შს მინისტრმა პოლიციის მაიორი ლია პარკაული დააჯილდოვა

შს მინისტრმა პოლიციის მაიორი ლია პარკაული დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის მაიორ ლია პარკაულს შეხვდა და მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის სამახსოვროდ ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.

მაიორი ლია პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში იგი საპატრულო პოლიციაში პატრულ–ინსპექტორად მუშაობდა. გამოცდილმა პოლიციელმა საქართველოს შს სამინისტროს უწყებიდან წასვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტა.

შს მინისტრმა ლია პარკაულს მრავალწლიანი თავდადებული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.