გვარამია თუ მელია პრემიერ-მინიტრად?! - „ახალში“ უკვე თანამდებობების გადანაწილება დაიწყეს

გვარამია თუ მელია პრემიერ-მინიტრად?! - „ახალში“ უკვე თანამდებობების გადანაწილება დაიწყეს

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია „ახალი“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკ გვმი დასახელდეს. თუმცა, რაიმე კონკრეტული განცხადება პარტიას ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ ჰიპოტეტური ვერსია, რომ ნიკა გვარამიას ჰქონდეს პრეტენზია, იყოს პრემიერობის კანდიდატი.

პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში თვლიან, რომ გვარამიას ახალ პარტიას დღეს არ აქვს ის რეიტინგი, რომ მის ლიდერს პრემიერ-მინისტრად გახდომის ამბიცია ჰქონდეს. ამასთან, მიიჩნევა, რომ პარტია „ახალი“, მისი ლიდერების წარსულიდან გამომდინარე, მაინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ აცხადებს, რომ პარტია „ახალთან“ დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ. მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები რა მითითებებსაც მიიღებენ დამფინანსებლისგან, ზუსტად ისე მოიქცევიან.

„ეს არის ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ზუსტად ისე მოიქცევიან, რა მითითებასაც მიიღებენ დამფინანსებლისგან. ასე რომ, მათთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. საქართველოს მოქალაქეებმა ზეპირად იციან, თითოეული მათგანი სად იმყოფება ღირებულებების შკალაზე. ასე რომ, რთულია, ამაზე სხვა რამ ითქვას. რა მითითებებსაც მიიღებენ, ზუსტად ისე მოხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ზ სყვრელიძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის მიუღებელია ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხელისუფლებაში მოსვლა. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამ პოლიტიკური პირების პოლიტიკურად გააქტიურებამ შესაძლოა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა მობილიზება და გააქტიურება გამოიწვიოს.

„გამოდის, რომ ნიკა გვარამია თავს აცხადებს მისი პარტიის თავმჯდომარედ და თვლის, რომ პრემიერობისთვის ყველაზე ღირსეული კანდიდატია. ნიკა გვარამიას პოლიტიკურ წონაზე მეტი წონა უდავოდ მიხეილ სააკაშვილს აქვს. პარტია, რომელსაც აიგივებენ სააკაშვილთან, ვერ იღებს საიმისო ხმებს, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილმა პრემიერობა შეძლოს. რა ლოგიკას შეიძლება ეყრდნობიდეს გვარამიას განაცხადი, რთული სათქმელია.

შეიძლება „ოცნებამ“ მიიღოს უფრო მეტი ხმა, იმდენად დაუშვებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გვარამიას ხელისუფლებაში მოსვლა. ვფიქრობ, იგივე მდგომარეობაა ნიკა მელიას სახელთან დაკავშირებითაც. მისი გააქტიურება გამოიწვევს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა გააქტიურებას. სააკაშვილის მომხრეებით კეთდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და სავარაუდოა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ჩანაცვლება გაუჭირდებათ ამ ახალ ფიგურებს ისევე, როგორც გაუჭირდათ მაგალითად, ბოკერიას „ევროპულ საქართველოს,“ ვაშაძის „აღმაშენებელს“ და ა.შ.

ვინც დისტანცირდა „ნაცმოძრაობისგან“ იმისთვის, რომ დისტანცირებულიყო სააკაშვილთან, შედეგად მიიღეს ის, რომ ამომრჩეველმაც უფრო დიდი დისტანცია დაიჭირა და ხმები მათ, პრაქტიკულად, არ აქვთ. შესაბამისად, არც ახალ ფიგურებს ექნებათ. ოპოზიციურ ფლანგზე ვერ მიხვდნენ, რომ მხოლოდ პოზიციონერობა - „ხელისუფლება არ გვინდა“, - საკმარისი არაა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი აანჯრიძე აცხადებს, რომ ახალდაფუძნებული პარტიის ლიდერების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადება, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში ისინი 5%-იან ბარიერს გადალახავენ, არასერიოზულია. მისი შეფასებით, გვარამიას და მელიას „ახალი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება.

„რადგან ორი პოლიტიკოსი ასე რიხით შემოვიდა პოლიტიკურ არენაზე და მათი წარსულიდან გამომდინარე, მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, ცოტა არაპროფესიონალურია. უნდა ვნახოთ ამ პარტიის რეიტინგი. ინფორმაცია, რომ გვარამიას საკუთარი თავი წინასწარ გამარჯვებული ჰგონია, ცოტა არასერიოზული მგონია. არ ვფიქრობ, რომ გვარამიას ახალ პარტიას ამის პერსპექტივა ჰქონდეს. საზოგადოების თვალში გვარამიას და მელიას პარტია მიიჩნევა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მორიგი განაყოფი და მათ უნდა შეძლონ საზოგადოების დარწმუნება, რომ მათი პარტია რამით არის ახალი.

მათი ყოფილი ლიდერები, გვარამია, მელია თუ სხვა ყოფილი ნაციონალები, საკუთარ „ნაციონალურ“ წარსულს ვერ გაექცევიან. არც ერთ მათგანს არ შეუფასებია საკუთარი წარსული, ბოდიშიც არ მოუხდიათ საზოგადოების წინაშე. მათი განცხადებებიდან პირიქით ჩანს, რომ თავიანთ წარსულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ. შესაბამისად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ხალხს მათ მიმართ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს. არც ერთი საშუალო ზომის პარტიას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ ჩამნაცვლებელი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად აქვს გვარამიას პრემიერ-მინისტრობის პერსპექტივა, კობახიძე პასუხობს, რომ „თანამდებობები ჯერ ერთმანეთში უნდა გაიყონ“.

„ნუ, ჯერჯერობით, მას მელიასთან აქვს კონკურენცია და ერთმანეთში, იმედია, გაიყოფენ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ბუნებრივია, არ აქვს. შესაბამისად, დანარჩენი ცარიელი საუბრებია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

trampi ქორწილში ჩვენ არ დაგვატიჟებეეენ??
1 თვის უკან