„ჩემი არჩევანი არის - არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ“ (ვიდეო)

„ჩემი არჩევანი არის - არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ“ (ვიდეო)

საქართველოს თადაცვის მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ირაკლი ალასანია ზუგდიდში მე-10 საჯარო სკოლაში, # 30-ე საარჩევნო უბანზე დილიდან მივიდა.

თავდაცვის მინისტრმა დღევანდელ არჩევნებს ისტორიული უწოდა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოში ყველაზე თავისუფალი არჩევნები იმართება:

„დღეს თავისუფალმა მოქალაქეებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი. ეს არის ისტორიული არჩევნები. ასეთი სუფთა და თავისუფალი არჩევნები, უკვე ეტყობა რომ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ამიტომ, გვეამაყება მოქალაქესაც, საარჩევნო კომისიის წევრებსაც და ყველას, რომ მონაწილე ვართ, ასეთი არჩევნების. ჩემი არჩევანი არის - არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ. მე დარწმუნებული ვარ , რომ ზუგდიდი და ზუგდიდელები სწორედ ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, ვინც იქნება სავსე პასუხისმგებლობით და ყველაზე მთავარს - ქვეყნის ღირსებას და ინტერესებს დააყენებს საკუთარი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედად.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.