როგორ აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე შარაშიძე ოდესაში და რა კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“

როგორ აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე შარაშიძე ოდესაში და რა კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელიც უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული.

ამ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა და საქართველო 2010 წელს დატოვა. for.ge-მ შარაშიძის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები გაარკვია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული შარაშიძე იღებს გადაწყვეტილებას დატოვოს საქართველო და საცხოვრებლად გადავიდეს რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში, სადაც მალევე ხდება ცნობილი ბიზნესმენი. 2010-დან 2019 წლამდე იყო რუსეთის მოქალაქე.

ბათუმიდან მოსკოვში გადასული ანდრეი შარაშიძე 2010 წელს რუსეთის ფედერაციაში არეგისტრირებს შპს „პალადინს“. ეს იყო საკმაოდ მაღალპროფილური ბიზნესი და ჰყავდა სერიოზული მფარველი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში. 9 წლის განმავლობაში აქტიურად ავითარდებდა და აფართოებდა ბიზნესს, მაგრამ 2019 წელს მოულოდნელად რუსეთის საგადასახადო სამსახური აღმოაჩენს ფინანანსურ დანაშულს და ახორციელებენ შპს „პალადინის“ დახურვას ისე, რომ შარაშიძის წინააღმდეგ არ იწყება გამოძიება.

ამ ისტორიაში საინტერესო დეტალია ის, რომ მაშინ, როდესაც ფინანსურ დანაშაულზე დღემდე ბევრი რუსი ბიზნესმენი იხდის სასაჯელს, იგივე არ მოხდა შარაშიძის შემთხვევაში, მას ქვეყნის დატოვების ნებართვა მისცეს. აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში მოხდა ბიზნესმენ ჩიჩვაკინის შემთხვევაც. ანალოგიურად, რუსეთის საგადასახადო სამსახურმა აღმოაჩინა ფინანანსური დანაშული, კომპანია დააყადაღეს, მაგრამ შარაშიძისგან განსხვავებით, ჩიჩვაკინი დააპატიმრეს.

ფინანსური დანაშულის აღმოჩენიდან ძალიან მალე, შარაშიძე საცხოვრებლად გადადის უკრაინაში, კერძოდ ოდესაში, სადაც იწყებს პოლიტიკურ აქტიურობას. 2020 წელს ის ხდება ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი.

სამხედრო პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, როდესაც რუსეთიდან აღმოჩნდები უკრაინაში და შედიხარ პოლიტიკურ ელიტაში, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. მისი თქმით, თავისთავად საინტერესოა, რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი შარაშიძე როგორ მოხვდა უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში? ის, თუ როგორ და რატომ მოხდა მისი შეგზავნა უკრაიანში, მაისაიას განცხადებით, ძალიან გავს იმ სქემას, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ამუშვებენ.

„ანდრეი შარაშიძე 2010-დან 2019 წლამდე იყო რუსეთის მოქალაქე და იყო რუსი ბიზნესმენი, საერთოდ როგორ მოხვდა 2010 წელს რუსეთში, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა. მაღალი ეჭვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი გარიგებული იყო რუსულ სპეცსამსახურებთან და ეს იყო მათი მორიგი სქემა. კერძოდ, მორიგი აგენტი შეაგზავნეს ოდესაში, სადაც მყარად დგას რუსეთის სპეცსამსახურები. მე ეს მაგონებს მიძინებული ქსელის მოქმედების სტილს.

ბუნებრივია, როდესაც ასეთი აგენტურული ქსელით ხდება პირისგან ლეგენდის შექმნა, მისი გადაყვანა მეორე ქვეყანაში, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის წაკვრა, ადგილობრივი და სხვა ქვეყნის რეზიდენტურის ხელშეწყობით, ის გარკვეული პერიოდი არის მიძინებულ მდგომარეობაში, მაგრამ გარაკვეული დროის შემდეგ გამოჰყავთ მთვარ ავანსცენაზე. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

საქართველოს-უკრაინას შორის ახალი დაპირისპირება იწყება. საქართველოში უკრაინის საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე საქმის პოლიტიზირებისგან თავს შეიკავებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

„ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზირებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის საელჩოს უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადებით, უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა საქართველოში, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ. კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან პოლიტიზირება არაფერ შუაშია.

„პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და, ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები, რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უკრაინის საელჩოს განცხადებაში იგრძნობოდა შეშინებულის პოზიცია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში საელჩომ ისევ გაიმეოროს თავდასხმის პოლიტიკა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ განცხადებამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა დიპლომატიურ მისიას.

„მაგრამ, როდესაც ამბობს, რომ დროზე ადრე პოლიტიზირებას ნუ მოვახდენთო, ეს მომეჩვენა ცოტა ზედმეტ ნათქვამად იმ მხრივ, რომ არავინ არ ახდენდა პოლიტიზირებას. არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ უკრაინა რაღაცა ცუდს აპირებს. მათი მობოდიშება მაფიქრებინებს, რომ შეიძლება მართლაც რაღაცას აპირებდნენ, თვითონ იციან, რომ იქ პოლიტიკური ნაღმი დევს და შეიძლება მაგაზე იხდიან ბოდოშს.

მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ ინციდენტიდან ყველა ინფორმაცია არაა საჯარო, როცა გახდება საჯარო, მერე უკვე გაკეთდება პოლიტიკური აქცენტი არა იმდენად უკრაინის მხარესთან დაკავშირებით, რამდენადაც იმ ქართველებთან დაკავშირებით, რომლებიც უფრო მეტნი არიან იმ ჯგუფში. ვინ არიან ის ქართველები? დიდი შანსია, რომ ეს ისევ აღმოჩნდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფის მორიგი ნაბიჯი. ჩვენი სადარდებელი ეს არის, რომ ქართველები აკეთებენ.

აქ რომ ყოფილიყო ეთნიკურად უკრაინული ჯგუფი, მაშინ სხვა რამ იქნებოდა სალაპარაკო, მაგრამ ამ შემთხვევაში შენი თანამემამულეები არიან ჩართული, რომლის შედეგადაც შეიძლება საქართველო დაბომბილიყო. ისევ იმისკენ არის ეს ნიჯები გადადგმული, რაც ითქვა ზოგიერთი ქართველის მიერ - „მირჩევნია ბომბები ცვიოდეს თავზე“ და გადადგმულია საამისოდ ნაბიჯი. ამიტომ, ეს სურათია მთელი სისრულით სანახავი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე არაერთხელ ყოფილა მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩერთოთ ომში და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოგზავნა. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ხატია დეკანოიძემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადის იარაღი, იყო არაერთი მდელობა, რომ თბილისიდან აფრენილიყვნენ თვითმფრინავები, რომელშიც ისხდებოდნენ მოხალისეები და გაგზავნილიყვნენ უკრაინაში.

„გავიხსენოთ ქალბატონი ხერხეულიძის გამოსვლა, რომ საქართველოს ცაზე მოფრინავენ თვითმფრინავები და საქართველოს გავლით იბომბება უკრაინა. ამავე დროს არაერთი განცხადება იყო, რომ საქართველო არ უწესებს რუსებს სანქციებს, რომ საქართველო არღვევს სანქციებს. სანამ არ ჩამოვიდა 3 ე.წ. რევიზორი ევროკავშირდან, აშშ-დან და ბრიტანეთიდან და არ დადეს დასკვნა, რომ საქართველოდან არავითარი იარაღი არ გადის და არავითარ სანქციებს საქართველო არ არღვევს, მანამდე ჩვენი შინაური მოღალატეები, ეს მე-5 კოლონის წარმომადგენლები ცდილობდნენ იმას, რომ მოეხდინათ ვითრების ესკალაცია და საქართველო ჩაბმულიყო ომში“, - აცხადებს გვენეტაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, საქართველო არასოდეს არ განიცდიდა მოღალატეების ნაკლებობას, ძალიან ბევრი იყვნენ, მაგრამ ესენი იყვნენ არა ქვეყნის მოღალატეები, არამედ უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ცალკეული მეფის, მთავრის, თავადის მოღალატეები, რომლებიც იმავდროულად, ღალატობდნენ ქვეყანას.

„მიაქციეთ ყურადღება, ესენი არ იყვნენ იმ ქვეყნის პატრიოტები და დავუშავათ, ამ შემთხვევაში, უკრაინის პატრიოტები საქართველოს ღალატის ხარჯზე. ესენი არიან უნიკალური გამოყვანილი ჯიში, რომლებიც საუთარი ქვეყნის ღალატის ხარჯზე ხდებიან სხვა ქვეყნის პატრიოტები. მაგალითად, ალავერდი-ხანი უნდილაძე, მართალია სპარსეთ-ირანის სამსახურში იყო, მაგრამ მან თავისი ძმა გამოაგზავნა და პირიქით, დაუპირისპირა ირანს. მათ, როგორც ამათ სძულთ საკუთარი ქვეყანა, ისე არ სძულდათ. მათ სძულდათ ცალკეული მმართველები და მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ და არა საქართველოსი. ესენი კი პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან და ეს არის ძალიან დიდი სხვაობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.