ბიჭვინთის აგარაკის დათმობას არც აფხაზები აპირებენ  და არც პუტინი - სოხუმში დიდი აქციებს ელოდებიან

ბიჭვინთის აგარაკის დათმობას არც აფხაზები აპირებენ  და არც პუტინი - სოხუმში დიდი აქციებს ელოდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმის ე.წ. საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. მოსკოვს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკზე რატიფიცირებული შეთანხმების ტექსტი არ აწყობს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა. ახლა კი ეს ცვლილებები მოკსოვს არ აწყობს.

როგორც კონფლიქტოლოგები for.ge-სთან ამბობენ, პუტინისთვის ბიჭვინთის აგარაკი უკვე პრინციპული საკითხი გახდა. მათი აზრით, აფხაზების უმადურობით გაბრაზებული პუტინი, ცდილობს, აჩვენოს ვინ არის უფროსი. ამიტომ მათთან ამ თემაზე არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მათი აზრით, რთულია იმის პროგნოზირება, მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა ფაქტია, რომ მოსკოვი აფხაზებს ამის გამო მკაცრად დასჯის.

როგორც აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია იუწყება, მოსკოვი უკმაყოფილოა იმ პუნქტით, რომლის მიხედვით, მესამე პირებისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა იკრძალება.

მოგვიანებით, ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიებმა დაადასტურეს, რომელთა თქმითაც, ნოტა მათ განკარგულებაში მოხვდა.

ეს ინფორმაცია ოპოზიციურმა გაერთიანებებმა - პარტიამ „აფსნი“ და „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა“, ასევე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „არუაამ“, „აფხაზეთის სახალხო პარტიამ“ და „ჩვენმა დედაქალაქმა“ დაადასტურეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, დილით ადრე, რიგგარეშე სხდომაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რითაც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა. ამასთან, ე.წ. დეპუტატებმა მესამე პირებისთვის ობიექტების, მიწის ნაკვეთების და აკვატორიის ნაკვეთების მესამე პირებისთვის გადაცემა აკრძალა.

ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი 1958-1961 წლებში, საბჭოთა კავშირის ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით აშენდა. 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში 49 წლით გადაცემული „ობიექტი“ მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე დოკუმენტის ძალაში შესვლიდან რუსეთს მას 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თითქოს ჩანდა ისე, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ ბიჭვინთის თემა გადაყლაპა, ამიტომ მოსკოვმა წნეხი კიდევ უფორ გააძლიერა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე მოსკოვის პრინციპულობა ძალიან არასწორია, რადგან აფხაზების გაღიზიანებას ცდილობენ, ან მათი ნებისყოფის ბოლომდე დათგრუნვა სურთ.

„ფაქტია, იმდენად უღირს მოსკოვს ბიჭვინთა, რომ ყველაფერზე მიდიან. მთავარი პუნქტი, რომელიც პრობლემური გახდა მოსკოვსა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის, ეს არის ბიჭვინთის მესამე პირზე გადაცემის საკითხი. აშკარად ჩანს, რომ ბიჭვინთა პუტინის ინტერესებშია და ეს მესამე პირი, დიდი ალბათობით, თავად არის. პუტინს და მის გარემოცვას უკრაინის ომიდან გამომდინარე ჩაუვარდა ევროპაში დასვენება. იქ რუსეთშიც ერიდება დასვენებას, რადგან შიში აქვს, რომ ოპოზიცია მიაკითხავს და რეალურად არ დაასვენებენ. ამიტომ აფხაზეთი და ბიჭვინთა ამისთვის იდეალური ადგილია. ეს არის სრულიად მოწყვეტილი ადგილი ევროპისგანაც და რუსი ოპოზიციონერებისგანაც. ამიტომ ის ფიქრობს, რომ თუკი დასჭირდება მშვიდად დაისვენებს და ა.შ.“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ბიჭვინთაში ორი დიდი სახელმწიფო აგარაკია, ერთი ხრუშოვის არის, მეორე კი გორბაჩოვის დროს ააშენეს. ამ ფონზე პუტინი აფხაზებს ვერ პატიობს „უმადურობას“ და სურს ბიჭვინთის საკითხს ბოლომდე მიაწვეს.

„პუტინი გაცოფებულია, რომ აფხაზებს ამდენს ვეხმარებით, სული ჩვენით უდგათ და როგორ, ერთი ბიჭვინთა რა გაუხდათ, რომ ვერ დაგვითმესო. მე მგონი პუტინი პრინციპზეა წასული. მოსკოვი ცდილობს, როგორმე აფხაზებს ეს აგარაკი ხელიდან გააგდებინოს. უნდა როგორმე ეს მიმყოლი ე.წ. ხელისუფლება აიძულოს, ისეთი კანონი მიაღებინოს, როგორიც აწყობს. ხელების გადაგრეხვა კიდევ უფორ მწვავედ გაგრძელდება. აშკარად ამ პრობლემას ისიც დაემატა, რომ „როსგვარდია“ უნდა ყოფილიყო ლეგიტიმური აფხაზეთის ტერიტორიაზე დ მას უნდა ჰქონოდა იგივე უფლებები, რაც პოლიციას ჰქონდა. აფხაზებმა ეს ამ ეტაპზე გააჩერეს. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზები წინააღმდეგობის გაწევის შეჩერებას არ აპირებენ.

მხოლოდ თბილისში ვერ ვხედავთ ამას. ჩვენ გვგონია, რომ აფხაზები ბრმა მარიონეტები არიან და წინააღმდეგობას არ წევენ. არადა ერთი მეორეზე მიყოლებულები წინააღმდეგობას უწევენ. მართალია, ეს წყალში წვეთია, მაგრამ წინააღმდეგობა რომ არის, ფაქტია. მე ველი, რომ ამ ფონზე რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მოგუდვა დაიწყება. სანქციების პირდაპირ დაწესება არ მოხდება, მაგრამ ეკონომიკურად ძალიან შეავიწროვებენ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ნოტას მალავს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნოტა არსებობს“,  -ამბობს ზქარეიშვილი.

მისივე თქმით, თავად აფხაზეთში არიან დაინტერესებულები, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონოს. ამიტომაც გაჟონა მედიაშიც და, დიდი ალბათობით, ეს ამბავიც რელობას შეესაბამება.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ ნოტათი მოსკოვმა ტონი გაამკაცრა და ცდილობს, აჩვენოს აფხაზებს ვინ არის მთავარი. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთი თანმიმდევრულად აფხაზეთში რეჟიმს ამკაცრებს და აფხაზებისთვის თავიანთი ადგილის მიჩენას ცდილობს.

„სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია აფხაზეთში ერთად გამოსვლას გეგმავს ქუჩაში. ამიტომ ვფიქრობ, დიდი აქციები იქნება მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, რუსეთმა თუ შეამჩნია, რომ ისე არ მიდის აფხაზეთში საქმე, როგორც მას სურს, საკმაოდ მკაცრად მოიქცევა. იმიტომ წვალობს მაგათი ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია. იცის რა მოჰყვება ამ წინააღმდეგობას, მას გაფრთხილებაც აქვს რუსებისგან მიღებული, წინააღმდეგობის გაწევას რა შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ ველი, რომ აფხაზები ასე ადვილად ბიჭვინთას არ დათმობენ, თუმცა წინააღმდეგობას სადამდე და როგორ გასწევენ, ეს კიდევ საკითხავია.

აფხაზეთის საზოგადეობა მაინც ფიქრობს, რომ თვითკმარ სახელმწიფოს აშენებს. მათ ცხინვალისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის განცდა აქვთ და არ სურთ რუსების ჰეგემონიის ქვეშ ბოლომდე ცხოვრება. უფრო ღრმად ჩარევად თვლიან რუსების მხრიდან ბიჭვინთის წართმევას და სხვა რაღაცების მითვისებას. ისინი ამას საკუთარი ე.წ. დემოკრატიის დაკარგვად აღიქვამენ. ამიტომ არის ეს პროტესტი და სავარაუდოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

რაც შეეხება ოფიციალური თბილისის რეაქციას და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ არაფერი, რადგან ჩვენი მხრიდან რაიმე რეაქციის მიცემა უარყოფითად აისახება და შესაძლოა, პროცესების ესკალაციაში რუსებმა საქართველოს ხელისუფლებაც კი დაადანაშაულონ. ამიტომ კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ შიგნით დეპუტატებშიც არ არის ერთიანი განწყობა ბიჭვინთის აგარაკზე, ამიტომ კანონპრექტი, დიდი ალბათობით, ჩავარდება. რუსეთმა ეს იცის და მათ ამ ფორმით აფრთხილებს.

trampi ვინ ვის მიწას იყოფს?/
ჩვენ კიდევ ასე.... აქედან შორიდან ვუყუროთ .....
2 თვის უკან
trampi ზუსტად მაგ ე.წ. დასავლეთის ბრალია აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი რომ ესეა გაყინული
იმათ რა ენაღვლებათ რა?? ამასობაში კი ეგენიც ტაო-კლარჯეთივით დარჩება ჩვენს გულებში მხოლოდ-ღა
რამდენჯერა ვთქვა აღარ ვიცი--------------------- რაც დრო გადის ეგ კუთხეები ხომ უფრო და უფრო შორდება საქართველოს??.
..მერე?? ......... მანამ ჩვენ აქედან ამერიკის შიშით აფხაზეთს და სამაჩაბლოს ცალი თვალით ვუყურებთ, იქ უკვე ათასნაირ დებილ კანონებს ღებულობენ ...მერე ამასობაში ეგენი შეიძლება რუსეთმა მართლა შეიერთოს კიდეც
მერე რის იმედი აქვს ამ ჩვენ მთავრობას ............... ამერიკა დაგვიბრუნეეებს???....იძახეთ მერე პუტინს---.,,ნე ჩურტა ნე ჩურტაო,,
ამერიკა .................ეგე რა უყო პუტინმა უკრაინას და ნატოსაც .............. ევროპის ნომერ პირველ ქვეყანას ---- მოსპო განადგურეს აქეთ რუსეთმა და იქით დასავლეთმა თავისი უტვინობით.......
........ისე კი .რა ენაღვლებათ რააა.... კონკურენტი მოიშორეს, თანაც პლიუს რუსს უჩხიკინებენ, იმათთვის ხეირია
ამ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე კიდევ ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს --ჩვენი აღარაა!!!!!!!!!!!-
ჰოოდა მიდით დაელაპარაკეთ პუტინს, დაელაპარაკეთ, იქნებ სიხარულით გვიბრუნებს უკან ორივეს და ფეშქაშად ზედ ნახევარ ციმბირსაც გვჩუქნის??
მიხვედიიით??? დაელაპარაკეეეთ ?? მიდით რაღა,... დაელაპარაკეთ,, დაელაპარაკეთ -რას უყურებთ ამ ჩათლახ ამერიკელებს??
...ვერა ხედააავთ მთელ მსოფლიოში ეგენი უკვე შიშვლ;ები დარბიაან??-
-ყველამ იცის უკვე ეგენი ვინც არიან. თავიაანთ ვერაგ ზრახვებს აღარც კი მალავენ და ვინ რას იტყვის მათზე სუ ფეხებზე ჰკიდიათ....ქინძიც და
პეტრუშკაც
მაგათ მარტო რქები და ყურები კი არა, სახეც გამოუჩნდათ უკვე მაგათ, სახე
ჰოოდა მაგათი გეშინიააათ?? მიდით მიდით დაელაპარაკეთ .......არ გამოვა არაფერი და პუტინის ოხერი დედაც!!!! ესე გაღიმებულები ხომ მაინცა ვართ??
არ გამოვა და წამოვალთ უკან ..... არა და არა!!! ...
ამ გაჩხირულ მდგომარეობას მაინც არავინ გვეცილება და ვიყოთ ესე და ვიყოთ
იქით გარეჯი მიაქვთ კიდე
და ...ვიყოთ .ესე ....და ვიყოთ
...ჰოოდა ჯანსუღ ჩარკვიანისა არ იყოს ავყვეთ მერე ამ მტკვარს და ჩამოვყვეთ, მაგაში მაინც არავინ გვეცილება!!
მაგრამ....მარტო ჩემი კი არა, თქვენიცააა ეს საქართველო, თქვენიც.......
2 თვის უკან
დეა რა შეიძლება ითქვას, ნართლა ვის მიწას იყოფენ ეს მათხოვრები.
2 თვის უკან
trampi აფხაზეთთან დაკავშირებით ეხლა მომენტია მომენტი ამას გამოყენება უნდა..... რა იცი რა ხდება
აგე სომხებმა რო გაუტრაკეს რუსებს და გააბრაზეს , ხო მიუშვა მერე პუტინმა ბაქო ყარაბახზე ?? მაგისთვის მთავარია ახლოში ამერიკა არ მოუშვას და ბაქოს და თურქრეთს მოიცლის და ადვილად მოუვლ;ის
ფაშინიანმა რომ გვერდ--გვერდზე ამერიკისკენ დაიწყო ყურება, იმიტომ არ ჩაერია რუსეთი ყარაბახის ამბებში და იმიტომ მიუშვა ალიევი ნებაზე
ვიცი აფხაზეთის ამბებში მთლად ეგრე არ იქნება, მაგრამ იქნებ რაღაც საჩვენო ხეირი პატარაზე მაინც გამოვიდეს?
მივიდნენ იმ ჩათლახ პუტინთან, დაელაპარაკონ---- რა იცი რა ხდება
ეს აფაზები ბოლო ხანებში ძალიან აბრაზებენ პუტინს.... ჰოოდა ეხლა მომენტია .... მივიდნენ ეს დაქნეულები პუტინთან, იქნებ და ჩემი მრავალჯერ თქმულისა არ იყოს, აფხაზეთზე ნახევარ ციმბირსაც ფეშქაშად გვჩუქნის ?
არა რაააა ....არც ამათგან იქნება ხეირი
ნაცვლად იმისა რომ ყურებ დაფაციცებულები იყვნენ, იქნებ ამ პუტინისაგან რამე ხეირი გამოვიდესო, ამერიკის შიშით იქით საერთოდ არც იყურებიან
ნუ გაიხედავენ ......... დედიამათისამ ამერიკა დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს
ამათ ჯოტიასავიტ მარტო აგინონ აქედან და .................................... სოფელიც აშენდებაააა!!!
2 თვის უკან