ოპოზიცია საკუთარი თამაშის წესებს უკვე მერამდენედ სთავაზობს პრეზიდენტს. „ნაცმოძრაობიდან“ „ევროოპტიმისტებში“ გადაბარგებული რომან გოცირიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ურჩევს, წამოიწყოს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია.
რომან გოცირიძის ნათქვამი ნიშნავს, რომ უუნარო ოპოზიციას საკუთარი თავის იმედი არ აქვს და მაშველი რგოლის გადაგდებას პრეზიდენტისგან ელის. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი ანტიქარიზმის მქონე ადამიანია და ოპოზიციას არათუ მაშველ რგოლს ვერ მიაწვდის, საერთოდ, ჩაძირავს კიდეც.
ჩაძირვის პერსპექტივის მიუხედავად, გოცირიძე წუხს, რომ, ფაქტობრივად, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია არც კი დაუწყია. საუკეთესო შემთხვევაში, ეს აგვისტოს შუა რიცხვებიდან შეიძლება მოხდეს. ამიტომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს პრეზიდენტმა.
„მან უნდა წამოიწყოს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან პრეზიდენტს უკვე პარლამენტი ირჩევს. ეს ოპოზიციურ ფლანგსაც გამოაცოცხლებს და მინავლებული „ქარტიის“ იდეებსაც“, - ამბობს ოპოზიციის გამსხვილების პროცესით გაურკვევლობაში დარჩენილი რომან გოცირიძე, რომელმაც არ იცის, საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს ოპოზიციური ფლანგი.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, ჩართულია საკუთარ საარჩევნო კამპანიაში, ისევე, როგორც იგი არაფორმალურად ლიდერობს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო შტაბს. ბექა ოდიშარია არ მალავს, რომ თვეების წინ მისთვის წარმოუდგენელი იყო ზურაბიშვილის ასეთი გარდასახვა, მაგრამ ასეთი პროცესი წინასწარ უნდა განეჭვრიტათ, როდესაც ზურაბიშვილმა თავისი თანაშემწე ალექსანდრე კრევო მიავლინა „ნაცმოძრაობის“ საგარეო მდივნის მოადგილედ. ერთი მხრივ, შეიძლება ეს „დაუნგრეიდი“ ყოფილიყო, როცა ადამიანი დეგრადირებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო შორს გათვლილი გეგმა და ეს ადამიანი, ალბათ, დაზვერვაზე მიდოდა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას ურჩევს პრეზიდენტთან მიმართებით გააღრმავოს ის სიახლოვე, რაც ქარტიის ხელმოწერით დასტურდება.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რომან გოცირიძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ოპოზიციის აზრს გამოხატავს. ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც რას აღარ უწოდებდნენ ზურაბიშვილს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მოქმედი პრეზიდენტი ნებისმიერი საარჩევნო კამპანიისთვის მძიმე ტვირთია, მას ხალხი არასდროს არ მისცემს ხმას, ზურაბიშვილი არის ძლიერი ანტიქარიზმის მატარებელი ქალბატონი და ვერავითარ გაერთიანება ვეღარ მოხდება. რამდენიც არ უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილი ამ ქარტიებით, როგორც ქვიშაში წყალი, ისე შევა და არაფერი არ შეიცვლება.
„ამიტომ მე, მაგალითად, მხარს დავუჭერდი რომან გოცირიძეს, ოღონდ ზურაბიშვილი ჩააყენოს ოპოზიციის სათავეში, რადგან ისედაც წყალწაღებულ ოპოზიციას ზურაბიშვილი კიდევ უფრო მეტად დააწვება. ზოგადად, პრეზიდენტის მიმართ რომან გოცირიძის ამ შეთავაზებაშიც აშკარად იკვეთება ოპოზიციასა და ზურაბიშვილს შორის კავშირები. ფაქტობრივი მასალებით მტკიცდება, რომ ე.წ. ანტიოპოზიცია და ანტიეროვნული ძალები გამუდმებით ტყუილად კი არ დადიოდნენ ორბელიანის სასახლეში, არამედ ისინი დაჰპირდნენ ზურაბიშვილს, შეესრულებინა მათი დავალება და მერე ისინი როცა მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და შეკრებდნენ უმრავლესობას, ისევ ზურაბიშვილს აირჩევდნენ პრეზიდენტად, რადგან ამჟამად უკვე პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მანვე გაიხსენა, რომ თავის დროზე ზურაბიშვილი დათანხმდა ოპოზიციის ასეთ შეთავაზებას, ზუსტად მათი სვლებით მოქმედებდა და, ზუსტად ამ მოლაპარაკების შემდეგ გამოჩნდა მისი ქარტია.
პეტრე მამრაძის აზრით, ამჯერად რომან გოცირიძის ინიციატივას ზურაბიშვილი შეიძლება არ დაეთანხმოს, რადგან ოპოზიციურ ძალებში გოცირიძეს არ აქვს დიდი ავტორიტეტი. სხვა საქმეა, მთელი ოპოზიცია რომ შეიკრიბოს და მოილაპარაკოს, მოდით, ახლა პრეზიდენტის გარშემო დავირაზმოთო. თორემ ასე სააკაშვილიც გამუდმებით გამოდის სხვადასხვა ინიციატივით, მაგრამ სააკაშვილის ნათქვამს ნაციონალების მხრიდან ნულოვანი გამოძახილი აქვს. საკუთარ პარტიაშიც კი გაატარებენ ხოლმე სააკაშვილის ნათქვამს. „ნაცმოძრაობაში“ არავის არ აინტერესებს, რას ლაპარაკობს სააკაშვილი. რამდენი ინიციატივა გაახმოვანა სააკაშვილმა, მათ შორის, ბორდი შევქმნათ და მე ვიქნები ბორდის თავმჯდომარეო, მაგრამ ნაცებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი გიჟია და უნდა გაატარონ მისი ნათქვამი.
„ყველაზე ხშირად, რაც მომისმენია ნაცებისგან, ისინი პირდაპირ ამბობენ, „დავიკიდოთ მიშას ნათქვამიო“, - ამბობს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე რომან გოცირიძეს ურჩევს, ოდნავ თუ მაინც შერჩენია შუბლის ძარღვი და სულ მთლად გაწყვეტილი არ აქვს, წავიდეს პოლიტიკიდან, სახლში დაჯდეს და შეირგოს ის, რაც გაფუჭებული აქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ქართველი ხალხის ხარჯზე.
„შვილიშვილები ეყოლება, უყუროს შვილიშვილებს და მათთან ითამაშოს. რომან გოცირიძემ გაძარცვა და გააძვალტყავა ქართველი ხალხი. მოწმე ვარ იმისა, როცა რომან გოცირიძე იყო ვიცე-პრემიერი, ხალხს მოუწოდა და ფული შეატანინა ბანკებში, გაორმაგებით დაგიბრუნებთო, თუმცა მოგვიანებით აბსოლუტურად ყველაფერი წაართვა. ამდენად, რომან გოცირიძე ჩვეულებრივი შარლატანია. რომელი საპრეზიდენტო კამპანია უნდა წამოიწყოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როცა ნულს მივუმატოთ ნული არის ნული. ასე რომ, ნულია გოცირიძე, ნულია ზურაბიშვილი, ნულია ხაზარაძე, ესენი სად მიეხეთქებ-მოეხეთქებიან ახლა, თავადაც არ იციან. დიდი ხანია, გაშიფრულები არიან, რომ ერთ ძალას წარმოადგენენ. „ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო“. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ერთი ორგანული შემადგენელი ნაწილი თავის ხაზარაძიანად, გახარიანად, ზურაბაშვილიანად და ამათ განაჩენი გამოტანილი ექნებათ 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ჯერ ხომ ისედაც ხალხში არაპოპულარულია როგორც პოლიტიკოსი და არც ცოდნა და გამოცდილება აქვს პარტიული მუშაობის, რომ ხმები აკრიფოს.
მაგალითად, ჟვანია მაინცდამაინც პოპულარული არ იყო 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ იცოდა, რა ბერკეტები უნდა აემოქმედებინა.
ზურაბიშვილი ერთი ძალიან ზედმეტად ამბიციური ასაკოვანი დედაკაცია. ეგაა სულ. მეტი განმასხვავებელი ნიშანი მაგას არ აქვს.