ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი დააკავეს

ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი დააკავეს

ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე, იუტაში დააკავეს, ამის შესახებ FBI-ის დირექტორმა ქეშ პატელმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"36 საათზე ნაკლებ დროში - უფრო ზუსტად, 33 საათში - ფედერალური მთავრობის, იუტაში ჩვენი პარტნიორებისა და გუბერნატორ კოქსის წყალობით, რეკორდულ დროში დავაკავეთ ეჭვმიტანილი“, - თქვა პატელმა.

"FBI-მ უკვე განიხილა მტკიცებულებები“, - თქვა პატელმა და დასძინა, რომ 11 000-ზე მეტი ვერსია იქნა მოძიებული.

31 წლის კონსერვატორი, გავლენიანი ადამიანი და დონალდ ტრამპის მოკავშირე, ოთხშაბათს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართული საჯარო ღონისძიების დროს მოკლეს.