„ტრამპი პრეზიდენტი რომ გახდეს, ყველაფერს იტყვის - არსებობს რისკი, რომ უკრაინას დახმარება შეუჩეროს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, უფრო დიდი დახმარებაც გაუწიოს“

„ტრამპი პრეზიდენტი რომ გახდეს, ყველაფერს იტყვის - არსებობს რისკი, რომ უკრაინას დახმარება შეუჩეროს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, უფრო დიდი დახმარებაც გაუწიოს“

დასავლეთი უკრაინის ომის დასრულებისთვის ემზადება? აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა: „პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი... ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ – ომობენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომობენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არასდროს დაიწყო. რუსებს აქვთ დადებული მილიონობით ნაღმი და ჰყავთ ათასობით ტანკი. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ბევრი რუსი დაიღუპება, თუმცა ასევე ბევრი უკრაინელი იღუპება. ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. ბაიდენს არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს მომხდარიყო“.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ მომხდარა და პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა.

„ჟურნალ არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ომის დასრულების სცენარზე და ტრამპის განცახდებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ რთულია წინასწარ განვსაზღვროთ რას იზამს ტრამპი პრეზიდენტად კვლავ გახდომის შემთხვევაში, თუმცა ერთი ფაქტია, რომ უკრაინის ომი ჩიხშია შესული და გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

ტრამპმა „ფოქს ნისუთან“ ინტერვიუში განაცხადა რომ მან ზელენსკის ურჩია ომი დაასრულოს , რას გულსიხმობს ტრმპი და როგორ ელთ მოვლენების განვითარებას?

- პირველი, დავიწყებ იქიდან, რომ ტრამპი ზელენსკისთან სატელეფონო საუბარისას რამდენიმე რამეში შეცდა. როდესაც ნაპოლეონს ჯერ მეფის რუსეთი უგებდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირი ჰიტლერს, მარტო რუსები არ იბრძოდნენ. ამ არმიაში უკრაინელებიც შედიოდნენ და არანაკლები სისხლი დაუღვრიათ მეორე მსოლფიო ომში. იგივე სისხლი გაიღეს ქართველებმაც და არავისზე ნაკლებად არ გვიბრძოლია. დასავლეთში ავიწყდებათ, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ რუსეთი არ ყოფილა. ქართველებს პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაეღუპა.

მეორე საკითხი კი ისაა, რომ ეს ომი ჩიხში ნამდვილად შესულია. ამაზე მეორე აზრი აღარ არის. უკვე გამოიკვეთა, რომ უკრაინას გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლია სამხედრო ძალით, 1991 წლამდე არსებული საზღვრები დაიბრუნოს.

რა არის ის მიზეზები, რის გამოც უკრაინა ამას ვერ ახერხებს. დასვლეთი მას იარაღით ეხმარება, რაშია მთავარი პრობლემა?

- კი ბატონო, ვიცით, რომ უკრაინას დასავლეთი ეხმარება, მაგრამ ეს ძალიან უცნაური დახმარებაა. ეს არის დეტალურად გამოზომილი, თითქოს აფთიაქში წამალი იყოს აწონილი. უკრაინელებს ამას გრამ-გრამობით აწვდიან და დაგვიანებით. ამას დაემატა ის პრობლემები, რასაც უშაულოდ უკრაინელებს თავად ქვეყანაში გაუჩნდათ. ეს არის ჯარის როტაციის პრობლემა. ვინც იბრძვის მათი შეცვლა რთულად ხდება. ქვეყანაში მობილიზაცია დაგვიანდა. რაც მოდის ახლა, ისიც არასრულყოფილია. მეტი საბრძოლო ნაწილები და პირადი შემადგენლობა უნდა უკრაინას. პოტენციალი უკრაინას აქვს, 18 დან 60 წლამდე გასაწვევი მამაკაცების რიცხვი საკმარისია იმისთვის, რომ ფრონტის ხაზის ნახევარმილიონამდე ადამიანით შევსება შეძლონ, უბრალოდ, უკრაინელების დიდ ნაწილს აღარ სურს ომში წასვლა, განსხვავებით ომის დაწყების დღეებისა. როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მაშინ მოხალისეები რიგში თავად დგებოდნენ. ეს ხალხი ან დაიღუპა, ან დაიჭრა, ან კიდევ უგზო-უკლოდ გაუჩინარდა. ზოგიც გადაიღალა ომით და ჩანაცვლებაა საჭირო. ახლა კი პირიქით, ახალგაზრდების ქუჩაში და ქალაქებში დაკავება უწევთ იმისთვის, რომ ომში წაიყვანონ. ქუჩაში ძალით დაკავებული კაცი ფრონტის ხაზზე რას იომებს, კი ვიცით. ამიტომ ამ ომში უკრაინამ რომ გაიმარჯვოს, ეს ურთულესი იქნება. ამას დასავლეთის დახამრება და უკრაინის მობილიზაცია სჭირდება. ეს ყველაფერი ძალიან რთულად წაროსადგენი ხდება.

დასავლური მედია ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ომის დასრულების სხვადასხვა ვერსიებზე წერს. მათი ინფორმაციით, ტრამპს უკვე მრჩევლებმა მაგიდაზე დაუდეს, როგორ უნდა დასრულდეს ომი და რანაირად უნდა დაიყოლიოს ორივე მხარე მოლაპარაკებაზე. ერთი ვერსიით, ტრამპი უკრაინას დახმარებას შეუჩერებს, რის შემდეგაც ზელენსკი იძულებული გახდება მოლაპარაკებაზე წავიდეს. რა ელის უკრაინას ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში?

- ის დაძაბულობა, რაც ახლა ამერიკაში ხდება, მე მგონი, მათი ქვეყნის ისტორიაში არც არასდროს არ ყოფილა. ტრამპი იმისთვის რომ პრეზიდენტი გახდეს, ყველაფერს იტყვის. ბევრ დაპირებას გასცემს, მას ეს წინა არჩევნების დროსაც უქნია და მერე, როცა პრეზიდენტი გახდა, ის აღარ შეასრულა. რა თქმა უნდა, მაინც არსებობს დიდი რისკი იმის, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინას დახმარება შეუჩერდება. ჩვენ გვახსოვს ტრამპისტი კონგრესმენების საქციელი, როცა ნახევარი წელი დახმარება გაყინული იყო და მხარს არ უჭერდნენ, ამან უკრაინა როგორ დააზიანა. ასევე ვიცით, ტრამპის დამოკიდებულება ნატოსთან მიმართებაში და დაფინანსების გამო მუქარა, რომ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტნეთი ნაკლებს იხდიდნენ და 2%-მდე გაზრდას ითხოვდა. ამიტომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული. ბევრი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მან „ლენდლიზი“ კვლავ აამოქმედოს, რომელმაც ვერ იმუშავა და 2023 წელს შეჩერდა და ახლა უფრო დიდი დახმარებაც გაუწიოს უკრაინას. წინასწარ საუბარი მის ქმედებებზე რთულია. სწორედ ტრამპმა შეანჯღრია ევროპული ქვეყნები და ამიტომაც გამოიფხიკეს ყურები.

ჩინეთის ფაქტორზეც მინდა ვისუბროთ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინელ კოლეგას შეხვდა და თქვა რომ ჩინეთი ცდილობს უკრაინის ომის დასრულების გზები იპოვნოს. ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. რა როლი შესაძლოა ჩინეთს ომის დასრულებაში დაეკისროს?

- შესაძლოა, ჩინელებისგან ეს ნაწილობრივად დიპლომატიური განცახდებაა. ჩინეთისთვის საკამოდ შორია უკრაინის ფრონტი, მაგრამ ამ ომში ბევრ რამეს განსაზღვრავენ და დიდ როლსაც თამაშობენ. საინტერესო ისაა, რომ ომში ორივე მხარე ჩინური დრონებით ებრძვიან ერთმანეთს. ჩინეთის პლუსი იმაშია, რომ მათ ხელისუფლებას პუტინისთვის კულუარულად გაცხადებული აქვს, რომ ბირთვული იარაღი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს. ეს უკვე დიდი პლუსია, როცა უზარმაზარი ქვეყანა რუსეთს ასეთ გაფრთხილებას აძლევს. პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს. პუტინი დღესვე შეწყვეტს ცეცხლს, თუკი იმ 4-ივე რეგიონს მისცემენ, სადაც ბრძოლები მიდის. ეს არის ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები. იმ ადგილებსაც კი ითხოვს, რომელიც ოკუპირებული ჯერ კიდევ არა აქვს. ამიტომ ძალიან რთული პროცესები მიდის და შესაძლოა, უკრაინისთვის  უმძიმესი სიტუაცია დადგეს.

თავად რუსეთს ახლა რისი შესაძლებლობა აქვს? არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კრემლს კიდევ დიდი ხანი შეუძლია ომის გაგრძელება. რა რესურსი აქვს, საიდან იღებს როგორც ცოცხალ ძალას, ასევე შეიარაღებას?

- პუტინმა შეძლო და ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. ის, რაც ვერც ეროპამ და ამერიკამ შეძლო, რუსეთმა მოახერხა. რუსეთს აქვს იმის საშუალება, რომ ომი გააგრძელოს. ადამიანის რესურსის პრობლემა არ აქვს. ფულს უხდის რუსებს და ისინი ომში ძალით აღარ მიჰყავთ. ომში წასვლა, სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა ფასი ღირს. მეგობარსაც თუ მიიყვანენ, იმასაც კიდევ დამატებით თანხას აძლევენ. რა თქმა უნდა, ბევრი ეღუპებათ, მაგრამ რუსეთში ეს გამოდის და პუტინიც ამით სარგებლობს. ამიტომ მას აქვს ყველანაირი რესურსი, ამ ეტაპზე, რომ ომი კიდევ დიდი ხნით გააგრძელოს.

DDDzia ნეტავი ამ გაქანებულ ნაცსა და თვითმარქვია სამხედრო ექსპერტს ინტარვიუს რა პრინციპით ართმევთ?
ეს ხომ გამოსულია რეალობიდან, დაკაგულია საერთოდ.
ამისი სტატიები "კვირის პოლლიტრაში" შედევრია - ვერ გაიგებ რა უნდა და რას წერს. ამიტომაა, რომ საერთად აღარ ყავს მკითხველი.
სამხედრო ექსპერტი -სასწაულია.
4 თვის უკან
petrekupry იმას ჩამოგავს: ან მოვიგებთ, ან წავაგებთ, ან ფრე დასრულდება
4 თვის უკან
Aburjga Tasmanieli მართალია, დიდ სამამულო იბრძოდნენ ე.წ. უკრაინელები საბჭოთა კავშირის არმიაში ევროპელი ფაშისტების წინააღმდეგ, მაგრამ უფრო მეტნი იბრძოდნენ გაერთიანებული ევროპული ფაშისტების არმიის მხარდამხარ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ! ახორციელებდნენ სასტიკ სადამსჯელო ღონისძიებებს არასამხედრო მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის პოლონეთში!
4 თვის უკან
trampi ტრამპს არავითარ შემთხვევაში არ გააამარჯვებინებენ, სუ რომ პირწმინდადაც კი უგებდეს ნებისმიერ დემოკრატს
არც მაწყობ ს მისი გამარჯვება ------ მაშინ იქ ჯახი არ იქნება
არადა ყოველდრე ფანჯრიდან ვიხედები---- რა ხდება ჯახი ხო არ დაეწყოთ--- მეთქი
იქნება ... იქნება...ველოდები ველოდები...
4 თვის უკან