მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და წარსულს გაატანეს ყველა ის შეურაცხყოფა, რაც ერთმანეთს აკადრეს. დაივიწყეს ისიც, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, რომ არა „ღამის კურიერის“ წამყვანთა ჩართულობა, ერთმანეთის საცემრად იწევდნენ... ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, პოლიტიკური სენსაცია შედგა - ალეკო ელისაშვილი „ლელოში“ შევიდა და „ლელოს“, ანა დოლიძის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა. ყველასთვის მოულოდნელად მემარცხენე ელისაშვილი მემარჯვენე მამუკა ხაზარაძის კომპანიონი გახდა.
იყო დრო, როცა ხაზარაძე ელისაშვილს ლამის კეთროვნად მოიაზრებდა და მიმართავდა: „ჩვენს გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ გვაქვს“.
ელისაშვილიც ხაზარაძეს უბრუნებდა ხურდას: „ბანკირებისგან და ხალხის მყვლეფარებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს“. „ახლა შეგიყვარდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგექმნა, მანამ არ გაგახსენდა ქვეყანა“, „ხალხს ხოცავდნენ გლდანის ციხეში, ძვლებში ამტვრევდნენ, მაშინ შენ იდექი და კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულ ხალხს“.
ეს იყო წარსულში, დღეს კი „მე და ალეკომ ხელი ჩამოვართვით. როცა ქვეყანას სჭირდება, პირადი დამოკიდებულება მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება მისი პარტიის შემოერთებას, ეს იქნება მსჯელობის საგანი“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე და ელისაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ელისაშვილ-ხაზარაძის გაერთიანებას, პოლიტიკურად ვერამტან ადამიანთა იძულებით ერთობად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და თვლის, რომ ასეთი ერთობა ქართველი ხალხისთვის კარგის მომტანი არ იქნება.
პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხაზარაძე- ელისაშვილი ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, ახლა კი მორალური ზღვარი გადალახეს, რადგან დამოუკიდებელნი არ არიან საკუთარ გადაწყვეტილებებში და ასრულებენ დაკვეთას, დავალებას.
იაგო ხვიჩიას აზრით, ელისაშვილ-ხაზარაძის გაერთიანება ან პრინციპულობაა, ან ბევრი ფულის ამბავია. არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი აქვს, ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ელისაშვილი არის ძველი სოროსოვიჩი. იგი მაშინდელი დავერბოვკებულია.
„კარგად გვახსოვს, ელისაშვილმა როგორ დააჭერინა ეროვნული ბიჭები ერთ-ერთ ტელევიზიაში. ელისაშვილი დახტუნავს და გადახტება ფულისთვის, ის ყველაფრის მკადრებელია, ძველმა სოროსელებმა, ეტყობა, დაავალეს ხაზარაძესთან გაერთიანება. იყო დრო, როდესაც ერთმანეთს ლანძღავდნენ, ახლა კი ელისაშვილი და ხაზარაძე ერთ ნავში უნდა ჩასხდნენ. მეტსაც გეტყვით, თუ ორი-სამი წლის წინ ხაზარაძე გამატყავებელი, მევახშე და უბედური იყო, როგორც მას პირდაპირ ეთერში ელაპარაკებოდა ელისაშვილი, რამ გამოასწორა ახლა? ცხადია, - ხაზარაძის ფულებმა. ალბათ, მალე ცხვირსაც გაუსწორებენ ელისაშვილს. ეს საქციელი, მისი, როგორც პოლიტიკოსის, ხარაკირია. „თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არადა, სხვისი ვარ“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ადვილად წარმოსადგენია, უზნეობის რა ჭაობში არიან ასეთი ფსევდოპოლიტიკოსები და პოლიტიკანი ჯამბაზები, რომ თუნდავ გარე დაკვეთა რომ იყოს, ხელისუფლებაში მოსვლის შანსის გამოყენების ჟინით შეპყრობილნი აკეთებენ იმაზე უარესს, ვიდრე ნებისმიერი მეძავი გააკეთებდა.
„არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა, ეს არის პოლიტიკური მეძავობა, არაკაცობა და არაადამიანობა. თანაც, იმ პერსონაჟების მხრიდან, რომელთაც არანაირი რეიტინგი არ აქვთ საზოგადოებაში. სირცხვილია ალეკო ელისაშვილის პატრიოტობაზე, მამულიშვილობაზე ლაპარაკი, ხაზარაძე ხომ საერთოდ ჩამოწერილია. მე მგონი, ხაზარაძემ გადაუსწრო ბოკერიას და ნაცრეჟიმის სხვა წარმომადგენლებს ტოტალურ ანტიპათიაში, რაც ქართულ საზოგადოებას მის მიმართ გააჩნია მისივე საფინანსო პოლიტიკური შარლატანობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსის აზრით, ლოგიკურად რომ შევხედოთ, რა მიზიდულობის ძალა უნდა არსებობდეს ალეკო ელისაშვილის მხრიდან „ლელოს“ ლიდერის მიმართ, რომელსაც სამი წლის წინ უშვერი სიტყვებით დამსახურებულად აგინა?! აქ რიტორიკული შეკითხვა ისმის, რა საერთო აქვს ელისაშვილს ხაზარაძესთან?! ხაზარაძე მოიაზრება, როგორც ფულის მქონე ურეიტინგო პოლიტიკოსი, რომელმაც წინა არჩევნებზე, (ადგილობრივზეც და საპარლამენტოზეც), მსხვილ ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი ფული გაიღო და ყველაზე ნაკლები პოლიტიკური დივიდენდი მიიღო არჩევით ორგანოებში.
„ასე რომ, რა აზრი აქვს ასეთი ურთიერთგანსხვავებულის გაერთიანებას? ფულის გარდა, შეიძლება ეს იყოს უძრავი ქონების ინტერესი, შეიძლება იყოს სხვა აქციაც, მაგრამ ყველაზე მთავარია, სინდისსა და ნამუსსა ასე უტიფრად არ გადააბიჯო. პოლიტტექნოლოგიურად მათ არაფრის იმედი არ უნდა. ჰქონდეთ, რადგან 5%-იან ბარიერს „ლელო“ და ეს პოლიტიკური ხარახურა ვერ გადალახავს. ამიტომ ხაზარაძე ისევ დახარჯავს უაზროდ ფულს, ისევ წამოვა უაზრო ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე. ისე, საინტერესოა, მამუკა ხაზარაძეს თუ ასე აქვს პრემიერად გახდომის ჟინი ოპოზიციურ ფლანგზე, დაუთმობს კი ის ამ ამბიციას ასეთივე პოლიტიკურ ფუტლარ და ჯამბაზ გიორგი ვაშაძეს?! ესეც საკითხავია, ამ გათითოკაცებულ პარტიებსა და კანტორებში ყველას სურს პრემიერობა, მაგრამ 5%-იან ბარიერს ასი ათას ხმაზე მეტი სჭირდება და ამას ვერც ერთი ეს პოლიტიკური სუბიექტი ვერ გადალახავს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ for.ge- სთან საუბრისას.
ქართველი ამომრჩეველის უმრავლესობისთვის კი სულერთია, პარტია მემარჯვენეა, მემარცხენეა, თუ ზომიერად ცენტრისტული. არავის უზრუნია მოსახლეობის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაზე. არაფერში სჭირდებათ პარტიებს ეგ.
მთავარია, მემარცხენე ლოზუნგებს ისვრის ყველა პარტია არჩევებზე და ამ გზით ცდილობს ხალხის მოხიბვლას.
სასაცილო ისაა, რომ ადამიანებმ იციან, რომ ატყუებენ, მაგრამ მაინც ხმას აძლევენ, რადგან მომხიბვლელად ჟღერს ეგ ტყუილი.
პირადად ჩემთვის, პროფესიული მეძავი გაცილებით მისაღები და ადამიანურია, ვიდრე ეს მეძავი ე.წ. პოლიტიკოსები.
ძალიან ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების უკუღმართობის გამო ადგებიან ადამიანები მეძავობის გზას.
და ეს პოლიტიკაში ჩართული მეძავები კი, საკუთარი არჩევანით, შეგნებულად იბახებენ თავს. თან, მთელი ქვეყნის წინაშე აკეთებენ ამას და ამაყობენ კიდეც საკუთარი ,,მოხერხებულობით".