„ზელენსკის 2008 წლის „გმირის“ - მიხეილ სააკაშვილის „ვივამედის“ ბედი სანატრელი გაუხდება“

„ზელენსკის 2008 წლის „გმირის“ - მიხეილ სააკაშვილის „ვივამედის“ ბედი სანატრელი გაუხდება“

როგორც ჩანს, ახლოვდება მომენტი, როცა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე გამართავს მოლაპარაკებას რუსეთთან. უკრაინაში ახალი ხელისუფლების მოყვანის ალბათობა სულ უფრო იზრდება და ეს პროცესი დაჩქარდება მაშინ, თუკი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს ამერიკაში.

თუ აქამდე უკრაინის ოპოზიციას მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული ზელენსკის ნებისმიერ ქმედებაზე, ამიერიდან მოსალოდნელია ოპოზიციის გააქტიურებაც, თუკი ასეთი დარჩა უკრაინაში.

ზელენსკის ყოფილი მრჩეველი, დღეს კი მისი ოპონენტი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ზელენსკი ვერ შეძლებს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების მიღწევას, უკრაინაში საჭიროა ახალი ხელისუფლება.

მე კი ძალიან მინდა ნატოში, მაგრამ იქ ჩვენ არ მიგვიღებენ. ნატოში მიღების ფასი თურმე რუსეთთან ომია, რომელშიც ნატოს გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივა. მაგრამ ნატოს არ სურს ჩვენი მიღება. ის ვიწრო ნაცრისფერი სივრცე, რომელიც უკრაინას მიგვიჩინეს და გვეუბნებიან, თქვენ ნატოსთვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ არ მიგიღებთო, მე პირადად არ მაწყობს. ჩვენ შეგვიძლია ყველა მუხლში ჩავწეროთ - ნატო, ნატო, ნატო, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს შეცვლის. ეს რეალურად ვაჭრობის საგანია. ზელენსკი ვერ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, რადგან პუტინი მასთან ერთად ხელს არ მოაწერს არანაირ შეთანხმებას. საჭიროა უკრაინაში ახალი ხელისუფლება, - აცხადებს არესტოვიჩი და უკრაინის ნეიტრალიტეტში ხედავს ერთადერთ გამოსავალს.

ცხადია, არესტოვიჩს თავად აქვს საპრეზიდენტო ამბიცია და ამიტომაც აკრიტიკებს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზელენსკის ხელში უკრაინის მძიმე ისტორია დაიწერა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს უკრაინაში იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი მატულობს, რომლებიც მზად არიან, უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე რუსეთთან ომი დაასრულონ.

სრულდება თუ არა ზელენსკის ეპოქა უკრაინაში?!

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში ზელენსკის შემდგომი პერიოდი აუცილებლად დაიწყება, ვინაიდან დმიტრო კულება უკვე ჩავიდა ჩინეთში და გაკეთდა განცხადება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ანალიტიკოსის თქმით, ზელენსკის ხანა კი სრულდება, მაგრამ ზელენსკის საკუთარი მუცლის გვრემა აქვს დაწყებული.

ზელენსკიმ და მისმა ხროვამ საქართველოდან გაქცეულ ნაცხროვასთან ერთად პასუხი უნდა აგოს უკრაინელი ხალხის წინაშე. ზელენსკის ხროვის ერთ-ერთი წარმომადგენელია არახამია. არახამიამ ასეთი რამ განაცხადა, ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთთან გაფორმებული გვქონდა ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ, მაგრამ ჩვენთან ჩამოვიდა ინგლისისის პრემიერი ჯონსონი და გვითხრა, გადააგდეთ ეს ხელშეკრულება და იომეთო. ჩვენც გადავაგდეთ სამშვიდობო ხელშეკრულება და ვიომეთო. ამას რომ ხელისუფალი გააკეთებს და იმ დღეში ჩააყენებს ქვეყანას, რომელშიც ჩააყენეს ზელენსკიმ და მისმა ხროვამ, მათ პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ერის წინაშე, ამ შემთხვევაში, უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგან მათ უკრაინელი ხალხი გაყიდეს საერთაშორისო იმპერიალიზმის ინტერესებისთვის. ესენი არიან საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტები, რომლებმაც უკრაინული მიწაც გაყიდეს და უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტით ხელები მოითბეს. ამიტომ ზელენსკის ახლა აზის სიკვდილის ბუზი, ანუ პასუხისმგებლობის ბუზი. დამენახონ ის ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ზელენსკის გმირს უწოდებდნენ. სადაა გმირი ზელენსკი, სადაა გმირი პოდოლიაკი? ყველა დაუპირისპირდება ახლა ზელენსკის და დარჩება ზელენსკი ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

მისივე შეფასებით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ზელენსკის ჩვენი 2008 წლის გმირის- მიხეილ სააკაშვილის ვივამედის ბედი სანატრელი გაუხდება.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში ზელენსკის შემდგომი პერიოდის დადგომა დამოკიდებულია მის პატრონებზე. ანალიტიკოსის აზრით, ზელენსკი არაფერს არ წყვეტს უკრაინაში, მისთვის ახლა მთავარია შეინარჩუნოს მოპარული ქონება და თავისი სიცოცხლე. თორემ პოლიტიკური სიტუაცია რომ შეიცვლება, ზელენსკის რას უზამენ, კაცმა არ იცის.

რუსეთთან მოლაპარაკებების ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რამენაირად გარანტიები მიიღოს ზელენსკიმ, საზღვარგარეთ წავიდეს და იქ დაასრულოს თავისი ცხოვრება. გამორიცხული არაა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის, პერიოდი დასრულდეს უკრაინაში. ანუ როგორც მისი პატრონები გადაწყვეტენ, ისე იქნება. ფაქტობრივად, ზელენსკი პაიკია. პაიკის ფუნქცია კი ასეთია - პაიკი ან დედოფალი გახდება, ან ჩვეულებრივად კვდება. შეიძლება, ზელენსკი გადაარჩინონ კიდეც და ყველაფერი შეარჩინონ. თუკი მისი პატრონები საჭიროდ ჩათვლიან, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს, დასვამენ კიდეც მაგიდასთან. გააჩნია, რა პირობებზე შეთანხმდებიან, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე აზრით, უკრაინისთვის წამგებიანია, რომ ახლა უკრაინა ითხოვს მოლაპარაკების დაწყებას და არა რუსეთი. ადრე კი რუსეთი ითხოვდა მოლაპარაკებას და ომის შეწყვეტას, თუმცა მაშინ არ წავიდნენ დათმობაზე უკრაინელები და დასავლეთი. თავისთავად ცხადია, რუსეთს ახლა კოზირი უჭირავს და თავის სასარგებლო მოთხოვნებს გააჟღერებს, ხოლო იმ ფიგურებს, ვინც დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ.

ამჯერად ის იქნება მთავარი შეთანხმების საკითხი, როგორ გაიყოფენ უკრაინას, რადგან თუკი გარკვეულ ტერიტორიებს არ მისცემენ რუსეთს, რუსეთი არ დათანხმდება ამ მოლაპარაკებას. როგორ მტკივნეულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს რეალობაა, რუსეთს ახლა მომგებიანი პოზიცია უჭირავს. თანაც, ერთი სული აქვს ყველა გლობალურ მოთამაშეს, აქამდე, რასაც ფარულად ვაჭრობდნენ, ამას უკვე ოფიციალური სახე მისცენ. უამრავი კომპანია ჯერ კიდევ რუსეთშია დარჩენილი და ჩვეულებრივად ფუნქციონირებს სანქციების ფონზე. ესტონეთის ყოფილ პრემიერ კაასს, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გახდა, მასაც რუსეთში ჰქონდა ბიზნესი. ამ დროს ეს ადამიანი ჩვენ გვმოძღვრავს და სისულელეებს ლაპარაკობს, ჩვენთან ამოსაღები ხმა საერთოდ არ აქვს არავის, იმდენად წესიერად ვიმოქმედეთ ამ ომის პერიოდში, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ლევკოთეა არადა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ხუხაშვილი ღაღადებდა - ზელინსკი მსოფლიო დონის პოლიტიკოსიაო. ეგ ვისაც ხელს დაადებს ნებისმიერ პოლიტიკოსს აირჩევენ მის ქვეყანაში პრეზიდენტადო.
ისე, ხუხაშვილი რაცაა, ყველამ ვიცით და პალიტრა მედიას თუ უტყდება, მისგან რომ გურუ აქციეს და ყვ

პალიტრა ჯგუფის მედიაგამოცემებში ყოველ დღე რომ აფრქვევდა ,,სიბრძნეებს".
4 თვის უკან
KAB თავად პალიტრა მედია ფსკერისპირა ფენაშია დავანებული, სათანადო სარედაქციო პოლიტიკით და რესპოდენტებით.
4 თვის უკან
ლაზი თუ ვინმეს ახლა, საქართველოში სახელისუფლებო გადატრიალება სჭირდება, ეს არის უკრაინის ისტებლიშმენტი. თავშესაფარი თუ დასჭირდათ, ალბათ აქ გამოიქცევიან, თანაც თანამდებობებსაც მოითხოვენ, ბარტერული წესით.
4 თვის უკან