ეგზიტპოლი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

ეგზიტპოლი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

დემოკრატიულ ქვეყნებში ეგზოტპოლები არჩევნების დღეს ტარდება. კვლევითი კომპანიის წარმომადგენლები, საარჩევნო უბნენბთან იმ ამომრჩევლის გამოკითხვას აწარმოებენ, , რომელთაც ამა თუ იმ კანდიდატს, უკვე მისცეს ხმა. ეგზიტპოლის მიზანი კი, საარჩევნო შედეგების რაც შეიძლება ზედმიქწევნითი სიზუსტით პროგნოზირებაა. საარჩევნო უბნების დახურვამდე, ეგზოტპოლების შედეგების გახმაურება, ზოგან კანონი ისჯება, ზოგან კი, იმდენად მაღალია საარჩევნო კულტურა, რომ კვლევითი ორგანიზაციები და მედიასაშულებები არჩევნების დასრულებამდე თავს იკავებენ მათი გამოქვეყნებისგან.

ეს იმიტომ კეთდება, რომ ეგზიტპილის შედეგებმა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოახდინოს ანუ, დემოკრატიულ პროცესს ხელი არ შეუშალოს. მაგლითად, პორტუგალიაში, რუმინეთსა და ნორვეგიაში ეგზიტპოლებით საზოგადოებაზე მანიპულირებას, მისი შედეგების არჩევნებამდე გამოქვეყნებას სპეციალური კანონი კრძალავს, გერმანიასა და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში კი, იგივე ამკრძალავი რეგულაციები „საარჩევნო კანონშია“ ჩადებული. ამის გაგება, ცხადია, ჩვენში გაუჭირდებათ, რადგან კარგა ხანია, ეგზიტპოლები საქართველოში სწორედ საზოგადოებაზე მანიპულირების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის საშუალებად იქცა.

ეგზოტპოლების ჩატარების მიზანი არჩევნების შედეგების წინასწარ გამოცნობა კი არა, კონკრეტული ინტერეს-ჯგუფებისთვის სასურველი შედეგების გამოქვეყნებაა. მოკლედ, დემოკრატიულობაზე კი ვდებთ თავს, მაგრამ როგორც ყველაფერს, ამ შემთხვევაშიც უკუღმა ვიქცევით. კვლევითი ორგანიზაცები ატარებენ ეგზიტპოლებს და მათი მონაცემები კარდინალურად განსხვავდება ხოლმე რეალური შედეგებისგან. თანაც, ყველა ორგანიზაცია ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგს დებს, რადგან მათ კონკრეტული დამკვეთები ჰყავთ - პოლიტიკური პარტიები თუ ლიდერები, რომელებსაც რეალობა არ აინტერესებთ, მათი მიზანი ყალბი შედეგების ტირაჟირება, ხალხის შეცდომაში შეყვენა და ამის დაფიქსირებაა, რასაც არჩევნების გზით ვერ აღწევენ - საკუთარი პარტიისა თუ ლიდერის მაღალი საპროცენტო მაჩვენებელი.

ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში და ყველაზე ცნობილი, მრავალწლიანი ტრადიციენის მქონე კვლევითი ორგანიზაციების ეგზოტპოლებიც კი ხშირად საკმაოდ სცილდება არჩევნების რეალურ შედეგებს. მაგალითად, ა.შ.შ-ს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გამოდგება. არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯონ კერი გამოცხადდა, ის სულ მცირე უპირატრესობით უსწრებდა მოქმედ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს. კერიმ ოფიციალიური მილოცვების მიღებაც მოასწრო, მაგრამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ბუში ლიდერობდა. ეს შედეგები არ შეცვლილა და ჯორჯ ბუში პრეზიდენტი გახდა. სხვათაშორის, ბუში-უმცროსი მეორედ ჩავარდა ასეთ სიტუაციაში. მანამდე, 2000 წლის არჩევნებისას, ეგზიტპოლის შედეგებით გამარჯვებულად მისი დემოკრატი კონკურენტი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი გამოცხადდა. ელ გორმაც მოასწრო რამდენიმე მილოცვის მიღება და თავი უკვე პრეზიდენტი ეგონა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ელ გორმა არჩევნებში მოსახლეობის ხმების უმრავლესობა კი მიიღო, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობა ბუშმა მოიპოვა. ამერიკაში კი, პრეზიდენტი ის ხდება, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მეტ რაოდენობას მიიღებს. კიდევ შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანა, როცა ეგზიტპოლის შედეგების წყალობით, ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილი ზეიმობდა, მეორე ღრმა დეპრესიასი ჩავარდა, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი მათ როლები და განწყობა-მდგომარეობა გაცვალეს.

დიდი ხანია, საქართველოში ეგზიტპოლებმა დაკარგა ხალხის ნდობა - ყოველი არჩევნების დღეს, ათამდე სხვა და სხვა კომპანია ატარებს მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დაფინანსებულ ეგზიტპოლებს. რელურად, ამ მედია საშუალებების მიერ ჩატარებული კვლევებიც პოლიტიკური ფულით ტარდება, რადგანაც ეგზიტპოლის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა და საქართველოში მხოლოდ 2-3 ტელეკომპანიას თუ აქვს შესაბამისი რესურსი და მაყურებლის მოზიდვის მიზნით, უღირთ მისი ჩატარება. თუმცა, ამის დამტკიცება, ჯერ-ჯერობით, ძნელი საქმეა. სადაც ამერიკაში ჩვეულებრივ ამბად იქვა ეგზიტპოლებისა და რეალური საარჩევნო შედეგეს შორის დიდი ცთომილების აღმოჩენა (მეტი რაღა უნდა მოხდეს? ორჯერ ზედიზედ, დამარცხებული კანდიდატი პრეზიდენტად გამოაცხადეს), წარმოიდგინეთ, საქართველოში რა ხდება. აქ ხომ ეგზიტპოლებს წინასწარ აყალბებენ, ხშირად ისეც ხდება, კვლევითი კომპანიის წარმომადგენლები სულ 100 საარჩევნო უბანზე ატარებენ ამომრჩევლის გამოკითხვას, მერე კი აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები 500 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ, ბოლოს კი იმ შედეგებ დებენ, რომელიც მათ დაუკვეთეს.

საქართველოსაც აქვს ეგზიტპოლებისა და სხვა სოციოლოგიური კვლევების სახალისო მაგალითები. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2012 წლის ივლისის კვლევების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 12%-იანი რეიტინგი გქონდა, „ნაცმოძრაობას“ - 47%, ხოლო გიორგი თარგამაძის „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 18%. ამავე კვლევებით, ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ინგა გრიგოლა რეიტინგით ბიძინა ივანიშვილს უსწრებდა. 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე კი შედეგები ასე გადანაწილდა:„ქართული ოცნება“ - 54%, „ნაცმოძრაობა“ - 40%, „ქდმ“ -2.05%. ამ კვლევების შემდეგ, „ენ-დი-აის“ დირექტორი, ლუის ნავარო ერთი კვირა თავის მართლებაში იყო, თუმცა, არ უღიარებია, „ნაცმოძრაობის“ დაკვეთა შევსარულე და სიყალბე ჩავიდინეო. სამაგიეროდ, მართებული დასკვნები ქართულმა საზოგადოებამ გამოიტანა და ამ ორგანიზაციის კვლევებს აღარავინ ენდობა.

საქართველოში ეგზიტპოლების ჩატარების მართებულობასა და საარჩევნო პროცესზე მათ გავლენაზე, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, კახი კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახი, როგორ შეაფასებთ საქართველოში დამკვიდრებულ ეგზიტპოლების ტრადიციას?ფაქტია, ჩვენში გაუყალბებელი ეგზიტპოლები არ ტარდება და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებსაა მათი შედეგები მორგებული. რას ემსახურება ეს ყველაფერი?

- იმ საზოგადოებაში, სადაც მყარი დემოკრატიული საფუძვლებია, მეტ-ნაკლებად მყარი დემოკრატიული ინსტუტუტებია, ეგზოტპოლებს სხვა დატვირთვა აქვს - არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე შეიტყოს საზოგადოებამ არჩევნების მაქსიმალურად მიახლოებული სავარაუდო შედეგები. ჩვენთან ეგზიტპოლებსა და სხვა სახის სოციოლოგიურ გამოკვლევებს ერთადერთი მიზანი აქვთ - მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კონკრეტულ კანდიდატთან ან საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად, ამიტომაც ხდება წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული სუბიექტების მიერ ასეთი კვლევების დაკვეთა და მათი შედეგების გამოქვეყნება. თუ დააკვირდებით, თუნდაც ბოლო პერიოდში ჩატარებილი კვლევების შედეგებს, ნახავთ, რომ ყველა კვლევითი კომპანია აცხადებს, რომ დაცულია ყველა პარამეტრი, ყველა წესი, კვლევები ტარდება უნაკლო მეთოდოლოგიით, საუკეთესო კითხვარებით, მაგრამ ყველა კომპანიის შედეგები მაინც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხადია, ასეთი მაჩვენებლები იმ კანდიდატების ინტერესებს ემსახურება, რომლებთანაც ასოცირდებიან ეს კვლევითი ჯგუფები.

ამ კვლევებით ხდება საზოგადოების აზრის ფორმირება და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები ამ მიზანსაც აღწევენ. მათ მეორე მიზანიც აქვთ - ამავე კვლევებით საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასაც ცდილობენ. საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები სერიოზულად ეკიდებიან ამ კვლევების შედეგებს. ცხადია, ყველა არა, მაგრამ - მათი ნაწილი მაინც. განსაკუთრებით, უცხოელები ანგარიშს უწევენ „ენ-დი-აის“, „აი-რა-ის“ და „გრინბერგის“ კვლევებს. უცხოური და ანგარიშგასაწევი კვლევითი ორგანიზაციებიდან, საქართველოში სისტემატიურად, მხოლოდ ეს სამი კომპანია მუშაობს.

მოკლედ, ეს კვლევითი ორგანიზაციები ცალკე ჩვენ გვატყუებენ და ცალკე - უცხოელებს.

- კი, შეიძლება ასეც ითქვას, ყველას გვატყუებენ. ამის დასტურად, გავიხსენებ 2012 წელს, სექტემბერში, „ენ-დი-აის“ მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევების შედეგებით, მაშინ „ნაცმოძრაობას“ თუ ჰქონდა 40-იანი რეიტინგი, „ქარულ ოცნებას“-20% ჰქონდა. მოკლედ, „ენ-დი-აი“ გვარწმუნებდა, რომ „ნაცმოძრაობა“ 100%-ით, ორჯერ, ანუ ერთი თავით უსწრებდა „ქართულ ოცნებას“. არჩევნებში როგორ „გაუსწრო“ „ნაცმოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“, ეს ყველამ ვნახეთ.

თუმცა, არც ქართული კვლევითი ჯგუფების ნდობა შეიძლება...

- ჩვენი საზოგადოება ენდობა იმ კვლევებს, რომელიც მის გემოვნებაში ჯდება, სხვების მიმართ, სულ უტყუარი შედეგებიც რომ იყოს, უნდობლობა აქვს. ეს კვლევები საზოგადოების მანიპულირების საშუალებაა, ეს არის პოლიტიკური აიარაღი. უზარმაზარი ფული იხარჯება იმაში, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოება ერთად რომ მოატყუონ. საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ არჩევნების დღეს,საარჩევნო უბნების დახურვამდე, აკრძალულია ნებისმიერი კვლევის, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნება. ამ კოდექსში დეტალურადაა გაწერილი სხვა წვრილმანები, რისი უფლებაც არ გააჩნია კვლევით ჯგუფებს, თუმცა, ამ წესებს არავინ იცავს.

საარჩევნო უბნების დახურვამდე კი არა, ჩვენი ტელევიზიები 12 საათზე რომ დაიწყებენ ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ახდენენ ახალი კვლევების ტირაჟირებას. გამოდის, რომ კანონს არღვევენ?

- კი, სამწუხაროდ, ქართული ტელეარხები კანონს არღვევენ, ძირითადად, ყოველდღიურ რეჟიმში - აქვეყნებენ ამ კვლევებს ისე, რომ არ უზრუნველყოფენ იმ პარამეტრებისა და მონაცემების ჩვენებას, რომელიც დადგენილია „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“. თუმცა, ყველაზე ხშირი დარღვევები არჩევნების დღეს ხდება, როცა გამოკითხვების ან პარალელური დათვლის შედეგებს დებენ ისე, რომ მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცსკო-ს შედეგებია.

2012 წლის 1-ლ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს, „რუსთავი-2“-მა გამოაქვეყნა „ენ-დი-აის“ ეგზიტპოლი, როგორც ცეესკო-ს წონასწარი მონაცემები. ამის გამო მეორე დღეს ბოდიში მოიხადეს, აგვერია კვლევების შედეგებიო და სულ ეს იყო. მეტი პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეთ მედია-საშუალებებს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში სიცრუის გავრცელებისთვის?

- 1500 ლარია ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნების დახურვამდე, ანუ არჩევნების დასრულებამდე ეგზიტპოლს გამოაქვეყნებ. დამეთანხმებით, სასაცილოდ მცირე თანხაა იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც ტელეკომპანიები იღებენ პოლიტიკური ჯგუფებისგან ამ კანონის დარღვევისთვის, ეგზიტპოლის გამოქვეყნების საფასურად. საქართველოში ხომ მედია ბიზნესის ხელში არ არის, მედია არ არის მომგებიანი და ის პოლიტიკოსების ხელშია. ტელევიზიების უმრავლესობასაც პოლიტიკური ჯგუფები განკარგავდნენ, ტელევიზიები „პოლიტიკურ დოტაციაზე“ ისხდნენ და რასაც ეტყოდნენ, მათი მესვეურნი იმას აკეთებდნენ. სამწუხაროდ, ამ მხრივ ვითარება არ შეცვლილა, წამყვან მედია საშუალებებს ისევ პოლიტიკური ჯგუფები აკონტროლებენ და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოხდება ის, რაც ადრე იყო - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ეგზიტპოლებით „დაგვბომბავენ“.

თუ სწორედ მახსოვს, საქართველოში პირველად ეგზიტპოლებით ხალხის გაბრუება „ვარდების რევოლუციას“ და მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება - 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას წინ ეგზიტპოლები უსწრებდა და ხალხის ქუჩაში გამოყვანას ამანაც შეუწყო ხელი.

- კი, მაშინ ეს ეგზიტპოლები არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა, რომლის დირექტორიც ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დადო ისეთი შედეგები, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. ამის შემდეგ აყვირდნენ ოპოზიციოერები არჩევნების გაყალბებაზე და ხალხის ქუჩაში გამოყვანაში ზურაბ ჭიაბერაშვილის ეგზიტპოლებმა დიდი როლი ითამაშა. არადა, იმ „გაყალბებული“არჩევნების შედეგების მიხედვით, 235-კაციან პარლამენტში შევარდნაძის მმართველი პარტიიდან მხოლოდ 32 კაცი მოხვდა. 6 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში და აქედან, ყველაზე წარმომადგენლობითი, ყველაზე მსხვილი 3 სუბიექტიც რომ გაერთიანებულიყო, საკონსტიტუციოს ვინ ჩივის, უბრალო უმრავლესობასაც ვერ ქმნიდნენ. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს რომ ჰკითხოთ, ეს გაყალბებული არჩევნები იყო, თავად რომ ატარებდნენ ტერორისა და ათასი უბედურების ქვეშ და პარლამენტში მარტო „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ხვდებოდნენ, ის არჩევნები იყო დემოკრატიული.

ეგზიტპოლებსა და სხვა სახის კვლევებს დავუბრუნდები. საქართველოში მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს, ეს ერთი და მეორეც, ყალბი შედეგების გამოქვეყნების გამო, პასუხისმგებელი მკაცრად უნდა დაისაჯოს. ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკური კორუფციის ნაწილია, ამდენად, დანაშაულია და საჭიროა უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღება.

ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რეალური საპრეზიდენტო კანდიდატებიდან, რომელს შეიძლება აწყობდეს ყალბი ეგზიტპოლების გამოქვეყნება? სამი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატია - მარგველაშვილი, ბურჯანაძე და ბაქრაძე.

- ბუნებრივია, შეიძლება ყალბიც იყოს, მაგრამ მე უფრო კორექტულად ვიტყოდი - ყველა სათავისო შედეგებს დადებს. ვფიქრობ, ბაქრაძისა და ბურჯანაძის მხარდამჭერი ჯგუფები დადებენ მათთვის სასურველ ეგზიტპოლებს, სავარაუდოდ, იქნება პარალელური დათვლაც. ბუნებრივია, მავანნი იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მაგრამ მე მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, არანაირი არეულობა არ იქნება.