ნატო უკრაინის მხრიდან თეთრი დროშის აღმართვის წინააღმდეგია

ნატო უკრაინის მხრიდან თეთრი დროშის აღმართვის წინააღმდეგია

ნატო და დასავლეთი უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით დასრულებას არ ემხრობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რომის პაპ ფრანცისკეს უკრაინისადმი მოწოდება თეთრი დროშის აღმართვის და რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე და თქვა, რომ კონფლიქტის დასრულების საუკეთესო გზა კიევის შეიარაღებაა.

სტოლტენბერგის თქმით, ამჟამინდელ სიტუაციაში მოგვარება უკრაინისთვის კატასტროფული და ნატოსთვის საფრთხის შემქმნელი იქნება. თუმცა როდის და ვინ მიაწვდის დაჩქარებული წესით ომში მყოფ უკრაინას იარაღს, ნატოს გენერალურ მდივანს ეს აღარ უთქვამს. მით უმეტეს, როცა უკრაინა ამერიკის კონგრესის მიერ, უკვე ერთი თვის განმავლობაში, არარსებული მიზეზებით დაბლოკილი დახმარების მოლოდინშია. ასევე ევროპაში გამწვავდა დაპირისპირება უკრაინისთვის მესამე ქვეყნიდან იარაღის შეძენის თაობაზე, რამაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის მწვავე სახე მიიღო.

10 მარტს ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში კი 87 წლის პაპმა თქვა, რომ „უკრაინას უნდა აღმოაჩნდეს გაბედულება რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად“.

დაპირისპირება ევროპაში

საფრანგეთსა და გერმანიას შორის კი დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის ჯარის შესაძლო გაგზავნაზე ისაუბრა, გერმანიასა და საფრანგეთს შორის დაპირისპირებამ ისეთი სახე მიიღო, რომ ერთმანეთს საჯაროდ უკრაინის დახმარებაც კი წამოაყვედრეს.

26 თებერვალს ბუნდესკანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ, საჯაროდ და ამჯერად გადაჭრით თქვა უარი უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე, რაც იმით ახსნა, რომ ეს გერმანიას ომში მხარედ აქცევსო. შოლცი პარიზსაც დაუპირისპირდა - საჯაროდ თქვა, რომ არ ეთანხმებოდა მაკრონის მინიშნებას, დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე: „სანამ ბუნდესკანცლერი ვარ, არც ერთი გერმანელი ჯარისკაცი უკრაინაში არ გაიგზავნება“.

ამ დაძაბულობის კულმინაცია ბოლოს რუსულ სამთავრობო მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის გაჟონვა გახდა, სადაც, თითქოსდა, ბუნდესვერის წარმომადგენლები „ტაურუსების“ არა მხოლოდ მიწოდებაზე, არამედ ამავე „ტაურუსებით“ ყირიმის ხიდის მიზანში ამოღების ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე მსჯელობდნენ.

რას ნიშნავს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება

კონფიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სტოტელბერგის განცხადება რომ უკეთ გავიგოთ, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ უკრაინის ომი რატომ დაიწყო.

„უკრაინის ომი იმიტომ დაიწყო, რომ დასავლეთის გავლენები რეგიონში გაძლიერებულიყო. პოსტსაბჭოთა სივრცეში ბოლო წლების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან წარმოებული სწორედ ამას ემსახურებოდა. რუსეთი კი პირიქით, 2008 წლის ომიდან მოყოლებული ცდილობს, რომ ეს გავლენები შეამციროს. ამერიკული პოლიტიკის უთავბოლოობამ მოიტანა ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ. რუსეთმა ხელები ბოლომდე გაიხსნა, რაც 2008 წელს, საქართველოსთან ომით დაიწყო.

მას შემდეგ რუსეთი ამ პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს იმპერიულ რელსებზე დაბრუნდეს. დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება უკრაინაში იქნებოდა თუ სხვაგან, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რომელიმე მათგანი ისე არ დასუსტდება, რომ ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ ექნება. დასავლეთს, ვიცით, სხვისი ხელით ნარის გლეჯის პოლიტიკა ახასიათებს და ამ შემთხვევაში უკრაინელბზეა საუბარი. ძალიან კარგად იცოდნენ უკრაინის ხელისუფლებებმა, რომ 2014 წელს რუსეთი მხოლოდ ყირიმზე არ გაჩერდებოდა. საბოლოო ჯამში, ასეთი სურათია, რომ ომი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ეს ბრიუსელში, ვაშინგტონში და მოსკოვში უნდათ“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

კითხვაზე თუკი უკრაინას გაუჩნდება სურვილი დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ამ მდგომარეობით, რაც ახლა ფრონტის ხაზზეა, ჩაითვლება თუ არა ეს დასავლეთის დამარცხებად და რა სახის ზიანს მოუტანს ეს ნატოს? კონფლიქტოლოგი გვეუბნება, რომ უკრაინა ახლა ძალიან რთულ მგდომარეობაშია. არეშიძე მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ ტერიტორიები წართმეულია, მეორე მხრივ კი დანგრეულია მთელი აღმოსავლეთ უკრაინა. უკრაინის პრობლემები უკვე სხვა ქვეყნების მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ უკრაინა არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ბრძოლა შეწყვიტოს.

„ვხედავთ რაც ხდება პოლონეთში, როცა პოლონელი ფერმერები უკრაინის ავტომობილებს ამტვრევენ, რომელიც უკრაინული მარცვლეულით არის დატვირთული და ევროპის ქვეყნებში მიდის. საბოლოო ჯამში, პროცესი იქით მიდის, რომ მაგიდასთან უკრაინის დაჯდომა აბსოლუტურად წამგებიანი იქნება. ამოცანა, რომელიც დასახული აქვს დასავლეთს უკრაინის მეშვეობით რუსეთის დასუსტებისა, ჯერ მიღწეული არ არის. ამიტომ იქნება ეს ომი მანამ, სანამ უკრაინა ან რუსეთი ისე არ დასუსტდება, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა აღარ ექნებათ“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

თუმცა რეალურად სურს თუ არა დასავლეთს რუსეთის ბოლომდე დასუსტება და რა ფორმით უნდა მისი უკრაინაში დამარცხება? არეშიძე ამბობს, რომ დასავლური პოლიტიკური ლიდერების უკან ფინანსური სტრუქტრები დგანან, რომლებიც დასავლურ პოლიტიკას ქმნიან. მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთის რესურსების დაუფლება და კონტროლი.

„რაც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მაკრონომა თუ შოლცმა, ეს ხალხი წყვეტს ჯამში პოლიტიკას. ჯერ ერთი, მაკრონის განცხადება ჯარის გაგზავნაზე ნონსენსია, რადგან ამას არავინ დათანხმდება. მეორე - ამ ომში დასავლეთი მოხალისეების და ინსტრუქტორების სახით ისედაც მონაწილეობს. სხვადასხვა მონაცემებით უკვე უკრაინის ომში 3500-მდე უცხოელი სპეციალისტი და მოხალისეა დაღუპული. ჯერ მარტო 62  ქართველია დაღუპული, წარმოიდგინეთ იმათგან რამდენია დაღუპული. მთავარი არის ის, რომ ომის შემქმნელებს სადამდე ექნებათ ომის გაგრძელების სურვილი, იქამდე გააგრძელებენ. ამიტომაც ხდება დასავლეთიდან იარაღის ასე წვეთ-წვეთად მიწოდება და ომის გაწელვა“, - ამბობს არეშიძე.

რაც შეეხება რუსეთის მოლოდინს ამ ომში, ამყარებს თუ არა პუტინი ომის მოგებაზე იმედს დასავლეთის დაღლასა და დაპირისპირებაზე? - არეშიძე გვპასუხობს, რომ პუტინს დასავლეთისგან განსხვავებით, ამ ომში თავისი რესურსები არ ენანება.

„რუსეთმა ბოლო საუკუნეებში ერთადერთი სერიოზული მარცხი იწვნია, როცა კოალიციურ დასავლეთთან ყირიმისთვის ბრძოლა წააგო. რუსეთმა ყველა ის ომი მოიგო, როდესაც მოწინააღმდეგის ძალა თავის ტერიტორიაზე შემოიტყუა და ფრონტი გაშალა. ასე იყო ნაპოლეონის და ჰიტლერის შემთხვევაში. ამიტომ ეს ტაქტიკა, რომელიც მეტოქის რესურსულ შიმშილზეა ორიენტირებული, ახლაც მუშაობს. პუტინს სწორედ ამის იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი ამ გამოწვევას ვეღარ გაუძლებს. ეს იმიტომ კი არა, რომ დასავლეთს რესურსი მოაკლდება, არამედ კრემლში კარგად იციან, დასავლურ დემოკრატიაზე როგორ უნდა იმოქმედონ. ეს არის ამომრჩევლის განწყობების შექმნა და პუტინი ამაზე მუშაობს“, - ამბობს არეშიძე.

trampi მიხეილ ყაველაშვილი:
რადიკალური ოპოზიცია ერთი ბატონის მსახურია - იმ ძალისა, რომელმაც სააკაშვილს 2008 წელს დაკვეთა მისცა


ვაააა...............ვინააა ბოლო ბოლო ის ძალა, ვიინ?? თქვით... ჩვენ გვიმალააავთ??? ....თქვით თორე მე პაკისტანი მგონია
..უნდა წავიდე და იმათ საელჩოსთან მიტინგი ჩავატარო--- ეგეთ გოთვერნობებს რომ გვიწყობენ (ისე პაკისტანს კი აქვთ ატომური ბომბი ხო იცით)
ისე კი ვარდოსი არ იყოს ----- ამ უბანში იმ ქურქის ყიდვა ვისაც შეუძლია შენ ჩემზე კარგად იციო
ჰოოოოდა ეს კი უკვე საეჭვოაააა..........
მგონი თქვენ ამერიკაზე მიგვანიშნებთ, ამერიკაზე
მართლაააა.......უი ეს რა გაიგო ჩემმა ყურებმა, მომიკვდეს თავი....ეგენი ხომ ჩვენი მეგობრები არიან, მეგობრები, ეგენი ეგეთ რამეს როგორ იზამენ?? არ მჯერა არა............... ძია ლენინი მომკვდარა არ მჯერა არა არაო.....
არ მჯერა კი არა ...................მაგათი კოლუმბი ქუნემ, .....ქუნემ, ქუნემ და მარადჟამს ქუნემ!!!!!!!!!!!!!!


ისე კი რა კაი დრო დამიდგა---- ამ კოლუმბს ეს ჩვენი მთავრობა ჩემზე მაგრად ლანძღავს...ანუ ანტი დასავლურ კომპანიას ,,აღვივებენ,,
მე დაჟე იმათთან შედარებით ზრდილობის განსახიერება ვარ
არადა თუნდაც 10 წლის წინ რამდენიმე კაცი აქ კოლუმბს რო ვლანძღავდით.... პუტინი უნდათო
დაჟე ღამეებს ვათენებდით და მეგობრების საქციელებს ვშიფრავდით
აი ეხლა ხო გამოჩნდა პუტინი გვინდოდა თუ ორთაჭალაში მოცეკვავე ბუში?

ისე ამ ამერიკამ სიკვდილის წინ ერთი სურვილი რო შეგვისრულოს ხო შეიძლება?? ---პუტინი წაიყოლოს თან პუტინი, ორივენი დაისვენებენ და ჩვენც მოგვწყდებიან თავიდან
მისამართი .................. წყნარი ოკეანე--- კაციშვილი არ შეუშლით იქ ხელს...
1 თვის უკან