სოციოლოგიური დეჟავიუ - Edison Research-მა 2020 წელსაც „ოცნების“ წაგება და კოალიციური მთავრობა იწინასწარმეტყველა  

სოციოლოგიური დეჟავიუ - Edison Research-მა 2020 წელსაც „ოცნების“ წაგება და კოალიციური მთავრობა იწინასწარმეტყველა  

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმასქართულ ოცნებასმისცემდა, ხოლო 17.3% - „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“. ამასთან, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანსაქვს და 11.2 % „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას პარტიას. პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი სრულ უნდობლობას უცხადებს კვლევით ორგანიზაციას. მიიჩნევა, რომ დამკვეთი ოპოზიციური ტელევიზიაა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი განწყობები სოციოლოგიური გამოკვლევების მეშვეობით შექმნას. თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული კვლევა მეტ-ნაკლებად ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს და ქართულ ოცნებას 35%-ზე მეტის აღების პერსპექტივა დღეს არ აქვს, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთა საუბარში ამბობს, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, ის შესაძლოა ტოტალურ გაყალბებაზე წავიდეს. მისი თქმით, ამ შემთვევაში, შედეგად მივიღებთ მასობრივ გამოსვლებს და ამასთან, არ გამორიცხავს, საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ რადიკალური ნაბიჯებიც კი გადადგას.

Edison Research- მსოფლიო დონის კვლევის ორგანიზაციაა, მას მაღალი რეპუტაცია აქვს და სანდოა. მათი დასკვნა ახლოს არის სიმართლესთან - ეჭვი არ მეპარება, რომ ქართულ ოცნებას 35%-ზე მეტი არ აქვს, რაც ბუნებრივია. ეს არის მისთვის განაჩენი. დანარჩენების ჯამი აღემატება ქართული ოცნების მაჩვენებელს და ეს არის ზარი ქართული ოცნებისთვის - არც ერთი ეს პარტია არ მოიაზრება მის მოკავშირედ.

შანსი იმისა, რომ პოლონური ვარიანტი გათამაშდეს, საკმაოდ მაღალია. ვიცით, რომ პოლონეთში პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ წააგო, რადგან დანარჩენმა პარტიებმა შეკრეს ერთობა და შექმნეს მთავრობა - სწორედ ამის ეშინია ქართულ ოცნებას. მას რჩება ერთადერთი რამ - ტოტალური გაყალბება, რაც თვალშისაცემი იქნება. ამიტომ, ქუჩაში გამოსვლის საფუძველი არსებობს. ჯერ სისხლი არ დაუღვრია ქართულ ოცნებას და წავა თუ არა ამაზე იმისთვის, რომ ხალხის აღშფოთება გააჩეროს?! - თუკი ამაზე წავა, ეს მას კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება.

ძალიან მყრალ სიტუაციაში ჩავარდა ქართული ოცნება. იმის ნაცვლად, რომ თავის დროზე საზოგადოებისთვის დაეთმო და არ მიეღო ეს კანონი, რითაც მან უარი უთხრა დასავლეთს, ევროპა და ამერიკა გამოაცხადა მტრებად, საბოლოოდ ჩაერთო რუსულ კამპანიაში. საზოგადოებას არ უნდა რუსეთი და ქართულ ოცნება დროზე უნდა მოეგოს გონს, გამოიტანოს კანონი, ბოდიში მოიხადოს და წავიდეს პატიოსან არჩევნებზე, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ არსებობს შანსი არჩევნების მეორე დღეს პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს და ადამიანის სისხლიც კი დაიღვაროს, თუკი ქართული ოცნება ამაზე წავა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით.

ველოდები, რომ 27 ოქტომბერს ქართული ოცნება აღიარებს დამარცხებას და ამით ყველაფერი დაწყნარდება - ეს იქნება ყველაზე გონივრული ვარიანტი. შევარდნაძის და სააკაშვილის მაგალითები უნდა იყოს მისთვის მაგალითი, რომ ქართველი ხალხი ამას არ აპატიებს არავინ. თუ ბოღმას და ღვარძლს ვერ გადალახავენ ქართულ ოცნებაში, მაშინ ისინი წავლენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - საზოგადოება გამოვა ქუჩაში და იქ გადავა დაპირისპირება, რის შედეგადაც, შეიძლება ქართულ ოცნებას ნერვებმა უმტყუნოს. იარაღი და პოლიცია მათ ხელშია და თუ ადამიანის სისხლი დაღვარეს, თუ მსხვერპლი მოიტანა ამ დაპირისპირებამ, სიტუაციას ვეღარავინ გააკონტროლებს. ასიათასობით ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად დადიოდა ქუჩაში, ამ ადამიანების მასა უკვე სხვანაირად მოიქცევა. ამიტომ, ქართულ ოცნებას მოვუწოდებ გონიერებისკენ! - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ Edison Research- დიდი ნდობითა და რეპუტაციით არ სარგებლობს და თავად ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას. მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის კვლევები გამოიყენება იმისთვის, რომ საზოგადოებაში გარკვეული განწყობები შექმნას და ოპოზიციას, წაგების შემთხვევაში, მისცეს საბაბი შედეგი გააპროტესტოს.

როდესაც თავად კვლევას ვაფასებთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ამ კვლევის დამკვეთი და რა ინტერესები შეიძლება იდგეს ამის უკან. დამკვეთი კი არის ყველასთვის ცნობილი ტელევიზია - ოპოზიციური და პარტიული. ამიტომ, არ გამიკვირდება შედეგი იყოს მოდელირებული. გარდა ამისა, ეს შედეგები ძალიან ემთხვევა იმ გამოკითხვას, რომელიც მანამდე სოროსის ფონდის ადგილობრივი ფილიალის დაფინანსებით ჩაატარა ერთ-ერთმა ქართულმა ორგანიზაციამ, რომლის მონაცემებიც გასაჯაროვდა.

ამის უკან ვხედავ ორკეტრირებულ მცდელობას, რომ სოციოლოგიაც ჩააბან ამ პოლიტიკური ბრძოლის პროცესში. სოციოლოგიის მეშვეობით ხდება გარკვეული მანიპულაციური ზემოქმედება საზოგადოების აზრზე კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი აზრი წარმართონ მათთვის სასურველ კალაპოტში. ვფიქრობ, რომ ეს კვლევა მაინცდამაინც დიდ ნდობას არ იმსახურებს. გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოებას შთააგონონ ის ნარატივი, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალია და ასევე, ქართული ოცნება ვერ იღებს უმრავლესობას, ხოლო ოპოზიციის ჯამური მონაცემები აღემატება ქართული ოცნებისას.

ეს არის ის პოზიცია, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გამოუთქვამთ, რომ ისინი ამ არჩევნებისგან ელიან პროდასავლური, კოალიციური მთავრობის და მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას. სოციოლოგიური გამოკითხვების საშუალებით სურთ ჩამოაყალიბონ საზოგადოებრივი აზრი და შემდეგ, თუკი არჩევნებზე განსხვავებული შედეგი დაიდო და გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციას მიეცეს პროტესტის საბაბი, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებში სხვა შედეგებია და არჩევნები გაყალბდა. ეს კვლევები შემონახული აქვთ, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი შესაძლო საპროტესტო გამოსვლებისთვის, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, რამდენიმე სცენარი შეიძლება განვიხილოთ რა შეიძლება მოხდეს 27 ოქტომბერს. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას პარტიამ ქართულ ოცნებას კოალიცია შეუქმნას იმ შემთხვევაში, თუკი მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა 51% ვერ აიღო. მისი თქმთ, მსგავსი ნაბიჯის გასამართლებლად, გახარიას პარტიამ შესაძლოა თქვას, რომ ქვეყანას არეულობა აარიდეს თავიდან.

არჩევნების მეორე დღეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განლაგდება ხმები. თუ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მაგრამ პარლამენტში შევიდა რამდენიმე ოპოზიციური პარტია, შესაძლოა ისინი ამ მონაცემებს დასჯერდნენ და მათთვის საკმარისი აღმოჩნდეს ის, რომ იყვნენ პარლამენტში წარმოდგენელი. იხმაურონ გარკვეული პერიოდი და შექმნან ანტურაჟი, როგორც ეს 2020 წელს მოხდა - შემდეგ შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ წავიდნენ რადიკალურ სცენარზე, არ ცნონ არჩევნების შედეგები და შეეცადონ, ფერადი რევოლუციის მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა. თუ ეს არჩევნები დასავლეთმა სცნო დათქმებით, როგორც ეს 2020 წელს მოხდა, მიუხედავად მინიმალური დარღვევისა, ამ შემთხვევაში, ცოტაოდენი ხმაურის შემდეგ, ოპოზიცია ალბათ შეეგუება ამ მოცემულობას.

არსებობს კიდევ ერთი სცენარი: იმ შემთხვევაში თუ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღო 51%, ამავე დროს ვერც ოპოზიციამ დააგროვა საკმარისი ხმა მთავრობის ფორმირებისთვის, დადგება საკითხი, რომ მათ ერთმანეთში იპოვონ საერთო ენა და ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობა. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლემაც ხელი მოაწერეს ბრიუსელის დეკლარაციას, პირობა აქვთ დადებული, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეუქმნიან კოალიციას ქართულ ოცნებას. თუმცა, ამ დეკლარაციაზე ხელი არ აქვს მოწერილი გიორგი გახარიას პარტიას. აქ უკვე შესაძლებელია დავუშვათ ვარიანტი, რომ ისინი წავიდნენ ქართულ ოცნებასთან კოალიციური მთავრობის შექმნაზე, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებებს აკეთებე ახლა, რომ არ შეუქმნიან კოალიციას და არ ითანამშრომლებენ. ჩვენ გვახსოვს ამ პარტიის ისტორიიდან, მათ არაერთხელ გადაუხვევი საკუთარი განცხადებებისგან. გახარია „ნაციონალურ მოძრაობას დასრულებას პირდებოდა და შემდეგ, მასთან ალიანსები გააფორმა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სად არის იმის გარანტია, რომ იგივეს არ გააკეთებენ ახლაც და შემდეგ ამას გაამართლებენ იმით, რომ ამით ისინი სახელმწიფოს ააცილეს ტურბულენტური გარემო, რევოლუციური სცენარი, არეულობა, დესტაბილიზაცია და .., - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

მერაბ.g მინიმუმ 50%-ითაა ხელოვნურად გაზრდილი ნაცების, გვარამია-მელიას და ლელოს მაჩვენებლები და ასევე მინიმუმ 50%-ითაა შემცირებული ოცნების მხარდაჭერა
მიზანი ნათელია - მეცოცხეები გაამხნევონ, ნახეთ რა ახლოს ვართ ბიუჯეტის ძარცვასა და ხალხის წამებასთანო; არაფერი გამოვა - შუაზეც რომ გაირღვეთ მფორთხავი-კეზერა-ხაზარას ჯამი არაფრით იქნება 25%-იც კი
4 თვის უკან
Gami მარაზმატიკი ძაბირაძის შემდეგ, ენით და ტვინით ბლუ ზაქარეიშვილს მიაწექით, თავის ნალაპარაკებს, თავად რომ ვერ იგებს!
4 თვის უკან