ოპოზიცია უკვე ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს ქმნის, სადაც მინისტრებად გვარამია, შაშკინი, ვაშაძე, ბუღაძე, ლომჯარია, გიგაური, ბესელია და სხვა ნაციონალები სახელდებიან

ოპოზიცია უკვე ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს ქმნის, სადაც მინისტრებად გვარამია, შაშკინი, ვაშაძე, ბუღაძე, ლომჯარია, გიგაური, ბესელია და სხვა ნაციონალები სახელდებიან

ოპოზიციაში უკვე არსებობს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის მონახაზი და ცნობილია იმ ადამაინების გვარები, რომლებიც თუკი კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო, მინისტრთა კაბინეტს დაიკავებენ. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს; შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას; საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილს ან სალომე სამადაშვილს, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს; ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს; იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას; განათლების მინისტრის პოსტზე ნინო ლომჯარიას; გენერალურ პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური; ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძეს; ფინანსთა მინისტრად პეტრე ცისკარიშვილს; სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილს ან შალვა კერესელიძეს; კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძეს; ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძეს, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელიას.

უმრავლესობის შეფასებით, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ ერთიანდება და რეალურად, ეს დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ყველაფერი ხალხის ხელშია და როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება.

„ყველაფერი აბსოლუტურად არის ხალხის ხელში. როგორც ხალხი გადაწყვეტს - ისე იქნება ყველაფერი. ამ ტყუილების მოგონებას, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც საქმეს მიხედოთ და ხალხს რაც აწუხებს, იმაზე გასცეთ პასუხი, და იმაზე იზრუნოთ“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს მიხეილ დაუშვილს, ის ნებისმიერი კოალიციის შექმნას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც, გამორიცხავს.

„სრულად გამოვრიცხავ, 100%-ით, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად რაიმე ფორმის კოალიციის შექმნას. რა შეიძლება, რომ მაგათგან გამოვიდეს? ხუმრობას ჰგავს, კარგი ანეკდოტია, ერთხელ მაინც გავიცინებთ და ეგ არის“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა კი ამბობს, რომ რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთებს, „ჩათლახობაა“.

„თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია - ასე დასახელდა. ის მსხვერპლი რომ ჰყავს, რომ მისდევს ხოლმე, მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა, ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს.

კაცი გამოვიდა, 1%-იანი რომ იყავი - მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ? სცენიდან ჩააგდეთ და შენ და პეტრემ ჩაუტარეთ პრეზენტაცია ამერიკულ სტილში, მოსცხეთ ტაში იქაც და ამის შემდეგ საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრობა მაინც არ ეკუთვნის? არა ხარ სწორი კაცი შენ. ხაბე, ამოიღე შენც ხმა ბიჭო, რა დასჯილივით ხარ“, - აცხადებს  ირაკლი ზარქუა.

ანალიტკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი ჩრდილოვანი კაბინეტი ღიმილის მომგვრელია და ეს ამომრჩევლის თვალში კიდევ დამატებით არგუმენტს იძლევა იმისთვის, თუ 2024 წელს მხარი ამ ოპოზიციას რატომ არ უნდა დაუჭიროს.

„სანტერესო ისაა, რომ მსგავსი მთავრობა ჩვენს მოსახლეობას უკვე ჰყავდა. ასეთი შემადგენლობა ხომ უკვე ნანახიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და საკუთარ თავზეც ჰყავს გამოცდილი. ჯერ ერთი, საინტერესოა, ეს ე.წ. კაბინეტი მიხეილ სააკაშვილთან არის თუ არა შეთანხმებული. საერთოდ აქედან ჩანს, რომ ძირითადი მინისტრების ნაწილი ისევ ნაციონალები იქნებიან. საინტერესოა ასევე ნიკა გვარამიას უშიშროების მინისტრად დასახელება, რადგან ეს კაცი იუსტიციის, განათლების მინისტრი ხომ უკვე იყო. ასევე მთავრი პროკურორის მოადგილე გახლდათ. მაინტერესებს, მაშინ რა გააკეთა, რომ ახლა ხალხს მისი უკან დაბრუნება სურდეს ისევ?! ეს კაცი არაა მიხეილ სააკაშვილის იმ ჯოჯოხეთური 9-წლიანი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სახე - მოდელირებული დაკავებების და ა.შ?!

თუნდაც ეკა გიგური, რომელიც მერაბიშვილის ერთ-ერთ მაღალჩინოსანი იყო - ამ ქალბატონს როდის გამოუჩენია სინანული ან გულისტკივილი იმაზე, რაც ხდებოდა? ვფიქრობ, ეს არის ოპოზიციის ამომრჩევლისთვის შემოგდებული თემა, რომ აი, კაბინეტის შექმნაც კი შეგვიძლიაო. თუმცა საინტერესო ის არის, რომ პირიქით, ასეთი მთავრობის დანახვისას ელექტორატის დიდი ნაწილი ისევ ხმას „ოცნებას“ მისცემს და ეს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი უკუჩვენებას გამოიწვევს. ეს ე.წ. მთავრობა ვერ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ეს ყველა კვლევებით ძალიან კარგად ჩანს“, - ამბობს ქადაგიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიჩნევს, რომ თუკი ვინმეს მსგავსი სია და ე.წ. ჩრიდლოვანი კაბინეტის მონახაზი აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“. როგორც ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, თუ ეს სახელი და გვარები რეალობას შეესაბამება და ოპოზიციაში ასეთი განხილვა მართლაც მიდის, მაშინ „ოცნებას“ ამაზე კარგ საქმეს ვერც გაუკეთებენ.

„ე.ი. ორი ვერსიაა ამ სიასთან დაკავშირებით. თუ ეს რეალურია და ოპოზიცია მსგავს სახელებზე და გვარებზე ჩამოყალიბებულია, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ამის გაჟონვა მედიაში მოხდა ან ოპოზიციის ან ხელისუფლების მხრიდან. საქმე კი ისაა, რომ ასეთი გეგმის არსებობის შემთხვევაში, ეს ყველაზე მეტად „ოცნებას“ აძლევს ხელს. ამ მინისტრთა კაბინეტით, თუკი ოპოზიცია მას დაადასტურებს და ოფიციალურად გამოაქვეყნებს ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხორობას ვერ შეძლებენ. არ ვიცი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი რამდენად იქნება გიორგი ვაშაძით კმაყოფილი, მაგრამ ოპოზიციის ამომრჩევლის დიდი ნაწილი რომ ასეთ კაბინეტს არ მიიღებს, ეს ფაქტია. აქ არის ისეთი გვარები მოცემული, რომლებიც ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე უკვე ნამყოფები არიან.

პირველ რიგში, ნიკა გვარამია, რომელიც იუსტიციის, განათლების მინისტრი იყო. ასევე - მთავარი პორკურორის მოადგილე. მასთან დაკავშირებით ყველას კითხვები და პრეტენზიები აქვს. აქ არის ბესელია, რომელიც „ოცნებაში“ ყოფნის დროს კორუფციულ გარიგებებში არის ბრალდებული. ასევე გიგაური, რომელიც მერაბიშვილის დროს იყო თანამდებობის პირი. შაშკინი იყო თავდაცვის მინისტრი. კი ბატონო, არიან გვარები, რომლებზეც პრეტენზია არ ექნება ხალხს, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ თავად ოპოზიცაში ამ გვარებზე თანხმობა იქნება?“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსები გიორგი გახარიას უფრო აქვს, ამიტომ რა გამორიცხულია, რომ პრემიერობა მას კვლავ სურდეს. ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შესაძლოა ასევე ოფიციალურად ოპოზიციურ ბანაკში აღმოჩნდეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ნიკა მელიასაც, დიდი ალბათობით, პრეტენზია თანამდებობაზე ექნება. ამიტომ ძაბირაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს ურჩევს, ჯერ კაბინეტზე კი არა, იმაზე იფიქრონ, 5%-იანი ბარიერი როგორ გადალახონ და როგორ მოხვდნენ პარლამენტში.

ლაზი ეგ ხალხი მაგ მინისტრობისთვის და თანამდებობესათვის იკლავენ თავს, თორემ ვიღაც აფრასიონ ყარამანები თუ დანიშნეს მინისტრებად, მაგათ რა ხეირი ექნებათ. თაფლიანი კასრი სხვას მიართვან და თითონ ნერწყვი ყლაპონ?
2 თვის უკან
Gami მოკლედ -- ძაბირაძე მარაზმს მარაზმზე დებს კვერცხებივით. ისევ მესამე ძალის და შუაშისტების ნატვრა-ძიებაშია. ვაი!
2 თვის უკან