„სამი დღე დაგვრჩა და ბიუჯეტის დიდი მჭამელი უნდა ავიტანოთ“

„სამი დღე დაგვრჩა და ბიუჯეტის დიდი მჭამელი უნდა ავიტანოთ“

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი გენშტაბის ოფიცრებს ესაუბრა, რომელთაც სააკაშვილის თქმით, მას განუცხადეს: „მთავრობაში აგვიხსნეს, ამ ნაგებობის მშენებლობით, საქართველო რუსებს აღიზიანებს და პროვოკაციას აწყობს“.

ქვეყნის მთავარსარდალის ინფორმაციით, ფორტიფიკაციების, ანუ ანტისარაკეტო თხრილების მშენებლობის 70 პროცენტი დამთავრებულია, 25 კილომეტრი აშენებულია, თუმცა, დარჩენილია სულ რამდენიმე კილომეტრი და არსებული ნაგებობების ამუშავება, პრაქტიკულად, საბოტაჟის ქვეშ არის, რის შესახებაც ინფორმაცია ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებას თავდაცვის უწყება უკვე გამოეხმაურა და შეშფოთებაც გამოთქვა. ირაკლი ალასანიას უწყება მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოს მთავარსარდლის განცხადება კი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს“.

რაში დასჭირდა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საიდუმლო ობიექტებზე საუბარი? - ამ საკითხის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

მიხეილ სააკაშვილი თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის შეჩერებაზე აპელირებს. რა ვითარებაა რეალურად, მშენებლობა შეჩერებულია?

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ სტრატეგიული შეცდომა იყო დაშვებული, როცა ძირითადი აქცენტი თბილისზე გაკეთდა და თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის დაპროექტება იმ რეგიონებში არ მოხდა, საიდანაც ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობს. ამიტომ, შესასწავლია როგორც თანხების მიზნობრიობა, ასევე ეფექტიანობის საკითხი და ამ თემის განხილვას „ნდობის ჯგუფში“ ვაპირებთ. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რადგან თუ მას ამ ობიექტების გაჩერება რეალურად ადარდებდა, მას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან უნდა დაერეკა და არა ვიღაცასთან. პრეზიდენტი აბსოლუტურად არაადეკვატურია და მან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ტელე-კამერების წინ დაიწყო. მან თქვა, რომ გენერალური შტაბს ვესაუბრეო, მაგრამ ის ცრუობს, რადგან ინფორმაცია დავაზუსტე და მას ხელმძღვანელობასთან საუბარი არ ჰქონია და მთავარსარდალი გენერალურ შტაბში სხვას, ვის ელაპარაკა, ამას ვერ ვხვდები. პრეზიდენტი ან მინისტრს უნდა ესაუბრებოდეს, ან შტაბის ხელმძღვანელს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას სიტუაციაში გარკვევა არ უნდოდა, რადგან ის პასუხს მიიღებდა, რომ ამ საკითხზე სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც ეს ნაგებობები შეისწავლა და ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებული იყო, ბოლომდეა მიყვანილი. ხოლო, იმ ობიექტების მიზნობრიობა დგინდება, რომელიც დაწყების ეტაპზე იყო. იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში იყო ესა თუ ის ობიექტები, მათი მწყობრში მოყვანა მოხდა, ან ისე დაკონსერვება, რომ მიზანშეწონილობის შემთხვევაში სამუშაო შემდგომში გაგრძელდეს. მართალი გითხრათ, ის ადგილი, სადაც გუშინ, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებას აკეთებდა, იყო მარნეული და არა თბილისი. ცხრა წლის განმავლობაში, რა პრეზიდენტიც გვყავდა, იგივე დარჩა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თავდაცვითი თხრილების მშენებლობაზე დახარჯული თანხების მიზნობრიობას ნდობის ჯგუფშიშეისწავლით. თუმცა, ეს ჯგუფი, ამ დრომდე შექმნილი არ არის. ჯგუფი საშემოდგომო სესიის დასულებამდე შეიქმნება?

- აუცილებლად შეიქმნება.

თუმცა, „ნდობის ჯგუფიოპოზიციის გარეშე შეიქმნება, თუ ჯგუფის წევრად გივი თარგამაძეს დაამტკიცებთ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომნაციონალური მოძრაობადაჟინებით მოითხოვს, რომ ჯგუფის წევრი თქვენი წინამორბედი გახდეს, რასაც მმართველი ძალა არ ეთანხმება?

- წინასწარ ნუ ვიტყვით, ვინ, როგორ სად იქნება, რადგან ეს საკითხი კენჭსყრაზე დადგება და თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თაობაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. რაც შეეხება თავად განსახილველ საკითხს, მნიშვნელოვანი საკითხი ფინანსებია. კერძოდ, სახელმწიფოს რა დაუჯდა თხრილების გაკეთება. პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში, დოკუმენტებს გამოვითხოვ და გავაანალიზებთ, რამდენად რაციონალურად მოხდა თანხების გახარჯვა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და თუ ჩვენ ასობით მილიონი ისეთ საკითხებზე დავხარჯეთ, რომლის ეფექტიანობა ძალიან დაბალია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. ამიტომ, როცა საუბარია თბილისის გამაგრებაზე, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ თბილისი არაა მხოლოდ საქართველო.

პრეზიდენტის განცხადებაში ერთიმნიშვნელოვანიდეტალი გამოიკვეთა. მან აღნიშნა, რომადრე ეს ნაგებობები სახელმწიფო საიდუმლოება იყო, მაგრამ საქართველოს მტერმა ეს უკვე ისედაც იცის“. მიხეილ სააკაშვილმა საიდან იცის, რომრუსებმა საქართველოს საიდუმლო ობიექტების შესახებ იციან“?

- მეც ეს კითხვები გამიჩნდა. მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ეს საიდუმლო ობიექტებია, მაგრამ ამის მიუხედავად, მან იქ ბრიფინგები მოაწყო. თუ რუსებმა გაიგეს, ე.ი სხვა ქვეყნებმაც უნდა გაიგონ?! თქვენს მსგავსად, მაინტერესებს - საიდან იცის პრეზიდენტმა, რომ რუსებს საიდუმლო ობიექტის შესახებ ინფორმაცია აქვთ?!

რაც შეეხება პრეზიდენტის ფრენებს, ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნის პირველი პირი განსაკუთრებით გააქტიურდა და ხან ქუთაისის პარლამენტს გადაუფრენს, ხან ზუგდიდს, ხან თურქეთს, ხან მარნეულს. რა უჯდება სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის ფრენები?

- პრეზიდენტის აქეთ-იქეთ ფრენები კოლოსალური თანხები გვიჯდება, მაგრამ სამი დღე დაგვრჩა და ბიუჯეტის ერთ-ერთი დიდი მჭამელი უნდა ავიტანოთ, შემდეგ კი, ეს თანხები ქვეყნისკენ და ხალხისკენ უნდა მივმართოთ.

ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ერთი ფრენა დაახლოებით, რა ჯდება?

- ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ათასები რომ ჯდება, ეს ნამდვილად ვიცი. ადრე, ამ საკითხით დავინტერესდი, თუმცა, კონკრეტული თანხა არ მახსოვს. ამ თვალსაზრისით, მარტო საწვავი არ არის ხარჯი, არამედ ამორტიზაცია, შემდგომი ექსპლუატაცია და ა.შ.

კანონის გათვალისწინებით, ყოფილ პრეზიდენტს პირადი დაცვა უნდა ჰყავდეს. თუმცა, თავად მიხეილ სააკაშვილმა ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძეს დაცვა ჩამოართვა. რამდენი ადამიანი დაიცავს უკვე ექს-პრეზიდენტს?

- კანონის მიხედვით, მას და მის ოჯახის წევრებს, ცხოვრების ბოლომდე, დაცვა შეუნარჩუნდებათ. კანონს ვერ შევეეწინააღმდეგებით, მაგრამ რამდენი ადამიანი დაიცავს მიხეილ სააკაშვილს, ამას ვერ გეტყვით.