„არანაცური“ გაერთიანების კონტურები: დავით ზურაბიშვილი „მესამე ძალის“ შესაძლო კანდიდატებსა და სავარაუდო ლიდერზე

„არანაცური“ გაერთიანების კონტურები: დავით ზურაბიშვილი „მესამე ძალის“ შესაძლო კანდიდატებსა და სავარაუდო ლიდერზე

ნებისმიერ გაერთიანებას შემკვრელი ფაქტორი სჭირდება, ასეთი ფაქტორში მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვხედავ. ის შესაძლოა შემკვრელად გამოდგეს, სადაც იქნება „ლელოც", გახარიაც, ელისაშვილიც, გოცირიძე-დეკანოიძე და ბევრი სხვა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, წვრილი ოპოზიოციური პარტიების გამოსავალზე საუბრისას.

მანამდე რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა წამოაყენა ინიციატივა, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს გაერთიანება 5%იანი ბარიერის პირობებში.

„ნებისმიერ გაერთიანებას შემკვრელი ფაქტორი სჭირდება, ასეთი ფაქტორში მე სალომე ზურაბიშვილს ვხედავ, ის რომ პრეზიდენტი არ იყოს და ერთ-ერთი ლიდერი იყოს, ცხადია ასეთი შემკვრელი ვერ იქნებოდა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, რომელმაც კანიდატის სტატუსზე სერიოზული როლი ითამაშა, ის შესაძლოა შემკვრელად გამოდგეს, სადაც იქნება „ლელოც", გახარიაც, ელისაშვილიც, გოცირიძე-დეკანოიძე და ბევრი.

„სალომე ზურაბიშვილი და ევროინტეგრაცია ეს ის ქოლგაა, რომელიც ასეთ გაერთიანებას შესაძლებელს გახდიდა. ეს გაერთიანება იმას კი არ იყვირებს, რომ რუსეთის იმპერია გავხდებით, არამედ იტყვის, რომ ევროკავშირში ერთად მივდივართ. თუ არანაცურ გაერთიანებაზეა ლაპარაკი, გახარიას პარტიის ამოგდება შეცდომაა, თუ თავად უარს არ იტყვის.

„ხელისუფლების კრიტიკას ვერ ავცდებით, რადგან ხანდახან ისეთ რამეს სჩადის, რომ ამაზე არაფერი არ თქვა, არ გამოვა, მაგფრამ მთავარი მესიჯი პოზიტიური უნდა იყოს და აქცენტს იმაზე უნდა აკეთებდეს თუ „ოცნებას" რითი სჯობს, და არა იმაზე თუ რა ცუდია.

„თუ ამ ორი დიდი ძალისგან ენმ-სგან და „ოცნებისგან" პრინციპულად გამიჯნული არ ხარ, ვერანაირ მესამე ძალად ვერ ჩამოყალიბდები, ეს გამორიცხულია. ხელისუფლებაში ორივეს მოსვლა ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დააფიქსირებ განსხვავებას. თუ პრეზიდენტის ეგიდით სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ არანაცური პარტიების გაერთიანება მოხდა, ეს წვრილი პარტიებისთვის კარგი იქნება.

„ჯაფარიძის „გირჩი" ენმ-სთან ალიანსში უფრო იპოვის თავის თავს, ვიდრე, ამ გაერთიანებაში, თუმცა სალომეს ქოლგა ამასაც აიტანდა, „დროასთან" ერთად",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

Gami ჰო, ჰო ჰო, ამ ყრუანჩალამ რა " მარგალიტები" დაყარა! მადლობა ბატონ ბიძინას ამის გაფარჩენისთვის. ხომ დაოღუპებოდა საქართველო. ვაი, შენს.. მაგრამ პატრონი არ ჰყავს.
5 თვის უკან
არაგველი641 ერთადერთი, რაც თავში მომივიდა: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
4 თვის უკან