რადიკალები პრორუსული ამომრჩევლის ხმებზე იწყენენ ნადირობას

რადიკალები პრორუსული ამომრჩევლის ხმებზე იწყენენ ნადირობას

რადიკალური ოპოზიცია რიტორიკას ცვლის. რუსოფობიის გაღვივების შემდეგ, ოპოზიცია რუსეთთან ექსპორტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. „ახალი“-ს შემდეგ, „სტრატეგია აღამაშენებელი“ ცვლის პოზიციას. გიორგი ვაშაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების, ასევე იგივე 2022 წელს აცხადებდა, რომ უნდა ჩაიკეტოს საღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა, დღეს ამბობს, რომ არასოდეს იყო სანქციების დაწესების მომხრე.

შეცვლილი რიტორიკით გამოდის ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები. დღეს გვარამია იმასაც კი აცხადებს, რომ გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ.

„ჩვენი ხალხის დაკვეთა არ არის, რომ საქართველოში იყოს ომი. ამიტომ ჩვენ გავყვებით იმას, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას. მოსახლეობის მთავარი დაკვეთა არის მშვიდობა. ამიტომ ლაპარაკობს ივანიშვილი ამდენს მშვიდობაზე. ჩვენ ვაპირებთ, შევასრულოთ მოსახლეობის მთავარი დაკვეთები. მისი დაკვეთა თუ არის მშვიდობა, ჩვენი რიტორიკა იქნება იმგვარი, რომელიც ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. რუსეთთან დაკავშირებით, არ ვაპირებთ მისთვის საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. უნდა იცნობდე საკუთარ ხალხს, თუ გინდა, რომ მართო ქვეყანა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას სამარცხვინოს უწოდებს უმარავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, რომლის განცხადებით, ორი წლის წინ აეროპორტში მგზავრებს ხვდებოდნენ და კვერცხებს ესროდნენ, ახლა ერთ პარტიაში გაერთიანდნენ და რუსეთთან ფრენები თურმე საჭირო ყოფილა, ეს არის ოპოზიციის სირცხვილი.

„ამ ადამიანების თითოეული განცხადება კარგად გვახსოვს, რომელსაც რამდენიმე თვეში უარყოფდნენ ხოლმე და სხვა ტალღაზე გადადიოდნენ. ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების ხელწერა, როცა მათ არ გააჩნიათ არც მორალური პრინციპი და არც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. იმ მომენტში იმ განცხადებას აკეთებენ, რაც აწყობთ.

მათ არც იდეოლოგია აქვთ, არც მორალი და ეს ამის დასტურია. ორი წლის წინ აეროპორტში მგზავრებს ხვდებოდნენ და კვერცხებს ესროდნენ. ახლა ერთ პარტიაში არიან გაერთიანებული, ერთი სიით გამოდიან და თურმე რუსეთთან ფრენები კარგი და საჭირო ყოფილა. ეს არის სირცხვილი, ოპოზიციის სირცხვილი“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის პოლიტიკურ პიარზე, რომელიც გათვლილია საზოგადოებრივ განწყობებზე და აქიდან გამომდინარე პროპაგანდირებენ იმ მიმართულებებს, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არის მისაღები.

„ერთი ვერსიით შეიძლება ამაზე ვისაუბოთ, მაგრამ მეორე ვერსია რაზეც შეიძლება ვისაუბროთ არის ის, რომ ზოგადად, არსებობს ვითარება, როდესაც სახელწმიფოები თავიანთი სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით ახდენენ კონკრეტული პირების, ან პირთა ჯგუფების გადაბირებას და ძირითადად, მათი პროპაგანდა მიმართული იყოს არა ქვეყნის სასარგებლოდ, რომელმაც, პირობითად, გადაიბირა, არამედ შესაძლებელია ისინი პროპაგანდირებდნენ რომელიმე უცხო ქვეყნის დაკვეთით და ამ შემთხვევაში იმ ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად.

შესაძლებელია პირს ჰქონდეს მაღალი დონის პროამერიკული განწყობა და ამით მანიპულირებდეს საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად და ამ დროს შესაძლებელია ასრულებდეს რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს, ან პირიქით. ასე რომ, ორივე ვერსიის განხილვა შესაძლებელია.

სამწუხარო გახლავთ ის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ სამართლებრივი დევნა ვერ განახორციელა იმ პირების მიმართ, რომლებიც, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში საფრთხეს უქმნიან კონსტიტუციურ წყობილებას მისი ძალადობრივი დამხობის კუთხით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გასათვალისწინებელი აქვს საქართველოს სპეცსამსახურებს, რომ არ განხორციელდეს ძალთა გარკვეული გაერთიანება იმ კუთხით, რომ ძალადობრივი გზით მოხდეს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ ოპოზიცირ ფლანგზე არის უპრინციპო, უთავმოყვარეო ადამიანების ნამდვილი შეჯიბრი, რასაც ადასტურებს გვარამიას და ვაშაძის განცხადებები. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებით არც საქართველოში და არც მსოფლიოში არაფერი არ შეცვლილა - რუსეთი ისევ ოკუპანტია, ისევ აგრესორია.

„შეიცვალა მხოლოდ ოპოზიციის რიტორიკა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც ისინი ითხოვდნენ სანქციებს, მაშინაც მოქმედებდნენ ვიწრო პარტიული ინტერესებით და ახლაც ასევე, მოქმედებენ ვიწყო პარტიული ინტერესებით. და, რას ვგულისხმობ - მათმა კვლევებმა აჩვენა და კარგად დაინახეს, რომ ქართველ ხალხს ნოსტალგია კი არ აქვს რუსეთის მიმართ, არამედ ქართველი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობა და განვითარება.

დღევანდელი მოცემულობით შენ თუ იტყვი, რომ მე დავაწესებ სანქციებს და ემბარგოს, არ შემოუშვებ რუს ტურისტებს და ა.შ. ეს ნიშნავს შენ აპრიორი ამბობ, რომ მე დავიწყებ ომს, რაც გამოიწვევს ქვეყნის ნგრევას. ამიტომ, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ქართველი ხალხის დაკვეთა არის სწორედ მშვიდობა, შეცვალეს თავისი პოლიტიკური ნარატივი და დაიწყეს იმ მესიჯების გაჟღერება, რომელიც პასუხობს ქართველი ხალხის მოთხოვნას“, - აცხადებს ჩიხელიძე.

მისი თქმით, უფრო შორს რომ წავიდეთ, დაახლოებით, ორი წლის წინ ლომჯარია ამბობდა, რომ მისთვის ბომბების წვიმა არის უფრო მისაღები, ვიდრე ის, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს და, რომ ეს არის ნამდვილი სირცხვილი. დღეს კი ლომჯარია ამბობს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.

„ეს რადიკალური ადამიანი შეიცვალა და მიხვდა, რომ საქართველოში ქართველი ხალხის დაკვეთაა მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. არავის არ უნდა ომი. თუ მათ უნდათ მოვიდნენ ხელისუფლებაში და აიღონ ხმების გარკვეული ნაწილი, უნდა მოერგონ ქართველი ხალხის მოთხოვნებს. გვრამიამ და ვაშაძემ მოახდინეს თვითლუსტრაცია, თუ როგორი უპრინციპო შეიძლება იყოს ადამიანი. მათგან ეს არ მიკვირს, მათ აღიარეს, რომ მათი გულწრფელობის ხარისხი არის საკმაოდ დაბალი.

ანუ, როდესაც ისინი განცხადებებს აკეთებენ, მოქმედებენ არა გულწრფელობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ქვეყნისთვის ობიექტური რეალობა, რა მოცემულობის და გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყნა. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ისევ იგივე რიტორიკა ექნებათ, რაც ჰქონდათ რამდენიმე თვის უკან. მათი დამკვეთები და ბრძანების მიმცემები არიან ისევ იგივე აზრზე, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას ფრონტის მეორე ხაზი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.

 

მერაბ.g ზუსტად ამას, ოღონდ წინა მხრიდან ანახებს ხალხი მეცოცხეებს; ტრამპი კარგი გახდა, რუსეთთან ფრენები და ვაჭრობა სასარგებლო... ახლა წარსული? წამება, ძარცვა, დარბევები ... ყოველივე ამის გამო მიიღებენ იმას, რაც თავში ვთქვი!
4 თვის უკან
amo ბევრი რამ გასათვალისწინებელი აქვს საქართველოს სპეცსამსახურებს, რომ არ განხორციელდეს ძალთა გარკვეული გაერთიანება იმ კუთხით, რომ ძალადობრივი გზით მოხდეს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, - აცხადებს საუბრისას დავით კუხალაშვილი;. ჰოდა, სანამ გვიან არ არის პრევენციებია დასაწყები.
4 თვის უკან
ლევკოთეა სიმბოლური სურათია. აქეთ-იქით კვერცხებში შუა დგას (თუმცა
ისიც ნახევრად ჩახდილი).
4 თვის უკან