მიუნხენის კონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა უნდა განმარტოს, რატომ მოხვდა ანგარიშში ივანიშვილის „ოლიგარქობაზე“ და „ანტიევროპულობაზე“ ჩანაწერი   

მიუნხენის კონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა უნდა განმარტოს, რატომ მოხვდა ანგარიშში ივანიშვილის „ოლიგარქობაზე“ და „ანტიევროპულობაზე“ ჩანაწერი   

საიდან და როგორ მოხვდა მიუნხენში კონფერენციაზე ანგარიშში ჩანაწერი, რომ ბიძინა ივანიშვილი „ოლიგარქია“ და ის საქართველოს ევროპისკენ სვლას აფერხებს?! მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის ლობისტების მიერ დაკვეთილი სტატიებიდან აღებული ინფორმაცია და მიუნხენის კონფერენცია დიდ სკანდალში გაეხვა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ანგარიში რეალობას არის აცდეილი, რადგან ბიძინა ივანიშვილია ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც საქართველოში ევროპული მომავალი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და არჩევნები დააბრუნა.

კონფერენციაზე კი რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ესწრება, პრემიერი კი არ მიდის, ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხიმგებელი.

დოკუმენტში, რომელიც კონფერენციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების მცდელობაზეც.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ​ამერიკის მთავრობამ პირდაპირ მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, საქართველოს გაშავებაში მილიონებს როგორ იხდიდნენ.

„როგორც ჩანს, ეს კონტრაქტები ჯერ არ არის ამოწურული. კიდევ რჩებიან მწერლები და მოსაუბრეები, გაზეთები, ტელევიზიები და ევროპარლამენტში პოლიტიკოსები, რომლებიც ანტიქართული რიტორიკით გამოირჩევიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაებლოკათ იმის ფასად, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო. როგორც ჩანს, ამ ხალხს კონტრაქტები ჯერ ამოწურული არ აქვს, კვლავ წერენ და კვლავ ცდილობენ იმ ცრუ ნარატივის გავრცელებას, რომელსაც წინა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი ანგარიშიც სწორედ ამის დასტურია“, - ამბობს თალაკვაძე.

„ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ როგორც კი საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა მიეცემა, ანგარიშთან დაკავშირებით, აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის.

„ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი და ველოდები, რომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა საგარეო საქმეთა მინისტრს, ის, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რასთან გვაქვს საქმე. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი“, - ამბობს ირაკლი ზარქუა.

„ხალხის ძალის“ წვერი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს არის იმ პოლტიკის გაგრძელება, რა პოლიტკასაც 3 წელია აქტიურად ახორციელებენ „ოცნების“ ხელისუფლების და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ვიღაცამ „ოცნების“ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტონი შეარბილა. ყველაფერი გრძელდება იგივე ჯგუფის მიერ, რომელიც პერიოდულად აქ მავნებლობს. საქართველოზე დამახინჯებულ და ფეიკ ინფორმაციას აწვდის, რომელიც შემდგომ, ამა თუ იმ საერთაშორისო ფონდის ანგარიშში ხვდება. მიდის არასწორად აქ არსებული სიტუაციის გაშუქება. ვითომ საქართველო მთელ რიგ პარამეტრებში უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გაჩნდება მიუნხენის კონფერენცია, შესაძლოა, ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციაც, სადაც ჩაიწერება ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გრძელდება. ამიტომ მხნედ უნდა ვიყოთ და ამ პროვოკაციების და დეზინფორმაციის გამავრცელებლები ვამხილოთ“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, ე.წ. გლობალური ომის პარტია, ფარული მსოფლიო მმართველობის სისტემა, რომელიც მოქმედებს ამერიკაზეც, ევროკავშირზეც და საქართველოზეც. ამიტომ ეს ბრძოლა „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაგრძელდება.

„შესაძლოა, ამ ფაქტებმა გაგვაღიზიანოს, მაგრამ არ უნდა გაგვაკვირვოს. ომში ვართ, ომი არ შეჩერებულა და მოსაგები გვაქვს. მათ შორის 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს. რა თქმა უნდა, ივანიშვილის სანქცირების ქვეშ აყვანის თემა კიდევ გააქტიურდება. კვლავ იქნება დაბრკოლება იმ შვეიცარიის ბანკთან სასამართლო დავებზე. ყველაფერი იქნება გამძაფრებული. ივანიშვილი როდესაც ბრუნდებოდა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ამას გათვლიდა. ამ ყველაფრისთვის მზად იქნება“, - ამბობს ქართველიშვილი.

თბილისის მერიის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, რა გასაკვირია კონფერენციის ანგარიშში მსგავსი ტყუილი და დეზინფორმაცია რომ მოხვდებოდა.

„ეს არის იმ ხაზის კიდევ ერთი გაგრძელება, რომელსაც სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოახდინონ. კონფერენციის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ფაქტია, რომ სიახლე არ ყოფილა. თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ამ დონის კონფერენციაზე ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება მოხდა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია და ტყუილი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. არადა რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ თითქოს საქრათველო ევროპას დაშორდა და ამაში დამნაშავე ივანიშვილია. ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი 9 დავალება, რომელზეც ჩვენი ქვეყანა აქტიურად მუშაობს. ჩვენ პარტნიორებთან ამაზე მუშაობა, კომუნიკაცია აქტიურად მიდის და რა ევროპაზე დაშორებაზეა საუაბრი, ეს ხომ რეალობას არ შეესაბამება. ფაქტი ერთია და ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია მეორე. ეს ყველაფერი, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან“, - ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, ქვეყანას კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, ბუნებრვია, ის თავის პოზიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირებს.