„ფოფხაძემ დაიჯერა თავისი პოლიტიკოსობა და მამალი ინდაურივით გაიფხორა, რომელიც დედალი ინდაურისკენ იწევს მარტში, გაივლის ეს მარტიც და ჩაფლავდება“

„ფოფხაძემ დაიჯერა თავისი პოლიტიკოსობა და მამალი ინდაურივით გაიფხორა, რომელიც დედალი ინდაურისკენ იწევს მარტში, გაივლის ეს მარტიც და ჩაფლავდება“

„მხოლოდ საკუთარ სკამსა და მდგომარეობაზე მოფიქრალი, ქვეყნის მტერი“ - გედევან ფოფხაძე, როგორადაც მას საკუთარი მეგობარი-ნიკა გვარამია მოიხსენიებდა, დღეს უკვე გვარამიას გუნდს შეუერთდა. გედევან ფოფხაძემ დაივიწყა ის უხეში ეპითეტი, როცა გვარამიამ ფოფხაძე გენიტალიად მოიხსენია მხოლოდ იმის გამო, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფოფხაძე აცხადებდა, რომ გრიგოლ ვაშაძის მოგების შემთხვევაში, საქართველოში სამოქალაქო ომი იქნებოდა.

ერთ დროს ინტელექტუალური კლუბის „რა, სად, როდის?“ წევრების-გვარამიასა და ფოფხაძის გზების გადაკვეთა, სავარაუდოდ, იმით არის განპირობებული, რომ „ბრინჯაოს მოაზროვნის“ სტატუსის მქონე ამ ორმა ადამიანმა, განჭვრიტა, რომ ამ არჩევნებში ერთმანეთი სჭირდებოდათ. გედევან ფოფხაძე უფუნქციოდ იყო დარჩენილი და ეკა ბესელიას შემდეგ სად წავიდოდა, თუ არა გვარამიასთან.

მართალია, ნიკა გვარამია საკუთარ პოლიტიკურ გუნდში, სახელწოდებით, „ახალი“ სრულიად ახალი სახეების შეკრებას აანონსებდა, მაგრამ გედევან ფოფხაძის შემთხვევაშიც, ძველი სახე გამოუვიდა. გვარამიას გუნდში არც გვარამია აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის ახალი, არც გედევან ფოფხაძე.

ნაციონალებთან სიმპათია გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ დატოვებისთანავე გამოავლინა. მართალია, „ოცნებას“ უწუნებდა პრინციპებსა და ღირებულებებთან დაშორებას, „ნაციონალიზაციას“, ასევე, უწუნებდა იმას, რომ „ქოცებმა“ შეინარჩუნეს ნაცების დროინდელი პროკურორები, მოსამართლეები, ჩინოვნიკები, მაგრამ იყო თუ არა ნიკა გვარამია ნაცების დროინდელი პროკურორი, ალბათ, ამის დავიწყება გედევან ფოფხაძემ შეძლო. ფაქტია, მან ჯერ ნიკა მელია დაიცვა, შემდეგ უკვე ნიკა გვარამია, რომელიც ასლან აბაშიძის ქმედებას შეადარა, რომელმაც ჩოლოქის ხიდი ააფეთქა, ნიშნად იმისა, რომ, გედევან ფოფხაძის თქმით, არ სურდა ევროპა და დემოკრატია.

გვარამია-ფოფხაძის ტანდემს „უცნაურ აჯაფსანდალად“ აღიქვამს „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და თვლის, რომ არ იცის, რა არის გვარამიას გუნდთან ცალკეული ადამიანების გაერთიანების მოტივაცია - მეგობრობა, ფული, თუ კიდევ სხვა რამ, ფაქტია, ეს არაა იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები“, - ასე აფასებს პარლამენტარი ალუდა ღუდუშაური ნიკა გვარამიასა და გედევან ფოფხაძის გაერთიანებას, რომელთაც ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი გულმავიწყია და ვერ შეაფასებს იმას, თუ ვის წარმოადგენს გვარამია, ან გედი ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძე საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის წევრი იყო „ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ სიით, იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც, ისევ „ქართული ოცნებიდან“. თუმცა „ოცნება“ 2019 წელს დატოვა და ბესელიას ახლად შექმნილ პარტიაში გაწევრიანდა, რომელიც სულ რამდენიმე თვეში დატოვა. ამის შემდეგ იგი მარიამ ჯაშის, ლევან გოგიჩაიშვილის, ბექა ნაცვლიშვილის პარტიას შეუერთდა, რომელიც მალევე დატოვა. 2021 წელს სოლიდარობა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ მაშინდელ თავმჯდომარე ნიკა მელიას მის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის გამო და შეუერთდა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არავითარი ახალი ძალა გედევან ფოფხაძე არ არის, გედევან ფოფხაძე იყო მეხუთე კოლონის წარმომადგენელი მაშინაც, როდესაც ის შესული იყო „ქართულ ოცნებაში“. ამის დასადასტურებლად ედიშერ გვენეტაძე შარშანდელი 7-8 მარტის მოვლენებს იხსენებს, როდესაც გედევან ფოფხაძე იდგა სერგი კაპანაძესა და სხვა ნაცებთან ერთად და აღნიშნული სამეული, სერზე მდგარი სამი მგლის მსგავსად, უყურებდნენ იმ უბედურებას, რაც რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ ხდებოდა, - როდესაც პრეზიდენტი ვაშინგტონიდან მომიტინგეებს მოუწოდებდა, ცოცხლად დახოცეთ ახალგაზრდა ქართველი პოლიციელებიო, ამ დროს გედევან ფოფხაძე და მისი მეგობრები იძახდნენ, მიღებულია იქიდან ნიშანი, რას უცდიან, უკვე უნდა შეიჭრნენო.

„მარტის პროტესტის დროს გედევან ფოფხაძე და მისი მეგობრები ამბობდნენ, დამთავრებულია ამათი საქმე, მაქსიმუმ, შეიძლება, ერთი თვე-თვენახევარი გაძლოს ამ ხელისუფლებამო. ეს ნიშნავს, რომ გედი ფოფხაძე დასავლეთიდან იმართება, ან პირიქით, გადაბირებულია იმ ძალების მიერ, რომლებიც დგანან გვარამიას უკან. გედი ფოფხაძეს ეგონა, პოლიტიკოსი იყო, როდესაც ის შეათრია ბიძინა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“, დაიჯერა თავისი პოლიტიკოსობა და უკვე მამალი ინდაურივით გაიფხორა. ახლა ის ფაფხურობს და ეს არ მიკვირს, რადგან მამალი ინდაურები დედალი ინდაურებისკენ იწევენ მარტის თვეში, მარტის თვეა ახლა, გაივლის ეს მარტის თვე და ჩაფლავდება მერე“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე, რომლის აზრითაც, გედი ფოფხაძე ვერაფერს შემატებს გვარამიას და ვერც პირიქით, გვარამია ვერაფერს შემატებს ფოფხაძეს.

მისივე თქმით, გვარამიამ ერთხელ უკვე საშინლად ლანძღა გედევან ფოფხაძე, მაგრამ ეს მათთვის არაფერია. ამ ხალხს ხმას ვერ ამოაღებინებთ ლგბტ-ს შესახებ, ამით ყველაფერია ნათქვამი, ესენი ყველაფერს იკადრებენ ფულისთვის.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძე არანაირად არ გააძლიერებს გვარამიას გუნდს, რადგან ჯერ გვარამია ეყოფა იმ გუნდს ჩასაძირად, ახლა უკვე ფოფხაძეც დაემატა. საზოგადოებაში არანაირი ნდობა და მხარდაჭერა ამ ადამიანებს არ აქვთ.

„გედევან ფოფხაძე არანაირი პოლიტიკური სახე არ ყოფილა და არც დღეს არის. 32 წელი შესრულდა, რაც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს ახლოდან ვაკვირდები, 1992 წლის ოქტომბრიდან პარლამენტის წევრი გავხდი და ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანები ამა თუ იმ გუნდში მოხვედრის გადაწყვიტილებას პირადი ურთიერთობებისა და ანგარების გამო იღებენ. არავითარი პრინციპები და პოლიტიკური თუ ზნეობრივი იდეალები არ აწუხებთ. დაახლოებით ეს იგივეა, ადამიანი რომ ეძებს სამსახურს და ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ გარკვეული შემოსავალი ჰქონდეს. ზუსტად იგივეა, როცა კალეიდოსკოპური სიჭრელით პოლიტიკოსები არიან ხან ერთთან, ხან მეორესთან. არ გამიკვირდება, გახარია და მელია ერთად რომ აღმოჩნდნენ, ან მელია და „ლელო“, ეს ყველაფერი არაერთხელ გავიარეთ და ამას შეეჩვია ჩვენი საზოგადოება“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

მისივე თქმით, თავის დროზე „გირჩი“ პარლამენტში შევიდა ეპატაჟური ქცევის შედეგად. ისინი ავიდნენ ატოცში, ჩაიხადეს შარვლები, გაიშიშვლეს უკანალები, მიუშვირეს იქითა მხარეს და შედეგად აირჩიეს პარლამენტში, მაგრამ ეპატაჟური ქცევით შეიძლება 1-2% მიიღოს ადამიანმა საქართველოში, როგორც კლოუნმა. როდესაც ლაპარაკია 5%-იან ბარიერზე, ასეთ სახეებს, როგორიცაა გვარამია, გედევან ფოფხაძე, არანაირი პოზიტიური წვლილის შეტანა არ შეუძლიათ.

ლევკოთეა სწორი შეფასებებია ფოფხაძის მიმართ. ფულის და გავლენის მოპოვებისთვის ყველაფერზე წავა. ერთ წუთში შეუძლია საპირისპირო პოზიცია დაიკავოს, თუ ფულის სუნი იგრძნო. ბევრად დიდი ხანია ვიცნობ, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდებოდა.
1 თვის უკან
ლაზი ყველა პარტიაში ნამყოფი და ნახმარი ხელთათმანივით ყველასგან მოსროლილი თუ ახალია, მოახმაროთ ღმერთმა ერთმანეთი.
1 თვის უკან