რატომ შეხვდა ილჰამ ალიევი ეკა ტყეშელაშვილს იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი შეშფოთებულია დასავლური აგეტურის ქვეყანაში გააქტიურებით?

რატომ შეხვდა ილჰამ ალიევი ეკა ტყეშელაშვილს იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი შეშფოთებულია დასავლური აგეტურის ქვეყანაში გააქტიურებით?

დღეს, პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, ერთ კვირაში ვიზიტი შედგება სომხეთში.

„საუბარი გვექნება ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტს წინ უსწრებდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელია, 13 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიიღო ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის თანათავმჯდომარეები, სახელმწიფო და მთავრობის ყოფილი მეთაურები, ასევე ცენტრის გამგეობის წევრები.

მაშ ასე, აზერბაიჯანი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სააკაშვილის მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა. როგორც ჩანს, ეს ჟესტი საქართველოს ხელისუფლების დასანახად არის, რადგან ადრეც შეხვედრია ალიევი ქართული ოპოზიციის წარმოამდგენლებს და მათ შორის სააკაშვილიც კი ყავდა მიწვეული უკრაინიდან. როგორც ჩანს, ალიევი მისტირის ძველ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აძლევდა და ამის ნათელი მაგალითია დავით გარეჯის საქმე.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემები დაგროვდა და ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩაკეტილი საზღვარი, რომელიც აზერბაიჯანმა ჯერ კოვიდის გავრცელების მოტივით დაკეტა და დღემდე ამ მხრივ ვითარება არ შეცვლილა. უკვე მეორე წელია საზღვარი დაკეტილია და რამდენიმე დღის წინ გააგრძელეს სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა 1 ივლისამდე. ცხადია, რომ საზღვარს კეტავენ მტერთან და არა სტრატეგიულ პარტნიორებთან. ოფიციალურად კი საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან.

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგენტურა თბილისში თავისუფლად მოქმედებს. გამოცემა „caliber.az“ აქვეყნებს სტატიას - „ქართული ფაქტორი და დასავლური ქსელი აზერბაიჯანში“, სადაც საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გახდა როგორც დასავლეთის ქვეყნების, ისე სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედი ყველა სახის ორგანიზაციისა და ფონდის ინტერესის ობიექტი, რომლებმაც მოულოდნელად დაიწყეს როგორც ოპოზიციის, ისე მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის გულუხვი დაფინანსება. „დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის“ ნიღბით. ყველა ფულადი ტრანში უცხოეთიდან, რომელიც გამოყოფილია საგრანტო ხელშეკრულებებით, ახლა ექვემდებარება მკაცრ ანგარიშგებას.

„ბაქოს პოლიტიკა ამ მიმართულებით მარტივად აიხსნება იმ მომენტებით, როდესაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა და ზოგიერთმა მედიამ გადალახეს დასაშვები ზღვარი და დაიწყეს ჩარევა ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ან თუნდაც აქ დავგეგმოთ სოციალური აჯანყებები და თუნდაც „ფერადი რევოლუციები“.

სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეზობელი და მით უმეტეს მეგობარი სახელმწიფოებიც არიან ჩართულნი ანტიაზერბაიჯანულ ქმედებებში. ეს ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა საინფორმაციო პორტალ Abzas Media-სა და Toplum TV-ის მენეჯერებისა და თანამშრომლების შემთხვევაში. ამრიგად, როგორც Caliber.Az-მა ინფორმირებული წყაროებიდან შეიტყო, როგორც Abzas Media-სთან, ასევე Toplum TV-სთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის დასავლური ქსელი საქართველოს მეშვეობით უკანონოდ ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, დასავლური ინსტიტუტები, რომლებმაც ფეხი გაიმყარეს საქართველოში, იყენებენ ქვეყანას პლაცდარმად მეზობელ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.

სხვადასხვა დასავლური ფონდები და ინსტიტუტები, სოროსის აგენტები, თავისუფლად მოქმედებენ საქართველოში და სარგებლობენ ამ ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების, მაგალითად, ბანკების შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი საქართველოს დაზვერვისა და ფინანსური მონიტორინგის ორგანოების წინაშე ხდება. მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ეს საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა და გახდა აგრესიული.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების მექანიზმს, თანხები ირიცხება ქართულ ბანკებში, იქ ხდება განაღდება და აზერბაიჯანში გადადის. სინამდვილეში, ეს არის სცენარი, რომელიც ოდესღაც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მეშვეობით განხორციელდა. ამასთან, ფართოდ გამოიყენება ანონიმური საბანკო ბარათები და ეს უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ დაგეგმილი ღონისძიებები, ფაქტობრივად, უკანონოა“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ამ ქვეყნის სპეცსამსახურებმა თავიდან უნდა აიცილონ დასავლური პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და არ გახდნენ ამ ბინძური თამაშის მონაწილეები.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, უნდა გავითავისოთ ის, რომ დიპლომატიური ღიმილის საფარქვეშ აქტიურად მიმდინარეობს სადაზვერვო საქმიანობა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის პირობებშიც კი სადაზვევრო საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიული პარტნიორებიც კი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ახორციელებენ ასეთი ტიპის საქმიანობას.

„ასეთი მაგალითები ჩვენ გვაქვს. უბრალოდ, ეს სახელმწიფო ჯერ ამ მიმართულებით არ გვიხსენებია და სამწუხაროდ, ღია წყაროებში არსებული ინფორმაციების ანალოგებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვისაუბროთ. ის, რომ საქართველოში აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ ჯაშუშები მოღვაწეობენ, ეს არის უფრო პოლიტიკური განცხადება, რომელიც შესაძლებელია ემსახურებოდეს პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებს გამავრცელებელი სახელმწიფოს მხრიდან. რეალური მტკიცებულების გარეშე, გვაქვს იმის უფლება, რომ ასე შევაფასოთ ეს გარემოება.

რაც შეეხება იმას, რომ ალიევი ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, ამაზე აუცილებელია, რომ გარკვეული აქტიური ღონისძიებები განახორციელოს საქართველოს სადაზვერვო და კონტრსადაზვევრო უწყებამ, რომ ასეთი კონტაქტები არ იყოს აზერებაიჯანის და მისი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოყენებული კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ კავკასიელები ვართ და კავკასიაში პირადი ურთიერთობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ამიტომ, დიპლომატიურ ურთიერთოებთან ერთად, ეს გასათვალისწინებელია და უნდა გავითვალისწინოთ ასევე ის გარემოებაც, რომ სააკაშვილისა და ალიევს შორის იყო საკმაოდ ახლო ურთიერთობები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, გარკვეული ხაზიც კი არსებობს იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული დესტრუქცია განხორციელდეს. არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენმა ყოფილმა ხელისუფლებამ დავით გარეჯი გადასცა აზერბაიჯანს, ეს შემთხვევითი ფაქტი არ არის და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ესეც შეიძლება მიზეზობრივ კავშირში იყო იმ ურთიერთობებთან, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ“, - აცხადებს კუხალაშვილი.

გარდა იმისა, რომ ეს არის საკმაოდ ცუდი ფაქტი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანს ჰყავს ეთნიკურად და რელიგიურად მონათესავე ჯგუფები საქართველოში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მართებს პოლიციურ და კონტრსადაზვერვო უწყებებს, რომ გარკვეული სახის დესტრუქციები არ დაიწყოს ამ ჯგუფების მხრიდან.

„შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანი ამ ქმედებებით, გარკვეულწილად, კიდევ რაღაცისთვის ვაჭრობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან სათანადო ზეგავლენის მოხდენის კუთხით. ამიტომ, არჩევნები გვაქვს მოახლოებული, ჩვენ ვიცით, რომ ეს ეთნიკური ჯგუფი გარკვეულ როლს თამაშობს არჩევნებში და ამ შემთხვევაში, საკამოდ საფრთხილო ვითარება გვაქვს. ყველა ეს მოქმედება ერთიანობაში და კომპლექსურად უნდა იყოს აღქმული საფრთხეებად. აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები გააჩნდეს სპეცსამსახურებს, პოლიციურ უწყებებს და საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნების შემდეგ, ალბათობის მაღალი ხარისხით, მოსალოდნელია გარკვეული დესტრუქციული ქმედებების აგორება განახორციელონ დესტრუქციულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის ისეთმა პარტიებმა, რომლებიც იმართებიან უცხო სახელწმიფოების მხრიდან და როგორც ფინანასურად, ასევე პოლიტიკურად არიან მხარდაჭერილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გარკვეული ჯაჭვის ნაწილი იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შიში არ არის გაუგებარი, რადან ადრეც იყო ასეთი ფრაგმენტი, რაზედაც ალიევს საკმაოდ მკვახე პასუხის გაცემა მოუწია, როცა დასავლეთის წრეებმა გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნების იმაზე, როგორი მმართველობაა აზერბაიჯანში - დიქტატურაა, თუ დემოკრატია.

„პრინციპში, ეს ეჭვი, რომ შეიძლება დასავლეთმა ასეთი კრიტიკული დამოკიდებულების კვალობაზე გააგრძელოს თავისი პოლიტიკური თამაშები და სირთულეები შეუქმნას აზერბაიჯანს, საფუძველს მოკლებული არ არის. ვიცით, რომ დასავლეთს აქვს ხოლმე ასეთი აკვიტება, რომ მთავარია შეცვალოს ხელისუფლება და ცხოვრების წესი კონკრეტულ ქვეყანაში და ის იყოს ისეთი, როგორიც ევროპისთვის არის ტიპური, ანუ, რასაც დემოკრატია ჰქვია. ანალოგიური პრინციპით მოხდა ხავერდოვანი რევოლუციები სხვადასხვა ქვეყნებში და ძნელი სათქმელია ამ რევოლუციების პოლიტიკური მიზანი რა იყო. შედეგი ცხადია - კიდევ უფრო რთული გახდა არაბულ ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაცია და კიდევ უფრო ავტორიტარური გახდა ეს ქვეყნები. ძალიან ხშირად დასავლეთს არ აქვს ხოლმე გათვლილი ის, მისი ჩარევის შედეგად რა მოხდება“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში აზერბაიჯანი კრიტიკული არ არის და არ ამბობს, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის ინტერესების გამტარებელი.

„პირიქით, დასავლურ აგენტურაზეა ეჭვი. მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც დასავლეთის ასეთი არასწორი პოლიტიკური გათვლების წინააღმდეგ საქართველომაც გაილაშქრა. არასწორი გათვლები ჰქონდა ევროპას მაშინ, როცა მეორე ფრონტის გახსნას მიანიშნებდა ქართულ მხარეს. საქართველო კი მტკიცედ აღუდგა წინ დასავლეთის მორიგ შეცდომას. დასავლეთი კარგი რამეა, მაგრამ შეცდომებს უშვებს და დასავლეთის მხრიდან ასეთი შეცდომა რომ არ დაიშვას, ამიტომ შიშობს აზერბაიჯანი.

ამ შიშის ფონზე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფიგურები წამოწეული თუ არა, არ ვიცი, მეეჭვება. იმიტომ, რომ საქართველოში თუ ვინმეს აქვს ბრმა პროდასავლურობის იარლიყი, არის „ნაციონალური მოძრაობა“. ნაციონალების მხრიდან არც ის იქნება გასაკვირი, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს პარტნიორობა მათთვის მიუღებელი იყოს და გავისხენოთ მთელი რიგი რეპლიკები ამ პარტნიორობის თაობაზე.

არც ის მგონია, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური კლიმატი იყოს შეცვლილი, დარღვეული იმისთვის, რომ დასავლეთის ინტერესებს უფრო მოერგონ. ასე რომ, მაგ ვერსიაში ნაციონალებთან და ტყეშელაშვილთან შესაძლო ალიანსის ვარიანტი საეჭვო მეჩვენება, თორემ დასავლეთის მიმართ აზერბაიჯანის ფრთხილი დამოკიდებულება სრულიად გასაგებია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლაზი აზერბაიჯანის საზღვარი პანდემიის გამო რომ არ არის ცაკეტილი, ეს ყველამ იცის.
ალიევის ხელისუფლებისათვის თავისტკივილად იქცა, საქართველოში უცხოური დაფინანსების უკონტროლობის ნოყიერ ნიადაგზე გამოჩეკილი, "წყალქვეშა დრონები", რომლებითაც დასავლეთი უტევს მას.
გარდა ამისა, ალიევი იმიტომაც არის განაწყებებული, რომ ფრანგული იარაღი საქართველოს გავლით მოხვდა სომხეთში.
ასევე არ არის გამორიცხული, ალიევი იმიტომ შეხვდა ტყეშელაშვილს, რომ პასუხს ითხოვდეს, შეუსრულებელი დაპირების, გარეჯის მიწების გადაცემის პროცესის, თავის დროზე დაუსრულებლობის გამო, რადგან შესაძლოა კობახიძემ გარეჯის მიწების საკითხი დააყენოს მომავალი ვიზიტისას.
მოკლედ აზერბაიჯანთან ურთიერთობა არც ისე იავარდით მოფენილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა დიდ გართულებებსაც არ ველოდოთ, რადგან საქართველოსთან კეთილგანწყობილი (თუნდაც მოჩვენებითი) ურთიერთობა აზერბაიჯანისათვის, ეკონომიკურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
1 თვის უკან
trampi გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი
გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი

გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი გარეჯი
1 თვის უკან
ილია მეტი სერიოზულობა, როგორც გჩვევიათ, ბატონო Tramp!
1 თვის უკან
trampi ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლქმარი რომ მოკლეს, მითომდა ძველი ხალიჩების კოლექციონერები, მარნეულში რომ ცხოვრობდნენ---- , ეგ მაგათი ნახელავია
ისინი მაგათ სინამდვილეში ,,კმარას,, უმზადებდნენ
1 თვის უკან
trampi გარეჯს ესენი ივიწყებენ-- აჩუმათებენ და რომელ სერიოზულობაზე--ღაა საუბარი??
წესით ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ და ვიყვიროთ, რომ იქნებ ამ ჩვენმა მთავრობამ ყურები გამოიფხიკოს
ესენი აფხაზეთს და სამაჩაბლოს ამერიკის შიშით შორიდან უყურებენ და ხმა ვერ ამოუღიათ..
.არადა მიდის მიცურავს ორივე საქართველოდან, ყოველდღიურად ვშორდებით და ვშორდებით
ვამბობ------------ რას უყურებენ? მივიდნენ, რუსებს დაელაპარაკონ, იქნებ რამე გამოვიდეს, ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვემართოს?
არა, უარს გვეტყვიის?
არადა იმ ოხერი პუტინის დედაც... მშვიდად და გაღიმებულები ხო ისედაც ვააართ?? ხოოდა ვიყოთ ეგრე გაღიმებულები, არავინაც არ გვეცილება, ამ მდგომარეობაში და დაველოდოთ ასე როგორ გადაიქცევა აფხაზეთი და სამაჩაბლოც ტაოკლარჯეთად .
ამათ გონიათ რომ რუსეთი დაიშლება და აფხაზეთს და სამაჩაბლოს ამერიკა ხონჩით მოგვართმევს---მეტი არ იყოს საქართველოს მტერი, რაც ამერიკამ რუსეთი დაშალოს... უკუღმა კი მოხდება
მერე ვის იმედზე არიან ამ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ასე ყურმოპარტყუნებულები??
ხოოდა ვიყვირო კი არა ეს მთავრობა ტრაკშია ასაფეთქებელია ხმას რომ არ იღებს...
მით უმეტეს პუტინმა სახალხოდ რამდენჯერმე შემოუთვალათ ამ ჩვენ მთავრობას-- მოდით მოვილაპარაკოთო
მუქთად რომ არ დაგვიბრუნებს ეგ იასნია, მაგრამ იქნებ გვიღირს ის დალაპარაკება?
იქნებ ნახევარ ციმბირსაც გვჩუქნის მივიდნეენ?? დაელაპარაკნეეენ??
ხოოდა ამიტომ ვყვირივარ...
ადრე წლების მანძილზე ვამბობდი ხოლმე ---- ხო არის მითომ ორი რუსეთი მეთქი??არადა ორივე ყოველთვის თავიაანთ საერთო საქმეს აკეთებდნენ
ასევე ხომ აღმოჩნდა რომ თურმე ამერიკაც ორია და რუსეთივიც ისიც ორივე მხარე ჩათლახია და ორივე თავიაანთ საქმეს აკეთებენ ?/
ხოოდა ჩვენც ვიყოთ ორნაირი საქართველო და სინამდვილეში ჩვენი საქმე გავაკეთოთ მეთქი

ეს ვარიანტი როგორც იქნა გაააკეთეს

ხოოდა იქნებ ამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქმეც დაიძრას ადგილიდან.....იმიტომ ვყვირივარ
უბრალოდ ჩემ თავზე მებრაზება ეს 37 წელი რომ სუ დროშის ფრიალში ვარ, ..მოკლედ დასაცინი დურაკი გამოვდივარ--გამოვედი
პლიუს მიშამაც (კოდუამ) ბევრჯერ მცემა
1 თვის უკან
trampi ესეც ჩემი ძველი პოსტი


ზუსტად მაგ ე.წ. დასავლეთის ბრალია აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი რომ ესეა გაყინული
იმათ რა ენაღვლებათ რა?? ამასობაში კი ეგენიც ტაო-კლარჯეთივით დარჩება ჩვენს გულებში მხოლოდ-ღა
რამდენჯერა ვთქვა აღარ ვიცი--------------------- რაც დრო გადის ეგ კუთხეები ხომ უფრო და უფრო შორდება საქართველოს??.
..მერე?? ......... მანამ ჩვენ აქედან ამერიკის შიშით აფხაზეთს და სამაჩაბლოს ცალი თვალით ვუყურებთ, იქ უკვე ათასნაირ დებილ კანონებს ღებულობენ ...მერე ამასობაში ეგენი შეიძლება რუსეთმა მართლა შეიერთოს კიდეც
მერე რის იმედი აქვს ამ ჩვენ მთავრობას ............... ამერიკა დაგვიბრუნეეებს???....უძახეთ მერე პუტინს---.,,ნე ჩურტა ნე ჩურტაო,,
ამერიკა .................ეგე რა უყო პუტინმა უკრაინას და ნატოსაც .............. ევროპის ნომერ პირველ ქვეყანას ---- მოსპო განადგურეს აქეთ რუსეთმა და იქით დასავლეთმა თავისი უტვინობით.......
........ისე კი .რა ენაღვლებათ რააა.... კონკურენტი მოიშორეს, თანაც პლიუს რუსს უჩხიკინებენ, იმათთვის ხეირია
ამ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე კიდევ ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს --ჩვენი აღარაა!!!!!!!!!!!-
ჰოოდა მიდით დაელაპარაკეთ პუტინს, დაელაპარაკეთ, იქნებ სიხარულით გვიბრუნებს უკან ორივეს და ფეშქაშად ზედ ნახევარ ციმბირსაც გვჩუქნის??
მიხვედიიით??? დაელაპარაკეეეთ ?? მიდით რაღა,... დაელაპარაკეთ,, დაელაპარაკეთ -რას უყურებთ ამ ჩათლახ ამერიკელებს??
...ვერა ხედააავთ მთელ მსოფლიოში ეგენი უკვე შიშვლ;ები დარბიაან??-
-ყველამ იცის უკვე ეგენი ვინც არიან. თავიაანთ ვერაგ ზრახვებს აღარც კი მალავენ და ვინ რას იტყვის მათზე სუ ფეხებზე ჰკიდიათ....ქინძიც და
პეტრუშკაც
მაგათ მარტო რქები და ყურები კი არა, სახეც გამოუჩნდათ უკვე მაგათ, სახე
ჰოოდა მაგათი გეშინიააათ?? მიდით მიდით დაელაპარაკეთ .......არ გამოვა არაფერი და პუტინის ოხერი დედაც!!!! ესე გაღიმებულები ხომ მაინცა ვართ??
არ გამოვა და წამოვალთ უკან ..... არა და არა!!! ...
ამ გაჩხირულ მდგომარეობას მაინც არავინ გვეცილება და ვიყოთ ესე და ვიყოთ
იქით გარეჯი მიაქვთ კიდე
და ...ვიყოთ .ესე ....და ვიყოთ
...ჰოოდა ჯანსუღ ჩარკვიანისა არ იყოს ავყვეთ მერე ამ მტკვარს და ჩამოვყვეთ, მაგაში მაინც არავინ გვეცილება!!
მაგრამ....მარტო ჩემი კი არა, თქვენიცააა ეს საქართველო, თქვენიც.......

აფხაზეთთან დაკავშირებით ეხლა მომენტია მომენტი ამას გამოყენება უნდა..... რა იცი რა ხდება
აგე სომხებმა რო გაუტრაკეს რუსებს და გააბრაზეს , ხო მიუშვა მერე პუტინმა ბაქო ყარაბახზე ?? მაგისთვის მთავარია ახლოში ამერიკა არ მოუშვას და ბაქოს და თურქრეთს მოიცლის და ადვილად მოუვლ;ის
ფაშინიანმა რომ გვერდ--გვერდზე ამერიკისკენ დაიწყო ყურება, იმიტომ არ ჩაერია რუსეთი ყარაბახის ამბებში და იმიტომ მიუშვა ალიევი ნებაზე
ვიცი აფხაზეთის ამბებში მთლად ეგრე არ იქნება, მაგრამ იქნებ რაღაც საჩვენო ხეირი პატარაზე მაინც გამოვიდეს?
მივიდნენ იმ ჩათლახ პუტინთან, დაელაპარაკონ---- რა იცი რა ხდება
ეს აფაზები ბოლო ხანებში ძალიან აბრაზებენ პუტინს.... ჰოოდა ეხლა მომენტია .... მივიდნენ ეს დაქნეულები პუტინთან, იქნებ და ჩემი მრავალჯერ თქმულისა არ იყოს, აფხაზეთზე ნახევარ ციმბირსაც ფეშქაშად გვჩუქნის ?
არა რაააა ....არც ამათგან იქნება ხეირი
ნაცვლად იმისა რომ ყურებ დაფაციცებულები იყვნენ, იქნებ ამ პუტინისაგან რამე ხეირი გამოვიდესო, ამერიკის შიშით იქით საერთოდ არც იყურებიან
ნუ გაიხედავენ ......... დედიამათისამ ამერიკა დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს
ამათ ჯოტიასავიტ მარტო აგინონ აქედან და .................................... სოფელიც აშენდებაააა!!!
1 თვის უკან
trampi ადრეც ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ......
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა. ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
1 თვის უკან