„დღეს ის ხალხი ფიგურირებს ბურჯანაძის შტაბში, რომლებსაც ვებრძოდი“

„დღეს ის ხალხი ფიგურირებს ბურჯანაძის შტაბში, რომლებსაც ვებრძოდი“

თემურ ბერიძემ „დემოკრატიული მოძრაობა“ იმ მოტივით დატოვა, რომ ბათუმში ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან მობილიზებული. ბერიძემ „ქართული ოცნება“ 18 ოქტობერს დატოვა და ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს შეუერთდა, თუმცა შტაბი ზუსტად 4 დღეში დატოვა. For.ge-სთან საუბრისას ის თავად ყვება იმ მიზეზებზე, რის გამოც პარტია დატოვა. რაც შეეხება თავად ბერიძეს, ის წლების განმავლობაში აჭარის ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა. ღიად უპირისპირდებოდა აბაშიძის და სააკაშვილის რეჟიმს. 2004 წელს იმ მოტივით დააკავეს, რომ აჭარაში მყოფ სააკაშვილს იმ ადამიანების სია შეაყარა სახეში, რომლებმაც „აღორძინებიდან“ უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაინაცვლეს.

თქვენ 18 ოქტომბერს დატოვეთქართული ოცნებადა შეუერთდით ნინო ბურჯანაძეს, თუმცა შტაბი პროტესტის ნიშნად დატოვეთ. რა გახდა თქვენი პროტესტის მიზეზი?

თემურ ბერიძე: ვადასტურებ, რომ 18 ოქტომერს დავტოვე „ქართული ოცნების“ შტაბი და გადავედი ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში. თუმცა იქ დამხვდა ასლან აბაშიძის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სახეები, იმ რეჟიმის წევრები რომლებსაც ვებრძოდი. ვერ შევეგუე მათთან კოაბიტაციას... ბოდიშს მოვუხდი ჩემს მეგობრებს. გარდა ამისა, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ ღიად გავაპროტესტე ის ფაქტი, რომ ბურჯანაძემ ბათუმში მხარდამჭერებთან შესახვედრად ოზურგეთიდან და რაიონებიდან ჩამოიყვანა მხარდამჭერები.

შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვინ დაგხვდათ ბურჯანაძის შტაბში აბაშიძის დანაციონალური მოძრაობისწევრებიდან?

- აბაშიძის დროს აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი ცინცქილაძე და ბევრი სხვა.

რატომ ჩამოიყვანეს აქტივისტები ოზურგეთიდან და სხვა რაიონებიდან, ბათუმში არ ჰყავს ბურჯანაძეს მხარდამჭერები?

- ბურჯანაძის შტაბში არის ის ხალხი, რომელთაც ავტორიტეტი არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომ არ გამოვიდნენ ბურჯანაძესთან შესახვედრად ბათუმელები.

როდესაცქართული ოცნებიდანწახვედით ნინო ბურჯანაძესთან მაშინ არ იცოდით რა ხდებოდა ბათუმში ბურჯანაძის შტაბში?

- ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ ადამიანების იქ დანახვა. ამიტომ, დავტოვე ის პარტია. ბურჯანაძესთან გადავედი იმიტომ, რომ ის აცხადებს აღვადგენ სამართლიანობასო. შტაბში, რომ მივედი ის ადამიანები დამხვდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლობას ნერგავდნენ. იქ არიან ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უკანონოდ დააგროვეს ქონება. ამ ადამიანების შესახებ ბათუმელებმა ყველაფერი იციან და ამიტომ არ ჩნდებიან საჯაროდ შეხვედრაზე.

როდესაც ბურჯანაძის შტაბს შეუერთდით, არ გქონდათ გათვიცნობიერებული, რომ ყოფილი ხელისუფლებასთან დაახლოებული და ყოფილი ხელისუფლების წევრები იქნებოდდნენ მის გვერდით? ბურჯანაძე წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი სახე...

- დავაშავე იმიტომ, რომ არ ვიცოდი ასეთი სურათი თუ დამხვდებოდა. ამიტომ ბოდიშს ვუხდი ჩემი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს. მე ვებრძოდი როგორც აბაშიძის, ისე სააკაშვილის რეჟიმს და დღესაც ის ხალხი ფიგურირებს ბურჯანაძის შტაბში, რომლებსაც ვებრძოდი.