„შუაშისტური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, „ლელოსა“ და გახარიას გაერთიანებაა, ანა დოლიძის პრემიერ-მინისტრობით“

„შუაშისტური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, „ლელოსა“ და გახარიას გაერთიანებაა, ანა დოლიძის პრემიერ-მინისტრობით“

თუ ლელო გახარიასთან გაერთიანებას ვერ ახერხებს, მაშინ ჯობია ის ან ახალს შეუერთდეს ან ევროპულ საქართველოს, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.

ამ ეტაპზე, უცნობია თუ ვისთან გაერთიანდება პოლიტიკური პარტია ლელო. დღემდე ვერ მოხერხდა მისი და გიორგი გახარიას გაერთიანება, რასაც ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი პროგნოზირებდა. თუ არა გახარია, ვისთან აქვს პოლიტიკური პერსპექტივა ლელოს, თქვენ ას ფიქრობთ?!

- ოპოზიციური სპექტრი უნდა დალაგდეს იმ პრინციპით, რომ მაქსიმალური ხმების რაოდენობა მიიღოს და რაც შეიძლება ნაკლები მანდატები დარჩეს გადაუნაწილებელი. დღეს ოპოზიციაში 4-სუბიექტიანი, მეტ-ნაკლებად, ძლიერი ჯგუფია - ნაცმოძრაობა,ახალი, ლელო და გახარიას პარტია - თუ ეს ასე დარჩება იმ შენაერთებით, რაც დღესაა, სულ მცირე 20% მანდატებისა, გაუნაწილებელი დარჩება. ასე რომ, თუ პოლიტიკური სპექტრი საბოლოოდ ასე დარჩება, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტი მანდატი დარჩება გადაუნაწილებელი.

ის შეხედულება უნდა იყოს გათვალისწინებული, რასაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს - შესაბამისად, ოპოზიცია დაჯგუფდეს ისე, რომ მან ოპტიმალურად, ხმების მაქსიმალური რაოდენობა წაიღოს და 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

დღეს არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ სპექტრში არ მეგულება არათუ პოლიტიკური ძალა, პიროვნებებიც კი, რომელსაც წარსული არ ამძიმებს, რომელსაც შეცდომები არ მოსვლია ამ 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ყოფილ ნაციონალურ ფრთაზე პრობლემა არის ევროპული საქართველო, რომელმაც უნდა მოძებნოს მისთვის მისაღები და მიუღებელი ვარიანტები, რადგან მას შანსი არ აქვს 5%-იანი ბარიერის დაძლევის, თუკი მარტო გავა არჩევნებზე.

შუაშისტურ ფლანგზე, შუაშისტური ამომრჩეველი პირდაპირ ითხოვს, რომ ლელო და გახარია გაერთიანდნენ და ძლიერი გაერთიანება შექმნას. თუ ამას ვერ ახერხებენ, მაშინ ჯობია ლელო ან ახალს შეუერთდეს ან ევროპულ საქართველოს. როდესაც გახარიასგან ბოდიშების მოხდას ითხოვს ლელო, მაშინ ყველასგან მოითხოვოს - ნაციონალებისგან, ახლისგან და საკუთარი თავისგან.

რეალურად, ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლოა თუ არა, მსგავსი გაერთიანება მართლაც მოხდეს? როგორც ცნობილია, ბოლო გამოკვლევით, გახარია ლელოს რეიტინგული მაჩვენებლით უსწრებს...

- იმედია მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ. შუაშისტურ ძალა, რომელსაც შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს ქართულ ოცნებას, ეს გაერთიანებაა, ანა დოლიძის პრემიერ-მინისტრობით - ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, არა მხოლოდ ოპოზიციაში პირველობაზე იფიქრონ, არამედ ქართულ ოცნებას ეჭიდაოს პირველობაზე ეს გაერთიანება. ქვეყანაზე თუ მართლა ფიქრობენ, ქვეყნის ინტერესებიდან სწორედ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს.

ანა დოლიძე არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომლისთვისაც პრეტენზიების წამოყენება იქნება ძალიან რთული. გარდა იმისა, რომ ჭკკვიანი ქალბატონია და გამოცდილება აქვს საზოგადოებრივ საქმიანობაში, სამეცნიერო წრეებში და არასამთავრობო სექტორში, ის ვერ გახდება ავტორიტარი, რადგან მას ამის საყრდენი არ ექნება.

ეს არის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა. ქართული ოცნება ყველაფერს ეცდება, მათ შორის - გაყალბებასაც. ვნახეთ რა მოხდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - საერთოდ, სამართლებრივი სივრციდან გავიდნენ. ოპოზიციის საერთო ლოზუნგი უნდა იყოს თანხმობა მომავალზე და არა წარსულში ქექვაზე. თუ ასეა, კაცმა ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ უნდა მისცეს ხმა, ისევე როგორც ქართულ ოცნებას.

როგორ ფიქრობთ, ამ გაერთიანების შემთხვევაში, სად იქნება სალომე ზურაბიშვილი? ვის გამოუცხადებს ის მხარდაჭერას?

- მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ზოგადად, ოპოზიციას უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან გაერთიანებას. რეფერენდუმი, რომელიც არსებობს, უნდა დატოვოს ასე და უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ მერე ვადით იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი და იმედია პრეზიდენტიც, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს. ასე ღიად რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას რომ დაუჭიროს მხარი, არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს.

ლაზი დაიტანჯა ეს ტიპი, ამ მიუმხრობელი ანალიტიკოსოსბანას თამაშით და ამ ინტერვიუში მოხდა მისი ლუსტრაცია. თურმე არ ეგულება "არათუ პოლიტიკური ძალა, პიროვნებებიც კი, რომელსაც წარსული არ ამძიმებს". საიტერესოა რა პოლიტიკური წარსული ამძიმებს დღევანდელ ხელისუფლებას. ტყუილის გაპარება არ ეკადრება ამ ხნის ანალიტიკოსს.
იურისტი უნდა იყოს მგონი და წინასწარ აყენებს ბრალდებას "„ქართული ოცნება“ ყველაფერს ეცდება, მათ შორის - გაყალბებასაც". ე.ი. ამან უკვე დაანონსა გაყალბებული არჩევნები.
და ბოლოს, კოჯრის ტყის ზღაპარი - "შუაშისტური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, ეს გაერთიანებაა, ანა დოლიძის პრემიერ-მინისტრობით".
4 თვის უკან
KAB ვინ არის ანა დოლიძე? ან ამ ორ ოღ-ს რა გააერთინებს?
4 თვის უკან
KAB პოლიტკორექტულობა რომ წამით დავივიწყოთ სიჩ და გოთ ეწოდება ამ ყოველივეს.
4 თვის უკან
Gami ძაბირაძე ისეთივე იურისტია, როგორ მისი ოღრაში ძმა ხმალაძე. უტვინობის ფაღარათია მისი ნაცოდვილარი "მსჯელობები"!
4 თვის უკან
მერაბ.g ამან მთლად გარეკა! დოლიძე პრემიერად? ეს ქვეყანა შენი სამშობლო არაა?
4 თვის უკან
თომა 🤣🤣🤣🤣
4 თვის უკან
trampi ძაბირაძე.....................................................ერიჰაააააააააა.......
უკვე ბოლომდეეეეე ???.................
...........გითანაგრძნობ
4 თვის უკან