დროის გაწელვის და მოსამართლეთა ბულინგის მიუხედავად, ენჯეოებს სექტემბერში მოუწევთ დეკლარაცია შეავსონ

დროის გაწელვის და მოსამართლეთა ბულინგის მიუხედავად, ენჯეოებს სექტემბერში მოუწევთ დეკლარაცია შეავსონ

რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სარჩელი შეეტანათ იმ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ? ცდილობს თუ არა ოპოზიცია წინასაარჩევნოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით „გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედების შეფერხებას? ახლა გადამწყვეტი სიტყვა მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა თქვს. შეძლებენ თუ არა ისინი პოლიტიკური გავლენების მიღმა დადგნენ, რადგან მათი ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა მედიამ უკვე დაიწყო.

პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ, კანონის გაუქმებას ოპოზიცია ითხოვს. სამი სარჩელი ერთ წარმოებად უკვე გაერთიანდა და გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ თვეში გამოცხადდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ პროცესს არ გააჭიანურებს და არც ერთ მხარეს პოლიტიკური სპეკულაციების საბაბს არ მისცემს. ტურავა მცდარს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს, თითქოს ის ხელისუფლებასთან ალიანსში იმყოფება. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. ტურავა ოპოზიციის ზეწოლის მიუხედავად არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას და არ შედის „გამჭვირვალობის“ კანონის შეფასებაში.

„სამი სარჩელი, მართალია, სხვადასხვა დროს შემოვიდა, მართალია, თავისი შინაარსით ზუსტად იდენტური არ არის ერთმანეთის, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში და რეგლამენტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც სარჩელების გაერთიანება შეიძლება. მინდა კონკრეტული თარიღი გითხრათ, მაგრამ უფლებამოსილი არ ვარ იმდენად, რამდენადაც მე არ ვიცი ჩემი კოლეგების პოზიცია. იყავით მზად იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში იქნება მიღებული.

ვნახავთ (კანონს), წავიკითხავთ, რომელ რუსეთში, ჩრდილოეთისკენ? მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მიმართულება ჩემი თავისთვის და ჩემი ქვეყნისთვის არ მიმიცია და არ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიოფს მიზანი, იდეა იყოს ჩრდილოეთისკენ სვლა. წლების მანძილზე ვიყავი სტიპენდიატიც, მქონდა პრემიაც და სხვადასხვაგვარი უცხოური დაფინანსებაც. არავის დავალებას არ შევასრულებ“, - ამბობს მერაბ ტურავა.

„პოპულისტური და პიარ-კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი“, - ასე აფასებსოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ოპოზიციის სარჩელს, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოშირუსული კანონის“ გაუქმების მოთხოვნით შეიტანეს. მისი თქმით, ოპონენტებს სურთ დასავლეთს აჩვენონ, რომ აღნიშნულ კანონს ეწინააღმდეგებიან.

რა წერია ამ სარჩელში, ჩემთვის უცნობია, თუმცა ამ ადამიანებს, დამერწმუნეთ, რაიმე კონკრეტული ხელმოსაჭიდი არგუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდეც გააჟღერებდნენ. ეს არის მორიგი პოპულისტური ნაბიჯი, ჩემი აზრით, ეს არის პიარ კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი, რომ აჩვენონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციური სპექტრი კვლავაც ეწინააღმდეგება ამ კანონს. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა საკონსტიტუციოს სარჩელით. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - ამბობს გივი მიქანაძე.

ანალტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და შემდეგ მოსამართლეებზე ფსიქოლოგირი ზეწოლა, გარკვეული გგმის ნაწილია. მისი აზრით, ეს არ არის ოპოზიციის გეგმა, ეს არის მათი პატრონების დავალება, რომელსაც ეს ადაიანები პირნათლად სრულებენ.

„ამ ხალხისგან უკვე გასკვირი არაფერია. თუკი დასჭირდებათ, საკუთარი თავის და პრინციპების წინააღმდეგაც მიდიან. ოპოზიციც, მესამე სექტორიც და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად აქამდე არ მიიჩნევდნენ და მას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებდნენ, ახლა კი სარჩელი შეაქვს და მოსამართლეებს მოუწოდებენ, ვითომ სიმართლის მხარეს დადგნენ, ამუნათებენ, აბულინგებენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ციდლობენ. მოსამართლეს ე.წ. დამოუკიდებელი მედიები ხვდებიან და ნამუსზე აგდებას ცდილობენ. არადა, მანამდე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილ გადწყვეტილებას, სადაც ის კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად არის ცნობილი, არაკანონიერად მიიჩნევენ. მოკლედ, თავად ვერ ჩამოყალიბდნენ, რას ამბობენ, რას აკეთებენ. საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ მიდიან“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, გამოდის, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლეგიტიმურად აღიარებს. აქედან გამომდინარე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ უნდა უწოდებდნენ.

„ეს არ არის მათი გადაწყვეტილება. ეს არის მათი პარტნორების დავალება, რომლითაც საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუებას ცდილობენ. ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამ ზეწოლას გაუძლებენ, როგორც ზურაბიშვილის საქმის შემთხვევაში მოხდა და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,-ამბობს გვენეტაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრები პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს რომ, მათ ეს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, რათა დეკლარაციის დრო რომ მოუვათ, იტყვიან, საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ შეტანილი და ჯერ მის პასუხს ელოდებიან.

„საქმე ძალიან მარტივად არის და აქ პრიმიტიულ პოლიტიკურ გათვლას აქვს ადგილი. ძალიან კარგად იციან თავადაც, რომ ეს კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, არაკონსტიტუციური არ არის და წინააღდეგობაში არანირი მუხლთან არ მოდის. აქ, უბრალოდ, პოლიტიკურად დროის მოგებას ცდილობენ. ჩვენ ვიცით, რომ სექტემბერში უკვე კანონი ამოქმედდება და მესამე სექტორს აქვს ვალდებულება, რომ დეკლარაცია შეავსოს. ამიტომ შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ შექმნან იმიჯი, თითქოს რაღაცას ელიან და აი, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება დეკლარაციის შევსებაზე, თავს შევიკავებთო - იტყვიან. ეს არის მათი ჩანაფიქირი და პრეზიდენტიც ამაში აჰყვა.

არადა ზურაბიშვილის ადგილას თავმოყვარე ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადადგებოდა. მან კი შუბლის ძარღვი ისე გაიწყვიტა, რომ სასამართლოს, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს, რომელიც როგორც ინსტიტუტი თავად შეურაცხჰყო და ახლა სარჩელი თავად შეიტანა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და საკუთარი თავის უპატივცემულობა. ხოლო ახლა მოსამართლეების ირგვლვ რა კამპანიაც წამოიწყეს, ეს კიდევ უარესია, რადგან მათზე ფსიქოლოგიურ შანტაჟს აქვს ადგილი. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევი თავად არის, ვისი მხრიდან რის დარღვევაზე საუბრობს, გაუგებარია“, - ამბობს ქადაგიძე.

მერაბ.g ამ ცალ ფეხზე მდგომ და უტვინო არსებებს ასე თუ ეჩქარებოდათ, რატომ მიღებისთანავე არ გაასაჩივრესგამჭვირვალობის კანონი, რას ელოდებოდნენ ორთვენახევარი?
4 თვის უკან
trampi რო არ შეავსონ რა ფეხებს მოსჭამთ??
გადაიხდიან 10 ათასიან ჯარიმას და მორჩა კინო
4 თვის უკან