შეხვედრა ისრაელის ელჩთან

შეხვედრა ისრაელის ელჩთან

დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. მიხეილ დარჩიაშვილმა ისრაელის ელჩს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლებისა და მედიცინის სფეროში, ასევე, ერთობლივ პროექტებში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრის მოადგილე და ელჩი ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებაზეც შეთანხმდნენ.