არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხშირად გვესმის ოპოზიციაში სხვადასხვა სახის შესაძლო გადაჯგგუფებების შესახებ, რაც ოპოზიციურ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსებს, გარკვეულწილად, უზრდის. ბოლო პერიოდში, აქტიურად განიხილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანების შესახებ, რაც ვიცით, რომ ამ ეტაპზე, კონსტიტუციურად შესაძლებელი არ არის. თუმცა, ისმის კითხვა, ამ შემთხვევაში, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა, ვინც „ლელოს“ 5%-იან ბარიერს გადაალახვინებს? - აზრი პოლიტიკურ და ექსპეტულ წრეებში აქაც ორად იყოფა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით სალომე ზურაბიშვილი, საქართველოზე მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. საყვარელიძის შეფასებით, პრეზიდენტისა და „ლელოს“ გაერთიანება „შთამბეჭდავ“ შედეგს გამოიღებდა.
„ძალიან საინტერესო გაერთიანება იქნება: პრეზიდენტის სიტყვა-პასუხით, საქართველოზე მსჯელობით ბევრია უკმაყოფილო საქართველოში. ალბათ, ხაზარაძის, როგორც თავის დროზე ბანკის ხელმძღვანელის საქმიანობით და ქონების დასაკუთრების ფაქტებით, ასევე ბევრი იქნება უკმაყოფილო. ამ ორი ადამიანის გაერთიანება, რომელთა მიმართაც უკმაყოფილებაა, ძალიან „შთამბეჭდავი“ იქნება. ზურაბიშვილი „ლელოსთან“ ვერ მიიტანს ხმების იმ რაოდენობას, რომ ბარიერი გადალახოს, თუმცა, ამას კვლევების ჩატარება სჭირდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ წონასა და მის ელექტორალურ მაჩვენებელს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გახარია „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩევნელის ხმებს წაიღებს, რისი პერსპექტივაც „ლელოს“ არ აქვს.
„გახარიას აქვს ერთი პლუსი: ის ცდილობდა, რომ ორივე მხარის მიმართ კრიტიკული ყოფილიყო და მესამე ცენტრის განსახიერება გამხდარიყო ქართულ პოლიტიკაში. ის ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი მოსწონს და არც მეორე, სურს რაღაც მესამე - ეს ამომრჩეველი არსებობს. გახარიას ამომრჩეველი არ იქნება ნაციონალების მომხრე, არამედ „ოცნების“ მომხრე, რომელსაც იმედი გაუცრუვდა „ოცნებაში“ - ამ ხმებს წაიღებს გახარია. ასეთი რესურსი „ლელოს“ არ აქვს. ამასთან, გახარია დღემდე, „ოცნების“ მომხრეებისთვის საუკეთესო მაგალითად დარჩა პანდემიის მოგვარების კუთხით“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე, პრეზიდენტისა და „ლელოს“ გაერთიანება დადებით შედეგს არ გამოიღებს. მისი შეფასებით, თუკი სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში ჩართვა სურდა, მაშინ მას ეს აქამდე უნდა გაკეთებინა - ახლა ეს დაგვიანებულია.
„არ ველოდები ასეთი გადაწყვეტილების მიღებას - ეს უფრო არის ბლეფი. გარკვეული ძალები ცდილობენ ასეთი თემა ააგორონ. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს ზურაბიშვილის მხრიდან. თუ პრეზიდენტს უნდოდა რეალურ პოლიტიკაში მოსულიყო, არჩევნებში ჩართულიყო, მას ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა ცოტა ადრე - ახლა უკვე, ასეთი ნაბიჯის გადადგმა დაგვიანებულია. არანაირ სიკეთეს არ მოუტანს არც „ლელოს“, არც ზოდადად, ოპოზიციას და არც თავად ზურაბიშვილს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „ლელომ“ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ძაბირაძის თქმით, ყველაზ სწორი ნაბიჯი იქნება თუკი მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია თანამშრომლობას და გაერთიანებას შეძლებენ წინასარჩევნოდ.
„ლელომ“ ბოლო დროს სწორი ნაბიჯები გადადგა, განსაკუთრებით ვგულისხმობ, დოლიძის პარტიასთან დაწყვილებას და ელისაშვილთან მოლაპარაკებას - სწორია, რომ გამსხვილების მიმართულებით მიდიან. რაც მთავარია, აცხადებენ, რომ პროცესი გრძელდება. მგონია, რომ „ლელოს“ 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, თუ რამდენი რეალური ცენტრი იქნება ოპოზიციურ ფლანზე.
თუ „ლელო“ და გახარია მოილაპარაკებენ და შეძლებენ დაწყვილებას, მაშინ ეს იქნება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ძალა ოპოზიციურ ფლანზე. თუ ამას ვერ მოახერხებენ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მანდატების 20% მაინც რჩება გადაუნაწილებელი. თუ „ლელო“ ან გახარიას პარტია დარჩება გარეთ, ალბათ, უფრო მეტი მანდატი იქნება გადაუნაწილებელი, რაც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, გახარია და ხაზარაძე მიხვდებიან, რომ ერთმანეთის გარეშე, ამ საერთო საქმეს ვერ შეასრულებენ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ლელოს“ და სალომე ზურაბიშვილს, გარდა ბოროტებისა, აერთიანებთ დავალებების შემსრულებლობა და ისინი მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ.
„ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის იკავებს ჯერ კიდევ, ფორმალურად, პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, ჩარევაა უკანონო, მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს.
ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ რომ, მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა, ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ლელო და ფრანგულა? მშვიდობაში - რაც ალხანა, ის ჩალხანა; არ ვიცი რა ფორმით მოხდება ეს, მაგრამ ერთნაირები ერთად რომ იყვნენ რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო?
ზოგადად გაერთიანებას აზრი უნდა ჰქონდეს: ძველი დრო აღარაა, ახლა ელისაშვილს 5 ატასი ხმის მიმცემიც არა ჰყავს და მათი ნახევარი მაინც არ მოისუჰვებენ ხანდაზმული თაღლითებისთვის ხმის მიცემას; ასე იზამს დოლიძის ის 5, თუ 10 ათასი თბილისელი ამომრჩეველი; აბა მას რაიონებში არავინ იცნობს!
მეცოცხეები თავიანთ წილ 400 ათასამდე ხმას წაიღებენ (მეტს კეზერა-ბოკუჩავა-ბარამიძი, ნაკლებს მელია)
ისევ მეცოცხეებზე: გახსოვ თბათუმში ცამოსულ საკრუიზო გემს რა ამბავი დააწიეს? რა დღეში იყვნენ მოხალისეების ჩარტერით გაგზავნაზე? მარგველაშვილი და აქუბარდია პირდაპირ ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას ...ფრენების შეწყვეტას და ვიზების შემოღებას ითხოვდა უკლებლივ ყველა მეცოცხე; ახლა? როდის, როგორ გეკადრებათო; მათ თავიანთი ამომჩევლები 5ლეები ჰგონიათ როგორც ჩანს!