„NDI-სა და CRRC-ის შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურ სიცრუეს წარმოადგენს“

„NDI-სა და CRRC-ის შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურ სიცრუეს წარმოადგენს“

NDI ეხმაურება სხვადასხვა ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას გიგა ბოკერიასა და ჯერემი როზნერს შორის კომუნიკაციის შესახებ

სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითქოსდა ელექტრონული მიმოწერის საპასუხოდ NDI აცხადებს:

NDI-სა და CRRC-ის შესახებ ინფორმაცია, დღეს გავრცელებულ თითქოსდა ელექტორნულ მიმოწერაში აბსოლუტურ სიცრუეს წარმოადგენს.

NDI და CRRC არ აწარმოებენ კონსულტაციებს არც ერთ გარეშე ორგანიზაციასთან საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესახებ მათ გამოქვეყნებამდე.

ჩვენი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, მთლიანად ეფუძნება მეთოდოლოგიას, რომელსაც NDI რეგულარულად აცნობს საზოგადოებას.

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ndi.org