პროკურატურა გერმანიისგან და ბელგიისგან კიევში დაბრუნებული ადეიშვილის ექსტრადირებას ითხოვს

პროკურატურა გერმანიისგან და ბელგიისგან კიევში დაბრუნებული ადეიშვილის ექსტრადირებას ითხოვს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მას შემდეგ მიმართა, რაც ადეიშვილი კიევში დაბრუნდა. რატომ არ იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უმძიმეს დაშაულებში ბრლადებული და მსჯავრდებული ადეიშვილი, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ირაკლი შოთაძის უწყება არ პასუხობს, ისევე როგორც არ პასუხობს კითხვას - რატომ დაელოდა პროკურატურა ადეიშვილის კიევში დაბრუნებას?

ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტები და შეხვედრები, რომელშიც მონაწილოებოდა როგორც უკრაინის დელეგაციის წევრი, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს ევროკავშირის და გერმანიის ელჩები, რომლებსაც განემარტათ, რომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.

ცხადია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მჯავრდებული ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილები და ბრალდებულები, არ უნდა იღებდნენ მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში მონაწილეობას პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადეიშვილი და არა მხოლოდ ის მონაწილეობს საერთაშორისო დონის შეხვედრებში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

„ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, ბრიუსელსა და ბერლინში ხვდებიან. ადეიშვილი არის მსჯავრდებული არა ერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას დამატებით 2 ბრალი წაყენებული აქვს. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია, ჩართულია საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. კერძოდ, - სასამართლოს ნაწილში. მაგალითად, ე.წ. ვეტინგის სისტემის ამოქმედება, რაც ნიშნავს სასამართლო სისტემაში უცხოური საელჩოების მიერ დანიშნული მოსამართლეების ჩართვას და რომლის მიღებას ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს, სწორედ ზურაბ ადეიშვილის ინიციატივაა. პარლამენტის თავმდომარის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული რეფორმა და ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მიერ მოლდოვაში ჩატარებული რეფორმები საქართველოში აღარასდროს ჩატარდება.

„რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი?! როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?! ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ.

მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. განაჩენების შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაგვეუქმებინა, რომლის შემოტანაში წვლილი თავად ადეიშვილმაც შეიტანა, მას, მთლიანობაში, ციხეში 18-წლის გატარება მოუწევდა. ის იყო სააკაშვილის ჯალათი და ძალადობრივი მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. შეუძლებელია, რომ ადეიშვილი ვინმემ დემოკრატიულ რეფორმატორად წარმოუდგინოს ან ქართველ ხალხს, ან საერთაშორისო თანამეგობრობას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გერმანიასა და ბელგიასთან ულტიმატუმების ენით საუბარი არის ძალიან უხერხული.

„ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას ევროკავშირთან და არ მგონია, რომ რეალურად, ახლა საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის სტანდარტით იმ პოზიციაში იყოს, რომ ასეთი ულტიმატუმების ენით ესაუბროს ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადეიშვილი ყოფილიყო ინტერპოლით ძებნილი.

„ადეიშვილთან დაკავშირებით გერმანია არაფერ შუაშია, პირველი დამნაშავეა „ქართული ოცნება“, რომელმაც ვერ უზრუნველყო, ერთი მხრივ, ინტერპოლით ყოფილიყო ძებნილი, მეორე მხრივ, დასავლეთში საქართველოსთან მიმართებით ყოფილიყო სამართლებრივი სახელმწიფოს განცდა. ბუნებრივია, ახალი არაა ეს მოთხოვნა, დიდი ხანია, ამას ამბობენ, მაგრამ ამ მოცემულობაში ეს კიდევ უფრო წარმოუდგენლად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ჩვენი და უკრაინის მეგობრობის, „ქართული ოცნების“ იმ დამოკიდებულების, რომელმაც ბარიერი გააჩინა საერთო მტერთან მებრძოლ ქვეყანასთან მიმართებით“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ადეიშვილი ევროპული ვოიაჟში, რომელსაც პოლიტიკური შემადგენელი აქვს, განსაკუთრებული და არც დიდი ამბავი არაა „გირჩითვის“. როგორც ჰერმან საბო ამბობს, ბუნდესტაგში ვერ დაიწყებდნენ იმის გარჩევას, უკრაინის დელეგაციაში ვინ რა სტატუსით იყო.

„მსგავსი ბრალდებების მქონე ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ვიღაცებს ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ამაზე განსაკუთრებული პანიკა არ ყოფილა. ეს ადამიანი გაქცეულია და ვიღაცას სადღაც ევროპაში შეხვდება, ეს არც დიდი ამბავი და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია. ერთ-ერთი პოლიტდევნილის ჩვეულებრივი შეხვედრებია ევროპაში, ყოველ შემთხვევაში, ის თავს ასე აღიქვამს.

რა თქმა უნდა, ცინიზმია, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში სასამართლო რეფორმაზე საუბრობს. ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის სასამართლო გადაბარებული „ქოცები“ ადეიშვილს აკრიტიკებენ, როცა ევროპაში სასამართლოს რეფორმაზე საუბრობს. როგორც გავიგეთ, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა აღარ არის, შესაბამისად, უცხო ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ბუნდესტაგში წავიდა, რომელიც ქართულ ხელისუფლებას არ მოსწონს“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ პირველივე მსგავსი მოთხოვნების საფუძველზე აშშ-ს, იტალიას, თურქეთს გადასცა არაერთი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ მგძნობიარე სფეროში „ცალმხვრივი მეგობრობის“ პრაქტიკა უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი საკუთარ აგენტებსა და თავის პარტნიორებს შორის.

„ყოველი დღე გვაახლოვებს რეალურ დე-ფაქტო დეკოლონიზაციისაკენ. საქართველოს ისტორიაში მსგავსი კოლონიალური დამოკიდებულების არაერთი პრეცედენტი გვქონდა. ყველა მათგანი ძალიან ცუდად დასრულდა თავად კოლონიზატორებისთვის. არადა, საქართველოსთან მეგობრობისა და თანაბარუფლებიანი პარტნიორობის საფუძველზე ურთიერთობა ერთადერთი წარმატებული ფორმულაა ნებისმიერი სტრატეგიული თანამშრომლობისა. ეხლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი ადეიშვილ-კეზერაშვილსა და საქართველოს შორის. საკუთარ აგენტებსა და თავის პარტნიორებს შორის. ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

იმ შემთხვევაში თუ ადეიშვილის კრიმინალური წარსული კარგადაა დოკუმენტირებული ქართული სასამართლოს მიერ, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ეს უნდა იცოდეს ევროკავშირში ყველამ, მესაზღვრიდან დაწყებული უმაღლესი ევროჩინოვნიკით დამთავრებული.

„თუმცა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ იციან, მაგრამ უკრაინას „ვერ გაუტეხეს“ და მაინც შეუშვეს და მიიღეს. ვეჭვობ, რომ უკრაინაში თუ სხვაგან დაბუდებული სხვა ძებნილი ნაცჩინოვნიკებიც ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს ვერ შეელია ევროპა და აქ საკუთარ „კოლონად“ განიხილავს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ლევკოთეა მახინჯი ნაცებისგან რა უნდა გაგიკვირდეს კაცს და განაჩენების შეკრებითობის პრინციპით, გამეტებული ჰყავდათ საქართველოს მოსახლეობა. რომელიმე ჩერჩეტ ახალგაზრდას, გოჭი რომ მოეპარა სხვისი საღორიდან, სისხლის სამართლის 5-6 მუხლს ერთად მიუყენებდნენ: სხვსი ქონების (გოჭის) მიტაცება, სხვისი ქონების (საკეტი კლიტის) დაზიანება, უკანონო შეღწევა სხვის საკუთრებაში (საღორეში) და ა.შ. . . . დააბერებდნენ ციხეში, იმდენს მიუსჯიდნენ. . . ან, თავანს მიატანინებდნენ ასი გოჭის საღირალს და საპროცესოთი და პირობითით გაუშვებდნენ დროებით, მომდევნო თავნამდე.
1 თვის უკან
trampi ელოდეთ ელოდეთ
მანამ არ აგიდგეთ გვერდები
თქვე უტრაკოებო ................ რის გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენ ის გაააკეთეთ და მთვარეზე გააფენის ოცნებებს დაანებეთ თავი
ექსტრადირება მოინდომეს ბიჭებმა ..იქეთ თქვენ არ მიგაექსტრადირონ ფრტხილად იყავით
1 თვის უკან
trampi დავით ქართველიშვილი: როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დე-ფაქტო უარყოფა/დელეგიტიმაცია და ნეოკოლონიზატორების მიერ თავის "პლანტაციებზე" ჩვენთვის "შესაფერისი ადგილის" მიჩენა


გაიგეეეთ??? პლანტაციებშია თქვენი ადგილი, პლანტაციებშიო
ხვდება ეს კაცი საქმის არსს, ხვდება
ჰოოდა იშოვეთ თოხი და ბარი და მააარშ ამერიკულ პლანტაციებში
ჰმმ ......................ექსტრადირება ......
1 თვის უკან
trampi გოჭი კი არა რუსთავში მეზობლის პადვლიდან სამი ცარიელი შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს საწყალ ბიჭს
ერთი შტოფი 4 წელი და 3-ზე გაუმრავლეს
მაშინ სუბარი იყო ------ აჩმახა აჩმახა მაგრამ არაფერი გამოუვიდა....
1 თვის უკან