„სააკაშვილმა რესპუბლიკელების და დემოკრატების საჯილდაო ქვა გახადა ქვეყანა“

„სააკაშვილმა რესპუბლიკელების და დემოკრატების საჯილდაო ქვა გახადა ქვეყანა“

„ხალხის ძალა“, საპარლამენტო არჩევნებამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის. მათ არქივის დამუშავების შემდეგ აღნიშნეს, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არა მაშინდელი ხელისუფლების ავანტურა, არამედ ეს იყო შეგნებული ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი, თუმცა, საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებები სრულად მაინც ვერ გაანადგურა.

დამუშავებული იქნა მასალები, რაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წელს გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა. აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებით, ეს იყო უსერიოზულესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

„ხალხის ძალა“ ითხოვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას, ამტკიცებს, რომ ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების ავანტურა ქვეყნის წინააღმდეგ. ბატონი ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომი?

ირაკლი გოგავა: 2008 წლის აგვისტოს ომი იყო უსერიოზულესი დანაშაული, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა. აშკარად იკვეთება ის ფაქტი, რომ ამისთვის მზადება მიდიოდა. ნახეთ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი როგორ იზრდებოდა 2006-07-08 წლებში - რამდენიმე ასეულობით გაიზარდა - მიდოდა უზარმაზარი შესყიდვები. ანუ, სააკაშვილი ამზადებდა ჯარს სამხედრო ოპერაციისთვის. გარდა ამისა, არის ასეთი მოსაზრება, რომ ამ ომის წარმოება იყო ჯონ მაკკეინის ინტერესებში.

რას გულისხმობთ?

- 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები იყო აშშ-ში, სადაც რესპუბლიკელი მაკკეინი უპირისპირდებოდა დემოკრატების კანდიდატ ობამას. 1 აგვისტოს მონაცემებით ობამა მას უსწრებდა 11%-ით. როგორც კი დაიწყო ომი, ეს განსხვავება შემცირდა 3%-მდე.

რატომ?

 - იმიტომ, რომ მაკკეინი ითვლებოდა უფრო ანტირუსად. საქართველო ამერიკის შიგნით გაპიარებული იყო როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა და ა.შ. მაკკეინი რამდენჯერმე იყო საქართველოში ნამყოფი, მიშასთან სურათებს იღებდა, იძახდა - „მე ქართველი ვარ“ და ა.შ. ანუ, მიბმული იყო საქართველოსთან და შესაბამისად, რახან უფრო ანტირუსი იყო, მისი რეიტინგი გაიზარდა ამ ომის ფონზე. მაგრამ ჰოი, საოცრებავ და ეს ჩვენი „მხედართმთავარი“ აღმოჩნდა ლაჩარი. მადლობა გიულის ასეთი რომ გაზარდა, იფორთხა გორში, ვერ გაქაჩა 5 დღეზე მეტი. მაკკეინს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მაშინ ღიად წაკბინა მიშას.

ამას მოჰყვა მერე ბაიდენი, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო, ჩამოვიდა. სააკაშვილი წაიყვანეს ამერიკაში და საცირკო მაიმუნივით დემოკრატების შეხვედრებზე ატარეს, რომ აი, საქართველოს პრეზიდენტი აგერ, ჩვენს გვერდით არისო. ანუ, სააკაშვილმა რესპუბლიკელების და დემოკრატების საჯილდაო ქვა გახადა ქვეყანა და ცირკის მაიმუნივით ჩაატარეს დემოკრატებმაც. რამი იმანუელმა, რომელიც მაშინ ობამას ადმინისტრაციის უფროსი იყო, სააკაშვილს უთხრა, შენ ეს ომი ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეო. სააკაშვილი თავად ამბობს დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ამის შესახებ და სწორიც იყო. იმიტომ, რომ მართლაც ასე იყო, უბრალოდ, მაკკეინს ვერ გაუქაჩა.

როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ამ იდეის ავტორი?

- ჩემი აზრით, იდეის ავტორი შეიძლება ყოფილიყო რენდი შონემანი, რომელიც იყო მაკკეინის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობებში, შემდგომში ის მიშას კონსულტანტიც იყო. სართოდ შონემანს ახასიათებდა ასეთი ავანტურისტული გეგმები. ამერიკის არჩევნების ფონზე დაგეგმეს ომი საქართველოში. შედეგად რა მივიღეთ - არ გამოვრიცხავ, რომ ორმაგი ითამაშა მიშამ და კრემლსაც შეუთანხმა. იმათ რატომ არ ესიამოვნებოდათ, როდესაც კოდორის ხეობა ერთი გასროლის გარეშე წაიღეს, იქ ემზარ კვიციანის „მონადირე“ მანამდე სპეცოპერაციით განდევნეს, ახალგორი შეუფუთეს. გამსახურდიას გაუქმებული ჰქონდა ავტონომიური სტატუსი და სააკაშვილმა იურიდიულად აღუდგინა. შედეგად, ერთი გასროლის გარეშე გადასცა რუსეთს ახალგორიც, ისევე როგორც კოდორის ხეობა.

რომ დავაკვირდეთ, დანაშაულის მთელი წყებაა, როგორც ომამდე მიმდინარე პროცესები, თვითონ ომი და ომის შემდეგ რაც მოხდა...

- რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ომის მერე კეზერაშვილმა ძარცვა სახელმწიფო და იარაღის ბიზნესი გააჩაღა. ამერიკაში მაგაზე საქმეც იყო აღძრული, „ეფბიაი“-ს დირექტორი ჩამოვიდა თბილისში საგანგებოდ, მაგრამ თვითმფრინავიდან არ ჩამოვიდა, იქეთ ეახლა ვანო მერაბიშვილი. ასეთი ვითარება იყო და აგერ, ახლა მაკკეინის ქუჩაც გვაქვს სააკაშვილის წყალობით, მათ შორის ბუშის ქუჩა. ვისარგებლებ თქვენი საშუალებით და მინდა გავახმოვანო ერთი იდეა - ამას წინათ გარადაიცვალა სახელოვანი ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი, ყველა ქართველის სიამაყე. გამოვდივარ ინიციატივით და მივმართავ თბილისის საკრებულოს, ყველა თბილისელს ვინც არის ამ საკითხით დაინტერესებული, რომ ჯონ მაკკეინის ქუჩას, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოს რეალობაზე და ბედზე მიღებული, გადავარქვათ სახელი და დავარქვათ ლევან თედიაშვილის ქუჩა. ეს იქნებოდა აბსოლუტურად სამართლიანი და ლევანის პატივისცემა. რა თქმა უნდა, ჯონ მაკკეინის ქუჩა საქართველოში არ უნდა იყოს. ეს არის კაცი, რომლის გამო 2008 წელს 8 აგვისტოს სააკაშვილმა შეგვაჯახა რუსეთს.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, დგას ამის აუცილებლობა?

- აუცლილებად უნდა შეიქმნას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს „ოცნების“ კომისია, ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი კომისია და საზოგადოებიდან ისეთი ხალხი უნდა იყოს მონაწილე, რომელსაც ენდობიან ადამიანები და საერთოდ, ეს ომი თავიდან არის გამოსაძიებელი. ის, რაღაცა დავითაიას კომისია, რეალურად კი მიშას კომისია, მიშამ თვითონ შექმნა, თითქოსდა დაავალა გამოიძიეთო. მიზანი იყო რა - დაედო დასკვა და შეექმნა ილუზია, რომ გამოძიება ჩატარდა. ეს ომი თავიდან არის გამოსაძიებელი. ასევე, თავიდან არის გამოსაძიებელი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება. ქალბატონი ბურჯანაძე რომ შემოსკუპდა იქ და გამოაცხადა პრეზიდენტი ვარო, შევარდნაძე კი ქმედუუნაროთ სცნო, ამის შემდეგ შევარდნაძე გამოვიდა და თქვა, გადავდექიო. თუ ქმედუუნაროდ ცნობ პრეზიდენტს, მაშინ მისი გადადგომის განცხადებას რატომ ცნობ? ან, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მაჟორიტარულისას ცნობ და პროპრციულს აუქმებ, ეს რა იყო? მოკლედ, გამოსაძიელებელია როგორც სამოქალაქო ომი, ასევე „ვარდების რევოლუცია“ ანუ სახელმწიფო გადატრიალება. ეს იყო კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება.

რაც შეეხება აფხაზეთის ომს, კითხვები ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ბევრია და მათ შორის აშშ-ის ჩართულობაზე და ინტერესებზე. არ ფიქრობთ, რომ სწორედ აფხაზეთის ომით უნდა დაიწყოს გამოძიება, რომ მივიდეთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე?

- მე, ვფიქრობ, საქართველოს პროკურატურას და აფხაზეთის სტრუქტურებს აქვთ უზარმაზარი ინფორმაცია. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ აფხაზებთან შეიძლება ახლა რაღაცა საკითხების დალაგება და წინ წაწევა კონფლიქტის მოგვარების კუთხით, მაშინ ამ ფონზე ასეთი კომისიის გაკეთება არ იქნებოდა მიზანშეწონილი - საფრთხილო საქმეა. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი დევს, დაფაილებულია, პროკურატურასაც აქვს და აფხაზეთის სტრუქტურებსაც აქვს, ხალხმაც იცის, ცოცხალია ეს ხალხი. მაგრამ თუ ოდნავ მაინც შანსი არის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს აფხაზეთის პრობლემა, მაშინ ამის ტორპედირება, ჩემი აზრით, შესაძლოა, არ ღირდეს. შესაძლოა, პირიქით, ღირდეს ერთობლივი კომისიის შექმნა აფახაზებთან ერთად. იმიტომ, რომ დანაშაული ჩვენი მხრიდანაც ხდებოდა და აფხაზების მხრიდანაც. მოლაპარაკებების პროცესში შეიძლება არ ღირდეს ამის აწონვა, მაგრამ ერთობლივი კომისია შეიძლება უფრო ჭკვიანური იყოს ამ თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში მეორე მხარე არ მოგცემს მოტყუების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს დახურულ რეჟიმშია გასაკეთებელი, რომ ხალხის ვნებათაღელვა თავიდან ავიცილოთ. ეს ის საკითხია, რომელსაც ემოცია, სისხლი და ცრემლი ახლავს.

 

ლევკოთეა 2004-2005 წლებში, სამაჩაბლოს მიმდებარე რაიონიდან ერთს ნივა მოპარეს და გადაიყვანეს ცხინვალში. გაქურდულს მიესვლებოდა ვანოს მაშინდელ მოადგილესთან და დახმარების თხოვნით მივიდა. იმან, ეხლა ვერ დაგეხმარები, მაგრამ მალე ვაპირებთ სამაჩაბლოში შესვლას და შენს ნივას დაგიბრუნებთო.
სამაჩაბლოში იარაღით შესვლის იდეა თავიდანვე იყო სააკაშვილის ცხელ თავში (აფხაზეთზე ეგრე თამამად ვერ ფიქრობდა).
ამ სტატიაში რა ფაქტორებიც იყო ჩამოთვლილი ომის მიზეზად, ყველა უტყუარია. პლიუს, 2008 წლის დასაწყისში სააკაშვილის პოპულარობა საქართველოს მოსახლეობაში მინიმუმამდე იყო დასული და წარმატებული საომარი მოქმედებებით მოინდომა რეიტინგის აწევა.
1 თვის უკან
თომა ყველა დეპუტატი უნდა მოინიშნოს და დაერქვას მოღალატე!.. ვინც ხმა მისცა სამაჩაბლოში ( სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენას) ეს იყო ღალატი.
1 თვის უკან
Datodavid ეს ხალხის ძალაა თუ ვიღაც რეებს იგონებთ?თქვენ ხართ საკუთარი ქვეყნის მოღალატეები ვინც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებას,თქვენ ხართ რუსეთუმეები ვინც ამ აზრზე ხართ,პუტინის საუბარს რატომ არ უსმენთ სადაც ჟურნალისტი ეკითხება რა აზრის ხართ 2008 წლის ომზეო?პუტინი პასუხობს :ვციტირებ მის სიტყვებს это уже не секрет,мы это планировали в конце 2006 го года в начале 2007 го года ეს იყო პუტუნის პასუხი,რას ისახავდა ეს ომი მიზნადო ან გვერდის ავლა თუ შეეძლო საქართველოს ამ ომზეო?პუტინი პასუხობს:нет невазможно било,никто не мог избегать от этой войни,цель било одно абхащию и осетию обьявить как отдельная республика отсаединить от грузий,მოუსმინეთ დაუნებო პუტლერის ამ საუბარს დათუ კიდევ სწორ დასკვნამდე ვერ მიხვალთ წადით იცხოვრეთ რუსეთში რუსებთან ერთად და იღრუტუნეთ დაანებეთ თავი საქართველოს აცალეთ არსებობა,ვისაც გარუსება გინდათ წადით იქეთ და იქ იღრუტუნეთ.
1 თვის უკან
ლევკოთეა პუტინი და რუსეთი რაცაა, ყველამ ვიცით. პუტინი რას ამბობს და რას გეგმავდა ერთია და სააკაშვილის დანაშაულს ხედავ რამეს 2008 წლის ომში?
1 თვის უკან
trampi საქართველოს ომი არ დაუწყია...
200 წელია რაც რუსი გვეომება... .უბრალოდ მიშას აყლაპეს და მისი წყალობით თავიაანთი საქმე გააკეთეს....
იმან დაიწყო .... ამან დაიწყო .....ეგ უკვე მეორე ხარისხოვანია მთავარია რომ რუსეთში ყველა ჟირინოვსკია
და რადგან ამერიკას ვლანძრავ ეგ არ ნიშნავს რომ რუსი მინდა....
მე ის მინდა რომ მაგათ ერთმანეთს დაჰკრან და ჩვენ ორივემ თავი დაგვანებონ
1 თვის უკან
trampi დათო
ნუ ილანძღები.....
1 თვის უკან