„არახამიას აქვს ბოღმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან „ოცნებამ“ მოახერხა და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა“

„არახამიას აქვს ბოღმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან „ოცნებამ“ მოახერხა და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა“

დავით არახამია კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პირობებს ასახელებს. უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება საქართველოს მთავრობის 11 მარტის განცხადებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას ეხება და კიევის თბილისთან ურთიერთობის დარეგულირების სამ პირობას უყენებს.

არახამიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები და „შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში“. ამასთან, არახამია საქართველოს ხელისუფლებას „პროკრემლისტურს“ უწოდებს.

მანამდე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ხელისუფლების თანამდებობის პირები ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე თბილისს უნდა გადმოსცეს. ამასთან, საქართველოს მთავრობამ მიუთითა უკრაინის ხელისუფლების რიგ „არამეგობრულ“ ნაბიჯზე.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა“.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 11 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს.

არახამის განცხადებას მმართველი გუნდი 12 მარტს გამოეხმაურა, სადაც ასევე არახამიას დაუსახელეს პირობები, რომელიც უკრაინა - საქართველოს ურთიერთობის განმუხტვისთვის აუცილებელი იქნება.

„ვიღაც არახამია სულელურ მოწოდებებს აკეთებს, ჩვენ რომ მის მოწოდებებს ავყოლოდით, ახლა გაგანია ომი გვექნებოდა ქვეყანაში. არახამია არავინ არ არის. ნულოვანი ფიგურაა თავის ქვეყანაში, არ იცნობდა ერთი კაციც კი, ომი რომ დაიწყო“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა და დასძინა: „დავით არახამია თავის ქვეყანაში არის ჩვეულებრივი ჯამბაზი. ის არ არის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ცდილობს რომ ასეთი იყოს. მას აქვს სამი მოწოდება ურთიერთობების განმუხტვისთვის. ეს არის დამნაშავე სააკაშვილის გამოშვება, რომელიც შეფარებული ჰყავდა ამდენი წელი. ეს არის ფრენების აკრძალვა და ჩვენ რომ მოგვიწოდებს ფრენების აკრძალვისკენ, მის ტერიტორიაზე გადის რუსული გაზი ევროპაში და რატომ არ უთიშავს რუსულ გაზს? რუსული გაზი ჩვეულებრივად მოძრაობს ტრანზიტით უკრაინის გავლით ევროპისკენ და მერე ფული ერიცხება რუსეთს და იმ ფულით კლავენ, სამწუხაროდ, უკრაინელ ჯარისკაცებს“.

როგორც ბექა დავითულიანი აცხადებს, თუ ურთიერთობების განმუხტვა უნდა უკრაინას საქართველოსთან, საჭიროა ყველა დამნაშავე და ძებნილი გამოგზავნონ საქართველოში და ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რომ ომში ჩათრევისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, დავით არახამია წარმოადგენს დე ფაქტო კოლონიას, რომელიც მთლიანად ექვემდებარება „გლობალური ომის“ პარტიის პოლიტიკას. ქართველიშვილი ამბობს, რომ დე იურე სახელმწიფო უკრაინა, დე ფაქტო ამერიკის საელჩოს მხრიდან იმართება. ამიტომ არახამიას განცახდებაში, მონის და აგენტის უკიდურესი გაღიზიანება ჩანს.

„არახამიას აქვს სერიოზული ბოღმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან „ოცნებამ“ მოახერხა და ამ მძიმე გლობალური ომის პირობებში ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ჩვენი ხელისუფლება, ამ მძიმე პერიოდში ახერხებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ამას აკეთებს არა ცალ ფეხზე ხტომით, არამედ მყარად და ღირსების ქონით. „ოცნებას“ არ უჭირს სიმართლის თქმა იქ, სადაც არახამიას სახელისუფლებლო გუნდის წევრები ვერ ახერხებენ.

ამიტომ აგენტის, ლაქიას და მარიონეტის მითითებას საქართველოსთან მიმართებით, ვინ უნდა გამოუშვან ციხიდან, სად უნდა ახორციელებდნენ ფრენებს ამა თუ იმ ქვეყნის თვითფრინავები, საქართველოს არ აინტერესებს. ჩვენ ვართ თვითმყოფადი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ცდილობს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა ჰქონდეს და ჩვენი სახელწმიფოს ინტერესებით იმოქმედოს. ამიტომაც არ არის დღეს საქართველოშო ომი“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს სრული უფლება ევროკავშირის ქვეყნები იქნება, ამერიკა თუ მით უმეტეს უკრაინა, გასცეს ის პირები, რომლებიც კრიმინალები არიან.

„ეს გუნდი, პრეზიდენტ ზელენსკით დაწყებული და არახამიათი დამთავრებული, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როგორი თუნდაც საქართველოა. ისინი აჟღერებენ იმ პოზიციას, რასაც მათი აგენტოკრატი პარტნიორები აჟღერებინებენ. ამიტომ ჩემთვის ეს არის კოლექტიური არახამია, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებელი სუვერენული აზრის გამოხატვას და ახმოვანებენ იმას, რასაც გლობალური ომის პარტია უბრძანებს. საქართველო გამოექცა ასეთ დამოკიდებულებას და ძალიან შორს არის იმ სახელისუფლებლო მოდელისგან, რომელიც კიევში უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია და რომლის დაბრუნებასაც უშედეგოდ უკვე 12 წელია ცდილობენ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამას კარგად ხედავს“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წვერი თამთა მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ლოგიკურია, სურს უკრაინის ხელისუფლებამ მასთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედოს. მეგრელიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინამ საქართველოს გადმოსცეს ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც დამნაშავეები არიან.

„ქართული სახელმწიფო, ეს იქნება საერთაშორისო ფლანგი თუ შიდა საჭიროებების დახმარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ ამ დიდ უბედურებას, რასაც ომი ჰქვია, თავი დააღწიოს. უბრალოდ, ძალიან შემაშფოთებელია უკრაინის დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. არ შეიძლება ასეთი პარტნიორობის და მეგობრობის პირობებში შენ ისევ ცალმხრივად მოქმედებდე და ვერ იაზრებდე იმ ფორმას, რომელიც, ზოგადად, პარტნიორულ ურთიერთობებს აქვს. არახამიასნაირი პოლიტიკოსების განცხადებებზე ქართული სახელმწიფოს აპელირება უხერხულია. ამ დიდი უპრეცედენტო დახმარების ფონზე, მართლა დიდ უმადურობასთან და დაუნახავობასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ის აბსოლუტურად სამართლებრივი საფუძვლებისგან დაცლილია. ის მოთხოვნები, რომელიც არახამიამ დააყენა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. პროცედურული თვალსაზრისით, მისი ხორცშესხმა გამორიცხულია“, - ამბობს მეგრელიშვილი.

trampi ფორბსმა გამოაქვეყნაო....ამ ორი წლის მანზილზე უკრაინასი ათასზე მეტი მილიონერი გაჩნდაო
ესეიგი ამ ომით, ამერიკელებს ვინ ჩივის, თვითონ ზოგიერთი უკრაინელი ჩათლახებიც შავი დედლებივით კეთდებიან
საწყალი უკრაინა
არადა ერთ დროს ...... აუუუუუუ მაგარი ქვეყანა იყო......
1 თვის უკან
ცუგო- ომი დაწყებული არ იყო, როცა არახამიამ საქრთველოს მიმართ აგდებული დამოკიდებულება აშკარად გამოხატა, როცა თქვა საქართველო ამერიკა ხომ არ არის, ანგარიში რომ გავუწიოთ მის კანონიერ მოთხოვნაზე, ძებნილების გადაცემის შესახებ
1 თვის უკან