„ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას“

„ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას“

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმეზე უკვე გამოკითხული არიან უკრაინაში მებრძოლები: ნადიმ ხმალაძე; ვაჟა ცეცაძეც; ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია და გელა კახაბრიშვილი. ყველა მათგანმა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა. ყველამ საგულდაგულოდ დამალა, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლითაც მიმდინარებს, თუმცა მოგვიანებით, მათ მეორე მუხლის გამხელაც მოუწიათ. ოფიციალურად უცნობია, თუ ვის ან რის მიმართ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი. სუს-ი ამ დრომდე გამოძიების დეტალებს არ ასაჯაროვებს.

გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე. მისივე თქმით, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება.

„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თავად დაკითხული გელა კახაბრიშვილი ამბობს, რომ გამომძიებლების შეკითხვები ეხებოდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილს. სხვა დეტალებზე კახაბრიშვილი არ საუბრობს, რადგან ხელი მოწერილი აქვთ გაუთქმელობაზე. ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა ნადიმ ხმალაძემ, რომლის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება.

„დაისვა კითხვები ჩემ ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემ საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემ იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც კონკრეტულად ვინმე პირზე ყოფილა საუბარი, ზოგადი საუბარი იყო - ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი“, - აცხადებს ნადიმ ხმალაძე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები უარყოფენ მათ მონაწილეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და ტერორისტული აქტის დადგეგმვა-განხორციელებაში, თუმცა, როგორც ჩანს, საქმე იმაზე მძიმედ არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის გამოძიების საფუძველზე ქვეყანაში ხმაურიანი დაკავევების სერია დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ასევე, როგორც ირკვევა, მონაწილეობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში.

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა საქმის კურსში იყო, რომ თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას.

„ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს გაუთქმელობის ხელწერილზე არ აქვთ ხელი მოწერილი? დღეს მისცა ვინმემ უფლება, ან მოსამართლემ ან გამომძიებელმა, რომ ილაპარაკეთ ამაზეო? იძულებულები გახდნენ ელაპარაკათ ამაზე, მანამდე საგულდაგულოდ მალავდნენ და აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“. მათი მედია პირველ დღეს მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა და წარმოუდგენელია მათ არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებაზე და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე. ჟარგონისთვის უკაცრავად და მაინც და მაინც აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ მერე ამაზე „ეღლიცინათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ფარგლებში ხდებოდა ტრამპის და ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის აფეთქება.

„გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოწმედ დაკითხულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და სხვა ლიდერების წინააღმდეგ შეთქმულების და ამ გზით სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქმის ფიგურანტებს, მათ ადვოკატებსა და რადიკალურ ოპოზიციას მოუწია აღიარება, რომ სუს-ში გამოძიება შეთქმულებასთან ერთად, ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელება არის. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი - მათ შორის კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებაზე.

„რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მზაკვრულ გეგმაში იყო, რომ საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი, რომ სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ეს მათ გამოძიების მეექვსე დღეს წამოსცდათ. ყველა მტკიცებულება და საქმის გარემოებები გამოძიების წიაღშია და კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს.

უკვე მეექვსე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებითა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით და ამას რადიკალური ოპოზიცია, საქმის ფიგურანტები და მათი ადვოკატები მალავდნენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნებში მარცხისთვის განწირული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის მკვლელობაზე და ტერორისტული აქტის გზით სახელმწიფო გადატრიალებაზე.

ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, გარედან მართვადი ოპოზიცია, რომელმაც ამოწურა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, გადავიდა მათთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდებზე - ტერორზე!

„ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან გარედან მართვადი ოპოზიცია, რომელმაც ამოწურა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, გადავიდა მათთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდებზე - ტერორზე! ლუსტრაცია უკვე დაწყებულია და იმედია ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ მასმედიის საშუალებებში და მათ შორის მასობრივი თავშეყრის ადგილებზე გაკეთებული განცხადებები, ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსი, სადაც ხდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იმ მიზნით, რომ ივანიშვილი იყოს კომპრომიტირებული იმ დონეზე, რომ საზოგადოების მცირე ნაწილის მხარდაჭერაც კი არ ჰქნოდეს მას.

„არსებობს თუ არა ასეთი საფრთხე? - არსებობს. გამოვდივარ მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პირობიდან - იმ შემთხვევაში, თუ დღეის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილზე განხორციელდება ტერორისტული აქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, საქართველოში შეიძლება შეიქმნას ქაოსური ვითარება და ნებისმიერი ქაოსის დროს შესაძლებელია ნებისმიერი იმ პროცესის ორგანიზება, რომელსაც უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გეგმავენ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ამ ბოლო წლების განმავლობაში, ძირითი სამიზნე ობიექტი არის ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელებულია პოლიტიკურ ლიდერებზე, თუ გაანალიზდება, მათ შორის, შეგვიძლია ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიაზე. გავიხსენოთ მისი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წინა პერიოდი, ასევე დამხობის და შემდგომი პერიოდი ლიკვიდაცმადე, ხორციელდებოდა სადაზვევრო პროპაგანდა დისკრედიტაცია კომპრომეტაციის კუთხით. ეს ხდება იმისათვის, რომ ლიკვიდაციის პროცესმა არ გამოიწვიოს საზოგადოების მღელვარება“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისივე თქმით, ეს არის ერთი მიმართულება, მაგრამ არის მეორე მიმართულება, როდესაც შესაძლებელია ტერაქტი განხორციელდეს იმ მიზნით, რომ საზოგადოების მღელვარება იმ დონეზე წარიმართოს, რომ ქვეყანაში შეიქმნას უმართავი სიტუაცია. დავით კუხალაშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ მართონ ვითრება.

„სამწუხაროდ, არა მარტო ქვეყნის შიგნით მიმდიმარეობს სადაზვერვო პროპაგანდა, არამედ სადაზვერვო პროპაგანდა მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ორგანიზაციის ლიდერებისაგან, ეს იმას ნიშნავს, რომ რალურად, ბიძინა ივანიშვილი მათთვისაც წარმოადგენს სამიზნე ობიექტს. ეს კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდეს ტერორისტული აქტის სამიზნე ობიექტს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

 

petrekupry ომია, ომს კანონები არ აქვს.... არ იკადრებდნენ თუ რა? მახვილის ამღები მახვილითვე განიგმირება!
4 თვის უკან
მერაბ.g მდინარაძემ თქვა, რომ "ყველა საქმის კურსში იყო თურმე გეგმაცდნენ ივანიშვილის და სხვა ლიდერების მკვლელობას?" თუ ეს მან თქვა გაუსხამს საწყალს - თუ შეგნებულად არ გვატყუებს, სადაა და ვინაა ტერაქტისა და მკვლელობის დამ გეგმავები და შემსრულებლები?
4 თვის უკან