიტორიკა შეცვალონ, ამათი ერთი სიტყვის არავის სჯერა.

ბოლო ერთი კვირაა, სუს-ში საქართველოში ხელისუფლების დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე გამოძიება მიდის. არა ერთი ადამიანი დაიკითხა და კიდევ იკითხებიან. რასთან გვაქვს საქმე და რა ძალები არიან ამ საქმეში ჩართულები?

- ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელია. სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია, მათ გარშემო მყოფი ადამიანები, იქნება ეს ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ლორთქიფანიძე, ამაზე წამსვლელები არიან. გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე იმყოფება, ლაფანყურის სისხლიანი სცენარის ავტორია. სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ჩეჩნებიც, პანკისელებიც, მათთან ერთად ქართველი ოფიცრები ჩახოცეს. ჩოხელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი იყო ძიუდოში, მაშინვე დაიღუპა. ახმედ ჩატაევი, ცნობილი ტერორისტი, რომელიც კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობდა, მათთან ერთად იყო. ეს ამ ხალხის ხელწერაა და რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს, რომ ამის ჩამდენები არიან. გვახსოვს თემურ ალასანიას, სააკაშვილის ბიძის ჩანაწერი, სადაც ის მას ესაუბრება და ეუბნება, რომ ერთ მილიონს გადავუხდი იმ ადამიანს, ვინც ივანიშვილს მოკლავსო. აღარ შემიძლია მოთმენა, დავიღალეო.

შესაძლებელია პირდაპირ ითქვას, რომ მათ ეს სცენარი გეგმა ბ-ს სახით აქვთ, თუკი არჩევნებს ისევ წააგებენ?

- რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ. კი, აპრიორი აცხადებენ, რომ გაყალბებული იქნება ეს არჩევნებიო. თუმცა რამდენი უნდა გააყალბო, თუკი ძალიან ცოტა მხარდამჭერი გყავს? ეს ხომ თავადაც ყველაზე კარგად იციან, რადგან გაყალბების ექსპერტები არიან. ერთადერთი ოპოზიციიდან, ვინც ხმებს აიღებს, ეს სააკაშვილი და მისი რესურსია, რომელიც ასევე ძალიან შემცირებულია. მისი ციხეში ყოფნისას ის არაადეკვატური, ცრუ კამპანია, რომელიც მან და მისმა ოჯახმა აწარმოეს, მისი პოლიტიკური ფასი დასწია.

ეს იციან და სხვა რა დარჩათ? მგონია, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება აქვს სუს-ს იმისთვის, რომ ეს რეალობა იყოს და მის მტკიცებულებები აქვს, როგორ მიდის მზადება ამ ყველაფრისთვის და ვინ არიან ამაში ჩართულები. ოქრუაშვილმა ღიად არ თქვა, რომ როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, სააკაშვილმა დამიბარა და მითხრა, რომ ბადრი პატარკაციშვილი უნდა მოვკლათო?! ამ ხალხს ამის შესაძლებლობა ახლაც აქვს, გამოცდილება არ აკლიათ და რესურსი.

„ედისონ რისერჩის“ კვლევებს მინდა შევეხო, რომლის მიხედვითაც 5%-იან ბარიერს „ნაციონლურ მოძრაობასთან“ ერთად პარტია „ახალი“, „ლელო“ ახალი გაერთიანებით, გიორგი გახარია და „გირჩი“ ლახავენ. ორივე მხარიდან პოლიტიკური გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება უკვე მოჰყვა ამ კვლევას. რამდენად ფიქრობთ, რომ ეს კვლევები საზოგადოების აზრზე მანიპულაციისთვის კეთდება?

- ამ კვლევებს ძალიან სკეპტიკურად ვყურებ. იგივე კომპანიები რომ კვლევებს სხვ თემაზე ატარებენ, რეალობასთან ძალიან ახლოს არის და ბევრ საინტერესო მასალას ნახავთ. თუმცა როგორც კი საქმე პოლიტიკურ რეიტინგებზე მივა, მაშინვე პოლიტიკურად ანგაჟირებულ კვლევებს ვიღებთ. გვახსოვს, ალბათ, 2012 წელი და ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც „ოცნებაზე“ მაღალი რეიტინგი მაშინ ამ კვლევების მიხედვით, „ქრისტიან დემოკარტებს“ ჰქონდათ, ხოლო ივანიშვილზე მაღალი მხარდაჭერა ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს ჰქონდათ, როცა რუსთაველზე ივანიშვილი 300 000-ზე მეტ კაცს უყრიდა თავს. ზოგჯერ ეს ყველაფერი მარაზმამდე მიდის და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებას იძლევა.

 

მერაბ.g ოქრუაშვილის ნათქვამს და ნამოქმედარს რა ფასი აქვს; ტიპი ერთი ღამე გააჩერეს კაპეზეში და სამი შარვალი გამოიცვალა (კი ამბობენ მასთან ორი საათი კასტილიანი თემურ უბირია იყი თანაშემწეებითო ...)
ფაქტია, რომ მეორე დილით წაიკუზა, ბოდიში იხადა და გაიძურწა; ახლა რა უნდა თქვას ამ ჩმორმა?
4 თვის უკან