7-დღიანი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ყოველდღიურად, სახელმწიფო გადატრიალების და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვის გრიფირებული საქმის კონკრეტული დეტალები ხდება ცნობილი. სუს-ი დაკითხვებს განაგრძობს და ყოველდღიურად, უწყება ინტერესდება, როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველებით, ასევე ვეტერანებით, ბიზნესმენებით და ოპოზიციის ზოგიერთი წევრითაც.
დაკითხული მოწმეები და ადვოკატები დანაშაულის ეპიზოდებს ასაჯაროებენ. პირველი, ვინც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლოდან გამოსული გელა კახაბრიშვილი იყო, მანამდე კი ადვოკატები და გამოკითხული პირები ტერორიზმის მომზადების მუხლს არ ახსენებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ გამოძიება მხოლოდ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეთქმულების საქმეზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხებიან სხვა მოწმეებიც.
უსაფრთხოების სპეციალისტი მამუკა არეშიძე საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს. არეშიძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზოგიერთი მებრძოლი ქართველის მუქარებს და განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია. მისი აზრით, ბოლო დროს, ბევრი რამ ერთმანეთს ძალიან დაემთხვა, ამიტომ სუს-ს, როგორც ჩანს, იმაზე მეტი მტკიცებულებები აქვს, ვიდრე ამ ეტაპზე საჯაროვდება.
უკვე 7 დღეა სუს-ში მიმდინარეობს ინტენსიური გამოკითხვა უკრაინაში მებრძოლი ქართველების და ვეტერანების. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რეალურად ამ გამოძიების საფუძველი და რა სახის ფაქტებს შეიძლება სპეცსამსახურები ეყრდნობოდეს?
-ზუსტად რა სახის ფაქტებზე დაყრდნობით დაიწყო სუს-მა გამოძიება, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა მოვლენების განვითარების ლოგიკა, ზოგიერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველის საქციელი, გვაფიქრებინებს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია მომხდარიყო. გავიხსენოთ ამ ადამიანების განცხადებები, ტექსტები, სადაც იმუქრებიან, რომ შემოვალთ ტანკებით და ყველას გადაგივლით. უკრაინაში მებრძოლი ქართველები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან. იქ არიან მებრძოლები, რომლებიც თავიანთ ინტერნაციონალურ მოვალებას, რაც ამ ომში აიღეს, პირწმინდად და ნათლად ახორციელებენ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ კონიუნქტურაში იმყოფებიან. მათი მუქარები არაერთხელ გაგვიგია. ბევრმა უკრაინას იმ მოტივითაც შეფარა თავი, რომ სამშობლოში აღარ დაედგომებოდათ. ესენი არიან ყოფილი ძალოვნები და მაღალი თანამდებობის პირები, ასევე სამხედროები. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ეს ხალხი ამ ლიკვიდაციის და გადატრიალების თემაში ჩართულები არიან, ზუსტად, საუბარი რთულია. თუმცა მათი ნაწილის მოქმედების ლოგიკა ამის ეჭვის საფუძველს იძლევა.
მედიასთან დაკითხვიდან გამოსული მებრძოლები ამბობენ, რომ ძირითად ინტერესის სფეროს და კითხვის ობიექტები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან. მაგალითად, ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რომ მას კითხვებს იუსტიციის ყოფილ მინისტრზე, ზურაბ ადეიშვილზე უსვამდნენ. შესაძლოა, ისინი ოპოზიციასთან იყვნენ კომუნიკაციაში და არჩევნების დღეს ან შემდგომ დღეებში, ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მოვლენების განვითარება იგეგმებოდეს?
- რასაკვირველია, იქ მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქაურ ოპოზიციას კომუნიკაცია აქვს. ამას ოპოზიციაშიც არ მალავენ. ამაში, ვფიქრობ, გასაკვირი არც არაფერია, რადგან ადრე თანამებრძოლები იყვნენ. ხოლო რატომ არის დაინტერესებული ასე გამოძიება ზურაბ ადეიშვილით, რთულია ამაზე ვარაუდებით საუბარი. რაც ღიად ჩანს, არის ის, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველების ნაწილს, ამ ხალხთან ურთიერთობა აქვს და ეს უკვე გამოძიების გასარკვევია, აქ რას შეიძლება ისინი გეგმავდნენ.
ფიქრობთ, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ქვედა რგოლია და სწორედ, მათი მეშვეობით დამკვეთების გარკვევას ცდილობს უწყება?
- ყველაფერი შესაძლებელია, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. გავითვალისწინოთ ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც მუდმივად მუქარის რეჟიმში იმყოფებოდნენ. თანაც, ახლა ასეთი ამბავი გახმოვანდა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი სამშობლოში თავად უკრაინელებმა გამოაძევეს. იმის თქმა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებს, გამორიცხულია. როგორც ჩანს, ხდება ისეთ რამ, რის გამოც ეროვნულმა გვარდიამ მებრძოლების ნაწილი დააკავა და საქართველოში დაადეპორტა.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით იქ რა ხდება და რა არის ამ ხალხის სამშობლოში გამოძევების მიზეზი. ქართველი მებრძოლები „ეროვნულ გვარდიაში“, „კავკასიის ბატალიონში“ და სხვადასხვა ნაწილებში არიან. თუმცა რატომღაც მუდმივად, ზედაპირზე, „ქართული ლეგიონის“ სახელი ამოდის. ასევე, ეს ლეგიონი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული ანტაგონიზმით გამოირჩევა. ბევრი რამ ბუნდოვანია და ვფიქრობ, გამოძიებას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მეტის გაგებას ცდილობს.
მმართველი გუნდი და პრემიერი ირაკლი კობახიძეც ბოლო დროს ლოგიკურ ჯაჭვს ხედავს სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე თავდასხმასა და ასევე, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპთან თავდასხმებზე. პრემიერმა ისიც კი თქვა, რომ ის მსგავს ხიფათთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მაღალჩინოსანმა ვარჰეიმ გააფრთხილა. როგორ ფიქრობთ, არსებობს კავშირი ამ თავდასხმებს შორის და რა საერთო შეიძლება მას ჰქონდეს ივანიშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვასთან?
- არაფერს არ გამოვრიცხავ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ „ოცნება“ ამ ფაქტებს ერთმანეთთან აკავშირებს. პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას არ გამოიყენებს არჩევნების წინ, ის პოლიტიკური პარტია არა რის. ის, რომ მსოფლიოში გარკვეული ტრენდი არსებობს და ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა, ესეც ფაქტია. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ ეს სათავისოდ გამოიყენოს. ამ ტიპის მუქარები რეალურად არსებობდა. რომ არ გამოეყენებინა ეს გამიკვირდებოდა. ეს არის შეფასება გვერდიდან, ხოლო სუს-ის ინტენსიური მოქმედება მაფიქრებინებს იმას, რომ რაღაცა ფაქტობრივი მასალა აქვთ, რომლის დემონსტრირებაც ჯერჯერობით, არ ხდება. რასაკვირველია, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საქმეში კიდევ მეტი ფიგურანტის არსებობა დაადგინონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაწილს იბარებენ ზუსტად იმისთვის, რომ ერთგვარი ფონი შექმნან და რეალური ინფორმაცია გადაფარონ, რომელიც მათ აქვთ. ეს ნაწილი, რომელიც მე ვიგულისხმე, ისე შედის და გამოდის გამოკითხვიდან, რომ ლამის სიცილით კვდება. ვფიქრობ, რაღაცაშია საქმე და მისი გადაფარვა ხდება. სპეცსამსახურებს მუშაობის ასეთი მეთოდი აქვს, ამიტომ მთავარია დროზე გახდეს ნამდვილი ინფორმაცია ცნობილი, რა მზადდებოდა.
ვერც ერსენი არიან თავიაანტ მატორზე
ერთი ესააა რომ კოლუმბის ლანძღვით გულს მიმშვიდებენ ესენი თორემ, მართლა ოპოზიიციის შემთხვევაში ესენიც უნდა გაუშვას კაცმა .....
აბა მხოლოდ ეხლაღა დაინახეეეს ამერიკა ვინც არიის???
თუ მხოლოდ ეხლა დასჭირდათ კოლუმბის გაშავება??
(არადა მაგათ რაღა გაშავება უნდოდათ, ისედაც გაშავებულია იმათი საქმე...
ზამთარში ............... ზამთარში